განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
330210115001068286
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001068286

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/8283-18 3 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - დ----------------- (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე – ფ-------------–---–-- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა--------–---–-

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე დ----------------ისათვის, ფ-------------–---–--ს სასარგებლოდ, 13 420 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ-------------–---–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა: დ-----------------ს ფ-------------–---–--ს სასარგებლოდ დაეკისრა 13420 აშშ დოლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2----–-–------------- ფ-------------–---–--სა და ამხანაგობა „ნ--–-------------“-ის თავმჯდომარე - დ-----------------ს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მხარეთა ერთობლივი საქმიანობა, ქ. თბილისში, ნ--–-----------------, მ--------------------------------ბის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის საფუძველზე, ფ-------------–---–-- ვალდებული იყო ამხანაგობაში განეხორციელებინა საწევრო შენატანი 25075 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარი) ოდენობით.

 

ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა ამხანაგობის ვალდებულება: წევრის მიერ განხორციელებული შენატანის საფუძველზე, შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან გონივრულ ვადაში, წევრის ინდივიდუალურ საკუთრებად დაერეგისტრირებინა 50.15 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი, მდებარე, ამხანაგობის მიერ ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის პ------– სართულზე, რომლის მდებარეობაც განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართი 1-ში მოცემულ პროექტში.

 

ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა და მის საკუთრებად რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2----–-–--------------ა (ხელშეკრულების 3.3. პუნქტი).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- 2----–-–------------ის ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ (ს.ფ. 29-32).

 

3.2. 2----–--–- ფ-------------–---–--მ ამხანაგობის ანგარიშზე ჯამში 13420 აშშ დოლარი ჩარიცხა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.3. საცხოვრებელი სახლი არ აშენებულა, ხოლო მოსარჩელეს ამხანაგობის სახელზე შეტანილი თანხა უკან არ დაბრუნებია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი,სასამართლო სხდომის ოქმი);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენი (ს.ფ. 20-24).

 

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით (საქმე N1--------), რომლიც შესულია კანონიერ ძალაში, დ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1---- მუხლის მ--------–--–---------------თ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დგინდება, რომ 2-----–-–---------------------–-–----- დ----- ჯ--------ემ - ამხანაგობა „ნ--–-------------“-ის თავჯდომარემ - ნ--–-----------------აიონი, მ-------------–ი, მ--- და მ--- კორპუსების მიმდებარედ, ვითომდა ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში ფართის მიღების მიზნით, მოქალაქეებთან, მათ შორის ფ-------------–---–--სთან გააფორმა ხელშეკრულებები და მათგან მოტყუებით მიიღო თანხები. მშენებლობა ფაქტობრივად არ დაწყებულა, ხოლო აღებული თანხები დ-----------------მ მიისაკუთრა. ფ-------------–---–-- აღნიშნულ საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–--------------ს განაჩენი (ს.ფ.20-24);

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ.19).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

3.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-130-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის საერთო ვადა 128-ე მუხლის მ----- ნაწილის შესაბამისად შეადგენს 10 წელს. რამდენადაც, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა, ხოლო რაც შეეხება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეს მიყენებული ზიანის გამო თავისი ინტერესების დასაცავად სათანადო ზომების მიღების შესაძლებლობა წარმოეშვა 2----–-–--------------- განაჩენის საფუძველზე, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა ანაზღუარებაზე ვალდებული პირის შესახებ, სწორედ აქედან უნდა აითვალოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც ფ-------------–---–--ს მიერ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2----–-–---------------) დაცული იყო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები

 

3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის არსებითია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, ვინაიდან სწორედ ეს ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს, ხოლო სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. შესაბამისად, სასამართლოს სრული თავისუფლება გააჩნია სამართლებრივად შეაფასოს საქმის გარემოებები და აქედან გამომდინარე, მას ვერ შეზღუდავს მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც სასამართლოს ვალდებულებაა მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მოთხოვნის ფარგლებში მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც სწორედ იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, ხოლო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესრულების კონდიქციაზე უთითებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი, მათ შორის დელიქტური, საფუძვლებიდან.

 

3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

უდავო გარემოებაა, რომ 2----–-–------------- მოსარჩელესა და ამხანაგობა „ნ--–-------------“-ის თავმჯდომარე - დ-----------------ს შორის წერილობით გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მხარეთა ერთობლივი საქმიანობა - ქ. თბილისში, ნ--–-----------------, მ--------------------------------ბის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა ორმხრივ უფლება- მოვალეობებზე, რომლის თანახმადაც ფ-------------–---–--ს - როგორც ამხანაგობის წევრის ვალდებულებას წარმოადგენდა ამხანაგობაში განეხორციელებინა საწევრო შენატანი 25075 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ამხანაგობის ვალდებულებად განისაზღვრა განხორციელებული შენატანის საფუძველზე, შენობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებიდან გონივრულ ვადაში წევრის ინდივიდუალურ საკუთრებად დაერეგისტრირებინა 50.15 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი; ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა და საკუთრებად რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2----–-–--------------ა.

 

უდავო გარემოებაა, რომ 2----–--–- ფ-------------–---–--მ ამხანაგობაში განახორციელა საწევრო შენატანის სახით ჯამში 13420 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა არ დაწყებულა, ხოლო განხორციელებული შენატანი მოსარჩელე მხარეს არ დაბრუნებია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის, თუ ორი ან მეტი მხარე ნებაყოფლობით შეთანხმდება, რომ ისინი იქნებიან ურთიერთვალდებული იმ საგანზე, რაზეც შეთანხმდნენ; შესაბამისად, ხელშეკრულება, თავისებურად ორი თანმხვედრი აზრის იურიდიული დამთხვევაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა ურთიერთმფარავი ნების არსებობა და შესაბამისად, ხელშეკრულების დადების ფაქტი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება.

 

სასამართლომ ყურადღება მიაპყრო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენს, რომლითაც მოპასუხე დ-----------------, მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 1---- მუხლის მ----- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განმარტა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად განაჩენით დადგენილ ფაქტებს, მართალია პრეიუდიციული ძალა არ გააჩნიათ, თუმცა მათზე მითითება, როგორც სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე, არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს. მოპასუხის მიმართ დამდგარ განაჩენში კი მითითებული და დადასტურებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დ-----------------მ, როგორც ამხანაგობა „ნ--–-------------“-ის თავმჯდომარემ, ვითომდა ნ--–-----------------აიონი, მ--------------–ი, მ--- და მ--- კორპუსების მიმდებარედ ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში ფართის მიღების მიზნით, ფართის შეძენის მსურველ მოქალაქეებთან, მათ შორის მოსარჩელესთან, გააფორმა ხელშეკრულებები და მოტყუებითა და მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით მათგან მიიღო კონკრეტული თანხები; ამხანაგობასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა და ამხანაგობის სახელით მოქმედებდა ამხანაგობის თავჯდომარე - დ-----------------; ფაქტობრივად საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა არ დაწყებულა (მხოლოდ უმნიშვნელო სამუშაოები განხორციელდა ობიექტზე), ხოლო აღებული თანხები ამხანაგობის თავჯდომარემ მიისაკუთრა;

 

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განჩენით დგინდება რომ ამხანაგობის სახელით მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე გამოვლენილი ნება არ იყო ნამდვილი, პირიქით სამართლებრივად უვარგისი იყო, ხოლო დასახული მიზანი იმთავითვე მართლსაწინააღმდეგო - ფ-------------–---–--ს მიერ განხორციელებული ფულადი შენატანის მოტყუებით დაუფლება და არა 2----–-–------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა.

 

შესაბამისად, 2----–-–------------- მოსარჩელესა და ამხანაგობა „ნ--–-------------“-ის თავმჯდომარე - დ-----------------ს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო მოთხოვნა გამოირიცხება.

 

3.8. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ასევე ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სრულად რეალიზება - მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების, ამ მოქმედებით დაზარალებულის ქონებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტისა და მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული, იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან, იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მოპასუხის მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად; შესაბამისად, ფ-------------–---–--ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დ-----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკიროს 13420 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

5. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს:

 

5.1. აპელანტის განმარტებით, ფ-------------–---–--ს და სხვა პირებს, რომელთაც სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ მოეთხოვათ თანხები, დიდი ხანია პრეტენზია აღარ გააჩნიათ, რადგან მოპასუხის დახმარებით და ხელშეწყობით, მათ ამხანაგობა ნ--–--------------ის კუთვნილი 1600 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცათ, რომელიც ნ--–-----------------, მ-------------–ში, მ--- და მ--- კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს. ასევე, მათ გადაეცათ ძვირად ღირებული მრავალბინიანი სახლის პროექტი.

 

5.2. ფ-------------–---–--მ, ამხანაგობის წევრების თანხმობით, ამხანაგობის საქმეში თავისი მეუღლე კ----------- ჩართო, რომელმაც სხვადასხვა გარიგებებით ფინანსური სარგებელი მიიღო. ახლა კი, ფ-------------–---–-- განმეორებით ცდილობს მოპასუხისათვის თანხების დაკისრებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პ------–ი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

 

10. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო განცხადება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10.1. 2----–-–------------- ფ-------------–---–--სა და ამხანაგობა „ნ--–-------------“-ის თავმჯდომარე - დ-----------------ს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მხარეთა ერთობლივი საქმიანობა, ქ. თბილისში, ნ--–-----------------, მ--------------------------------ბის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის საფუძველზე, ფ-------------–---–-- ვალდებული იყო, ამხანაგობაში განეხორციელებინა საწევრო შენატანი 25075 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარი) ოდენობით. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება: წევრის მიერ განხორციელებული შენატანის საფუძველზე, შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან გონივრულ ვადაში, წევრის ინდივიდუალურ საკუთრებად დაერეგისტრირებინა 50.15 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი, მდებარე, ამხანაგობის მიერ ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის პ------– სართულზე, რომლის მდებარეობაც განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართი 1-ში მოცემულ პროექტში. ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა და მის საკუთრებად რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2----–-–--------------ა (ხელშეკრულების 3.3. პუნქტი).

 

10.2. 2----–--–- ფ-------------–---–--მ ამხანაგობის ანგარიშზე ჯამში 13420 აშშ დოლარი ჩარიცხა.

 

10.3. საცხოვრებელი სახლი არ აშენებულა, ხოლო მოსარჩელეს ამხანაგობის სახელზე შეტანილი თანხა უკან არ დაბრუნებია.

 

10.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით, რომლიც შესულია კანონიერ ძალაში, დ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1---- მუხლის მ--------–--–---------------თ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დგინდება, რომ 2-----–-–---------------------–-–----- დ----- ჯ--------ემ - ამხანაგობა „ნ--–-------------“-ის თავჯდომარემ - ნ--–-----------------აიონი, მ-------------–ი, მ--- და მ--- კორპუსების მიმდებარედ, ვითომდა ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში ფართის მიღების მიზნით, მოქალაქეებთან, მათ შორის ფ-------------–---–--სთან გააფორმა ხელშეკრულებები და მათგან მოტყუებით მიიღო თანხები. მშენებლობა ფაქტობრივად არ დაწყებულა, ხოლო აღებული თანხები დ-----------------მ მიისაკუთრა. ფ-------------–---–-- აღნიშნულ საქმეზე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

11. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პ------–ი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპ------–ესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება.

 

12. განსახილველ შემთხვევაში პ------–ი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ ფორმალური შესაგებელი წარადგინა, რომელშიც მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, ხოლო მის წინააღმდეგ, ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული პრეტენზიები უარყოფილია სიტყვებით: „ნაწილობრივ ვეთანხმები“, რაც მარტივ შედავებასაც კი არ წარმოადგენს, რადგან სსსკ-ის 201-ე მუხლით მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენაა განმტკიცებული. თუ მოპასუხე სარჩელში მოყვანილ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, იგი ვალდებულია ამის მიზეზი მიუთითოს და შესაბამისი არგუმენტაციით დაასაბუთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება დაურთოს. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.

 

12. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს რაიმე მითითებას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ასეთი შესაგებელი კი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“).

 

13. პალატა აღნიშნავს, რომ ერთადერთი საფუძველი, რაც მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებად მითითებული აქვს შესაგებელში, ეს არის სარჩელის ხანდაზმულობა, რაც პ------–ი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ სამართლებრივი დასაბუთების მიმართ, რომლითაც უარყოფილი იქნა მოპასუხის შედავება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამდენად სახეზეა მოცემულობა, როცა მოპასუხე პ------–ი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლით ფაქტობრივად დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო სააპელაციო საჩივრით დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს შეჯიბრებითობისა და დისპოზოციურობის პრინციპის მნიშვნელობის კონტექსტში.

 

14. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64)“ (საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).

 

15. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს პ------–ი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------- განაჩენის საფუძველზე მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სრულად რეალიზება - მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების, ამ მოქმედებით დაზარალებულის ქონებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტისა და მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზეა გენერალური დელიქტი და მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია მოპასუხისგან მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მოპასუხის მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად;

 

16. რაც შეეხება, სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პ------–ი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს ისეთ ახალ გარემოებებზე, რომლებიც შესაგებელში და საქმის მომზადების სტადიაზე არ ყოფილა გაცხადებული, ამასთან იგი არ ასახელებს აღნიშნული გარემოებების თავის დროზე განუცხადებლობის საპატიო მიზეზებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა სასარჩელო მოთხოვნის შემაფერხებელი არგუმენტები და მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებლად აქცევს და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

17. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

18. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი