განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002613084
საქმე №1/ბ-736-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ნ---------------–-–---–ის,გამართლებულ - კ------------–---–ის მონაწილეობით,ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კ-----------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-----–----–---------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
კ------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ------–--–--------------–-------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „გ--–-----------–----“ 1 (მინუს ერთი) სართულზე შპს „ს-----------------ას“ კუთვნილი სავაჭრო დახლის ერთ-ერთი უჯრიდან კ------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა სარეალიზაციო პროდუქციის ყუთებსა და მასში მოთავსებულ ზოგიერთ აქსესუარს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ს-----------------ას“ მიადგა 883 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით:
კ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ კ------------–---–ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენის გაუქმება და კ------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
აპელანტი მიუთითებს, რომ კ------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი, არის დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: გ-----------–-------–-------------------------------------–---–--------–-----–--------------–-----------–---–ის ჩვნებებით, ასევე, ვიდეოჩანაწერებით, ი------------------გან ნივთების ამოღების ოქმით და აღნიშნული ნივთების გამოკვლევით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ სწორედ კ------------–---–მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება. რაც შეეხება მოწმე ლ---------------–--ის და დაცვის მხარის ექსპერტის ჩვენებებს, ისინი არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან არ არიან სარწმუნო. ლ---------------–--ის განმარტებით, მან არ იცოდა, თუ რა ჰქონდა ჩადენილი კ------------–---–ს და არც თავად კ-------ს არ ახსოვდა არაფერი. თუმცა, დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე, ლ---------------–--ემ იცოდა, რომ კ------------–---–ს მოპარული ჰქონდა ტექნიკის ყუთები და აქსესუარები; მან დაზარალებულს ისიც კი უთხრა, რომ კ-------ი ახალი გამოსული იყო ციხიდან და უნდოდა ზარალის ანაზრაურებით პრობლემების მოშორება. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი არ არის ჩატარებული უშუალოდ პაციენტზე და დაყრდნობილია მოსაზრებაზე, რაც გამორიცხავს მის კატეგორიულობას. პროკურორი ასევე უთითებს, რომ არც ის არის ცნობილი, კ------------–---–მა პირველად მიიღო აღნიშნული წამლები თუ პერიოდულად იღებდა მას, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას ზუსტად გარკვეულიყო, პრეპარატებმა მოახდინა თუ არა ზეგავლენა მასზე. შესაბამისად, პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები წარმოადგენს დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ სწორედ კ------------–---–მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და ამ დროს ის სრულად აცნობიერებდა განხრციელებული ქმედების ხასიათს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა ნ---------------–-–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გამართლებულმა კ------------–---–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა არ იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება კ------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენლმა ნ------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 18 მარტის მდგომარეობით მუშაობდა შპს „ს-----------------აში“ მენეჯერის თანამდებობაზე და პასუხისმგებელი იყო ქ------–--–--------------–------------------ში, „გ--–-----------–--–ი“, - პირველ სართულზე, ღია სივრცეში მდებარე სავაჭრო კუთხეზე. 2018 წლის 18 მარტს აღნიშნულ ობიექტზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ლ-------------ა, რომელმაც მუშაობის დასრულების შემდეგ ნითები დაალაგა თავის ადგილზე და დახურა დახლი. მეორე დღეს მოწმეს დაუკავშირდა თანამშრომელი მ-------------- და აცნობა, რომ სამსახურში მისულს დახლი დახვდა არეული, ხოლო პროდუქციის ყუთები წაღებული იყო. ნ------------–---–ი მივიდა ადგილზე და მოითხოვა საკუთარი სავაჭრო კუთხის კამერების ჩანაწერები, რომლის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მისთვის უცნობი პირი რამდენჯერმე იყო შესული ობიექტზე. ამ უაკანსკნელმა, როგორც ჩანაწერიდან ირკვეოდა, გაიტანა მარცხენა მხარეს დახურულ კარადაში დალაგებული 7 ყუთი, რომელშიც ინახებოდა კვების ბლოკები, აქსესუარები, თმის საკრეჭი, ეპილატორების ყუთები, დეპილატორი და სახის საწმენდი. ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. აღნიშნული ქმედებით შპს „ს-----------------ას“ მიადგა 883 ლარის ოდენობით ზიანი, რომელიც განისაზღვრა პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებით ერთობლიობაში. მაგალითად, ძირითადი ნივთი - ეპილატორი თავისივე ყუთით და აქსესუარებით, ვინაიდან ცალკე აღებულ აქსესუარს ან ნივთს არ აქვს ღირებულება. დაზარალებულის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 მარტს მათთან მივიდა ლ---------------–--ე, რომელმაც მის თანამშრომელს განუმარტა, რომ ინციდენტში მონაწილე პირი იმყოფებოდა საავადმყოფოში და თავად აანაზღაურებდა ზიანს. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნება კვლავ დაუკავშირდა, უთხრა, რომ ქმედების ჩამდენი პირი ახალი გამოსული იყო ციხიდან, იმყოფებოდა საავადმყოფოში და თვითონ, როგორც მის მეგობარს, ჰქონდა სურვილი აენაზღაურებინა ზიანი. მას მიაწოდა ანგარიშის ნომერი, სადაც ლ---------------–--ემ სრულად ჩარიცხა 883 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ს-----------------აში“. შემთხვევის მეორე დღეს, როდესაც მივიდა მაღაზიაში, კარი დახვდა ღია და რამდენიმე ყუთი იდო გარეთ. მოგვიანებით გამომძიებლის მიერ წარედგინა მოსამართლის განჩინება, რის შემდეგ მისი თანხმობით და თანდასწრებით გამომძიებელის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, „გალერეა თბილისში“ დათვალიერებული იქნა მათი ობიექტის ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერზე დაფიქსირებული იყო როგორ შედიოდა დახლის შიგნით პიროვნება, რომელიც იღებდა ყუთებს. მოწმის განმარტებით, წაღებული იყო რამდენიმე ყუთი, მათ შორის ორი ეპილატორის ყუთი, ერთი წვერსაპარსის ყუთი, თუმცა წაღებული ნივთების სრული ჩამონათვალი ზუსტად არ ახსოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 18 მარტს საღამოს საათებში მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით გადაადგილდებოდა „თავისუფლების მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი გააჩერა ერთმა პიროვნებამ და სთხოვა შესულიყო სავაჭრო ცენტრის სადგომში. აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა პატარა ყუთები, თუმცა რამდენი ყუთი იყო, არ ახსოვს და არც ის ახსოვს, ყუთებს ეწერა ან/და ეხატა თუ არა რაიმე. მან ყუთები ჩაალაგა მანქანაში და უთხრა, რომ დახმარებოდა. იფიქრა, რომ რაღაც მგზავრს ქონდა შეძენილი და მის ჩატანაში უნდოდა დახმარება, გადმოვიდა ავტომანქანიდან, თუმცა შემდეგ აღარ დახმარებია, რადგან ის პიროვნება მივიდა დაცვის თანამშრომელთან და დაუწყო საუბარი. მის (ი---------------ს) თხოვნაზე უთხრა, რომ ეჩქარებოდა, მგზავრი ჩაჯდა მანქანაში უკანა სავარძელში და სთხოვა ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე, შემდეგ კი „რუსთაველის მეტროსთან“ გაყვანა. „რუსთაველის მეტროსთან“ მისვლის შემდეგ მგზავრს სთხოვა, რომ ეჩქარებოდა და გადასულიყო მანქანიდან, რასაც იგი დაემორჩილა, გადავიდა ავტომანქანიდან და წავიდა. მოწმის განმარტებით, აღნიშნულმა პიროვნებამ ავტომანქანაში ყოფნის დროს დახია თანნაქონი ყუთები, ესმოდა დახევის ხმები. ამასთან, ეს პირი გამოხატავდა უკმაყოფილებას და არეულ-დარეული იყო. წასვლისას ყუთები ავტომანქანაში დატოვა და მას უთხრა - გადაყარეო. როდესაც ყუთები ნახა, აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი მართლაც დახეული იყო, რომლებიც გადაყარა. ერთი თუ ორი ცალი ყუთი კი დაიტოვა, მასში ჩაალაგა ტელეფონის დასამუხტი, ასევე ფუნჯები და შეინახა საბარგულში. მოწმის განმარტებით, შთაბეჭდილება დარჩა, რომ პიროვნება, რომელიც მას ჩაუჯდა მანქანაში, ფსიქიკურად არ იყო გაწონასწორებული, ვინაიდან არაადეკვატურად იქცეოდა. როცა კოლმეურნეობის მოედანთან მანქანიდან გადავიდა, დაიწყო უმისამართოდ აქეთ-იქით სიარული, სადღაც შევიდა, შემდეგ გამოვიდა, დახედა ყუთებს და უკმაყოფილო სახით დაიწყო უცენზურო სიტყვებით საუბარი. შემდეგ კვლავ ითხოვდა სადღაც წაყვანას, ამბობდა, რომ ვიღაც უნდა ენახა. ვინაიდან მგზავრი გაუწონასწორებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, უთხრა, რომ არ ეცალა და წასულიყო. იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა, რომ სხვა ტაქსის მძღოლი მივიდა და კითხა - „ხომ მშვიდობააო“. მოწმის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებული ალბათ ის პირია, ვინც მისი ტაქსით იმგზავრა, თუმცა დანამდვილებით არ ახსოვს, არც გამოძიების ეტაპზე ახსოვდა. გამომძიებელმა აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო ბრალდებული, ასევე თავად (ი---------------ი) და მისი ავტომანქანა, ხოლო ამის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ჩანაწერის საფუძველზე შეძლო კ------------–---–ის ამოცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---------------–--ემ განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს კ------------–---–ი იმყოფებოდა საავადმყოფოში ბავშვთან, რომელსაც დაუკავშირდა და სთხოვა შეხვედრა. ისინი წავიდნენ „გალარეა თბილისში“. კ------------–---–ი იყო ძალიან ნასვამი და არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც სთხოვა სახლში წასულიყო და დაშორდა. თან ახლდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც შეიყვანა კინოში ფილმის სანახავად, თუმცა კ------------–---–ი კვლავ დაუკავშირდა და გაურკვევლად ელაპარაკობდა. კინოდან გამოსვლის შემდეგ ისევ შეხვდა „გალერეა თბილისში“ მყოფ კ------------–---–ს და ტელეფონი გამოართვა იმ მოტივით, რომ იქნებ ტელეფონის გამო გაყოლოდა სახლში, თუმცა კ-------მა უარი უთხრა, შემდეგ კი ყურადღება ვეღარ მიაქცია, ბავშვები წაიყვანა სახლში და კ------------–---–ის ტელეფონიც თან წაიღო. მოგვიანებით დაუკავშირდა კ------------–---–ის მეუღლე თუ დედა, არ ახსოვს, რომელმაც უთხრა, რომ კ-------ი სახლში არ მისულა და კითხა - ხომ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. დაახლოებით ერთ საათში დარეკა 112-ში, სადაც განუმარტეს, რომ კ------------–---–ი გადაყვანილი იყო ინგოროყვას კლინიკაში. აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა მის დედას, ხოლო თავად დილით მივიდა საავადმყოფოში, სადაც დახვდნენ კ-------ის მეუღლე და დედა. მათგან შეიტყო, რომ კ------------–---–ი კომატოზურ მდგომარეობაში იყო. გაღვიძების შემდეგ კ------------–---–ს აწუხებდა ტკივილები, ამბობდა, რომ არაფერი არ ახსოვდა და კითხა - რა მოხდა და სად იყვნენ. მან შეახსენა, რომ იყვნენ „გალერეა თბილისში“. გადაწყვიტა გაერკვია, თუ რატომ სტკიოდა კ------------–---–ს ხელი და მხარი, ან რატომ მოხვდა საავადმყოფოში და ამ მიზნით მივიდა „გალერეა თბილისში“, მაგრამ ვერაფერი გაარკვია. მეორე დღეს კვლავ მივიდა ,,გალერეა თბილისში“, რა დროსაც ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ - შენთან ერთად მყოფ ბიჭს ქვემოთ დახლთან რაღაც ინციდენტი მოუხდა და გაარკვიეო. ჩავიდა ქვემოთ, სადაც დახვდა გოგონა, რომელმაც უთხრა, რომ რაღაც ინციდენტი მოხდა და ჩემმა უფროსმა მიმართა პოლიციასო. ამის შემდეგ მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ესაუბრა გამომძიებელ ჭ---–-----–-----ს, რომლისგანაც გაიგო, რომ კ------------–---–მა ცარიელი ყუთები და აქსესუარები მოიპარა. მან გამომძიებელს მისცა ჩვენება, თუმცა როდესაც წაიკითხა, არ დაეთანხმა მას. პროკურატურას ორჯერ მიმართა განცხადებით, რომ არასწორი იყო მის მიერ ხელმოწერილი ჩვენება და ითხოვდა განმეორებით დაკითხვას, რაზეც განუმარტეს, რომ ადვოკატს დაეკითხა და მას წარედინა მისი ჩვენება. შემდეგ დაკითხა ადვოკატმა და მისი გამოკითხვის ოქმი წარადგინა სასამართლოში. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის თხოვნით და ერთობლივი შეთანხმებით წავიდა „გალერეა თბილისში“ ინფორმაციის დასაზუსტებლად. კ------------–---–ს არ ახსოვდა არაფერი და მომხდარის შესახებ სწორედ მისგან (ლ---------------–--ისგან) შეიტყო. სწორედ ეს საკითხი ჩაასწორა გამოკითხვის ოქმის ბოლოში და მხოლოდ ჩასწორების შემდეგ მოაწერა ხელი ოქმს. დაზარალებულმა თავდაპირველად მოსთხოვა 1200 ლარის გადახდა, თუმცა გამომძიებლის მითითებით, გადაიხადა მხოლოდ მიყენებული ზიანის ოდენობა, როგორც ახსოვს 800 ლარი.
ბრალდებულმა კ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 16 ან 17 მარტს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და გათავისუფლებისთანავე წავიდა საავადმყოფოში შვილის სანახავად. შემთხვევის დღე გაატარა საავადმყოფოში და შვილთან დაკავშირებული ნერვიულობის გამო იქ ყოფნის განმავლობაში მიიღო დიაზეპამი 7 აბი, ვალიუმი 5 აბი, აზალეპტინი 100 მგ.1 აბი, ციკლოდოლი 4 აბი და არაყი. იგი სისტემატურად არ იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, შეიძლება თვეში ერთხელ ანერვიულებულზე მიეღო, თუმცა მსგავსი შემთხვევა არასოდეს არ მოსვლია. საერთოდ არ ახსოვს, თუ რა მოქმედებები განახორციელა დროის იმ პერიოდში, როდესაც ბრალდების მხარე ედავება დანაშაულის ჩადენას. მოგვიანებით მისთვის ლ---------------–--ისაგან გახდა ცნობილი მომხდარი გარემოებების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა: გ-----------–-------–მა, ჭ---–-----–-----მა, უ–-----------–---–მა, გ----------------მა და ექსპერტმა თ---------------მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
2018 წლის 19 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–---–------------–------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისში“ პირველ სართულზე. ლიფტის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს. ექსკავატორების ქვემოთ არის ხის და შუშის კონსტრუქციის დახლი, რომლის ვიტრინებში დალაგებულია სხვადასხვა სახის აქსესუარები, თმის და სახის მოვლის ელექტრო ტექნიკა. ვიტრინას აქვს შუშის ორფრთიანი კარები, რომლებსაც აქვს ჩამკეტები. აღნიშნული თაროების ქვემოთ მარცხენა კუთხეში არის უჯრა, რომლის ხის კარი არის ღია მდგომარეობაში. მასში ალაგია სარეალიზაციოდ პროდუქციის შესაფუთი მუყაოს ყუთები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ------------–---–ის მითითებით, სწორედ ზემოთაღნიშნული უჯრიდან იქნა მოპარული გასაყიდი პროდუქციის შესაფუთი მუყაოს ყუთები და აქსესუარები. აღნიშნულ სავაჭრო ობიექტს აქვს ვიდეოკამერები, რომელიც დამონტაჟებულია მარცხენა მხარეს არსებულ დახლის ზემოთ ნაწილში, რომელიც მიმაგრებულია დახლის წინა მხარეს. დახლის ტერიტორიისკენ ასევე მიმართულია ვიდეოკამერა, რომელიც დამონტაჟებულია სავაჭრო ცენტრის დერეფანში, ჭერზე.
2018 წლის 19 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე ი---------------ისგან ამოღებული იქნა სახის მოვლის საშუალებების შესაფუთი მუყაოს ყუთები, აქსესუარები და დოკუმენტაცია. კერძოდ: მოთეთრო ფერის მუყაოს ყუთი, რომელზეც არის წარწერა „BEMING TON BEVEAL“, ასევე არის ნახატები მასზე დატანილი შტრიხ კოდით: 4------------; მასში ჩალაგებულია 5 (ხუთი) ცალი თეთრი ფერის სატენი მოწყობილობა ე.წ. სადენებით, რომლებზეც არის წარწერა „B--------“ და ერთ მათგანზე „beper“; ყუთი არის დაზიანებული. ასევე ამოღებული იქნა მუქი ფერის მუყაოს ყუთი ნახატებით და წარწერით „B-----------------“. მასზე დატანილია შტრიხ კოდი: 4------------; ყუთი არის დაზიანებული; მასში დევს თეთრი ფერის ე.წ. „კოსმეტიკის ჩანთა, რომელშიც ალაგია ე.წ. მოწყობილობის პირები, საწმენდები და ინსტრუქცია. ასევე საპარსის პირები და შავი ფერის სატენი, შვიდი ცალი ელ. ტექნიკის ინსტრუქციის ჟურნალი, რომელთაგან ექვს ცალზე არის წარწერა „BEMINAION“, ხოლო ერთზე „beper“.
2018 წლის 25 მარტის ვიდეოჩანაწერის დათავლიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა 2018 წლის 18 მარტს სავაჭრო დახლის ვიდეოკამერის ჩანაწერი, რეალური დროით 21:50 საათიდან, მონიტორზე საათის გადაწევის გამო ფიქსირდება დრო 22:20 საათი. ჩანაწერზე აღბეჭდილია სავაჭრო დახლის ტერიტორია, კერძოდ: შიდა და გარე მხარეს არსებული დახლი და შესასვლელი. მასზე ფიქსირდება მამაკაცი, სავარაუდოდ იდენტიფიცირებული პირი - კ------- ბიჭიაშვილი, რომელიც მიდის სავაჭრო დახლთან, გარეთა მხრიდან ათვალიერებს მას და გადის კადრიდან. იგი მალევე ბრუნდება და ასევე გარეთა მხრიდან ცდილობს თაროების მინის კარების გახსნას, რომლებსაც ვერ აღებს. მას შესასვლელიდან გამოაქვს ხის კარადა და შედის დახლის შიდა ტერიტორიაზე. დახლის შიგნით იხრება და ქვემოთ მხრიდან იღებს რამდენიმე ცალ პროდუციის შესანახ ყუთს და გადის სავაჭრო დახლიდან, თუმცა მალევე ბრუნდება დახლის შიდა ტერიტორიაზე ნივთებთან ერთად, დაიხრება ქვემოთ და იქ არსებულ უჯრაში ათვალიერებს ნივთებს. აღნიშნულ დროს წყდება ჩანაწერის მიმდინარეობა და გადადის პირდაპირი ჩვენების რეჟიმზე.
2018 წლის 10 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ი---------------მა განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილას მდგომი მამაკაცი კ------------–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2018 წლის 18 მარტს ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ გ--–-----------–---- მ/ტერიტორიაზე ჩაუჯდა ტაქსში, თან ჰქონდა პროდუქციის შესაფუთი ყუთები და მან დატოვა მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. ი---------------მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო: ასაკით, სხეულის აღნაგობით, სიმაღლით, მოგრძო ფორმით, შავგრემანი პირისახით, გადახოტრილი თმით, საშუალო ზომის ტუჩებით, საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის ცხვირით, მუქი ფერის თვალებით, სხვა საერთო ისერსახით და მახასიათებლებით.
2018 წლის 20 მარტის შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–-----ს“ ექიმის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კ------------–---–ი მიყვანილია ქუჩიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ უგონო მდგომარეობაში. გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რომელსაც ჩაუტარდა ოროტრაქეალური ინტუბაცია და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ზოგადი მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით სათანადო კვლევების ჩატარების შემდეგ კ------------–---–ი შემდგომი მკურნალობის მიზნით მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კ------------–---–ს დაესვა დიაგნოზი: ფსიქოტროპული საშუალებებით მოწამვლა დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტოქსიური ენცეფალოპათია ქრ. ვისურული ჰეპატიტი „C------------------------. ავადმყოფობის მიმდინარეობა: ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა სტაბილური, იმყოფებოდა სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ, შეფხიზლებისას აღენიშნებოდა ფსიქომოტორული აგზნება, დაწყებულ იქნა სათანადო ინტენსიური თერაპია. ჩატარებული მკურნალობის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა 2018 წლის 20 მარტს 06:30 საათზე. ნათელი ცნობიერებისა და ადექვატური სპონტანური სუნთქვის ფონზე ჩაუტარდა ექსტუბაცია გართულებების გარეშე.
2018 წლის 31 ივლისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ჩამოთვლილი ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდრულად მოხმარებამ (ვალიუმი 25მგ, ზოლომაქსი 70 მგ., დიაზეპამი-50 მგ., აზალეპტინი 100 მგ., ციკლოდოლი 8 მგ., და 250 მლ. 40%-ნი არაყი), მოხმარებიდან 1-8 საათის განმავლობაში შესაძლებელია გამოიწვიოს: ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, ამნეზია, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, დემენცია, შფოთვა, დეპრესია, დაბნეულობა, სუნთქვის გაჩერება, ჰალუცინაცია, ჰიპოტენზია, ორიენტაციის დარღვევა, კომა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ--------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ყველა ამ ჩამოთვლილი აბების რაოდენობის, პლიუს თანდართული ალკოჰოლის მოხმარება მძიმე შედეგის გამომწვევია ადამიანის ფსიქიკისთვის, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებელს და იმასაც, ხომ არ ღებულობდა იგი წარსულში აღნიშნულ ნივთიერებებს, რის შედეგად ტოლერანტობა შეიძლება იყოს მომატებული. თუკი დადასტურებულია, რომ მან ამდენი მედიკამენტი მიიღო და ალკოჰოლი დააყოლა, ამ პრეპარატების მოხმარება ღრმა ცვლილებებს გამოიწვევდა მის ფსიქიკაში, აქ ზედმეტია საუბარი იმაზე, პიროვნება გააცნობიერებდა თუ არა მის მდგომარეობას. მის მიერ გაცემულ დასკვნაში კითხვა არის კატეგორიული, შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხიც არის კატეგორიული.
ამდენად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებები გახლავთ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზე, პალატამ უნდა დაადგინოს - ჩაიდინა თუ არა კ------------–---–მა ბრალად წარდგენილი დანაშაული და მიიღო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. მტკიცებულებათა შეფასების დროს პალატა ხელმძღვანელობს იმ მაღალი სტანდარტებით, რომლებიც დადგენილია ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის შინაარსი მთელი თავისი არსით, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვისკენაა მიმართული. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, საკმარისი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად წარდგენილ ბრალდებაში კ------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია კ------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც პროკურორმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთიობლიობა, რომელიც უტყუარად მიანიშნებდა კ------------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მიმოიხილავს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აპელირებს, რომ მოწმეების: გ-----------–-------–-------------------------------------–---–--------–-----–--------------–-----------–---–ის ჩვნებებით, ასევე, ვიდეოჩანაწერებით, ი------------------გან ნივთების ამოღების ოქმით და აღნიშნული ნივთების გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ------------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად შეუძლებელია უტყარობის მაღალი სტანდარტით დასკვნის გამოტანა, რომ 2018 წლის 18 მარტს, ქ------–--–--------------–-------------------ში, სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ მდებარე შპს „ს-----------------ას“ კუთვნილი სავაჭრო დახლიდან კ------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა პროდუქციის ყუთებსა და მათში მოთავსებულ აქსესუარებს.
სააპელაციო პალატა როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში შეაფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავლსაზრისით და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს, კერძოდ:
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ განხორციელებული არ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ არ იქნა წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრ „გარელეა თბილისიდან“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების სრულყოფილი ჩანაწერები, რომელთა მეშვეობითაც უტყუარად შეიძლებოდა დადგენილიყო, სავარაუდოდ კ------------–---–ი საბოლოოდ მართლაც დაეუფლა თუ არა შპს „ს-----------------ას“ კუნთვნილ პროდუქციას და დაუფლებულ ნივთებთან ერთად დატოვა თუ არა შემთხვევის ადგილი. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს ბრალდების მხარე წარმოაჩენს არასწორად და აღნიშნავს, რომ თითქოს ჩანაწერების მიხედვით კარგად ჩანს, როგორ იპარავს კ------------–---–ი ტექნიკის ყუთებს. აპელანტის მსჯელობა ნამდვილად არ არის შესაბამისობაში ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმთან, საიდანაც დასტურდება, რომ ყუთების აღების და დახლიდან გამოსვლის შემდეგ პიროვნება მალევე ბრუნდება დახლის შიდა ტერიტორიაზე ნივთებთან ერთად. აღნიშნულ დროს ვიდეოჩანაწერი წყდება და შეუძლებელია იმის მტკიცება, მასზე აღბეჭდილმა პირმა ხსენებული ნივთები დატოვა დახლის შიგნით, თუ კვლავ ნივთებთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილიდან. ამასთან, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე არ ყოფილა ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, რომლის მეშვეობითაც ჩანაწერზე აღბეჭდილი პირის ვინაობა აღარ იქნებოდა სავარაუდო.
რაც შეეხება მოწმე ი---------------თან ჩატარებულ პიროვნების ამოცნობას, პალატა აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით, ი---------------ის მიერ კ------------–---–ის ამოცნობის ოქმი შედგენილია სრულყოფილად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და ხელმოწერილია მასში მონაწილე ყველა პირის მიერ; თუმცა ან მაწილშიც იკვეთება გარკვეული სადავო გარემოებები, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. განსახილველ შემთხვევაში კი პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი---------------მა ნათლად და არაერთხელ დააფიქსირა, რომ მას ამოცნობის დროს ზუსტად აღარ ახსოვდა იმ პირის ვინაობა, რომელმაც 2018 წლის 18 მარტს საღამოს გააჩერა „გ--–-----------–----“ მიმდებარედ და იმგზავრა მისი ტაქსით. მოწმის ჩვენებით, გამომძიებელმა ამოცნობის დაწყებამდე აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც იყო აღბეჭდილი ხსენებული პიროვნება, ასევე თავად, საკუთარ ავტომანქანასთან ერთად. სწორედ აღნიშნული ჩანაწერის ნახვის შედეგად შეძლო, რომ მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოეცნო კ------------–---–ი. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ამოცნობის ოქმი არ მიიჩნია სარწმუნო მტკიცებულებად.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------------ის მიერ კ------------–---–ის ამოცნობას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც სავარაუდო მინიშნება გააკეთა ბრალდებულის პიროვნებაზე და განმარტა, რომ ბრალდებული კ------------–---–ი შესაძლოა იყო ის პიროვნება, რომელმაც შემთხვევის შემდეგ იმგზავრა მისი ავტომანქანით, თუმცა აღნიშნულის დანამდვილებით მტკიცება არ შეუძლია, ვინაიდან კარგად აღარ ახსოვს იმ პირის გარეგნობა. ამდენად, აშკარაა, რომ ი---------------ის ჩვენება და მის მიერ კ------------–---–ის ამოცნობის ოქმი ვერ იქნება მიჩნეული ამ უკანასკნელის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბრალდების მხარე ერთ ნაწილში იზიარებს ი---------------ის ჩვენებას და იშველიებს მას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, თუმცა მის განმარტებაზე ამოსაცნობი პირის წინასწარ მინიშნებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ი---------------მა სასამართლოს მისცა არადამაჯერებელი ჩვენება, იგი კითხვებზე იძლეოდა არაადეკვატურ პასუხებს და იცრუა სასამართლოს წინაშე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ჩვენების მიცემისას მოწმე ი---------------ი თითოეული კითხვის პასუხს მარტავდა ვრცლად და ბრალდების მხარეს ხშირად უწევდა კითხვის გამეორება კონკრეტული პასუხის მიღების მიზნით, თუმცა მოწმე იყო სრულიად ადეკვატური, მას ესმოდა კითხვის არსი და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე სცემდა პასუხებს. მან ნათლად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომ 2018 წლის 18 მარტს, საღამოს საათებში გააჩერა ერთმა პიროვნებამ, რომელმაც რაღაც ყუთები ჩააწყო მის ავტომანქანაში და სთხოვა ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე, შემდეგ კი „რუსთაველის მეტროსთან“ გაყვანა. მგზავრობისას აღნიშნულმა პიროვნებამ დახია ხსენებული ყუთები, უკმაყოფილებას გამოხატავდა და უცენზურო სიტყვებით საუბრობდა, თუმცა დანამდვილებით არ ახსოვს, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებული არის თუ არა ის პირი და არც გამოძიების ეტაპზე ახსოვდა.
განსახილველ საქმეზე პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს წარმოადგენენ ი------------------გან ამოღებული ნივთები და მათი ამოღების ოქმიც, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სხვა პირდაპირი მტკიცებულებები აშკარად არ მიუთითებენ დანაშაულებრივ ქმედებაში კ------------–---–ის მონაწილეობაზე, ამოღებულ ნივთებთან კ------------–---–ის კავშირის დადგენა და იმის მტკიცება, რომ ისინი სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იქნა ფარულად დაუფლებული, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. ასევე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულის დადასტურებულად მიჩნევისათვის არ არის რელევანტური პოლიციის თანამშრომლების: გ-----------–-------–ის, ჭ---–-----–-----ის, უ–-----------–---–ის და დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლების - ნ------------–---–ის და მაია ს---------ს ჩვენებები, ვინაიდან ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია რა მოხდა შემთხვევის დროს შპს „ს-----------------ას“ კუთვნილ სავაჭრო ობიექტთან. სამართალდამცავები ინფორმაციას იძლევიან მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და დანაშაულებრივ ქმედებაში კ------------–---–ის მონაწილეობის თაობაზე უთითებენ მხოლოდ ამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე. რაც შეეხებათ ნ------------–---–სა და მ--------------ს, მათ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს სავაჭრო ობიექტიდან წაღებული ნივთების და მიყენებული ზიანის შესახებ.
რაც შეეხება მოწმე ლ---------------–--ის და ექსპერტ გ--------------–---–ის ჩვენებებს, ბრალდების მხარე მათ არ მიიჩნევს სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებად, რასაც ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატა. როგორც ლ---------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, მან კ------------–---–ი რამდენჯერმე ნახა შემთხვევის დღეს, იგი იყო უკონტროლო მდგომარეობაში და იქცეოდა არაადეკვატურად. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ კომატოზური მდგომარეობიდან გამოსულ კ------------–---–ს არ ახსოვდა არაფერი, თუ რა მოხდა მათი დაშორების შემდეგ; ვინაიდან სტკიოდა ხელი და მხარი, გადაწყვიტა წასულიყო „გალერეა თბილისში“ და გაერკვია, თუ რა შეემთხვა იმ საღამოს კ------------–---–ს. მოწმემ დაადასტურა, რომ „გალერეა თბილისში“ დახვდა გოგონა, რომელმაც მხოლოდ ის უთხრა, რომ რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი და ჩვენმა უფროსმა პოლიციას მიმართაო. ლ---------------–--ემ არაერთხელ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლისას უთხრეს, თუ რა ქმედება ქონდა ჩადენილი კ------------–---–ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა დაზარალებულის წამომადგენელს ნ------------–---–ს ტელეფონზე და გამოთქვა მზადყოფნა ზიანის ასანაზღაურებლად. აპელანტი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებას და განმარტავს, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის ლ---------------–--ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან, რაც არ შეესაბამება რეალობას. ნ------------–---–მა, ლ---------------–--ის მსგავსად, სასამართლოს მოახსენა, რომ თავდაპირველად მათთან მისული ლ-----------–--ე ესაუბრა თანამშრომელს, ხოლო უშუალოდ მას მოგვიანებით ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა. მოწმეს არ უთქვამს, რომ ლ---------------–--ე კ------------–---–ისათვის პრობლემების მოშორების მიზნით უხდიდა თანხას, უბრალოდ განუმარტა, რომ ეს პირი ციხიდან იყო ახალი გამოსული, იმყოფებოდა საავადმყოფოში და თავად აანაზღაურებდა მათთვის მიყენებულ ზიანს. ლ---------------–--ის ჩვენების სანდოობის კუთხით ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მას სასამართლო სხდომაზე არ შეუცვლია ჩვენება, არამედ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმშივე გააკეთა შესწორება. მისი განმარტებით, არ დაეთანხმა გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმის შინაარსს და ამის გამო მიუთითა დამატებით, რომ ქურდობის შესახებ მისთვის კ------------–---–ს არაფერი არ უთქვამს.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ლ---------------–--ის ჩვენების იმ ნაწილზეც, სადაც მან აღნიშნა, რომ ბრალდებული მასთან შეხვედრის დროს იყო ნასვამი, არ ემორჩილებოდა მის თხოვნას და იქცეოდა სრულიად არაადეკვატურად. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით თავად ბრალდებულმა კ------------–---–მა მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს მიიღო 7 აბი დიაზეპამი, 5 აბი ვალიუმი, 100 მგ. 1 აბი აზალეპტინი, 4 აბი ციკლოდოლი და არაყი. ამასთან, კ------------–---–მა განამრტა, რომ ის ხშირად არ იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს - მხოლოდ პერიოდულად ნერვიულობის ნიადაგზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროს მეხსიერების პრობლემები არ შექმნია, იგი ადასტურებს, რომ ნამდვილად არ ახსოვს აბების მიღების შემდეგ რა მოხდა და რა შეემთხვა იმ დღეს. მისი ჩვენება გამყარებულია შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–-----ს“ ექიმის მიერ გაცემული ცნობით, რომლის თანახმადაც, კ------------–---–ი საავადმყოფოში მიყვანილი იქნა უგონო მდგომარეობაში. მას დაუდგინდა ფსიქოტროპული საშუალებებით მოწამვლა და იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე. ექსპერტმა გ--------------–---–მა კი ნათლად განმარტა, რომ თუკი პიროვნება მიიღებდა იმ სახეობის და რაოდენობის აბებს ალკოჰოლურ სასმელთან ერთად, ნამდვილად შესაძლებელია, რომ მათ გამოეწვიათ მეხსიერების დაქვეითება, ამნეზია, ცნობიერების დარღვევა, ორიენტაციის დარღვევა, კომა და სხვა მძიმე შედეგები. ექსპერტმა მიუთითა, რომ კონკრეტული შედეგის დადგომისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებელს და იმასაც, - ხომ არ ღებულობდა იგი წარსულში აღნიშნულ ნივთიერებებს; თუმცა მისი განმარტებით, თუკი დადასტურებულია, რომ პიროვნებამ ამდენი მედიკამენტი მიიღო და ალკოჰოლი დააყოლა, ამ პრეპარატების მოხმარება ღრმა ცვლილებებს გამოიწვევდა მის ფსიქიკაში, ხოლო საუბარი იმაზე, პიროვნება გააცნობიერებდა თუ არა მის მდგომარეობას, ზედმეტია. მისი მტკიცებით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთდროულად ამდენი პრეპარატის მიღების შემდეგ გააცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ამდენად, შემთხვევის დროს ბრალდებული კ------- ბიჭაშილი იმყოფებოდა თუ არა ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობაში და შეეძლო თუ არა, გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, წარმოადგენს სადავო გარემოებას, რის დასადგენადაც სააპელაციო პალატის წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად კი, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ხოლო მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამდენად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში დაკითხული იქნა არაერთი მოწმე და გამოკვლეული იქნა სხვა სახის მტკიცებულებები, თუმცა წარმოდგენილი ვერ იქნა იმ პირდაპირი ხასიათი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ფაქტის უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ კ------------–---–მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი:
კ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
კ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით კ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც იგი არ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ კ------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, ვიდეოკამერის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეოკადრი ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- 2018 წლის 19 მარტის ამოღების ოქმით ი---------------ისგან ამოღებული ყუთები და მასში მოთავსებული ტექნიკის აქსესუარები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე