განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100119003000310
საქმე №1ბ/1299-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- ვ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------) - ე--------- თ------ის ძე ა-–------- (დაბადებული - 1--- წლის 02 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–---, მ-----------, კორპუსი 3--, ბინა N--) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენით:
ე--------- ა-–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ე--------- ა-–-----ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე--------- ა-–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- ვ-------ემ, აპელანტმა ითხოვა მსჯავრდებულ ე--------- ა-–------- მიმართ სასჯელის გამკაცრება.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არ არის სამართლიანი, ვინაიდან განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი. პირველი ინსტანციის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას. აპელანტის აზრით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სრულად პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. აპელანტის პოზიციით, თავისუფლების აღკვეთა უფრო ეფექტიან ზეგავლენას მოახდენდა მსჯავრდებულზე, ვინაიდან იგი გულისხმობს დამნაშავის საზოგადოებისაგან იზოლაციას მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებით და შესაძლებელს გახდიდა სასჯელის მიზნების მიღწევას. აპელანტი ასევე მიუთითებს რომ, ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს და საზოგადოებაში კანონმორჩილების განწყობის დანერგვას.
სასამართლომ დაადგინა:
ე--------- ა-–-----მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 მარტს ღამით დაახლოებით 02:30 საათზე თბილისი, ვ---------–---, მე-3 მიკ.რ, 3-- გ კორპუსი, ბინა N-- - ში ე--------- ა-–-----ი ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა დ----- ნ-------ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, მან განუცხადა, რომ ნაკუწებად დაჩეხავდა, გაანადგურებდა. ასევე განუცხადა, რომ უნდა ეშინოდეს სადარბაზოში გავლა. აღნიშნული მუქარა რეალურად აღიქვა დ----- ნ-------მა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
2019 წლის 03 აპრილს 17:40 – 18:00 საათამდე დროის შუალედში მეტროსადგურ ვარკეთილიდან კალაუბნის ქუჩის მიმართულებით, ჯავახეთის ქუჩის მარჯვენა მხარეს, ე--------- ა-–-----ი უკან გაყვა ფეხით მიმავალ დ----- ნ-------ს, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ „არ აცოცხლებდა, გამოჭრიდა ყელს და გაუსწორდებოდა ფიზიკურად“, აგრეთვე უცხადებდა, რომ „ისე გაგანადგურებდა, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა“, აღნიშნული მუქარა რეალურად აღიქვა დ----- ნ-------მა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- ვ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი ე--------- ა-–------- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ე--------- ა-–------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (დაზარალებულისა და მოწმეების - დ----- ნ-------ის, ს-----–--- ქ-–----, ხ------- ა-–-------, ლ---- ც-–-–---–--, ლ--------- პ---------- გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დათვალიერების ოქმებს, 2019 წლის 10 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მასალას) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ე--------- ა-–------- მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ 2019 წლის 12 მარტს ღამით დაახლოებით 02:30 საათზე თბილისი, ვ---------–---, მე-3 მიკ.რ, 3-- გ კორპუსი, ბინა N-- - ში ე--------- ა-–-----ი ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა დ----- ნ-------ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, მან განუცხადა, რომ ნაკუწებად დაჩეხავდა, გაანადგურებდა. ასევე განუცხადა, რომ უნდა ეშინოდეს სადარბაზოში გავლა. აღნიშნული მუქარა რეალურად აღიქვა დ----- ნ-------მა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში; 2019 წლის 03 აპრილს 17:40 – 18:00 საათამდე დროის შუალედში მეტროსადგურ ვარკეთილიდან კალაუბნის ქუჩის მიმართულებით, ჯავახეთის ქუჩის მარჯვენა მხარეს, ე--------- ა-–-----ი უკან გაყვა ფეხით მიმავალ დ----- ნ-------ს, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ „არ აცოცხლებდა, გამოჭრიდა ყელს და გაუსწორდებოდა ფიზიკურად“, აგრეთვე უცხადებდა, რომ „ისე გაგანადგურებდა, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა“, აღნიშნული მუქარა რეალურად აღიქვა დ----- ნ-------მა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ე--------- ა-–------- მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე--------- ა-–------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე--------- ა-–------- მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 მარტის და 03 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ე--------- ა-–-----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, მისი კანონის შესაბამისი ქცევა სასამართლოში საქმის განხილვისას და რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაულები.
ე--------- ა-–------- მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე--------- ა-–------- მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის გამკაცრების თაობაზე. პალატა აღნიშნავს რომ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ ე--------- ა-–------- მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი. პალატა მიუთითებს რომ, ე--------- ა-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციათა შორის ყველაზე მკაცრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ასევე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას რომ ე--------- ა-–------- მიმართ განსაზღვრული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების აღსრულებას. პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის, მათ შორის პირობითი მსჯავრის გამოყენების დროს, გაითვალისწინა ე--------- ა-–------- მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები კერძოდ, ის, რომ ე--------- ა-–-----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, მისი კანონის შესაბამისი ქცევა სასამართლოში საქმის განხილვისას და რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაულები. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ ე--------- ა-–------- მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- ვ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი ე--------- ა-–------- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- ვ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი ე--------- ა-–------- მიმართ, დარჩეს უცვლელი:
ე--------- ა-–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ე--------- ა-–-----ი, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე--------- ა-–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე--------- ა-–------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს, კანონით განსაზღვრულ დროში.
მსჯავრდებულ ე--------- ა-–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 აპრილიდან - 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე--------- ა-–-----ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სს საქმეს, შენახული იქნას სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი