განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210019002564602
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-534-19 23 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
I აპე-–-ნტი (მოსარჩელეები) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი I I აპე-–-ნტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) წარმომადგენელი - მა-- კა-----, ნა----- ნი--------- - ლე-–- გვ-–---- - მე------ მუ--–----–-------- მე---- - ლა---------–---- - ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–----------------------–---------–------- - მა------------ - მე------ მუ--–----–-------- მე---- - ლა---------–---- - მა-- კა-----, ნა----- ნი--------- - ლე-–- გვ-–----
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში თავდაპირველ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ან კომპენსაციის გადახდის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
1. I აპე-–-ნტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.1. II აპე-–-ნტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ბათილად იქნა ცნობილი მე------ მუ--–----–-------- მერის 2018 წლის 22 მარტის №129 ბრძანება მოსარჩელე მა-- კა-----ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
- ბათილად იქნა ცნობილი მე------ მუ--–----–-------- მერის 2018 წლის 22 მარტის №130 ბრძანება მოსარჩელე ნა----- ნი---------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
- მოპასუხეებს მე------ მუ--–----–-------- მე----ს და ააიპ ,,მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ს’’ მოსარჩელე ნა----- ნი---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ კომპენსაციის გადახდა 8000 ლარის ოდენობით;
- მოპასუხეებს მე------ მუ--–----–-------- მე----ს და ააიპ ,,მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ს’’ მოსარჩელე მა-- კა-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ კომპენსაციის გადახდა 6400 ლარის ოდენობით;
- დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეებს მოსარჩელე ნა----- ნი---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
- მოპასუხეებს მოსარჩელე მა-- კა-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 19.06.2013 წლიდან მოსარჩელე მა-- კა----- მუშაობდა მუ--–----–-------- საკრებულოს მიერ დაფუძნებული ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლის დირექტორად და იღებდა ხელფასს 640 ლარის ოდენობით.
2.2. 27.04.2007 წლიდან მოსარჩელე ნა----- ნი--------- მუშაობდა მუ--–----–-------- გამგეობის მიერ დაფუძნებული ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მისი ხელფასი იყო 800 ლარი.
2.3. თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა, სამსახურებრივ საქმიანობაში ისინი გამოირჩეოდნენ აქტიურობით, მათ შეიტანეს წვლილი ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში, რის გამოც პროფესიულ წრეებში ხასიათდებიან დადებითად და სარგებლობენ ავტორიტეტით.
2.4. მე------ მუ--–----–-------- მერმა რეორგანიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით 14.12.2017 წელს მიმართა მე------ მუ--–----–-------- საკრებულოს, რომელმაც 20.12.2017 წელს მიიღო №80 განკარგულება, რომლითაც მერის მოთხოვნა მუ--–----–-------- ფინანსური რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით დაკმაყოფილდა. განკარგულების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,1.მიეცეს თანხმობა მე------ მუ--–----–-------- მერს განახორციელოს ააიპ-ების რეორგანიზაცია შემდეგი სახით: ა) ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლა, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი, ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახური გაერთიანდეს და მათი შერწყმის (გაერთიანების) შედეგად შეიქმნას ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ი’’.
2.5. 19.03.2018 წლის №402 წერილით ნა----- ნიგურიანს, ხოლო 19.03.2018 წლის №403 წერილით მა-- კახიანს მოპასუხე მე------ მუ--–----–-------- მერიისაგან ეცნობათ, რომ იგეგმებოდა მათი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რასაც 2018 წლის 22 მარტს შედეგად მოჰყვა მათ მიმართ მე------ მუ--–----–-------- მერის მიერ ბრძანებების მიღება. კერძოდ:
1) №129 ბრძანებით მა-- კა----- ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლის, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურის რეორგანიზაციის, გაერთიანების და მათი შერწყმის საფუძველზე 2018 წლის 22 მარტიდან გათავისუფლდა ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლის დირექტორის თანამდებობიდან. მა-- კახიანს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით;
2) №130 ბრძანებით ნა----- ნი--------- ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლის, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურის რეორგანიზაციის, გაერთიანების და მათი შერწყმის საფუძველზე 2018 წლის 22 მარტიდან გათავისუფლდა ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლის დირექტორის თანამდებობიდან. ნა----- ნიგურიანს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით;
2.6. მე------ მუ--–----–-------- მერის 2018 წლის 22 მარტის №131 ბრძანებით ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლა, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახური გაერთიანდა და მათი შერწყმის შედეგად დაფუძნდა ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ი. ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული აღნიშნული გაერთიანებული იურიდიული პირების წესდებები და დამტკიცდა ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ის წესდება, რომლის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრა 22.03.2018 წლიდან ცენტრის დირექტორად დანიშნულ გეგი ფალიანს, რომელიც იყო ააიპ ლე-------–------------–-----------–-------------–--–----------------ს დირექტორი. ცენტრის წესდების მე-4 მუხლით განისაზღვრა, რომ სამსახურის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მე------ მუ--–----–-------- მერი. სამსახურის დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის დირექტორი, მე------ მუ--–----–-------- მერთან შეთანხმებით. დადგენილი იქნა, რომ ცენტრში დანიშნულია როგორც დირექტორი, ისე მისი მოადგილეები;
2.7. ააიპ-ის რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ იქნა 15.05.2018 წელს;
2.8. ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლაში, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურში რეორგანიზაციის განხორციელებამდე დასაქმებული იყო 96 პირი, საიდანაც რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ოთხი პირი, რომელთაგან ორი მოსარჩელეა;
2.9. დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე (გაერთიანებამდე) ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლაში, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურში დასაქმებული პირების ჯამური თვიური ხელფასის ოდენობა იყო 30 795 ლარი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლების ჯამური თვიური ხელფასის ოდენობაა 34180 ლარი ანუ სახელფასო ფონდი გაზრდილია 3385 ლარით;
2.10. დადგენილია, რომ მოსარჩელეები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მონაწილეობდნენ მე------ მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებში, თუმცა იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მასზედ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს მათი განსხვავებული აზრი/შეხედულება ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, საქმეზე არ მოიპოვება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 22 მარტის ბრძანებას, რასაც მოპასუხემ სამართლებრივ საფუძვლად დაუდო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
2.12. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ნორმის ნორმატიული შინაარსის სადავო სამართლებრივ სივრცეში გადატანით, ცალსახაა, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილების (ბრძანების) გასაჩივრებისას, რომელსაც საფუძვლად უდევს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს რეორგანიზაციას და მის შედეგად სამუშაო ძალის შემცირებას, დამსაქმებელი დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვალდებულია დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიმართ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო;
2.13. მოცემულ შემთხვევაში, მე------ მუ--–----–-------- საკრებულოს 20.12.2017 წლის განკარგულებით და საქმის სხვა მასალების თანახმად, რომ ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლაში, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესის მიზანი უნდა ყოფილიყო მუ--–----–-------- ფინანსური რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვა, მაშასადამე რეორგანიზაციას უნდა ჰქონოდა ეკონომიკური სარჩული. სწორედ აღნიშნული განკარგულება გახდა მოსარჩელეების მიმართ მე------ მუ--–----–-------- მერის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანებების მიღების საფუძველი;
2.14. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მა-- კა-----ს ყოველთვიური ხელფასი იყო 640 ლარი, ხოლო ნა----- ნი---------ს - 800 ლარი ანუ მოპასუხეს მოსარჩელეთა მიმართ ჰქონდა სახელფასო ხარჯი 1440 ლარის ოდენობით. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია საშტატო ნუსხები, რომელთა თანახმად, ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო- საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლაში დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასის ჯამური ოდენობა იყო 5285 ლარი, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში - 1550 ლარი, ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურში კი 23 960 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 30 795 ლარს, მაშინ როდესაც აღნიშნული იურიდიული პირების გაერთიანების (რეორგანიზაციის) შედეგად ჩამოყალიბებულ იურიდიულ პირის - მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ის თანამშრომლების ჯამური თვიური ხელფასის ოდენობა გაზრდილია 3385 ლარით და შეადგენს 34 180 ლარს;
2.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო ფონდში გათვალისწინებული თანხები არ იწვევდა მოსარჩელეთა სახით სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძველი, რამეთუ რეორგანიზაციას საფუძვლად დაედო ფინანსური რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზანი, თუმცა მის შედეგად შექმნილ იურიდიულ პირს - ცენტრს გააჩნია ფინანსური რესურსი სახელფასო ფონდში, რაც სავსებით უზრუნველყოფდა მოსარჩელეებთან მათი ზემოთ ხსენებული ხელფასით რეორგანიზაციის შემდგომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას, მოპასუხე მე------ მუ--–----–-------- მე----მ კი ისე გაათავისუფლა მოსარჩელეები სამსახურიდან, რომ მათთვის ახალ ააიპ-ში - ცენტრში რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, არ შეუთავაზებია. იმ პირობებში, როდესაც აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ეკონომიკური სიდუხჭირე არ ჰქონდა, სასამართლოს მოსაზრებით მას მოსარჩელეები, რომლებსაც დისციპლინური პასუხისმგებლობა არასდროს დაკისრებიათ და თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე საზოგადოებაში გამოირჩეოდნენ ავტორიტეტით, მა-- კა----- და ნა----- ნი--------- მოპასუხეს უნდა დაეტოვებინა სამსახურში;
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამ ნორმას სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით შინაარსობრივად ავსებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად;
2.17. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები გათავისუფლებული იქნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი საფუძვლით, რის გამოც 2018 წლის 22 მარტის №129 და №130 ბრძანებები მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი;
2.18. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის უშუალოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ში ხელმძღვანელ პირთა თანამდებობები (დირექტორი, მისი მოადგილეები) ვაკანტური არ არის. გამომდინარე აქედან, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო, ბათილი ბრძანებების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლებით მიყენებული ზიანი მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ კონპენსაციის სახით, თუმცა 22.03.2018 წლიდან არა 12 თვის, არამედ 10 თვის ხელფასის ოდენობით, რამდენადაც უდავოა, რომ მოსარჩელეებმა მიიღეს მოპასუხისაგან მასთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტიდან 2 თვის ხელფასი. ამრიგად, მოპასუხეებს მოსარჩელე მა-- კა-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6400 ლარის, ხოლო ნა----- ნი---------ს სასარგებლოდ - 8000 ლარის გადახდა;
2.19. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მხარე საქმეზე წარმოდგენილი მასალებით და მოწმის ჩვენებით შეეცადა დაესაბუთებინა, რომ მე------ მუ--–----–-------- მერის მიერ მოსარჩელე მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული მოტივით, კერძოდ, მე------ მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსარჩელეების მიერ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების გამო, თუმცა მითითებული მოტივი საქმეზე სარწმუნოდ ვერ დადასტურდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მათთან ერთად ასევე შრომითი ურთიერთობა შეწყდა კიდევ 2 თანამშრომელთან, რომელთა დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დასაბუთებული ეჭვი სასამართლოს არ გააჩნია. ასეთ ვითარებაში კი მოსარჩელის მიერ ზემოთ აღნიშნული გარემოების გამო დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის არსებობა, მოსარჩელეთა მხრიდან უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დადასტურებულიყო, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა.
3. გადაწყვეტილება სააპე-–-ციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ
3.1. მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სააპე-–-ციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპე-–-ნტების მითითებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა სწორედ მათი საჯარო პროტესტისა და გამოხატვის გამო, რამდენადაც ისინი ჰესების მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგეები გახლდნენ. ისინი წარმოადგენენ სვანეთის ახალგაზდული მოძრაობის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ სვანეთის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებსა და გამოსვლებში. ისინი არიან აქტიური წევრები და მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერები;
3.1.2. ნა----- ნი---------, მა-- კა----- და მანანა საღლიანი სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებული პროტესტების აქტიური წევრები განსაკუთრებით 2017 წლის დეკემბერში, 2018 წლის იანვარი-აპრილის თვეებში გახლდნენ. 2018 წლის მარტის თვეში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 2018 წლის 20 მარტს, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის და სიტუაციის მწყობრში ჩაყენების მიზნით გაიმართა მოლაპარაკება, რომელსაც სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის სახელით ესწრებოდა მა-- კა----- და ნა----- ნი---------. შეხვედრაზე მა-- კა-----სა და ნა----- ნი---------სათვის ცნობილი გახდა მათი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ნა----- ნი---------, მა-- კა----- და მანანა საღლიანი როგორც მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე პირები აქტიურად ჩანდნენ მედია საშუალებებში. მათ შორის, პოპულარულ ტელე გადაცემებში. ისინი ყვე-–- შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის სახელით;
3.1.3. ააიპ ,,მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურის" თანამშრომლებისათვის ცნობილი გახდა მათი დირექტორის ნა----- ნი---------ს თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. ნა-----ის მხარდაჭერის მიზნით დაახლოებით 15-მდე თანამშრომელმა მოითხოვა მე------ მუ--–----–-------- მერთან - კაპიტონ ჟორჟოლიანთან შეხვედრა. შეხვედრაზე მერმა დამსწრეებს განუცხადა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის პროცესის შედეგი იყო, რეორგანიზაციის პროცესში არ იგეგმებოდა შტატების შემცირება, ამიტომ მათ სამსახურიდან გათავისუფლება არ ემუქრებოდათ, თუმცა არ დაუშვებდა, რომ ახალ დირექტორს - გეგი ფალიანს თანამშრომლობა გაეგრძელებინა მანანა საღლიანთან, რომელიც ააიპ "მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურში" დასაქმებულია;
3.1.4. მე------ მუ--–----–-------- მერი სვანეთში ჰესების მშენებლობას სასიცოცხლოდ საჭირო პროცესად აფასებს. მისი განცხადებით: "ნენსკრა ჰესიდან გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2,2 მლნ ლარი მიიღო, რაც ისეთი მუ--–----–--------თვის, როგორიც სვანეთია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია". მე------ მუ--–----–-------- მერი ჰესების მოწინააღმდეგეთა აქციას მედიასთან მასთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ ჯგუფად აფასებს. მე------ მუ--–----–-------- მერის განცხადებით: "სვანეთში ჰესების წინააღმდეგ გამართული აქციები მალხაზ უდესიანის მიერ არის ორგანიზებული. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დაინტერესებულ ჯგუფს იმპიჩმენტის გზით მე------ მერის თანამდებობიდან გადაყენება სურს" (Reginfo.ge "სვანეთი ფიდრო - მესრიაჭალა ჰესის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს", 07 მარტი, 2018წ). მე------ მუ--–----–-------- მერის განცხადებით: "სიმართლე გითხრათ, ნიგურიანმა მას შემდეგ დაიწყო აქციებზე სიარული, რომ ამას პოლიტიკური ელფერი ჰქონოდა. რაც შეეეხება საღლიანს, მისი გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს, თუმცა, ერთი თვეა სამსახურში არ გამოცხადებულა და ალბათ, ახალი ხელმძღვანელი გაუშვებს" (მედიანიუსი, "მე------ აიპების ხელმძღვანელები მერს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ", 28 მარტი, 2018წ.);
3.1.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სასამართლოს წინაშე აყენებდა უკანონოდ გათავისუფლებული ნა----- ნი---------სა და მა-- კა-----ს სამსახურში აღდგენის მოთხოვნას იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე, თუმცა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება ახლად დაფუძნებული ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობაზე გეგი ფალიანის დანიშვნის შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა იყო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველი სარჩელის წარდგენის ეტაპისათვის მოპასუხე ააიპ-ებში არ იყო დასრულებული რეორგანიზაციის პროცესი და არ შექმნილა მათი რეორგანიზაციის შედეგად ახალი ააიპ, თუმცა საქმის განხილვის ეტაპზე, ახალი საშტატო ნუსხის წარმოდგენის შემდგომ ნათელი იყო, რომ სამსახურში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა - დირექტორის მოადგილის პოზიცია. ამასთან, დირექტორის მოადგილის პოზიციის არავაკანტურობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს გააჩნდა, რაც მას პროცესის მანძილზე არ განუხორციელებია.
3.2. მე------ მუ--–----–-------- მერიის სააპე-–-ციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპე-–-ნტის წარმომადგენლის მითითებით, სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს საქმეში არსებული აუდიტის დასკვნაზე, რომელიც ეხება ა(ა)იპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურს, სადაც თვალნათლივ ჩანს გადაცდომები რომელიც არსებობდა ა(ა)იპ-ში, ჩანს სხვადასხვა ფინანსური თუ შტატებთან დაკავშირებული დარღვევები. შეუძლებელია გადაწყვეტილების დასაბუთება ამ დოკუმენტის უგულველყოფით და მხოლოდ ფრაზების შემოფარგვლით. მე------ მუ--–----–-------- მერიის ბრანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით;
3.2.2. რეორგანიზაციის დაწყება შეთანხმებული იყო მე------ მუ--–----–-------- საკრებულოსთან. რეორგანიზაცია არის საწარმოს სტრუქტურის შეცვლა-გადაკეთება, რასაც შესაძლებელია მოყვეს შტატების შემცირება, მაგრამ იგი არ უნდა იყოს ფორმალური. რეორგანიზაციის შედეგად მივიღეთ სრულიად ახალი, უფრო სრულყოფილი და მისი წესდებით დასახული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელი უფლება-ვალდებულებებით აღჭურვილი სუბიექტი. შტატების შემცირება იმ ეტაპზე აუცილებელობის ფარგლებში განხორციელდა. სამივე ა(ა)იპ-ის დირექტორთა განთავისუფლება არ ყოფილა ფორმალური, იგი კანონით დადგენილი წესით და პროცედურებით მოხდა;
3.2.3. აბსურდულია სასამართლო გადაწყვეტილებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხზლე აპელირება. დასაბუთება ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილია ზედაპირულად მხოლოდ მოსარჩელეების მსჯელობის გათვალისწინებით და არა სამართლებრივი დასაბუთებით. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა კომპესაციის გაცემაზე. ასევე არასწორია სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებზე დაკისრება;
3.2.4. სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 ნაწილსი ,,ა“ ქვეპუნქტი. ეს მუხლი გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ეკონომიური გარემოებების, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაცილ ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ა(ა)იპ ების რეორგანიზაცია მოხად ზუსტად ორგანიზაციული ცვლილებების და ეკონომიური გარემოებების გამო. ა(ა)იპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის და ხელოვნების ცენტრი არის სრულაიდ ახალი სტრუქტურული ორგანო, სადაც მოსარჩელე ნა----- ნი---------ს და მა-- კა-----ს სამუშაო პოზიცია არ არსებობს, ამიტომ როგორც ორგანიზაციული ასევე ეკონომიური გარემოებები არ იძლეოდა შესაძლებლობას მათი კვლავ დასაქმების კუთხით;
3.2.5. საქართველოს შრომის კოდექსის 38–ე მუხლის მე–2 ნაწილი დამსაქმებელს უფლებას აძლევს 37–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში ეს იყო ორგანიზაციული ცვლილებები, რაც გამოიხატა მათ რეორგანიზაციასა და შერწყმაში ვინაიდან მოხდა სამი ააიპ–ის გაერთიანება შერწყმა და მათი დირექტორების გათავისუფლებაც ამ გარემოებით იყო განპირობებული. 38–ე მუხლის მეორე ნაწილი დამსაქმებელს უფლებას აძლევს ,,30 კალენდარული დღის ნაცვლად, დასაქმებულს წინასწარი წერილობითი შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაუგზავნოს არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, რა შემთხვევაშიც, დასაქმებულს კომპენსაციის სახით უნდა აუნაზღაურდეს არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურება“, მე------ მუ--–----–-------- მერიის მხრიდან მოსარჩელეები 2018 წლის 19 მარტს გაფრთხილებული იქნენ შესაძლო გათავისუფლების შესახებ, ხოლო 2018 წლის 22 მარტს გათავისუფლებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან და შრომის კოდექსის 38–ე მუხლის შესაბამისად აუნაზღაურდათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო;
3.2.6. სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მე------ მუ--–----–-------- მე----ს, რეორგანიზაციის შემდგომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, იმავე პოზიციაზე აღედგინა მოსარჩელეები, პოზიციის არ არსებობის გამო, ხოლო კომპენსაციის კუთხით სასამართლოს მიერ მოსარჩელეების მიმართ ანაზღაურების დავალდებულება, არასწორია იმიტომ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესი, სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნა დააკმაყოფილა ანუ ამავე, 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის დაცვით მათ ეს თანხა აუნაზღაურდათ, ამიტომაც სასამართლოს მიერ რაიმე სახის კომპენსაციის დაკისრება საფუძველს მოკლებულია და კანონის არასწორ განმარტებაზე მეტყველებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპე-–-ციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2; 2.4-2.8; 2.10 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს შემდეგს:
4.2. საქმეზე წარმოდგენილი, ააიპ ლე-------–------------–-----------–-------------–--–----------------ს წესდებით ირკვევა, იგი არ წარმოადგენდა მოგებაზე ორიენტირებულ მეწარმე სუბიექტს. იგი იყო არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა მე------ მუ--–----–-------- მიერ და რომლის მიზნები და ამოცანები იყო: მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა; აგრეთვე, სხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება, თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა-დაოსტატება, მათთვის კლასიკური და თანამედროვე თეატრალური ნამუშევრების გაცნობა; შემოქმედებითი ახალგაზრდული ძალების რეალიზაცია, ეროვნული და მსოფლიო თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, თეატრალური ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალლების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კილტურულ სივრცეში გაერთიანება (იხ. ტომი 1, ს/ფ 189-195);
4.3. ააიპ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურის წესდების თანახმად, მუ--–----–-------- კულტურის სამსახური არ წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ მეწარმე სუბიექტს და არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა მე------ მუ--–----–-------- მიერ და რომლის მიზნები და ამოცანები იყო: ხალხური შემოქმედების ფოლკლორული-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მისი მეცნიერული კვლევა; ხალხური ხელოვნების მოვლა-დაცვა და განვითარების საკითხებზე რეგიონის მოქმედი ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივებისათვის, ფოლკლორული ჯგუფების, შემოქმედებითი გაერთიანებების, თვითნასწავლი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსატატებისა და სახალხო მთქმელებისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; არამატე----ლური მემკვიდრეობის გამოვლენა; საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; სხვადასხვა სოფლებში სპეციალური ექსპედიციების მეშვეობით, ფოლკოლური მასალების მოძიება, შეკრება-დამუშავება და ამ გზით ხალხური შემოქმედების დარგების მეცნიერული კვლევა და ანალიზი; ფოლკლორის ეროვნულ ცენტრთან მუდმივი ურთიერთთანამშრომლობა და თეორიულ და სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ფოლკლორის სფეროში საქართველოს სხვადსხვა რეგიონებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება; ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება; ძეგლებზე წარმოებული სამუშაოების კანონიერების შემოწმება, უნებართვო საქმიანობის შესაბამისი უწყებისათვის დაუყოვნებლივ ცნობა; სამშენებლო, საგზაო და სხვა სამუშაოების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ორგანოებისათვის წინადადებების წარდგენა, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ ისტორიისა და კულტურის ძეგლებს; ახლადგამოვლენილი ძეგლების ფიქსაცია და ამის შესახებ ინფორმაციის კულტურის სამინისტროსათვის ცნობა (იხ. ტომი 1, ს/ფ 196-200);
4.4. ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლის წესდებით ასევე ირკვევა, რომ მითითებული ააიპ-ი არ წარმოადგენდა მოგებაზე ორიენტირებულ მეწარმე სუბიექტს და იყო არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა მე------ მუ--–----–-------- მიერ და რომლის მიზნები და ამოცანები იყო: მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, სწავლება; მოსწავლეებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარების, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა; მოსწავლეებისათვის ხელოვნების საფუძვლების და ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაზიარება; მოსწავლეებისათვის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების გაცნობა; მოსწავლეების კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა; მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა (იხ. ტომი 1, ს/ფ 201-204);
4.5. ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ის წესდების თანახმად, მითითებული ააიპ-ი (მოპასუხე) არ წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ მეწარმე სუბიექტს. იგი არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია მე------ მუ--–----–-------- მიერ და რომლის მიზნები და ამოცანებია: 1. ხალხური შემოქმედების ფოლკლორული-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მისი მეცნიერული კვლევა; 2. ხალხური ხელოვნების მოვლა-დაცვა და განვითარების საკითხებზე რეგიონის მოქმედი ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივებისათვის, ფოლკლორული ჯგუჯების, შემოქმედებითი გაერთიანებების, თვითნასწავლი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსატატებისა და სახალხო მთქმელებისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; 3. ფოლკლორის ეროვნულ ცენტრთან მუდმივი ურთიერთთანამშრომლობა, სამეცნიერო და თეორიული პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობა; 4. კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ფოლკლორის სფეროში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება; ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების (მათ შორის საკონცერტო) საქმიანობის განხორციელება; 5. ახლად გამოვლენილი არამატე----ლური ძეგლების ფიქსაციის და ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება; 6. მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების და ღონისძიებების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო ფენებში ხალხური, თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა; 7. ბავშვთა და მოზარდთა სულიერი და ესთეტიკური აღზრდა; 8. ხალხური და სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა (იხ. ტომი 1, ს/ფ 136-141);
4.6. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი სფეროდან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად;
4.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტი - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
4.8. სააპე-–-ციო პალატის შეფასებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სააპე-–-ციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, დირექტორების შტატების გაუქმების საჭიროება განაპირობა თუ არა სამუშაო ფუნქციების გაუქმებამ, თუ ეს ემსახურებოდა დისკრიმინაციული ნიშნით არასასურველი პირების, მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სამუშაოდან გათავისუფლებას;
4.9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- კა----- მუშაობდა მუ--–----–-------- საკრებულოს მიერ დაფუძნებული ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლის დირექტორად, ხოლო მოსარჩელე ნა----- ნი--------- ასევე მუ--–----–-------- გამგეობის მიერ დაფუძნებული ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
4.10. დადგენილია, რომ მე------ მუ--–----–-------- მერის 2018 წლის 22 მარტის №131 ბრძანებით ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლა, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახური გაერთიანდა და მათი შერწყმის შედეგად დაფუძნდა ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ი. ახალი ააიპ-ის დირექტორად დაინიშნა ააიპ ლე-------–------------–-----------–-------------–--–----------------ს დირექტორი გეგი ფალიანი. ამასთან, ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლაში, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში და ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახურში რეორგანიზაციის განხორციელებამდე დასაქმებული იყო 96 პირი, საიდანაც რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ოთხი პირი, რომელთაგან ორი მოსარჩელეა;
4.11. დადგენილია, რომ მე------ მუ--–----–-------- მერმა რეორგანიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით 14.12.2017 წელს მიმართა მე------ მუ--–----–-------- საკრებულოს, რომელმაც 20.12.2017 წელს მიიღო №80 განკარგულება, რომლითაც მერის მოთხოვნა მუ--–----–-------- ფინანსური რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით დაკმაყოფილდა, რომლის შედეგადაც ააიპ მე------ მუ--–----–-------- სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლა, ააიპ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი, ააიპ მე------ მუ--–----–-------- კულტურის სამსახური გაერთიანდა და მათი შერწყმის (გაერთიანების) შედეგად შეიქმნა ააიპ მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ი. ფაქტიურად სამი მსგავსი ფუნქციების მატარებელი სუბიექტის შერყმის შედეგად ჩამოყალიბდა ერთი ორგანიზაცია, რომელიც უფრო ეკონომიურად და ეფექტურად განახორციელებს მუ--–----–-------- მიერ დასახულ მიზნებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული სახით რეორგანიზაცია არ არის ფორმალური, მას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი. ცხადია რეორგანიზაციის შედეგად ახლად შექმნილ სუბიექტს ვერ ეყოლებოდა სამი დირექტორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულის რეალურ შემცირებას. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის შედეგად სხვა თანამშრომლებიც იქნენ გათავისუფლებულნი სამსახურიდან. აღნიშნული ააპი-ებიდან ააიპ-ი მე------ მუ--–----–-------- კუ-–-----------------–---------–------ის დირექტორად დაინიშნა ერთ-ერთი აიპი-ის დირექტორი გეგი ფალიანი, რომელსაც მოცემული კუთხით ჰქონდა შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, რის გამოც დამსაქმებელმა იგი დანიშნა ახალი აიპი-ს დირექტორად. აღსანიშნავია, რომ მოცემული კუთხით მოსარჩელეებს არ წარმოუდგენით სათანადო და დასაბუთებული შედავება;
4.12. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, დასაქმებულების თანამდებობიდან გათავისუფლება არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს, იგი იყო კანონიერი, დასაბუთებული და გააჩნდა ობიექტურად ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც არ არსებობს მა-- კა-----ს და ნა----- ნიკურიანის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ხოლო ვინაიდან, გათავისუფლების შესახებ ბრძანება სააპე-–-ციო პალატას კანონიერად მიაჩნია, აღნიშნული გამორიცხავს სამუშაოზე აღდგენის, კომპენსაციის დაკისრების, იძულებითი განაცდურის და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას;
4.13. სააპე-–-ციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების იმ მოსაზრებას, რომ მათი გათავისუფლება იყო უკანონო და დისკრიმინაციული. უნდა აღინიშნოს, რომ სსსკ-ის 3633 მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. სუსგ #ას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი). მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციულ მოპყრობად მოსარჩელე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას მიიჩნევს, თუმცა დისკრიმინაციული მოპყრობა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება;
4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპე-–-ციო პალატა თვლის, რომ მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სააპე-–-ციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო მე------ მუ--–----–-------- მერიის სააპე-–-ციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს;
4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპე-–-ციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპე-–-ციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპე-–-ციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.17. თუ სააპე-–-ციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპე-–-ციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპე-–-ციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.18. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სააპე-–-ციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო მე------ მუ--–----–-------- მერიის სააპე-–-ციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სააპე-–-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მე------ მუ--–----–-------- მერიის სააპე-–-ციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სააპე-–-ციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მე------ მუ--–----–-------- მერიის სააპე-–-ციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მა-- კა-----ს და ნა----- ნი---------ს სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ინდირა მაშანეიშვილი