განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002253545
საქმე №3ბ/2342-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ი-–--ო ქ----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი-–--ო ქ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 1-----------ის M---------------5 წერილობითი პასუხი; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუთვალოს ი-–--ო ქ----------–---–ს სპეციალური დანიშნულების რაზმ „ო----ში“ 1993 წლის 1----------–-დან 2001 წლის 1----------დე ნამსახურობის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდეს დღენახევრად; დაევალა მოპასუხეს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების მომზადება და შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 1--------------ის M---------------5 გადაწყვეტილებით ი-–--ო ქ----------–---–ს უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე იმ საფუძვლით, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან და სამხედრო სამსახურში არ შეადგენს 20 წელს.
ი-–--ო ხ--------ის ძე ქ----------–---–ის ნამსახურობამ შეადგინა: სავალდებულო სამხედრო სამსახური: 1---------–--------------–------–--–---------------------------------–----–-–----------------------------------–--------------–------–--–--------------------------–-------------------------------------------–--------------–--------–--–------------------------------------–----–--–-----------------------.
დადგენილია, რომ ი-–--ო ქ----------–---–ი 1993 წლის 1----------–-დან მიღებულ იქნა ნამდვილ სამხედრო სამსახურში, კერძოდ, სსს 1993 წლის 3----------–ის №4-----– ბრძანებით დაინიშნა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მე-5 ქვეგანყოფილების ს--------- თანამდებობაზე (უფროსი ს--------- ხარჯზე) და 2001 წლის 1-----------დე საქართველოს უ–-–----------------------- სისტემაში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სამმართველოს სპეციალური დანიშნულების განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების ს--------- თანამდებობაზე (უფროსი ს--------- ხარჯზე), უ–-–----------------------- ოპერატიული საბრძოლო სამმართველოს ქვედანაყოფის „ო----ს“ ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, დ--------ის სამმართველოს ქვედანაყოფ „ო----ს“ ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, ტ----------------------------–-----------------------------------–-- ცენტრის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ პირველი ქვეგანყოფილების მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მეთაურის მოადგილედ, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ტ----------მთან ბრძოლის ქვედანაყოფის 2 განყოფილებაში, კონტრტერორისტული სპეციალური ოპერაციების საბრძოლო დანაყოფის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ტ----------მის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საბრძოლო და სპეციალური ოპერაციების დანაყოფის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს უშიშროების მინისტრის 2001 წლის 1--------ის №3---– ბრძანებით ი-–--ო ქ----------–---–ი ჩაირიცხა სამხედრო ძალების რეზერვში.
დადგენილია, რომ ი-–--ო ქ----------–---–ს ლ-----------ს წოდება მიენიჭა 1----–-ლს, უფროსი ლ-----------ს წოდება - 1----–--–-------------–---------------–--–-------------–---------------–--–-----–------–----------–---------------–--–-.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
სასამართლო მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დ--------ის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დ--------ის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–--ო ქ----------–---–ი დასაქმებული იყო როგორც სახელმწიფო უშიშროების სამსახურში, ასევე, შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე.
აქედან გამომდინარეობს, რომ მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს ი-–--ო ქ----------–---–ის მიმართ და ამ კანონების საფუძველზე უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა- გადაანგარიშება.
სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-–--ო ქ----------–---–ი 1993 წლის 1-----------–-დან დასაქმებულია სამხედრო სამსახურში - სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და მას მინიჭებული აქვს შესაბამისი სამხედრო წოდება, კერძოდ, სსს 1993 წლის 3-----------–ის №4----– ბრძანებით დაინიშნა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მე-5 ქვეგანყოფილების ს--------- თანამდებობაზე (უფროსი ს--------- ხარჯზე) და 2001 წლის 1-----------დე საქართველოს უ–-–----------------------- სისტემაში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სამმართველოს სპეციალური დანიშნულების განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების ს--------- თანამდებობაზე (უფროსი ს--------- ხარჯზე), უშიშროების სამინისტროს ოპერატიული საბრძოლო სამმართველოს ქვედანაყოფის „ო----ს“ ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, დ--------ის სამმართველოს ქვედანაყოფ „ო----ს“ ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, ტ----------------------------–-----------------------------------–-- ცენტრის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ პირველი ქვეგანყოფილების მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მეთაურის მოადგილედ, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ტ----------მთან ბრძოლის ქვედანაყოფის 2 განყოფილებაში, კონტრტერორისტული სპეციალური ოპერაციების საბრძოლო დანაყოფის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ტ----------მის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საბრძოლო და სპეციალური ოპერაციების დანაყოფის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს უშიშროების მინისტრის 2001 წლის 1--------ის №3----– ბრძანებით ი-–--ო ქ----------–---–ი ჩაირიცხა სამხედრო ძალების რეზერვში. ამასთან, დადგენილია, რომ ი-–--ო ქ----------–---–ს ლ-----------ს წოდება მიენიჭა 1993 წელს, უფროსი ლ-----------ს წოდება - 1----–--–-------------–---------------–--–-------------–---------------–--–-----–------–----------–---------------–--–-.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეებს“ (შემდეგში - სამხედრო და მუშა-მოსამსახურეები) 1994 წლის 11 სექტემბრიდან დაუწესდათ ფულად ანაზღაურებაზე დანამატები და სხვა სოციალური შეღავათები. მითითებული დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარესთან არსებულ სამხედრო განყოფილებას და ტ----------მისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოტოსამანევრო ჯგუფის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დ--------ის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფ „ა-–--ას“ ერთი დღე ჩაეთვალათ დღენახევრად.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილება არ უნდა გავრცელდეს ი-–--ო ქ----------–---–ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობებზე და მიიჩნია, რომ იგი სადავო პერიოდში იკავებდა ისეთ თანამდებობებს, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებს, რომლებიც კავშირში იყო სპეციალური/განსაკუთრებული დანიშნულების რაზმ „ო----სთან“, ხოლო თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ასრულებდა ოპერატიულ-საბრძოლო, დ--------ით, ტ----------მთან და საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის, ასევე, მოიერიშე საქმიანობას. როგორც თავად მოპასუხე მხარემ გაამახვილა ყურადღება, ზემოაღნიშნული დადგენილება მოქმედებდა 2006 წლამდე და იმ დროს, როდესაც იგი კონკრეტულ შეღავათებს აწესებდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარესთან არსებულ სამხედრო განყოფილებასა და ტ----------მისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოტოსამანევრო ჯგუფსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დ--------ის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფ „ა-–--აში“ დასაქმებულ პირებისათვის, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1993-2001 წლებში მსგავსი ფუნქციების მქონე პირებზეც უნდა გავრცელდეს იგივე შეღავათები. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ საარქივო მასალებში დაცული დოკუმენტაცია არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას კონკრეტულად რა ფუნქცია-მოვალეობები ჰქონდა დაკისრებული მოსარჩელეს, ეს არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს განმარტებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუშვებელია მოთხოვნილი იქნეს მტკიცებულებათა მაღალი ხარისხი, რისი წარმოდგენის საშუალება ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია და ამავე დროს, რაც მისი ბრალეული ქმედებით არ არის გამოწვეული. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის ნამსახურობა უნდა ჩაითვალოს განსაკუთრებულ სამსახურად, სადაც ნამსახურობის ერთი დღე უნდა ჩაითვალოს დღენახევრად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 1------------ის M---------------5 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობის საფუძვლები და ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს ი-–--ო ქ----------–---–ს სპეციალური დანიშნულების რაზმ „ო----ში“ 1993 წლის 1-----------–-დან 2001 წლის 1----------მდე ნამსახურობის პერიოდი ჩაუთვალოს განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდეს დღენახევრად.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ორი
სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გათვალისწინებით, ასევე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების მომზადება და შესაბამის ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნა.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი". ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად "წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან".
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
მოსარჩელის განმარტებით იგი 1993 წლის 01----------–-დან 2001 წლის 1----------დე მსახურობდა უ–-–----------------------- სპეციალური დანიშნულების რაზმ "ო----ში", ი-–--ო ქ----------–---–ი ითხოვს უშიშროების სამინისტროში მუშაობის ერთი დღე ჩაეთვალოს დღენახევრად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი-–--ო ქ----------–---–ი ზემოაღნიშნულ პერიოდებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, თუმცა მასზე არ ვრცელდება 1994 წლის 14 ნოემბრის საქათველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენლება Nო796-44, კერძოდ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად ერთი დღე - დღე-ნახევრად ეთვლება საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს, უშიშროების სამსახურის თავჯდომარესთან არსებულ სამხედრო განყოფილებას, ტ----------მისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მოტოსამანევრო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმებს, თავდაცვის სამინისტროს დ--------ის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფ "ა-–--ას". გარდა ამისა აღნიშნული დადგენილება მოქმედებდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
შესაბამისად, აპელანტს მიიჩნია, რომ ი-–--ო ქ----------–---–ს არ უნდა ჩაეთვალოს წელთა ნამსახურობის სტაჟში 1993 წლის 01----------–-დან 2001 წლის 1----------დე გათვალისწინებული პერიოდი, რადგან არ არსებობს ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი პირის მოთხოვნის უფლება, წარმოადგენს საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელ ნაწილს და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება ?1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის ?7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
მოცემული საქმეში ი-–--ო ქ----------–---–ის მიერ სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 1-----------ის M---------------5 წერილობითი პასუხი და ჩაეთვალოს ი-–--ო ქ----------–---–ს სპეციალური დანიშნულების რაზმ „ო----ში“ 1993 წლის 1----------–-დან 2001 წლის 1----------დე ნამსახურობის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდეს დღენახევრად. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 1-----------ის M---------------5 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი ეთქვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე იმ საფუძვლით, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან და სამხედრო სამსახურში არ შეადგენს 20 წელს. შესაბამისად, იგი შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას, სპეციალური დანიშნულების რაზმ „ო----ში“ 1993 წლის 1----------–-დან 2001 წლის 1----------დე ნამსახურობის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდეს დღენახევრად, ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას ქმედების განხორციელების თაობაზე.
აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ ხდის ი-–--ო ქ----------–---–ის ნამსახურობის წლებთან დაკავშირებულ საკითხს და განმარტავს, რომ შს ორგანოებში მოსარჩელის ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან და სამხედრო სამსახურში არ შეადგენს 20 წელს და მასზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილება.
სადავო საკითხის კანონიერად და ობიექტურად გადაჭრის მიზნით, სააპელაციო პალატა საჭიროდ თვლის მიმოიხილოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დ--------ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში. რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ -ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
იმავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
რაც შეეხება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლს, იგი უშუალოდ განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი წელთა ნამსახურებაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური, პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი, სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში კადრში დატოვებით, ტყვეობაში ყოფნის პერიოდი თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი თუ სამხედრო მოსამსახურეები რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იქნენ მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში და რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
„საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სხვა სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარესთან არსებულ სამხედრო განყოფილებას და ტ----------მისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოტოსამანევრო ჯგუფის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დ--------ის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფ „ა-–--ას“ ერთი დღე ჩაეთვალათ დღენახევრად.
პალატა მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ი-–--ო ქ----------–---–ი 1993 წლის 1-----------–-დან დასაქმებულია სამხედრო სამსახურში - სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და მას მინიჭებული აქვს შესაბამისი სამხედრო წოდება, კერძოდ, სსს 1993 წლის 3-----------–ის №4----– ბრძანებით დაინიშნა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მე-5 ქვეგანყოფილების ს--------- თანამდებობაზე (უფროსი ს--------- ხარჯზე) და 2001 წლის 1-----------დე საქართველოს უ–-–----------------------- სისტემაში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სამმართველოს სპეციალური დანიშნულების განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების ს--------- თანამდებობაზე (უფროსი ს--------- ხარჯზე), უშიშროების სამინისტროს ოპერატიული საბრძოლო სამმართველოს ქვედანაყოფის „ო----ს“ ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, დ--------ის სამმართველოს ქვედანაყოფ „ო----ს“ ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, ტ----------------------------–-----------------------------------–-- ცენტრის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ პირველი ქვეგანყოფილების მე-3 მოიერიშე ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ო----ს“ მეთაურის მოადგილედ, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ტ----------მთან ბრძოლის ქვედანაყოფის 2 განყოფილებაში, კონტრტერორისტული სპეციალური ოპერაციების საბრძოლო დანაყოფის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ტ----------მის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საბრძოლო და სპეციალური ოპერაციების დანაყოფის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს უშიშროების მინისტრის 2001 წლის 1--------ის №3----– ბრძანებით ი-–--ო ქ----------–---–ი ჩაირიცხა სამხედრო ძალების რეზერვში. ამასთან, დადგენილია, რომ ი-–--ო ქ----------–---–ს ლ-----------ს წოდება მიენიჭა 1993 წელს, უფროსი ლ-----------ს წოდება - 1----–--–-------------–---------------–--–-------------–---------------–--–-----–------–----------–---------------–--–-.
ზემოთ მითითებულ ფაქტობრივი გარემოებებზე და ნორმაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. პალატა არ ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილება არ უნდა გავრცელდეს ი-–--ო ქ----------–---–ზე და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თუ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის №796-44 დადგენილება კონკრეტულ შეღავათებს აწესებდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარესთან არსებულ სამხედრო განყოფილებასა და ტ----------მისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოტოსამანევრო ჯგუფსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დ--------ის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფ „ა-–--აში“ დასაქმებულ პირებისათვის, 1993-2001 წლებში მსგავსი ფუნქციების მქონე პირებზეც უნდა გავრცელდეს იგივე შეღავათები.
მოსარჩელე სადავო პერიოდში იკავებდა ისეთ თანამდებობებს, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებს, რომლებიც კავშირში იყო სპეციალური/განსაკუთრებული დანიშნულების რაზმ „ო----სთან“, ხოლო თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ასრულებდა ოპერატიულ-საბრძოლო, დ--------ით, ტ----------მთან და საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის, ასევე, მოიერიშე საქმიანობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის ნამსახურობა უნდა ჩაითვალოს განსაკუთრებულ სამსახურად, სადაც ნამსახურობის ერთი დღე უნდა ჩაითვალოს დღენახევრად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 1-----------ის M---------------5 წერილი ეწინააღმდეგება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს, რის გამოც იგი მართებულად იქნა ცნობილი ბათილად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ჩაუთვალოს მოსარჩელის ი-–--ო ქ----------–---–ს სპეციალური დანიშნულების რაზმ „ო----ში“ 1993 წლის 1----------–-დან 2001 წლის 1----------დე ნამსახურობის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდა დღენახევრად.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლეად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, არ არსებობს წანამძღვრები მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი