განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
340100118002683637
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002683637

საქმე №1/ბ-933 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის, ლანა ჩერქეზიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-------------–---–ის

მსჯავრდებულის: ა-–----------------–-–---–ის

ადვოკატის: დ------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------- ა-–-------------------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ------------------------------–-----------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,გ" ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–----------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 სექტემბერს, გ-----------------------------–-----------ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ა-–-----------------–-–---–მა არასრულწლოვანი შვილების ბ--------------–-–---–ის, ნ----------–-–---–ის და გ--------------------–---–ის თანდასწრებით ყელში ხელი წაუჭირა და სახეში ხელი გაარტყა მეუღლეს, - მ----------------ს, რის შემდეგაც ხელში სკამი ჩაარტყა დედას, - ა--------–-–---–ს, რომელსაც ასევე სახეში გაარტყა ხელი. ა-–----------------–-–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ა--------–-–---–მა და მ----------------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით:

 

ა-–----------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სისხლის სამართლის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვე და საბოლოოდ ა-–----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე.

 

ა-–----------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 20 სექტემბრის 13:40 საათიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–---–მა

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ა-–----------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

 

შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ ა-–----------------–-–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულ ა-–----------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების – ა-–---------------–ის, დ-----------–---–ის, თ--------------ის ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნის, ა-–----------------–-–---–ის ნასამართლობის შესახებ ცნობის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–----------------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით;

 

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების კანონიერი და სამართლიანია, და უნდა დაკმაყოფილდეს. საქმეში არსებული გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით, ა-–----------------–-–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მსჯავრდებულ ა-–----------------–-–---–ს აღნიშნული განაჩენით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. უფრო მეტიც, მას აღნიშნული განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა უმთავრდებოდა 2019 წლის 12 აპრილს. მიუხედავად აღნიშნულისა, ა-–----------------–-–---–მა 2018 წლის 19 სექტემბერს ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. ამრიგად, მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რა დროსაც მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის თანახმად, აღნიშნული მუხლის ამ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით, სააპელაციო პალატას არასწორად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-–----------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის ზომა, რის გამოც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ა-–----------------–-–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რის შემდგომაც მას სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენში ა-–----------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯლის გამკაცრების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენში ა-–----------------–-–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ა-–----------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე, გურჯაანის რაიონული სასამართლ;ოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდეს და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვე და საბოლოოდ, ა-–----------------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა-–----------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

ა-–----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2018 წლის 20 სექტემბრის 13:40 საათიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი