განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
330100119002791797
ინსტანცია
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119002791797

საქმე №1ბ/507-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ნინო სოლომნიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ნ------------–---–--------–-–----------–----

ადვოკატის: ს--------------------

მსჯავრდებულის: ა---------------------

თარჯიმნების:მ-------------–-----------------------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა--------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ა---------------------------------- მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------- პ/№0----------- რეგისტრირებული: თ---–---- მისამართის გარეშე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ-------------------–-----------------------------–-------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით, ა-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (ხუთი ეპიზოდი); სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 31 ოქტომბრის ხ----–--–--------- ეპიზოდი) - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (2018 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით 4(ოთხი)წლთს და 6(ევსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, არ------------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ არ------------------ სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან.

არ------------------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით(ხუთი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით;

ა--------------------- ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 30 ოქტომბერს, შუადღის საათებში, დაახლოებით 15:00 საათზე ა--------------------- უკანონოდ შეაღწია თ---–--–---–------------------------------ში მდებარე პ---–---------–---–-- საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნული ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „HP”-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორს - ღირებულს 500 (ხუთასი) ლარად, „STERN”-ის ფირმის ელექტრო ხერხს - ღირებულს 130 (ასოცდაათი) ლარად და „ARISTONI”-ს ფირმის ბუნებრივი აირის წყლის გამათბობელს - ღირებულს 800 (რვაასი) ლარად. ა--------------------- ქმედებით პ---–---------–---–- მიადგა 1430 (ათას ოთხასოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2108 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში თბილისში ვ---------–--------------------------------------ში მდებარე ი------------–---–-- საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შეაღწია ა---------------------, რომელიც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, ერთ ცალ ერთდოლარიანს და ერთ ცალ ორდოლარიანს. აღნიშნული ქმედების შედეგად ი-----------–---–- მიადგა 805,63 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2018 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ა--------------------- უკანონოდ შეაღწია ხ----–--–---------------------------------ში მდებარე თ-----------–-–---–-- საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა თანხას - 200(ორასი)ლარის ოდენობით, ოქროს და ვერცხლის სამკაულებს. კერძოდ ,ოქროს ჯაჭვს, ოქროს ჯვარს, ვერცხლის გრეხილ ჯაჭვს, ვერცხლის ორ ცალ ბეჭედს, ოქროსფერ კულონსა და თვლებით გაწყობილ ოქროსფერ მრგვალ გულსაბნევს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ თ-----------–-–---–- მიადგა 970 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2018 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, ა--------------------- უკანონოდ შეაღწია კ--–------------------------------------- -ში მდებარე გ--------------------–---–-- საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა - ერთ ცალ კომპიუტერის პროცერორს, ორ ცალ ოქროს ბეჭედს, ტელევიზიის „მაგთიკომის“ პულტს, ტელევიზიის კაბელებს, საფულეს და მასში მოთავსებულ თანხას. აღნიშნული ქმედების შედეგად გ--------------------–---–- მიადგა 1795 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2018 წლის 12 სექტემბერს საღამოს საათებში, ა--------------------- უკანონოდ შეაღწია კ--–-------------------------------ში მდებარე ნ----------–----- საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა „SONY”-ის ფირმის 3------- მოდელის ტელევიზორს თავისივე პულტით, „SONY”-ის ფირმის 3------- მოდელის ტელევიზორს თავისივე პულტით, „SAMSUNG” -ის ფირმის U---------- მოდელის ტელევიზორს თავისივე პულტით, ასევე თეთრეულსა და გასაღებებს, რომელზეც იყო ავტომნქანის, ავტოფარეხის გასაღები და ავტოფარეხის კარის პულტი. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ ნ----------–---- მიადგა 6510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

- 2018 წლის 29 ოქტომბერს, შუადღის საათებში, დაახლოებით 15:00 საათზე, ა--------------------- უკანონოდ შეაღწია თბილისში, ზ-----------------------------------------ში მდებარე ს--–------------ საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნული ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თანხას 40(ორმოცი)ლარის ოდენობით. ა--------------------- ქმედებით ს--–------------ მიადგა 40 (ორმოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------------------, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ა--------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: თ--------–---–---–-----–------------–---–----------–-----–---–---------–--–----–-------------–---------–---–--------------------------------–-----–--------------–---------------–-------------------------------------------------–---–----------------–---–------------–----------------------–-–---–-------------------------–---–---------------–-----------------------–------–-- და ა--------------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაქილოსკოპიური, სასაქონლო, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ა--------------------- ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას, მართალია, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, დანაშაულთა სიმრავლე. ასევე მსჯავრდებული ნასამართლევია ანალოგიური ხასიათის დანაშაულისათვის. ასეთ პირობებში, კი პალატას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ არ------------------ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა--------------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ა-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (ხუთი ეპიზოდი); სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 31 ოქტომბრის ხ----–--–--------- ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით (2018 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

-საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“პუნქტით 4(ოთხი)წლთს და 6(ევსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, არ------------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.მსჯავრდებულ არ------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა--------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;

6. ნივთმტკიცებები:

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს (პ---–---------–---–-- ბინა) გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვლები 15 ცალ დ/ფირზე, რომელიც ინახება შსს თ---–---------–-–-------------------------------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

-შპს „----------- საგან გამოთხოვილი კამერის ჩანაწერები, რომლების ჩაწერილია 06 ცალ დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

- ა--------------------- ამოღებული გაზის წყლის გამათბობელი, ს-------–-----–----- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, SRETN- ის ფირმის ელექტრო ხერხი, სამი ცალი ტელევიზორი, ერთი ცალი ლეპტოპი, ორი ცალი პულტი, ორი ცალი მუყაოს კოლოფი მათში მოთავსებული ორი ცალი რკინის სამაგრი და ვერცხლისფერი ჭანჭიკები თავისივე პლასტმასებით, რომლებიც ინახება შსს თ---–---------–-–-------------------------------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს;

- ა---------------------აგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს თ---–---------–-–-------------------------------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ს--–-------------- საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუშები, რომელიც ინახება შსს თ---–---------–-–-------------------------------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- შპს „-------------ის მაღაზია ბ------------------ გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ჩანაწერები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

- სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 2 ცალ ქილად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 2 ცალ ქილად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 ცალ ქილად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 ცალ ქილად, ა--------------------- სუნის კვალის ნიმუში 1 ქილად, რომელიც ინახება შსს თ---–---------–-–-------------------------------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ამოღებული ორი ცალი წინდა, ა---------------------აგან ამოღებული ერთი ცალი აშშ-ს ერთდოლარიანი კუპიურა. ერთი ცალი აშშ ორდოლარიანი კუპიურა და ა--------------------- ტანსაცმელი, შსს თ---–---------–-–-------------------------------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება შსს თ---–---------–-–-------------------------------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვალის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

-ა--------------------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტელევიზორი, რესივერი, ორი ცალი პულტი და კომპიუტერის პროცესორი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

-ა--------------------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ელიფსური ფორმის სამკაული, მრგვალი ფორმის გულსაბნევი და ელიფსური ფორმის კულონი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- სს „---–------------- გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით. სისხლის სამართლის N------------, N0-----------, N0-----------, N0----------- საქმეებზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოების ჩანაწერები 04 ცალ დისკზე და ა----------------------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ამსახველი ფოტოსურათების ჩანაწერი ერთ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

- ა-------- გ-----------, პ---–-----------–---–-------------------------–---–---–-- ხელის კვლების ელექტრონული ნიმუშები შენახული იქნეს ხელის კვლების ელექტრონული ნიმუშების შენახვის ვადით;

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი