განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
330100118002548209
ინსტანცია
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002548209

საქმე №1ბ/552-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ-------------ის, ა-–---------–-–---–ის

ადვოკატის: ა---–------ის

მსჯავრდებულის: კ---------------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ კ---------------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): კ---------------------------ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------–-----------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---------------------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 8 დეკემბერს, დილის საათებში, ქ-------–--–----------–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ---------------------------ემ თავისი არასრულწლოვანი შვილის - ს-----------------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მ------------–--------ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი. ასევე, ამავე წლის 4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში, კ---------------------------ე სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას დედამისს, რაც გამოიხატებოდა მუდმივად უცენზურო სიტყვებით მიმართვასა და ლანძღვაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---------------------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის თებერვალში და ამავე წლის 4 ივნისიდან 6 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–----------–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ---------------------------ე თავისი არასრულწლოვანი შვილის - ს-----------------ის თანდასწრებით, სისტემატურად ახორციელებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა დედამისს - მ-------------–--------ს, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან გინებასა და ლანძღვაში. აღნიშნულით მ-------------–--------ს მიადგა ფსიქოლოგიური ტრავმა და განიცადა ტანჯვა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---------------------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 ივნისიდან 6 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–----------–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ---------------------------ე დაემუქრა დედამისს - მ------------–--------ს ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენით:

 

კ---------------------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ---------------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

კ---------------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ კ---------------------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ---------------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 ივნისის 02:23 საათიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ---------------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა---–------მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა კ---------------------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით - მსჯავრდებულ კ---------------------------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ კ---------------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ---------------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მ------------–--------ს და მოწმე - ქ--------------–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და ექსპერტების - გ---–--------------–---–ისა და თ-------------ის ჩვენებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ---------------------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ---------------------------ეს ბრალად შერაცხული დანაშაულები არ ჩაუდენია და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ------------–--------მ განმარტა, რომ ცხოვრობს შვილთან - კ---------------------------ესა და შვილიშვილთან - ს-----------------ესთან ერთად, რომელიც არის 15 წლის. მისი შვილი კ---------------------------ე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის (დაზარალებულის) მიმართ ძალიან აგრესიული იყო, რადგან უარს ეუბნებოდა ფულის მიცემაზე, რომელიც კ---------------------------ეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად სჭირდებოდა. კ---------------------------ე ამას აპროტესტებდა და გამოხატავდა აგრესიას, აყენებდა მას (მ------------–--------ს) სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის 8 დეკემბერს კ------------ე იყო აგრესიულად განწყობილი, რის გამოც დასახმარებლად დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და შეატყობინა მომხდარი. აღნიშნულ ფაქტზე გაღიზიანებულმა კ---------------------------ემ იძალადა მასზე (დაზარალებულზე), კერძოდ, უხეშად წვდა ხელებით და არ უშვებდა მას. ეუბნებოდა კ------------ეს, რომ გაეშვა ხელი, რადგან ფიზიკურად ეტკინა. ძალადობის ამ ფაქტს შეესწრო სახლში მყოფი, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი - ს-----------------ე. კ---------------------------ის მხრიდან პერიოდულად ისევ გრძელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება. 2018 წლის 4 ივნისიდან 6 ივნისამდე დროის მონაკვეთში, კ---------------------------ე იყო აგრესიული, აყენებდა მას (მ------------–--------ს) სიტყვიერ შეურაცხყოფას, სთხოვდა საცხოვრებელი სახლის გაყიდვას, რაზეც იგი (დაზარალებული) უარს ეუბნებოდა. ყოველივე აღნიშნულით იგი (დაზარალებული) მორალურად განადგურებული იყო, შერყეული ჰქონდა ფსიქიკა და იტანჯებოდა. ამ ყველაფრის შემსწრე იყო არასრულწლოვანი ს-----------------ე, რომელზეც ასევე უარყოფითად მოქმედებდა ყოველივე.

 

კ---------------------------ის ყოფილმა მეუღლემ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ქ--------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს იმყოფებოდა მ------------–--------ს სახლში, სადაც შეესწრო კონფლიქტს მ------------–--------სა და კ---------------------------ეს შორის, რასაც ასევე ესწრებოდა მისი (მოწმის) და კ------------ეს 15 წლის შვილი - ს-----------------ე, რა დროსაც ისინი (ქ--------------–---–ი და ს-----------------ე) ოთახში იმყოფებოდნენ და ხმამაღალ საუბარზე გამოვიდნენ ოთახიდან. მან (მოწმემ) დაინახა, თუ როგორ ჰკრა ხელი კ---------------------------ემ მ------------–--------ს, რომელიც წაბორძიკდა, მაგრამ არ დაცემულა. ის (ქ--------------–---–ი) მოუწოდებდა კ------------ეს დამშვიდებულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა იგი ხელით მოიშორა და წავიდა სახლიდან.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 08.12.2017 წ. მოქ. მ------------–--------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე/ აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარჯვნივ კისრის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და შედეგები.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, კ---------------------------ის მიერ მ------------–--------ს მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია მ------------–--------ს ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------ემ დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და შედეგები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა კ---------------------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს კ---------------------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარში მოსაზრებას, რომ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა ის გარემოება, რომ ბრალდებულ კ---------------------------ის დამ ხ---------------------ემ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას უარი განაცხადა ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აგრეთვე, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაიზიარა არასრულწლოვანი მოწმე ს-----------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რითაც დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, მსჯავრდებულ კ---------------------------ის მიმართ გამოტანილ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს და არ ადასტურებს კ---------------------------ის ბრალეულობას არც ხ---------------------ისა და არც ს-----------------ის ჩვენებები.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, კ---------------------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ---------------------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ---------------------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მათ საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ---------------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინათ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა კ---------------------------ემ ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები - საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, იძალდა საკუთარი დედის, მ------------–--------ს (დაბადებული 1948 წელს) მიმართ, აგრეთვე, ამ უკანასკნელს სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა. პალატას მიაჩნია, რომ კ---------------------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. სააპელაციო პალატის აზრით, კ---------------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს დედის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ კ---------------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი კ---------------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ---------------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი კ---------------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

კ---------------------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

კ---------------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

კ---------------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, კ---------------------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ კ---------------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 ივნისიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ კ---------------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე