განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
200100116001208515
ინსტანცია
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100116001208515

საქმე №1ბ/872-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ელისო ტურაშვილი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ბრალდებული: შ----- ვ----–---- (პირადი ნომერი: №3----------), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი ს------–---------------–--–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: (დანაშაულთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 18 წელი.

 

ადვოკატი: გია ფარადაშვილი

 

თარჯიმანი: ზარიფა გაჯიევა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ----- ვ----–---მა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა აღნიშნული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2013 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნაშოვარში მცხოვრებმა მ----- გ-----------მა თავისი კუთვნილი 36 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 24000 ლარად მიჰყიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში მცხოვრებ შ----- ვ----–---ს, რომელმაც საქონლის ღირებულების ნაწილი გადაუხადა, ხოლო 14000 ლარი დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი. შეთანხმების თანახმად, შ----- ვ----–---ს საქონლის ღირებულება მ----- გ-----------ისთვის უნდა მიეცა საქონლის წაყვანიდან ერთი კვირის შემდეგ. მიუხედავად შეთანხმებისა, შ----- ვ----–---მა მ----- გ-----------ს საქონლის წაყვანის შემდეგ არ გადაუხადა ვალი. კუთვნილი ფულის მისაღებად მ----- გ-----------ი პერიოდულად აკითხავდა შ----- ვ----–---ს და სთხოვდა ვალის გადახდას. უკანასკნელი შეხვედრის დროს შ----- ვ----–---მა მ----- გ-----------ს უთხრა, რომ ვალის გადახდას არ აპირებდა და თუ კიდევ მიაკითხავდა მას, მოკლავდა.

 

2015 წლის 19 ნოემბერს მ----- გ-----------მა სიძეებს, თავისი შვილების მეუღლეებს - ნ------- ფ------–-–---–სა და კ------------- ს------ს სთხოვა, რომ გაყოლოდნენ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში, რათა ენახათ შ----- ვ----–----. 2015 წლის 20 ნოემბერს მ----- გ-----------ი, კ------------- ს------თან და ნ------- ფ------–-–---–თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით B------, მივიდა შ----- ვ----–----ს სახლთან სოფელ ლ-----–--ში. მ----- გ-----------ს თავდაცვის მიზნით თან ჰქონდა თავისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი - „МАКАRОВ“ „ПМ“ მოდელის N PB1508 Ф პისტოლეტი, მჭიდში მოთავსებული ხუთი საბრძოლო ვაზნით. სახლთან მისვლის შედეგ მათ დაუძახეს შ----- ვ----–---ს. შ----- ვ----–---- დაძახების ხმაზე გავიდა ეზოდან გზაზე. მათ დაიწყეს საუბარი, რა დროსაც მ----- გ-----------მა კვლავ მოსთხოვა ვალი შ----- ვ----–---ს, რაზედაც ამ უკანასკნელმა ვალის გადახდაზე განუცხდა უარი. შ----- ვ----–---- განიმსჭვალა შურისძიების გრძნობით და განიზრახა მ----- გ-----------ის, კ------------- ს------ისა და ნ------- ფ------–-–---–ის მოკვლა. ამ მიზნით, ჯიბიდან ამოიღო დანა, გახსნა და დაიწყო მ----- გ-----------ის მიმართულებით ქნევა. დანის დანახვაზე მ----- გ-----------მა ამოღო თავისი კუთვნილი პისტოლეტი, ხოლო კ------------- ს------ი და ნ------- ფ------–-–---–ი მივარდნენ შ----- ვ----–---ს და კ------------- ს------მა მოახერხა შ----- ვ----–----სთვის დანის წართმევა. ხსენებული ფაქტის მიმდინარეობისას შ----- ვ----–---მა დაიწყო ყვირილი და საშველად უხმო თავისი ოჯახის წევრებს. შ----- ვ----–----ს ყვირილზე სახლიდან გზაზე გავიდნენ შ----- ვ----–----ს შვილი - რ------– ვ----–---- და გამოძიებით დაუდგენელი პირი. რ------– ვ----–---მა თავის ხელთ არსებული რაღაც საგანი მ----- გ-----------ს ჯერ მარჯვენა ხელში ჩაარტყა და ხელიდან დააგდებინა პისტოლეტი, ხოლო შემდეგ თავში ჩაარტყა და დააკარგინა გონება. გონების დაკარგვის შედეგად მ----- გ-----------ი დაეცა ძირს. შ----- ვ----–---მა ისარგებლა ამ მომენტით და მიწიდან აიღო ამ უკანასკნელის კუთვნილი „MAKAROV PM“ მოდელის პისტოლეტი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მან პისტოლეტი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და განზრახ მოკვლის მიზნით ორჯერ ესროლა და მუცლისა და ფეხის არეში დაჭრა ჯერ მ----- გ-----------ი, შემდეგ ორჯერ ესროლა და კისრისა და მუცლის არეში დაჭრა ნ------- ფ------–-–---–ი. ყოველივე დაინახა რა კ------------- ს------მა შიშისა და დაბნეულობისგან დაეცა ძირს. ამ დროს მასთან მივიდა შ----- ვ----–---- და ხელთარსებული პისტოლეტიდან ჯერ ესროლა გულმკერდის მიმართულებით, რომელიც ააცდინა, ხოლო შემდეგ კი პისტოლეტის ლულა დაადო შუბლზე და გამოკრა სასხლეტს, მაგრამ, ვინაიდან, იარაღში ვაზნები აღარ იყო იარაღიდან გასროლა აღარ მოხდა. ყოველივე ამით ისარგებლა კ------------- ს------მა, წამოდგა ფეხზე და გაიქცა იქიდან. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ------- ფ------–-–---–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მ----- გ-----------ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩენილი იქნა მისი სიცოცხლე. შ----- ვ----–---- მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული იყო რა მ----- გ-----------ის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღს - „МАКАRОВ“ „ПМ“ მოდელის NPB1508 Ф პისტოლეტს, მიისაკუთრა იგი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ მ----- გ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ----- ვ----–---ს შორიდან იცნობს. შ----- ვ----–---- და ი-–---- ა-–------ი საქონელს ყიდულობდნენ. 2015 წელს 36 სული საქონელი შ----- ვ----–---მა მისგან იყიდა, 24 000 ლარად. თანხის ნაწილი - 10000 ლარი გადაუხადეს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას, ერთ კვირაში შეპირდნენ. მათ პირადობის მოწმობები დაუტოვეს. ერთი კვირის შემდეგ უთხრეს, რომ ვერ გაყიდეს საქონელი და სთხოვეს თანხის დაკლება. მან დაუკლო, თუმცა არც ერთი და არც ორი კვირის შემდეგ თანხა არ გადაუხდიათ. შ----- ვ----–---ს ურეკავდა, აკითხავდა სახლში, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციასაც მიმართა. პოლიციასთან ერთადაც მივიდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. შ----- ვ----–---- მას იარაღის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა. ვინაიდან შ----- ვ----–---- მოკვლით ემუქრებოდა, მან იარაღი წაიღო და სიძეებთან ერთად პარასკევ დღეს მივიდა შ----- ვ----–---თან. ჰკითხა, რატომ არ აძლევდა ვალს, რაზეც ვ----–---მა უპასუხა, რომ მას არ ჰქონდა ვალი. მაშინ სთხოვა პოლიციაში წაყოლოდა და ხელწერილი დაეწერა, რომ სხვას ჰქონდა მისი ვალი. შ----- ვ----–---- ეზოში შებრუნებას აპირებდა, იგი კარებთან დაუდგა არ მისცა შესვლის საშუალება, ამოიღო ტელეფონი და უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა. ამ დროს შ----- ვ----–---მა დანა ამოიღო. მისმა სიძეებმა ეს დაინახეს და დანის წასართმევად შ----- ვ----–---ს ხელი დაუჭირეს. მას შეეშინდა, რომ ვ----–---ს დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის და ამოიღო იარაღი, იარაღში ხუთი ტყვია ჰქონდა. მან ვ----–---ს უთხრა, დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის, თორემ ესროდა. ვ----–---მა ყვირილი დაიწყო, ყვირილზე სახლიდან ხალხი გამოვიდა და მას ვ----–----ს ბიჭმა დაარტყა და წააქცია. ამ დროს იარაღი დაუვარდა. მისი იარაღი ვ----–---მა აიღო და წაქცეულს ორჯერ ესროლა, ერთი ჭრილობა ფეხში აქვს, მეორე მუცელში. ტყვია მუცელში მარჯვენა გვერდიდან მოხვდა და გავიდა მარცხენა გვერდზე. იგი მისმა სიძემ წაიყვანა საავადმყოფოში. საავადმყოფოში რომ გამოფხიზლდა, გაიგო, რომ მისი სიძე ნ------- ფ------–-–---–ი გარდაიცვალა.

 

დაზარალებულ კ------------- ს------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს, სიმამრთან მ----- გ-----------თან და ქვისლთან - ნ------- ფ------–-–---–თან ერთად, ნ------- ფ------–-–---–ის კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით წავიდნენ სოფელ ლ-----–--ში მცხოვრებ შ----- ვ----–---თან, ვალის დაბრუნების თაობაზე უნდა დალაპარაკებოდნენ. შ----- ვ----–---ს ჰქონდა მისი სიმამრის ვალი. შ----- ვ----–----ს სახლში როდესაც მივიდნენ, სიმამრმა შ----- ვ----–---ს ჰკითხა როდის დაუბრუნებდა ვალს, რაზეც უპასუხა, რომ მისი ვალი არ ჰქონდა და ვალი მისთვის ი-–---- ა-–------ს უნდა დაებრუნებინა. მისმა სიმამრმა შესთავაზა პოლიციაში წასვლა და ამის თაობაზე ხელწერილის დაწერა, რაზეც უარი მიიღო. ამის მერე შ----- ვ----–---მა სცადა ეზოში შესვლა, მაგრამ სიმამრმა არ მისცა შესვლის საშუალება. ამ დროს შ----- ვ----–---მა დანა ამოიღო და მოუქნია მის სიმამრს, რომელმაც იარაღი ამოიღო, გადატენა და უთხრა, თუ არ დააგდებდა დანას, ესროდა. ამ დროს მან და მისმა ქვისლმა შ----- ვ----–---ს ხელი ამოუტრიალეს და დანა წაართვეს. შ----- ვ----–---- თავის ენაზე ყვიროდა. მის ყვირილზე შ-----ის შვილი და უცხო კაცი მოვიდნენ, შ-----ის შვილმა მის სიმამრს ქვა ჩაარტყა, მისი სიმამრი წაიქცა და იარაღი დაუვარდა. მეორე კაცმა იგი წააქცია და წიხლებს ურტყამდა. ამ დროს იარაღის გასროლის ხმა გაიგო. დაინახა, რომ მის ქვისლს, რომელიც ა/მანქანისკენ გარბოდა მოხვდა ტყვია. შ----- ვ----–---მა მეორეჯერაც ესროლა და მისი ქვისლი წაიქცა. მერე დაინახა, რომ მისი სიმამრი გარბოდა, შ----- ვ----–---მა ორჯერ ესროლა და მისი სიმამრიც წაიქცა. მის სიმამრს ფეხში და მუცელში ჰქონდა ჭრილობები. როდესაც მისი სიმამრი წაიქცა, შ----- ვ----–---მა მას ესროლა, რომელიც დაახლოებით 4 მერტის მანძილზე იყო მისგან. შ----- ვ----–---- ფეხზე იდგა, ხოლო თვითონ წაიქცა. შ----- ვ----–---მა ერთხელ დამიზნებით ესროლა, მაგრამ არ მოხვდა ტყვია. შემდეგ ორი ნაბიჯით მივიდა მასთან და თავში დაუმიზნა იარაღი და მხოლოდ ჩხაკუნის ხმა იყო, იარაღი არ გავარდა. შ----- ვ----–---მა მის შვილს დაუწყო საუბარი. ამ დროს იგი წამოდგა და მისი ქვისლისკენ წავიდა, თავი ააწევინა და დაინახა, რომ სისხლიანი იყო, ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. შემდეგ სიმამრისკენ წავიდა და წამოაყენა და გზისკენ წაიყვანა, ბოლოს ტაქსში ჩასხდნენ და პოლიციაში მივიდნენ. პოლიციაში მისვლისას შ----- ვ----–----ს დანა ჯიბეში ჰქონდა და პოლიციას ჩააბარა, რაზეც შედგა ოქმი და ოქმზე მოაწერეს ხელი. მან პოლიციას ასევე ჩააბარა სისხლიანი შარვალი. მისგან სისხლის ნიმუშიც აიღეს. მანვე განმარტა, რომ მისი ქვისლი - ნ------- ფ------–-–---–ი გარდაიცვალა, მისი სიმამრი დაიჭრა, ხოლო მას დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ნაცემი იყო.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის თ------- ფ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი ნ------- ფ------–-–---–ი მისი ქმარი იყო. მ----- გ-----------ი მამამისი, ხოლო კ------------- ს------ი მისი დის ქმარი. როგორც იცის შ----- ვ----–---ს მამამისის ვალი ჰქონდა. 2015 წლის 20 ნოემბერს, მამამისი მისი მეუღლე და სიძე, მისი მეუღლის „ოპელის“ მარკის ავტომანქანით წავიდნენ შ----- ვ----–---თან. მან მამისგან და სიძისგან იცის, რომ ჩხუბის დროს მის მეუღლეს შ----- ვ----–---მა ესროლა მისი მამის ცეცხლსასროლი იარაღიდან. იგი ითხოვს შ----- ვ----–----ს კანონის სრული სიმკაცრით დასჯას.

 

მოწმე კ---- კ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ კრიმინალისტად. შ----- ვ----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 20 ნოემბერს, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ვ---- ნ-----–---–თან და გამომძიებელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში. შემთხვევის ადგილზე საშუალო ასაკის მამაკაცის გვამი დახვდათ. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ხუთი ცალი მასრა, სისხლის მაგვარი ლაქები, ტყვიის გულა, ტელეფონი, ტყავის ქუდი, ავტომანქანის ავზის სახურავი. ამოღებული ობიექტები დალუქეს სპეციალურ პაკეტებში, მოაწერეს ხელი და გადასცეს გამომძიებელს. დათვალიერების ოქმზე ხელი მოაწერეს. გვამი ქუჩაზე მოხრეშილ გზაზე გულაღმა იყო. მოახდინეს ფოტოგადაღება და ფოტოები დაურთეს დათვალიერების ოქმს.

 

მოწმე ვ---- ნ-----–---–ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ კრიმინალისტად. შ----- ვ----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 20 ნოემბერს, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე კ---- კ-----–---–თან და გამომძიებელთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დააფიქსირა და ამოიღო ნივთმტკიცებები, გადაუღო ფოტოები, რაც გადასცეს გამომძიებელს. შემთხვევის ადგილზე დახვდათ მამაკაცის გვამი, ვინმე ფ------–-–---–ის. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მასრები, მოწითალო ფერის ლაქები, ტელეფონი, ავტომანქანის ავზის სახურავი, ქუდი. ამოღებული ნივთები დაასურათეს და დალუქეს. დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა სამედიცინო ექსპერტი. როგორც ახსოვს ხუთი მასრა ამოიღეს. გაეცნო დათვალიერების ოქმს და მოაწერა ხელი.

 

მოწმე რ------– ვ----–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შ----- ვ----–----ს შვილია. იგი დაზარალებულებს არ იცნობდა. 2015 წლის 20 ნოემბერს დილით ადრე, ჯერ ამდგარი არ იყო, პატარა ძმამ ტირილით უთხრა, რომ მამა ჩხუბობდა. გარეთ რომ გავიდა, გაიგო მამამისი შველას ითხოვდა და ყვიროდა პოლიციაში დაერეკათ. დაინახა, რომ ჭიშკრიდან სამ მეტრში იდგა შავი ა/მანქანა, რომლის საბარგული იყო ღია. მამამისი ა/მანქანის ქვეშ იყო, როგორ მოხვდა იქ არ დაუნახავს. მამამისს ორი პიროვნება იჭერდა, ხოლო მესამეს ხელში იარაღი ეჭირა. ის საშველად გაიქცა შავი ფერის ა/მანქანისკენ. იმ პიროვნებამ, რომელსაც იარაღი ეჭირა, თავში ჩაარტყა. ამ დროს მამამისმა ფეხზე ადგომა შეძლო და ეჭიდავა ამ პიროვნებას, რომ იარაღი წაერთმია. ამ დროს მოხდა პირველი გასროლა, იარაღი ჯერ კიდევ უცხო კაცის ხელში იყო. მამამისმა იარაღის წართმევა შეძლო, ეგონა მას კლავდნენ და სამჯერ თუ ოთხჯერ იარაღის გასროლის ხმა გაიგო. იარაღი რომ გავარდა, დაინახა, რომ ერთი კაცი წაიქცა. მამამისი სახლისკენ მხარეს უკუსვლით მიდიოდა. ერთმა პირმა დანა ამოიღო. მან დაინახა, რომ ერთ-ერთს, ფეხიდან სისხლი მოსდიოდა, ხოლო მეორე პიროვნება, რომელიც ეხლა გარდაცვლილია, ა/მანქანის უკან იყო წაქცეული და ფეხები ჩანდა მხოლოდ და არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილი იყო. მამაისმა ის ეზოში შეიყვანა. ვინაიდან მამამისიც გასისხლიანებული იყო ოჯახის წევრებს ისიც ეგონათ დაჭრილი. სახლში შესვლის შემდეგ მათ პოლიციაში დარეკეს და ამ დროს ის ორი პიროვნება, რომელიც მამამისს ეჩხუბებოდა გაიქცა. შემდეგ მამამისი წაქცეულ პირთან მივიდა და ყვირილი დაუწყო და, რომ ვერ ადგა ეს პიროვნება, პოლიციაში დარეკა. მამამისმა იარაღიც იქვე დააგდო, ასევე გზაზე იპოვნა დანა. დანაც იქვე დააგდო.

 

მოწმე ვ---- ზ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მუშაობდა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე და მონაწილეობა მიიღო შ----- ვ----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. გამოძიება მიდიოდა გ-----------ის მკვლელობის მცდელობისა და ფ------–-–---–ის მკვლელობის ფაქტზე. მან გამოკითხა კ------------- ს------ი და დაათვალიერა კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილი დანა და ტანსაცმლი. აიღო ანაწმენდები და სისხლის ნიმუში. დაკითხა შ----- ვ----–----ს შვილი. მან შეადგინა შესაბამისი ოქმები და მოაწერა ხელი.

 

მოწმე ზ----- თ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მუშაობდა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე და მონაწილეობა მიიღო შ----- ვ----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. 2015 წლის 20 ნოემბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში შ----- ვ----–---მა ჩაიდინა ნ------- ფ------–-–---–ის მკვლელობა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. თვითონ სამსახურში დარჩა დაარეგისტრირა საქმე და დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ნ------- ფ------–-–---–ის გვამზე. სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.

 

მოწმე დ----- ნ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. შ----- ვ----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მან დაკითხა ექსპერტი ა-–---- კ---------–ი. დაათვალიერა ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელი და შეადგინა შესაბამისი ოქმი.

 

მოწმე ლ---- ო------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მუშაობდა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. წარმოებაში ჰქონდა და იძიებდა შ----- ვ----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს. 2015 წლის 20 ნოემბერს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა შ----- ვ----–----ს საცხოვრებელ სახლთან, გზაზე. შემთხვევის ადგილზე მამაკაცის გვამი იყო, რომელსაც მუცლის და ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. დათვალიერებისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლილი მასრები, სისხლისმაგვარი ლაქა. ადგილზე იმყოფებოდა ლურჯი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და ერთი ტყავის ქუდი. დათვალიერებას ესწრებოდნენ ექსპერტები, რომელბმაც ამოიღეს და დალუქეს მტკიცებულებები და მონაწილე პირებმა ხელი მოაწერეს. მათ გადაიღეს ფოტოები, რომელიც დაერთო საქმეს. მან შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მან მოწმის სახით დაკითხა ლ--–- კ--------ე, რომელთანაც ინახებოდა დაჭრილის მ----- გ-----------ის ტანსაცმელი და დაათვალიერა, ამოიღო, შეფუთა და დალუქა ეს ტანსაცმელი, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მან ასევე დაკითხა ა------- ა------–---ა, რომელიც როგორც ახსოვს შ----- ვ----–----ს მეზობელია. მან შეადგინა კ------------- ს------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი. ნიმუში აიღო მედდამ, რომელიც დაილუქა და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. მან გაჩხრიკა შ----- ვ----–----ს საცხოვრებელი სახლი, შეადგინა შესაბამისი ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. ჩხრეკისას არაფერი არ ამოუღიათ. მან ასევე საავადმყოფოს შენობაში დაკითხა მ----- გ-----------ი. მან შეადგინა ასევე სხვა საპროცესო მოქმედებების ოქმები, მათ შორის დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

 

2015 წლის 28 ნოემბერის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N007134115 დასკვნით დადგენილია, რომ მ----- გ-----------ს შპს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მოთავსების დროს აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა.

ა) მუცლის წინა კედელზე მარცხნივ აქსილარულ ხაზზე ნეკნთა რკალს ქვემოთ აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობის შემავალი ხვრელი, გამომავალი ხვრელით წელის I-II მალის პროექციაზე. ჭრილობის არხის შესაბამისად მსხვილი ნაწლავის, ბადექონის, მსხვილი ნაწლავის ჯორჯალის თირკმლის კაფსულის და თირკმლის ლატერალური კიდის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. არსებული ჩანაწერების მიხედვით, ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან და მარცხნიდან მარჯვნივ.

ბ) მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში მედიალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. გამავალი ხვრელით ბარძაყის უკანა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ჭრილობის არხის მიმართულბის დადგენა ამ შემთხვევაში შეუძლებელია სამედიცინო საბუთში არსებული ჩანაწერებით.

გ) მ----- გ-----------ს ასევე მარჯვენა მტევნის ზურგზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გურამ კანტროშვილმა.

 

2015 წლის 19 დეკემბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N007018515 დასკვნით დადგენილია, რომ ნ------- ფ------–-–---–ის სიკვდილის მიზეზია კისრის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ზურგის ტვინის კისრის დონეზე და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებათა გამო. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არანაკლებ 7 სთ-ისა. ნ------- ფ------–-–---–ის გვამს აღეიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: კისრის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა: კისრის მარცხენა ნახევრის ჭრილობა - ტყვიის შემავალი ხვრელი, კისრის მე-3 მალის, ზურგის ტვინისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებით, გულმკერდის მარჯვენა გვერდითა კედლის რბილი ქსოვილების უცხო სხეული - ტყვიის გულა. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ და ზემოდან ქვემოთ რბილ ქსოვილებში სისხჩაქცევები. მუცლის მარცხენა ქვედა მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა: შარდის ბუშტისა და მარჯვენა ტაბუხის ფოსოს დაზიანებით, მარჯვენა თეძოს ძვლის სხეულის უცხო სხეულის - ტყვიის გულა. ჭრილობის არხის შესაბამისად, რომელიც მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, წინიდან უკან და ზემოდან ქვემოთ რბილ ქსოვილებში სისხჩაქცევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 20.11.2015 წელს.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

სამედიცინო ექსპერტიზის N007018515 დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ა-–---- კ---------–მა და განაცხადა, რომ გვამამიდან აიღო სისხლის ნიმუში, რომელიც გადასცა ექსპერტ ციური მიქაბერიძეს.

 

2015 წლის 4 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფიზიკო ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N152/რაფ; 1307/ტრ დასკვნებით დადგენილია, რომ კ------------- ს------ის შარვალზე ცეცხლნასროლი წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება;

ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, დაზიანება N1 და N2 წარმოქმნილია სპილენძის გარსის შემცველი ჭურვების ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დაზიანება N15 გამომწვევი ჭურვის სახეობის და სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხეხრდა;

ნ------- ფ------–-–---–ის ერთ წყვილ წინდაზე, ორ ცხვირსახოცზე, ქამარზე, ერთ წყვილ ფეხსაცმელზე, ქუდზე ცეცხლნასროლი წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება;

მ----- გ-----------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, დაზიანება N2; N6 წარმოქმნილია სპილენძის გარსის შემცველი ჭურვებით, დაზიანება N2 წარმოქმნილია ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დაზიანება N6 არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად. ხოლო დაზიანება N7 გამომწვევი ჭურვის სახეობის და სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა;

მ----- გ-----------ის ცხვირსახოცზე, ერთ წყვილ წინდაზე, ერთი წყვილ ფეხსაცმელზე ცეცხლნასროლის წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება;

ნ------- ფ------–-–---–ის და მ----- გ-----------ის ტანსაცმელზე არსებული შემავალი დაზიანებები მდებარეობს ტანსაცმლის წინა ზედაპირზე;

მეცნიერულად დასაბუთებული სათანადო მეთოდიკის არ არსებობის გამო, ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების ტრაექტორიის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

მ----- გ-----------ის ქურთუკზე არსებული ზედაპირული დაზიანებები, წარმოქმნილია გახეხვით და გაგლეჯვით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად;

მ----- გ-----------ის პულოვერის და პერანგის მთლიანი დარღვევა, წარმოქმნილია გაჭრის, გახევის და ნაკერის განარღვევის შედეგად და შესაძლებელია განვითარებული იყო გახდის პროცესში.

ფიზიკო ტექნიკური დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ----- ჯ--------ემ, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა რ-------- ტ-------მა.

 

2015 წლის 4 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N1613/ბ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხუთი ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПМ“ და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „АПС“, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: РА-63, Р-64, РК-59 და სხვა. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია მ----- ნ------- გ-----------ის სახელზე რეგისტრირებული მაკაროვის კონსტრუქციის ნომერი РВ 1508 Ф პისტოლეტებში;

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამი ცალი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის АПС, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: РА-63, Р-64, РК-59 და სხვა. აქედან #11 პაკეტით წარმოდგენილი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან სესადარებლად, ხოლო დანარჩენი ორი (პაკეტი N6) ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია მ----- ნ------- გ-----------ის სახელზე რეგისტრირებული მაკაროვის კონსტრუქციის ნომერი РВ 1508 Ф პისტოლეტიდან.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ------ გ--------.

 

2015 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N482/რან დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ნ. ფ------–-–---–ის მარცხენა ხელიდან და სახიდან აღებულ ანაწმენდებზე მცირე ინტენსივობით და მ. გ-----------ის მარცხენა ხელიდან და სახიდან აღებულ ანაწმენდებზე საშუალო ინტენსივობით, ნ. ფ------–-–---–ის ქურთუკის დაზიანების ადგილებზე მცირე ინტენსივობით, მ.გ-----------ის ქურთუკის ორივე სახელოზე მცირე ინტენსივობით, შავი პულოვერის წინა მხარეს არსებულ დაზიანების ადგილზე საშუალო ინტენსივობით. დანარჩენ გამოკვლეულ ობიექტებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა.

ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის, ტყვიისა და სპილენძის არსებობა დაფიქსირდა მ.გ-----------ისა და ნ. ფ------–-–---–ის ქურთუკის მარჯვენა და მარცხენა სახელოზე საშუალო ინტენსიობით. დანარჩენ გამოკვლეულ ობიექტებზე სტიბიუმის, ბარიუმის, ტყვიისა და სპილენძის არსებობა არ დაფიქსირდა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწრორე დაადასტურა ექსპერტმა მ----- ჩ-------ემ.

 

2015 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის N867/სბ დასკვნით დადგენილია, რომ მ----- გ-----------ის სისხლი მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. კ------------- ს------ის სისხლის მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს. ნ------- ფ------–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს. მ----- გ-----------ის ქურთუკზე, პულოვერზე, პერანგზე, შარვალზე, ტრუსზე, ცხვირსახოცზე, წინდებზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. კ------------- ს------ის შარვალზე აღმოჩნდა ადამინის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს. ნ------- ფ------–-–---–ის ორ ქურთუკზე, ჯემპრზე, სვიტერზე, მაისურზე, ორ შარვალზე, ტრუსზე, წინდებზე, ფეხსაცმელებზე, ორ ცხვირსახოცზე და ქუდზე აღმოჩნდა ადამინის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ: ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამინის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს. კენჭებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს.

გამოსაკვლევად წარმოდგენილ: ორ ტყვიაზე (ამოღებული ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს.; ერთ ტყვიაზე სისხლი არ აღმოჩნდა.

კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილ დანაზე სისხის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

მ----- გ-----------ის სისხლი და მ----- გ-----------ის ქურთუკზე, პულოვერზე, პერანგზე, შარვალზე, ტრუსზე, ცხვირსახოცზე, წინდებზე და ფეხსაცმელებზე, კ------------- ს------ის შარვალზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კენჭებზე არსებული სისხლი მიეკუთვნება 0aB/I/ ჯგუფს.

კ------------- ს------ის და ნ------- ფ------–-–---–ის სისხლი, ნ------- ფ------–-–---–ის ორ ქურთუკზე, ჯემპრზე, სვიტერზე, მაისურზე, ორ შარვალზე, ტრუსზე, წინდებზე, ფეხსაცმელებზე, ორ ცხვირსახოცზე და ქუდზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე და ორ ტყვიაზე (ამოღებული ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან) არსებული სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ----- თ----ემ.

 

2015 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცივი იარაღის ექსპერტიზის N2298/ცი დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა დ------ კ------ემ.

 

მსჯავრდბულმა შ----- ვ----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ ის იცნობდა მ----- გ-----------ს, რომლისგანაც მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინა. მან მ-----ს საქონლის საფასური ნაწილი გადაუხადა, ხოლო ნაწილი ერთ თვეში უნდა გადაეხადა, მაგრამ დაუგვიანდა გადახდა. 2015 წლის 20 ნოემბერს ის იმყოფებოდა სახლში და ეძინა. მისი სახლის ეზოში შევიდნენ და სახლს გვერდიდან ამოეფარენ მ----- გ-----------ი, კ------------- ს------ი და ნ------- ფ------–-–---–ი. მისთვის არავის არ დაუძახია. ტუალეტში გავიდა და როდესაც სახლის გვერდზე ჩაიარა ერთ-ერთმა ყელში მოუჭირა, მ-----მა იარაღი მიაბჯინა ყელზე, ხოლო მესამე პირმა, რომელსაც დანა ეჭირა ხელი ამოუტრიალა. იგი სახლიდან გაიყვანეს ა/მანქანასთან. მან ჰკითხა, რატომ იქცეოდნენ ასე, რაზედაც უპასუხეს, რომ ფულს როცა გადაიხდიდა, გაუშვებდნენ. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ცდილობნენ მის ა/მანქანაში ჩასმას. რა დროსაც თავის შვილს, რ------–ს დაუძახა საშველად. იგი ერთი ხელით პისტოლეტს უჭერდა მ-----ის, პისტოლეტმა ორჯერ გაისროლა, მაგრამ აცდა მას, ამ ვითარებაში ის წაიქცა. წაქცევისთანავე ისევ რამდენიმე გასროლა იყო. ამ დროში მისი მეუღლე და შვილიც მივიდნენ. მისმა შვილმა იკითხა მამამისს რას უშვებოდნენ და იმას თავში ჩაარტყეს მაკაროვის კონდახი. მან მოახერხა და ხელი სტაცა იარაღს, რომ შვილი მაინც არ მოეკლათ მისთვის. მან ფეხით დაარტყა პისტოლეტიან კაცს სახის არეში. დარტყმის შედეგად პისტოლეტით შეიარაღებული პირი უკან გადავარდა და იარაღი მას შერჩა ხელში. იგი მოტრიალდა და დაინახა, რომ ორი პირი მას ისევ თავს ესხმოდა. თავდაცვის მიზნით მან პისტოლეტიდან ფეხებში ესროლა თავდამსხმელებს, რომლებიც გაიქცნენ. ის მივიდა მესამე პირთან, უნდა ეკითხა რა უნდოდათ მისგან, მაგრამ ნახა, რომ მას თავიდან სისხლი მოსდიოდა და გარდაცვლილი იყო. შვილს პოლიციის ნომერი უთხრა და მისმა შვილმა დარეკა პოლიციაში. მან ცოლ-შვილი სახლში შეიყვანა და გამობრუნდა. ეშინოდა ის პირები უკან არ მობრუნებულიყვნენ. რადგან ყველას ეგონა, რომ მან მოკლა ეს პირი, შეეშინდა, არ დაეწიოკებინათ მისი ოჯახი, არ დაეხოცათ და იმალებოდა. ბოლოს კი თვითონ ჩაბარდა პოლიციას. მან შემთხვევის ადგილიდან თან წაიღო იარაღი, რომელიც იორზე გადასვლის დროს დაკარგა. მანვე განმარტა, რომ ფ------–-–---–ისთვის თვითონ არ უსვრია, მისი მიმართულებით არც კი გაუსროლია. ფიქრობს მ-----მა რომ გაისროლა, ფ------–-–---–ს ტყვია მაშინ მოხვდა, მაგრამ ეს მომენტი არ უნახავს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შ----- ვ----–---ს ნ------- ფ------–-–---–ის მკვლელობა განხრახული არ ჰქონია, ასევე არ უცდია მოეკლა მ----- გ-----------ი და კ------------- ს------ი, რომ იარაღი ეჭირა მ----- გ-----------ს და როდესაც იგი ცდილობდა მის წართმევას მაშინ მოხდა რამოდენიმე გასროლა, მას არც იარაღის წართმევის შემდეგ განუხორციელებია ბრალად შერაცხული ქმედებები, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სისიხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდის ის ფაქტი, რომ შ----- ვ----–---მა 2013 წელს მ----- გ-----------ისგან შეიძინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელმაც ნაწილი თანხა გადაიხადა, ხოლო ნაწილი გადასახდელი დარჩა.

 

დაზარალებულ კ------------- ს------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ----- ვ----–----ს ყვირილზე შ-----ის შვილი და უცხო კაცი მოვიდნენ, შ-----ის შვილმა მის სიმამრს (მ----- გ-----------ს) ქვა ჩაარტყა, მისი სიმამრი წაიქცა და იარაღი დაუვარდა. მეორე კაცმა იგი წააქცია და წიხლებს ურტყამდა. ამ დროს იარაღის გასროლის ხმა გაიგო. მან დაინახა, რომ მის ქვისლს - ნ------- ფ------–-–---–ს, რომელიც ა/მანქანისკენ გარბოდა მოხვდა ტყვია. შ----- ვ----–---მა მის ქვისლს მეორეჯერაც ესროლა, რის შედეგადაც იგი წაიქცა. მერე დაინახა, რომ მისი სიმამრი - მ----- გ-----------ი გარბოდა, შ----- ვ----–---მა ორჯერ ესროლა და მისი სიმამრიც წაიქცა. მის სიმამრს ფეხში და მუცელში ჰქონდა ჭრილობები. როდესაც მისი სიმამრი წაიქცა, შ----- ვ----–---მა მას ესროლა, რომელიც დაახლოებით 4 მერტის მანძილზე იყო მისგან. შ----- ვ----–---- ფეხზე იდგა, ხოლო თვითონ წაიქცა. შ----- ვ----–---მა ერთხელ დამიზნებით ესროლა, მაგრამ არ მოხვდა ტყვია. შემდეგ ორი ნაბიჯით მივიდა მასთან და თავში დაუმიზნა იარაღი და მხოლოდ ჩხაკუნის ხმა იყო, იარაღი არ გავარდა.

 

დაზარალებულ მ----- გ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შეეშინდა, რომ შ----- ვ----–---ს დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის და ამოიღო იარაღი, იარაღში ხუთი ტყვია ჰქონდა. მან ვ----–---ს უთხრა, დანა არ დაერტყა მისი სიძეებისთვის, თორემ ესროდა. ვ----–---მა ყვირილი დაიწყო, ყვირილზე სახლიდან ხალხი გამოვიდა და მას ვ----–----ს ბიჭმა დაარტყა და წააქცია. ამ დროს იარაღი დაუვარდა. მისი იარაღი ვ----–---მა აიღო და წაქცეულს ორჯერ ესროლა, ერთი ჭრილობა ფეხში აქვს, მეორე მუცელში. ტყვია მუცელში მარჯვენა გვერდიდან მოხვდა და გავიდა მარცხენა გვერდზე.

 

თავად მსჯავრდებულის შვილმაც კი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ის გარემოება, რომ მამამისმა უცხო პიროვნებას იარაღი წაართვა და შემდგომ გაიგონა სამჯერ თუ ოთხჯერ იარაღის გასროლის ხმა. იარაღი რომ გავარდა, დაინახა, რომ ერთი კაცი წაიქცა, ხოლო მეორე პიროვნება, ა/მანქანის უკან იყო წაქცეული და არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილი იყო.

 

ის ფაქტი, რომ იარაღში ნამდვილად ხუთი ტყვია იდო დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეების კ---- კ-----–---–ის, ლ---- ო------–---–ისა და ვ---- ნ-----–---–ის ჩვენებებით, რომ შემთხვევის ადგილზე ამოიღეს ხუთი ცალი მასრა.

 

რაც შეეხება მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას:

დაზარალებულმა მ----- გ-----------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ თან ჰქონდა შენახვის უფლებით გაფორმებული ზემოხსენებული პისტოლეტი, რომელიც წაართვა შ----- ვ----–---მა, მოკლა მისი სიძე ნ------- ფ------–-–---–ი და მას კი მიაყენა მძიმე ხარისხის დაზიანება.

შ----- ვ----–---მა დაადასტურა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი წაართვა მის წინ მდგომ მამაკაცს და მიწისკენ გაისროლა, როცა ყველაფერი დამთავრდა მან დატოვა შემთხვევის ადგილი, პისტოლეტი წაიღო თან, რომელიც მდინარე იორზე გადასვლის დროს დაკარგა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ პისტოლეტი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.

ბალისტიკური ექსპერტიზის N1613/ბ დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 5 ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია მ----- გ-----------ის სახელზე რეგისტრირებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის ნომერი РВ 1508 Ф პისტოლეტით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შ----- ვ----–---მა მ----- გ-----------ის კუთვნილი პისტოლეტიდან გასროლით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, განზრახ მოკლა ნ------- ფ------–-–---–ი და სცადა მოეკლა კ------------- ს------ი და მ----- გ-----------ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მსჯავრდებულ შ----- ვ----–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკოლაი დანელიას დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი შ----- ვ----–----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი ცალი მასრა და ერთი ტყვიის გულა, სისხლის ლაქები, ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან ამოღებული ტყვიის ორი გულა, კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილი დანა, კ------------- ს------ის სისხლის ნიმუში, მ----- გ-----------ის სისხლის ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის სისხლის ნიმუში, კ------------- ს------ის ანაწმენდების ნიმუში, მ----- გ-----------ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ფრჩხილების ნიმუში და თმის ნიმუში, რაც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში,უნდა განადგურდეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტყავის ქუდი, ავტომანქანის ავზის სახურავი, მობილური ტელეფონი და ავტომობილი, ნ------- ფ------–-–---–ის მობილური ტელეფონი და სანთებელა, მ----- გ-----------ის ტანსაცმელი, ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელი, კ------------- ს------ის შარვალი, რაც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა „ოპელი“, რაც ინახება საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს განყოფილების ეზოში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

მ----- გ-----------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ შ----- ვ----–----ს სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

შ----- ვ----–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით -თავისუფლების აღკვეთა 13(ცამეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 18(თვრამეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ----- ვ----–---ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18(თვრამეტი) წლის ვადით.

 

შ----- ვ----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს (პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან) 2019 წლის 22 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი: 2018 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი ცალი მასრა და ერთი ტყვიის გულა, სისხლის ლაქები, ნ------- ფ------–-–---–ის გვამიდან ამოღებული ტყვიის ორი გულა, კ------------- ს------ის მიერ წარმოდგენილი დანა, კ------------- ს------ის სისხლის ნიმუში, მ----- გ-----------ის სისხლის ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის სისხლის ნიმუში, კ------------- ს------ის ანაწმენდების ნიმუში, მ----- გ-----------ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ანაწმენდების ნიმუში, ნ------- ფ------–-–---–ის ფრჩხილების ნიმუში და თმის ნიმუში, რაც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტყავის ქუდი, ავტომანქანის ავზის სახურავი, მობილური ტელეფონი და ავტომობილი, ნ------- ფ------–-–---–ის მობილური ტელეფონი და სანთებელა, მ----- გ-----------ის ტანსაცმელი, ნ------- ფ------–-–---–ის ტანსაცმელი, კ------------- ს------ის შარვალი, რაც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანა „ოპელი“, რაც ინახება საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს განყოფილების ეზოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

მ----- გ-----------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ერთვის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. თეთრაული

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი