განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
080100119003007673
ინსტანცია
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003007673

საქმე №1/ბ-585-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ზ----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- კ------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ-------------–---------------–----------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–---------–---–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით:

 

ზ----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ზ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ ზურაბ ს--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2019 წლის 22 აპრილიდან.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 8 მარტამდე დროის მონაკვეთში, 2018 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებული ზ----------------ე, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს _ მ----------–---–-, ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდნენ არასრულწლოვანი ბავშვები _ ა-------- ს--------ე და ა---- დ------ე. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მ------ ჭ--–---–ი მეუღლის ქმედებებით განიცდიდა სისტემატურ შეურაცხოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–---- კ------მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწლში და ზ----------------ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ზ----------------ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ მათი თანაცხოვრების პერიოდში ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეურაცხყოფას, იგი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს და დაზარალებულის ჩვენებაშიც საუბარია მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტანჯვაზე. საქალაქო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული მუშაობს, მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და უძრავი ქონება, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, უვლის ავადმყოფ დედას და არის ოჯახის მარჩენალი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაკავებამდე პერიოდში ზ----------------ის მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილი და მას სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულთან, რომლის პოზიციაა, რომ არ სურს ზ----------------ის დაკავება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- კ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ზ----------------ის და დაზარალებულ მ------ ჭ--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ზ----------------ისათვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მისთვის სასჯელის სახით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და ზ----------------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 8 მარტამდე დროის მონაკვეთში განხორციელებული ძალადობა არ ყოფილა მის მიერ მეუღლის _ მ------ ჭ--–---–ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის პირველი შემთხვევა და იგი ანალოგიური და სხვა დანაშაულისათვის წინათაც იყო ნასამართლევი. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ზ----------------ე ყოფილი მეუღლის _ მ------ ჭ--–---–ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარისათვის ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რამაც ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და ზ----------------ემ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნასამართლობისა და მით უმეტეს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მსვლელობისას განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც ბოლო დანაშაულის ჩადენისას ზ----------------ე ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა წარმოადგენს 1 წელს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობა შესაძლებლობას მისცემს ზ----------------ეს იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, გააანალიზოს წარსული შეცდომები და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი ზ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ზ----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- კ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ზ----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- კ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი ზ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზ----------------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი იქნა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ ზ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 22 აპრილიდან.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/