განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002849952
საქმე №1ბ/604-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ნ---------------–-–---–-------------–----------
ადვოკატის:ირ---–--------
მსჯავრდებულის: პ-----------------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ პ----------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ პ-------------------------------- მიმართ, დაბადებული 1-----–-–--------------- პირადი N1----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენით, პ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით პ----------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ პ----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 4 მარტიდან.
პ----------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ---------- რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით, პ---------------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:05 საათიდან 12:15 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ------–--–--------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „----------- პ---------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სს „--------------- კუთვნილ 39.80 ლარად ღირებულ 190გრ. ხსნად ყავას „იაკობ მონარქს“.
2018 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 12:20 საათიდან 12:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ------–--–--------–---–-------------ში მდებარე მაღაზია „------------------ პ---------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს „--------------- კუთვნილ 18.95 ლარად ღირებულ ხსნად ყავას „კარტ ნუარის“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ----------------მ, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ პ----------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვიდეოჩანაწერებით, ნივთიერი მტკიცებულებებეით, რომლებიც მხარეებს სადოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ პ----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო მოთხოვნას, ვინაიდან მართალია, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. ასევე პ---------------- ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის, რა დროსაც სასჯელის დანიშვნისას გამოყებებული იქნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შეიწყალეს და საერთოდ გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან. მიუხედავად აღნიშნულისა, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური სახის დანაშაული. ასეთ პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადა განუსაზღვრა, პალატას დამატებით საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ პ----------------- დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ----------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. პ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით(2018 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით პ----------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ პ----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 4 მარტიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ პ----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია;
6. ნივთმტკიცებები:
- დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი