განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002406092
საქმე №1ბ/1068-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: დ-----------------
ადვოკატის: გი-------------–----
მსჯავრდებულის: ნ--------------–----
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ--------------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის გი-------------–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ---------------------------–---- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------------–---–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით, ნ--------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;
მსჯავრდებულ ნ---------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 22 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 24 მარტიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ნ--------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: ნ--------------–---მ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს „-------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულად თანხას. ამ მიზნით, 2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 05:10 საათზე, ისინი მივიდნენ ქ-------–--–-----------------–----–---------------------ში მდებარე შპს „-------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რა დროსაც ხელსაწყოების გამოყენებით, დააზიანეს და გახსნეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარები, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას 1076 ლარის ოდენობით, რაც წაიღო ნ--------------–---- თანმხლებმა, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, რომელიც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ნ--------------–---, როდესაც ასევე ცდილობდა მიმალვას, ადგილზევე იქნა დაკავებული პოლიციის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული ქმედებით შპს „-------------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--------------–---- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------–----- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ნ--------------–---- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სასჯელის სახით შინაპატიმრობის განსაზღვრა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებულ მტკიცებულებებს. საგამოძიებო ორგანომ ერთი წლის და სამი თვის განმავლობაში ვერ დაადგინა დანაშაულში მონაწილე სხვა პირის ვინაობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი პირი უბრალოდ არ არსებობს. პოლიციის თანამშრომლებმა ნ--------------–---ს მუქარის, შეურაცხყოფის და შანტაჟის ქვეშ ათქმევინეს ვიღაც „დ-----ს შესახებ და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ კასეტების აღმოჩენის შემდეგ, იქ თანხა არ აღმოჩნდა. ასევე, ნ--------------–---ს არ ჰქონდა ტყუილის თქმის მიზეზი ჩასარიცხი აპარატის მოტოციკლის ე.წ „რუჩკით“ და არა ძალაყინით გახსნის შესახებ. ნ--------------–---ს ერთი შეხედვით „საქმისათვის უმნიშვნელო“ ნივთი - ძალაყინი, შესაძლოა იმიტომ „ჩაუდეს“ რომ გაემყარებინათ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ვითომდა შორიდან დაინახეს აპარატთან მდგომი პიროვნების ხელში ძალაყინი. მოტოციკლეტის ე.წ. „რუჩკას“ შორიდან ბუნებრივია ვერ დაინახავდნენ. საეჭვო გარემოებას წარმოადგენს კ------------------- და ჯ------------–---–-- ჩვენებები იმ ნაწილშიც, რომ თითქოსდა მიუხედავად მათი არაერთი მოწოდებისა, დამნაშავეები აგრძელებდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებას და სანამ კასეტები არ გამოიღეს, მანამდე არ გაიქცნენ. არ არსებობს დამნაშავე, რომელიც პოლიციის თანამშრომლების დანახვისას არ შეწყვიტავს დანაშაულის ჩადენას და არ გაიქცევა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ნ--------------–---- ჩვენება, რომ დაკავებისთანავე მას პოლიციელები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ, არ გააცნეს ბრალდებულის უფლებები და არ განუმარტეს, რომ უფლება ჰქონდა არ დაებრალებინა დანაშაული, არ მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ნ--------------–---სთან ერთად დანაშაულში სხვა პირის მონაწილეობის შესახებ არსებობს მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებით შექმნილი ეჭვი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ნ--------------–---მ მარტომ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და იგი შესაბამისი მუხლით უნდა იქნეს გასამართლებული.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ------------–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 24 მარტს, კ----------------------- ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით დილის ექვსის წუთებზე, ქ.თ---–--–-----------------–----–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ გაიგონეს ხმაური და შორიდან დაინახეს ორი პიროვნება, რომლებიც იმყოფებოდნენ „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. ისინი გვერდულად იდგნენ და ერთი მათგანი, რომელსაც ჩაფხუტი ეხურა, ძალაყინის მეშვეობით ცდილობდა აპარატის კარის გატეხვას. როდესაც პოლიციელები გაემართნენ მათი მიმართულებით, აღნიშნული პირები გაიქცნენ. პოლიციელებმა შენიშნეს, რომ აპარატი გატეხილი იყო, თუმცა არ შეჩერებულან, დაედევნენ დამნაშავეებს და მოუწოდეს გაჩერებულიყვნენ. სირბილისას ნ--------------–---მ გადააგდო ჯერ ძალაყინი, შემდეგ კი ჩაფხუტი. იგი თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ და ნ-----–----–---------------თან დააკავეს. ხოლო მასთან ერთად მყოფმა პიროვნებამ, რომელსაც „კაპიუშონი“ ეფარა, გაქცევა მოახერხა. დევნისას ნ--------------–---ს ასევე ხელში ეჭირა რაღაც ყუთები, თუმცა სად გადააგდო ისინი, ვერ დაინახეს. დაკავების ოქმი კ------------------- შეავსო, ბრალდებულს უფლებები განუმარტა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნ--------------–----გან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ყოფილა ამოღებული. ჯ------------–---–-- განმარტებით, ნ--------------–---მ დაკავების ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნა ან გაცხადება, არ დაუფიქსირებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 24 მარტს, დილის 5 საათზე, თანამშრომელ ჯ------------–---–---- ერთად ახორციელებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ქ. თბ--–--–-----------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებიც ძალაყინის გამოყენებით ტეხავდნენ „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატს. მოწმემ დააზუსტა, რომ მათ თავდაპირველად გაიგონეს ძალაყინის დარტყმის ხმა, შემდეგ დაინახეს ჩაფხუტიანი პიროვნება - ნ--------------–---, რომელიც ტეხავდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, ხოლო მასთან მყოფი მეორე პირი კარის გაღებაში ეხმარებოდა. პოლიციის თანამშრომლების შემჩნევისთანავე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მყოფი პირები ერთი მიმართულებით გაიქცნენ. შემთხვევის ადგილზე მიახლოებისას, მათ დაინახეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი ღია იყო, ხოლო თანხის ჩასადები ე.წ. „კასეტები“ წაღებული. ისინი გაეკიდნენ გაქცეულ პირებს მ------ ქუჩის მიმართულებით. მათგან ერთ-ერთს - ნ---------------–---- თავზე ჩაფხუტი ეხურა, ერთ ხელში ძალაყინი ეჭირა, ხოლო მეორეში ე.წ. - „კასეტები“. მას ყურადღება სწორედ ნ---------------–------ ჰქონდა გადატანილი, მისი მიზანი იყო თვალთახედვის არედან არ დაეკარგა იგი, ამიტომ ვერ დაინახა, თუ როდის გადაყარა ნ--------------–---მ აღნიშნული კასეტები. ბრალდებული ნ-----–----–---------------თან დააკავეს, ხოლო ნ--------------–---სთან ერთად მყოფმა პიროვნებამ გაქცევა მოახერხა. მან განუმარტა უფლებები და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. ნ--------------–----აგან ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. მოწმის ჩვენების თანახმად, მან შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა ა------------------ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „-------------- უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 24 მარტს, გამთენიისას, მონიტორინგის სამსახურში შევიდა განგაში. სიგნალიზაცია ჩაირთო და დაფიქსირდა ქ.თ---–--–-----------------–------–---------------ზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან კასეტის არასანქცირებული ამოღება. მოწმე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიცია. მან დაინახა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არ იდო თანხის შემნახველი ქეისი. პროგრამული შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ აპარატიდან წაღებული იყო 1076 ლარი. ა------------------ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ როგორც აღმოჩნდა, დაზიანებული იყო სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის შუა, ზედა და ქვედა კარები. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ შედგა სათანადო ოქმი, რომელიც მან წაიკითხა და მოაწერა ხელი.
2018 წლის 24 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. თ---–--–-----------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს სათამაშოების მაღაზია „--------- რომლის მარჯვენა კუთხიდან 150 სანტიმეტრში, ტროტუარზე განთავსებულია „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ტერმინალის ნომრით - 2---- რომელსაც აღენიშნება დაზიანება. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ აპარატის წინ მდებარე ასფალტის ზედაპირიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილიდან გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც მივიდა ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩენილი იქნა ძალაყინი, შემდეგ გავიდა მარჯვენა მხარეს, მ------ ქუჩაზე და გაჩერდა მარცხნივ, დაახლოებით 200 მეტრში. ძალაყინი ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. დათვალიერებით დადგინდა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს დაზიანებული აქვს ქვედა და ზედა კარები. აპარატში არ აღმოჩნდა ფულის შემნახველი „კასეტები“. ექსპერტების მიერ აპარატის შიდა ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები. დათვალიერების შემდეგ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.
2018 წლის 24 მარტის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- გამომძიებელ ი-------–--- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ადგილმდებარეობა - ქ. თ---–--–-----------------–----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ელექტროსადენების ტრანსფორმატორისთვის განკუთვნილ პატარა შენობასა და ჯიხურს შორის არსებულ პატარა ჩიხში დაყრილია ნაგავი. დათვალიერებისას, აღნიშნული ტერიტორიიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 1 ცალი პლასტმასის ყუთი დაზიანებულ მდგომარეობაში და 1 ცალი რკინის ყუთი, რომლებიც დაილუქა.
2018 წლის 24 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ნ-------------–---–-- მიერ, ქ. თ---–--–---------–----–---------------ში მდებარე შ------------- საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ამ უკანასკნელის თანხმობით, ამოღებულ იქნა 1 ცალი მოტოციკლის ჩაფხუტი, შავი ფერის, რომელსაც წინა მხარეს გააჩნია გამჭვირვალე სახის დამცავი.
2018 წლის 24 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულის ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ბრალდებულმა ნ--------------–---მ მიუთითა გ-------–----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, რომელიც გაქურდა მეგობართან - „----------- ერთად. ბრალდებულმა ასევე მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც გადააგდო ძალაყინი და ჩაფხუტი, ასევე ის ტერიტორია, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
2018 წლის 19 აპრილის №-------- ექსპერტიზის დასკვნის თანხმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს აღენიშნება დაზიანებები დეფორმაციის, განცალკევების, ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. ასევე აპარატს არ გააჩნია ლითონის მონეტებისა და ქაღალდის კუპიურების მიმღები კასეტები. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----–----–-------
2018 წლის 13 მაისის №004736018 ექსპერტიზის დასკვნის თანხმად, პაკეტში წარწერით: „...1 ც. ჩაფხუტი ამოღებული ეზოდან...“ მოთავსებულ ჩაფხუტის შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №1) შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ობ. #1ა-სა და ნ--------------–---- (ობ. №9) გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტში წარწერით „...1 ც. რკინის დეტალი ამოღებული ჩასარიცხის მოშორებით ჩიხში ნიადაგიდან...“, მოთავსებულ ძალაყინზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ--------------–---ს (ობ. №9); პაკეტში წარწერით: „...2 ცალ ჩხირზე ანაწმენდი ჩასარიცხი აპარატის შიდა მხრიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №3,4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ--------------–---ს (ობ. №9). დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-------------------–-----
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებლებმა გ---------–---–-------–-----------–---–------------–----------------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა ნ--------------–---მ აღიარა, რომ სურდა გაექურდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა ამ დროს იმყოფებოდა მარტო და დანაშაულის ჩასადენად შეთანხმება არავისთან ჰქონია. მის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ბ-------------–----–----- ქუჩაზე განთავსებული „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გააღო მოტოციკლეტის ე.წ. „რუჩკით“, მას ძალაყინი არ ჰქონია და არ იცის, საიდან გაჩნდა ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე. ნ--------------–---მ კარის გაღების შემდეგ აიღო აპარატში ჩალაგებული „კასეტები“ და გაემართა ჩიხისკენ, სადაც მოტოციკლი ჰყავდა გაჩერებული. ამ დროს, მან შეამჩნია პოლიციის თანამშრომლები. მათ დანახვაზე ბრალდებულმა კასეტები დამალა და გაიქცა. მან სირბილისას, მოტოციკლის ჩაფხუტი გადააგდო. პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ მოუწოდეს გაჩერებისკენ, რის შემდეგაც სროლა დაუწყეს. დაახლოებით 300-400 მეტრი სირბილის შემდეგ, იგი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მას შემთხვევის ადგილზე და პოლიციის შენობაშიც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, იძულებით მოხდა მისგან ჩვენების მიღება დანაშაულის თანამონაწილესთან ერთად ჩადენის შესახებ და მისი მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ისე მოაწერა ხელი, შინაარსს არ გაცნობია. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, მისი უფლებების დარღვევის ფაქტი არ გაამჟღავნა, ვინაიდან შეეშინდა, რომ თუ სიმართლეს იტყოდა, მასთან არ დაიდებოდა საპროცესო შეთანხმება.
პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს, რომ თანამზრახველები ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს, ან როლები ჰქონდათ განაწილებული, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სახეზეა პირდაპირი ხასიათის, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოწმეების: ჯ------------–---–-- და კ------------------- ჩვენებების სახით, რითაც უტყუარად დასტურდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატის განამრტებით, „საქმეზე „-----–-----------------–------------ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2----–-–----------------------------–-------–---------------.
მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ურთიერთთანხვედრილად მოახსენეს სასამართლოს, რომ შემთხვევის ადგილზე „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი ძალაყინის საშუალებით ტეხდა აპარატის კარს, მეორე კი მას ეხმარებოდა. ასევე განმარტეს, რომ პოლიციელების დანახვაზე ორივე მათგანი ერთად, ერთი მიმართულებით გაიქცა, მათ აპარატის გატეხვა არ გაუგრძელებიათ, დაუყოვნებლივ გაიქცნენ თანამშრომლების დანახვისას, რომლებმაც მხოლოდ ნ--------------–---- დაკავება შეძლეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მათ ვერ მოახერხეს მეორე თანამზრახველის დაკავება ან ვერ დააფიქსირეს, თუ სად გადააგდო ბრალდებულმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ე.წ. „კასეტები“, ვერ მიიჩნევა სამართალდამცავების ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლად. სავსებით ლოგიკურია, რომ კონკრეტულ სიტუაციაში პოლიციის ორი თანამშრომელი შესაძლოა არ იყოს პროპორციული და საკამარისი ძალა ორი გაქცეული პირის დასაკავებლად. რაც შეეხება ნივთების გადაყრის ფაქტს, ჯ------------–---–-- და კ------------------- ნათლად განმარტეს, რომ ისინი ორიენტირებულები იყვნენ პირთა დაკავებაზე, მიჰყვებოდნენ მათ უკან და თვალთახედვის არიდან არ დაუკარგავთ ისინი, თუმცა მხედველობიდან გამორჩათ ის მომენტი, თუ სად გადააგდო ნ--------------–---მ ე.წ. „კასეტები“. პალატას მიაჩნია, რომ ჯ------------–---–--ა და კ------------------- ჩვენებები არის სარწმუნო და დამაჯერებელი, ვინაიდან მათში ეჭვის შეტანის საფუძვლები საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა.
ამასთან, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა დაზარალებულის ჩვენებასთან, საქმეში არსებულ წერილობით და სხვა სახის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მიღებული იქნა შესაბამისი დასკვნები.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორცილებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევას, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია და მათი ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ისე რომ, რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ არის. ამოღებული ნივთები, მათ შორის ძალაყინი, რომლის არსებობასაც სადავოდ მიიჩნევს დაცვის მხარე, დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამდენად, არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების სადავოდ მიჩნევასთან დაკავშირებით.
ამასთან, დაცვის მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რა პირადი ინტერესი უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავებს ნ--------------–---- ჯგუფურ დანაშაულში მხილებისა და პასუხისმგებლობის დამძიმების მიზნით მიეცათ ცრუ ჩვენება. იმ პირობებში, როდესაც ნ--------------–--- აღიარებს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარის დაზიანების და გაღების ფაქტს, გაურკვეველია, რა მიზნით უნდა მიეთითებინათ სამართალდამცავებს, რომ ბრალდებულის მიერ გამოყენებული იარაღი იყო ძალაყინი და არა მოტოციკლეტის ე.წ. „რუჩკა”, რაზეც აპელირებს თავად ნ--------------–---. ასევე, როდესაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის დაზარალებული კომპანიისათვის 1076 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ე.წ. „კასეტებში“ არ აღმოჩნდა ფულადი თანხა. დაცვის მხარე სათანადოდ ვერ ასაბუთებს რატომ არის ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებული, რომ ბრალდებული მოქმედებდა თანამზრახველთან ერთად.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები 2018 წლის 24 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაკავებული ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ოქმს ხელს აწერს ნ--------------–--- ისე, რომ მასზე რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს.
საფუძველს მოკლებულია მსჯავრდებულის განმარტება, რომ მან სამართალდამცავების მიერ შედგენილ ოქმებზე წაუკითხავად მოაწერა ხელი, ასევე, იგი დაექვემდებარა იძულებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს მის მიმართ განხორციელებული უფლებების დარღვევის თაობაზე არ მიუმართავს შესაბამისი ორგსნოებისათვის მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოძიების ეტაპიდანვე სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით და აღნიშნული განმარტება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გააკეთა. როგორც ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ნ--------------–---- განმარტებების საფუძველზე სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს სათანადო რეაგირება. ამასთან, მსჯავრდებულის განმარტებების გაზიარების შემთხვევაშიც, მის მიმართ დაკავების შემდეგ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული თუნდაც უკანონო ქმედებები, არ გამორიცხავს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ--------------–---- ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ ნ--------------–---- მიერ ქმედების ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდბეულ ნ--------------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის გი-------------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ--------------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ნ--------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ნ--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 22 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 24 მარტიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ--------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ნ--------------–----გან აღებული ნერწყვის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ნ--------------–----გან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ნ--------------–----გან აღებული ხელის კვალის ნიმუშები, მოთავსებული საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზაში; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა მოთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, ადგილმდებარეობის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, მოტოციკლის შლემის ამოღების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს. შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი ძალაყინის, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული ანაწმენდების, 2 (ორი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „-------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის, რომელიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილებაში; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი პლასტმასის ყუთის, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული 1 (ერთი) ცალი რკინის ყუთის, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ქ-------–--–---------–---–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი მოტოციკლის შლემის, ე.წ „ჩაფხუტის“, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი