განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
330100118002643863
ინსტანცია
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002643863

საქმე №1ბ/531-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ლე------------ის

ადვოკატ - თა-----------ის

მსჯავრდებულ - ბე----------–--–---–-ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბე----------–--–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბე----------–--–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, რეგისტრირებულის ქ. თ---–-------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით ბე----------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

ბე----------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

ბე----------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბე----------–--–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ბე----------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1. ბე----------–--–---–- და მა--------------ე თითქმის ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 4 აგვისტოს, მა--------------ე, მისი მცირეწლოვანი შვილი ან-----------------ე და ბე----------–--–---–- იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე თბილისი, მ-----------------------------------------------–-. დაახლოებით 23:30 საათზე, როდესაც ა---------- ეძინა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბე----------–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში მა--------------ეს. ძალადობის შედეგად მა--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, მა--------------ე და მისი მცირეწლოვანი შვილი ან-----------------ე იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე, თბილისი, მ-----------------------------------------------–-. დაახლოებით 01:00 საათზე, ბე----------–--–---–- სახლში მივიდა ნასვამ მდგომარებაში. ურთიერთშელაპარაკების დროს, ნასვამ მდგომარებაში მყოფმა ბე----------–--–---–მა მა--------------ეს ხელი დაარტყა სახის არეში ერთხელ, რის შედეგად მა--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 03:30 საათზე ბე----------–--–---–მა მა--------------ეს ხელი დაარტყა ზურგის არეში, ასევე ხელი წაუჭირა ყელის არეში. ძალადობის შედეგად მა--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბე----------–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკურად იძალადა მა--------------ეზე. მოქაჩა თმებში და ხელი დაარტყა სახის არეში, მა--------------ემ სცადა გაქცევა, ბე----------–--–---–- დაეწია კარებთან, ხელით სწვდა თმებში და ხელი დაარტყა ზურგის არეში. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მა--------------ის მცირეწლოვანი შვილი ან-----------------ე. ძალადობის შედეგად მა--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბე----------–--–---–მა კონფლიქტის დროს, სამზარეულოდან აიღო დანა, მოუქნია მა--------------ეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მა--------------ემ მოასწრო გაწევა და აიცდინა ბე----------–--–---–-ს მიერ მოქნეული დანა. მუქარა მა--------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბე----------–--–---–მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა რამდენიმე შეკითხვას ისეთი პასუხები გასცა, რაც გამორიცხავდა ბე----------–--–---–-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. დაზარალებული არის ეჭვიანი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები. იგი ეჭვიანობდა ნებისმიერ ადამიანზე, სოციალური ქსელიდან ბე----------–--–---–ს წაუშალა მეგობრები, რის გამოც მან გადაწყვიტა მისი ბინიდან წასვლა და დაიწყო თავისი ნივთების მოგროვება, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. აპელანტის განმარტებით, მა--------------ე გაბრაზდა, რადგან ბე----------–--–---–- მიდიოდა მისგან და იძია შური. დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის დასადასტურებლად, აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მა--------------ემ სასამართლოში თავი წარადგინა, როგორც ბე----------–--–---–-ს მეუღლემ, რაც არასწორია, რადგან იგი მხოლოდ რამდენიმე დღით იმყოფებოდა მასთან სტუმრად და ნაცნობებსაც წარუდგენდა მას, როგორც მეგობარს. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის ჩვენება არ იყო თანმიმდევრული, არ ემყარებოდა ფაქტებს და სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა იგი. მცირეწლოვანი ბავშვის, ა---------- ჩვენებასთან დაკავშირებით, აპელანტმა განმარტა, რომ ბავშვი იყო დარიგებული, დედამ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მასზე.

აპელანტმა მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის დაზარალებულის ჩვენებასთან თანხვედრაში, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანება ფეხზე და მკლავზე, მიყენებული შემთხვევიდან 4-5 დღით ადრე. დაზარალებულმა კი თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ბე----------–--–---–მა მას სახეში და თავში დაარტყა ძლიერად, ასევე ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი, თუმცა არც ერთ დასახელებულ ადგილზე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ აღენიშნებოდა დაზიანებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბე----------–--–---–მა მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდნენ მის უდანაშაულობაზე და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ბე----------–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თა-----------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ბე----------–--–---–-ს მოსაზრებას, წარდგენილ ბრალდებებში მისი უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბე----------–--–---–-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

აპელანტი მთავარ აქცენტს სააპელაციო საჩივარში აკეთებს დაზარალებულ მა--------------ის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებაზე, მისი ეჭვიანი ხასიათის გამო ცრუ ჩვენების მიცემაზე და შურისძიების სურვილზე, ასევე, არასრულწლოვან ან-----------------ეზე დაზარალებულის მხრიდან გავლენის მოხდენასა და ექსპერტიზის დასკვნის არათანხვედრაზე დაზარალებულის ჩვენებასთან, რაც ბე----------–--–---–ს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად მიაჩნია.

პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებებს და მსჯელობას აპელანტის მიერ აქცენტირებულ ყველა საკითხზე და მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ამომწურავად იქნა დასაბუთებული დაცვის მხარის მოსაზრებების უსაფუძვლობა.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას დაზარალებულ მა--------------ის ჩვენების წინააღმდეგობრივი ხასიათის შესახებ და მიაჩნია, რომ იგი თანმიმდევრულად აღწერს მოვლენათა განვითარებას თითოეული ეპიზოდის მიხედვით. პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია არასრულწლოვან ან-----------------ეზე დედის გავლენის არსებობა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად დაცვის მხარეს რაიმე არგუმენტი არ წარმოუდგენია. სოციალური მუშაკის თანდასწრებით დაკითხული არასრულწლოვნის ჩვენება თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან და მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

 

დაზარალებულ მა--------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს გაიცნო ბე----------–--–---–- და ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა. ბე----------–--–---–- გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში, რის გამოც ურთიერთობდნენ ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით. 2018 წლის 1 აგვისტოს ბე----------–--–---–- ჩამოვიდა საქართველოში და რადგანაც გადაწყვეტილი ჰქონდათ დაქორწინება, მივიდა მა--------------ესთან სახლში, ამ უკანასკნელის ნაქირავებ ბინაში, მდებარე თბილისი, მ-----------------------------------------------–- და დაიწყეს ერთად, როგორც მეუღლეებმა თანაცხოვრება. ერთად ცხოვრობდნენ უწყვეტად 2018 წლის 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, მათთან ერთად ცხოვრობდა მა--------------ის მცირეწლოვანი შვილი ან-----------------ეც. არასრულწლოვან ან-----------------ე ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბე----------–--–---–- ცხოვრობდა მათთან ერთად. შესაბამისად მსჯავრდებულის განმარტება, რომ ის მხოლოდ მეგობრად თვლიდა მა--------------ეს და მასთან რამდენიმე დღე იყო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის განმარტებით დასახელებულ პერიოდში ის და ბე----------–--–---–- ცხოვრობდნენ როგორც ოჯახი, ყოფითი საჭიროებისთვის იხარჯებოდა მა--------------ის ბიუჯეტი.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ბე----------–--–---–- მუდმივად იყო მთვრალი, ალკოჰოლზე სისტემატური დამოკიდებულება, რაც იყო მათ შორის კონფლიქტების ძირითადი მიზეზი. 2018 წლის 4 აგვისტოს ბე----------–--–---–- იყო მთვრალი, რის გამოც მა--------------ემ მას უსაყვედურა. საყვედურით გაბრაზებულმა ბე----------–--–---–მა მა--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. დარტყმის შედეგად მა--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 8 აგვისტოს, ბე----------–--–---–- სახლში კვლავ მთვრალი დაბრუნდა, რის გამოც იკამათეს. კამათის დროს ბე----------–--–---–მა მა--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის არეში. ძალადობის შედეგად მა--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 22 აგვისტოს, გამთენიისას, ბე----------–--–---–- იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იკამათეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბე----------–--–---–მა მა--------------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზურგის და მკლავის არეში. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დღეს, საღამოს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბე----------–--–---–- მცირეწლოვანი ან-----------------ის თანდასწრებით იგინებოდა. მა--------------ემ მისცა შენიშვნა და მოუწოდა, ბავშვის თანდასწრებით არ ესაუბრა უწმაწური სიტყვებით. ბე----------–--–---–- გაბრაზდა, ან-----------------ის თანდასწრებით ესროლა ჩანგალი, შემდეგ თმებში სწვდა მა--------------ეს და ზურგში ხელი ჩაარტყა, ანა-მარიამ დაიწყო ტირილი.

დაზარალებულის განმარტებით, მან ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბე----------–--–---–მა ჩაკეტა ფანჯრები და სახლის კარები, მეზობლებს რომ არ გაეგოთ და მა--------------ეს დახმარება არ ეთხოვა. აღნიშნულის შემდეგ, ბე----------–--–---–მა მა--------------ეს მოუქნია სამზარეულოდან აღებული დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. უთხრა, რომ მოკლავდა, ამის შემდეგ კი თავადაც მიიდო მუცელზე დანა, თავი უნდა მოვიკლაო. მა--------------ის განმარტებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან ბე----------–--–---–- იყო მთვრალი და მუქარის განხორციელებამდე ფიზიკურადაც იძალადა მასზე. ამ ყველაფერს შეესწრო არასრულწლოვანი ან-----------------ე, ბავშვი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ტიროდა. მუქარის შემდეგ ბე----------–--–---–- გავიდა სხვა ოთახში, აღნიშნულით ისარგებლა მა--------------ემ და დარეკა პოლიციაში.

 

დაზარალებულის ჩვენება დასტურდება არასრულწლოვანი მოწმის ან-----------------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ბე----------–--–---–- ცხოვრობდა მათთან ერთად. იგი ხშირად იყო მთვრალი და ჩხუბობდა. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მძინარეს გაეღვიძა იმის გამო, რომ ბე----------–--–---–- მა--------------ეზე ფიზიკურად ძალადობდა, თმებში მოქაჩა და ხელი დაარტყა სახეში. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბე----------–--–---–- მისი თანდასწრებით მა--------------ეს მიმართავდა ცუდი სიტყვებით, ამის გამო მა--------------ემ ბე----------–--–---–ს მისცა შენიშვნა. ბე----------–--–---–- გაბრაზდა და დაარტყა ხელი ზურგში, ასევე ურტყამდა ფეხებში, ესროლა ჩანგალი. მოწმემ აღნიშნა, რომ მას და დედას სურდათ ვინმესთვის შველა ეთხოვათ, მაგრამ ბე----------–--–---–მა ჩაკეტა ფანჯარა და სახლის კარები. ბე----------–--–---–- იყო ძალიან მთვრალი, მა--------------ეს მოუქნია დანა და უთხრა მოგკლავო, მერე თვითონაც მიიდო დანა მუცელზე. მოწმის ჩვენებით, მათ ძალიან შეეშინდათ მუქარის, მაგრამ ბრალდებულმა ფანჯარა და სახლის კარები ჩაკეტა, რის გამოც შველა ვერავის სთხოვეს. დანით მუქარის შემდეგ ბე----------–--–---–- გავიდა საპირფარეშოში, ამ დროს მა--------------ემ დარეკა პოლიციაში.

 

ბე----------–--–---–- თავის სააპელაციო საჩივარში დაზარალებულის ცრუ ჩვენების მიცემისაკენ მიდრეკილების დასადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მა--------------ე თავს წარადგენდა, როგორც ბე----------–--–---–-ს მეუღლე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის იურიდიული ქორწინების არსებობა, არამედ მათი თანაცხოვრების დადასტურება 2018 წლის 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს პერიოდში. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მა--------------ე და ბე----------–--–---–- 2018 წლის 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით ცხოვრობდნენ როგორც მეუღლეები. ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე არასრულწლოვანი მოწმის ან-----------------ის ჩვენება. მოწმემ განმარტა, რომ ბე----------–--–---–- მა--------------ესთან ერთად იძინებდა ერთ საძინებელში და ერთ საწოლში. გარდა ამისა, ბე----------–--–---–მა თავადაც დაადასტურა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მას და მა--------------ეს ჰქონდათ სქესობრივი კავშირი. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულის ჩვენებით უტყუარად დადასტურდა, რომ განსახილველ პერიოდში ბე----------–--–---–- ცხოვრობდა დაზარალებულთან და ამ უკანასკნელის შვილთან ერთად, როგორც ოჯახის წევრი. რაც შეეხება საოჯახო მეურნეობას, დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულთან თანაცხოვრების პერიოდში ისინი ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას, კვებისთვის და სხვა ყოფითი საჭიროებისთვის იხარჯებოდა დაზარალებულის ბიუჯეტი, ასევე ბე----------–--–---–მაც დაადასტურა, რომ იხარჯებოდა გერმანიიდან ჩამოტანილი მისი დანაზოგიც.

 

მოცემულ საქმეზე მოწმეების სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ვი----–--------–-ამ, ვა---–-------ემ და ან--------------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

ხოლო, ვა---–-------ემ და ან--------------–-–---–მა დამატებით განმარტეს, რომ მათი თანდასწრებითაც ბე----------–--–---–მა დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც მისი აზრით თანხვედრაში არ მოდის დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 23.08.2018 წელს მოქალაქე მა--------------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარცხენა წვივის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ნაჭდევი ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ექსპერტიზის დასკვნაში ყელში ხელის წაჭერით დარჩენილი ძალადობის კვალის არ არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მთლიანობაში წარმოადგენს მა--------------ეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის დადასტურებას. დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები თანხვედრაშია ბე----------–--–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თარიღთან, რაც უკვე ქმნის დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების საფუძველს. ხოლო, ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დროს მა--------------ეს კისრის არეში არ ეტყობოდა სისხლნაჟღენთი ან ნაჭდევი, ექსპერტის ჩვენებით, არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტს. ექსპერტ გუ-–--------------–---–ის განმარებით, ყელში ხელის წაჭერით შესაძლოა დარჩეს ან არ დარჩეს ძალადობის კვალი, კვალის დარჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და ინდივიდუალურ ნიშნებზე.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ბე----------–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბე----------–--–---–მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები.

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ბე----------–--–---–-სათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მსაჯვდებულ ბე----------–--–---–-ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი ბე----------–--–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბე----------–--–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ბე----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბე----------–--–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ბე----------–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ბე----------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე