განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001917492
საქმე №1ბ/969-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ---------------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ფ--------------–--ა (დაბადებული 1----–-–----------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მა-------–--------------------–-----–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–--------------–--------------------------------ში);
ადვოკატი - მ--------------–----;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
საბოლოო სასჯელი: ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2016 წლის 15 სექტემბერს, თბ--–--–------–-------------------------------------------------ში არსებულ ლ---–--------ის საცხოვრებელ სახლში, ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გამოართვა ფულადი თანხა 750 ლარის ოდენობით, რომელიც მას თითქოს უნდა გადაეცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ შა-–--------------თვის. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე დღეში ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თითქოსდა შა-–--------------თვის საჩუქრად გადასაცემად თ---–--–---------–-------------------–-----------------------------------------------------------–-----ე მობილური ტელეფონების მაღაზიაში შეაძენინა 250 ლარად ღირებული, შავი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ლ---–--------მა იმავე დღეს გადასცა ფ--------------–--ას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ლ---–--------ს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 3 დეკემბერს, თ---–--–------–------------------------------------ის ბ--------ში არსებულ ლ---–--------ის საცხოვრებელ სახლში, ფ--------------–--ამ ნი---------–-–---–ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოსთხოვა ფულადი თანხის 600 ლარის ოდენობით გადაცემა. ნი---------–-–---–მა იმავე დღეს ფ--------------–--ას გადასცა ფულადი თანხა 100 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც ფ--------------–--ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე დღეში ნი---------–-–---–მა ფ--------------–--ას ლ---–--------ის მეშვეობით კვლავ გადასცა ფულადი თანხა 50 ლარის ოდენობით, რასაც იგი კვლავ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. ფ--------------–--ას დანაშაულებრივი ქმედებით, ნი---------–-–---–ს მიადგა 305 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 3 დეკემბერს, თ---–--–------–------------------------------------ის ბ--------ში არსებულ ლ---–--------ის საცხოვრებელ სახლში, ფ--------------–--ამ ნი---------–-–---–ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოსთხოვა ფულადი თანხის 600 ლარის ოდენობით გადაცემა. ნი---------–-–---–მა იმავე დღეს ფ--------------–--ას გადასცა ფულადი თანხა 100 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც ფ--------------–--ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე დღეში ნი---------–-–---–მა ფ--------------–--ას ლ---–--------ის მეშვეობით კვლავ გადასცა ფულადი თანხა 50 ლარის ოდენობით, რასაც იგი კვლავ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. ფ--------------–--ას დანაშაულებრივი ქმედებით, ნი---------–-–---–ს მიადგა 305 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით გინივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა, რომ ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვა 750 ლარი, რომელიც მას თითქოს უნდა გადაეცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ შა-–--------------თვის. ასევე ვერ დადგინდა, რომ ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თითქოსდა შა-–--------------თვის საჩუქრად შეაძენინა 250 ლარად ღირებული ტელეფონი, რომელსაც დაეუფლა,3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენით, ფ--------------–--ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ფ--------------–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნი---------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 1 აპრილიდან - იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ--------------–--ას ადვოკატმა მ--------------–----მ და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ---------------ემ.
4. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელ--, რადგან მოწმეები არიან მიკერძოებული, მათი ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს. სასამართლოში არ გამოკვლეულა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თავის განაჩენს აფუძნებს პირველი ინსტანციის მოსამართლე. ფ--------------–--ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას, შესაბამისად არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი ფ--------------–--ას გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ხოლო სასჯელის ნაწილში - უსამართლო, ვინაიდან ფ--------------–--ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დასტურდებოდა სასამართლოში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით. ამასთან, განაჩენი უსამართლოა, ვინაიდან, მოსამართლემ, განაჩენის გამოტანისას, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი, აღნიშნულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ნი---------–-–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში, ლ---–--------ისგან შეიტყო, რომ დაწყებული ჰქონდა მუშაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე. ვინაიდან იმ მომენტში თავადაც იყო უმუშევარი, დაინტერესდა თუ როგორც შეძლო მან აღნიშნულ კომპანიაში მუშაობის დაწყება. ლ---–--------მა განუმარტა, რომ სამსახური დაიწყო ფ--------------–--ას დახმარებით, რომელსაც სანაცვლოდ მისცა 750 ლარი და „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი შ--–------------ეზე გადასაცემად. 2016 წლის 03 დეკემბერს, სტუმრად იმყოფებოდა ლ---–--------თან, სადაც გაიცნო ფ--------------–--ა. იგი მასაც დაჰპირდა სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე დასაქმებას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 600 ლარი. ადგილზე გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, ხოლო ნაწილი თანხის გადახდას დაჰპირდა მუშაობის დაწყების შემდგომ. ფ--------------–--ა დაუკავშირდა ვინმე შ--–--ს, რომელსაც სთხოვა სამსახურის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა. რამდენიმე საათის შემდგომ, ფ--------------–--ა დაუკავშირდა ტელეფონის ნომრიდან 5-------- და უთხრა, რომ მისი საქმე იყო მოგვარებული და შეახვედრებდა სატრანსპორტო კომპანიაში შ--–------------ეს, რაც არ შეასრულა. ერთ დღეს, ფ--------------–--ამ ლ---–--------თან ერთად დაიბარა თითქოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, რეალურად მოტყუებით მიიყვანა ვაგზლის მოედანზე მდებარე თურქულ კაფეში, სადაც ლ---–--------ს მიატანინა თითქოს სატრანსპორტო კომპანიის ბლანკი და შეავსებინა განაცხადის ფორმა. აღნიშნული დოკუმენტები წაიღო ფ--------------–--ამ, რომელმაც დაახლოებით 15-20 წუთში შეატყობინა, რომ მისი დოკუმენტები გადასცა შ--–------------ეს და დალოდებოდა სამსახურში დაბარებას. ამასობაში, ლ---–--------ი გამოუშვეს სამსახურიდან, რის მიზეზადაც ფ------ ასახელებდა სამსახურში მის გაცდენებს. ფ--------------–--ა ლ---–--------საც ჰპირდებოდა, რომ მისი საქმე იყო მოგვარებული და დააბრუნებდნენ სამსახურში, თუმცა უშედეგოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული ლ---–--------ის ჩვენებით, 2016 წლის ივნისში, ვარკეთილის მეტროსთან არსებულ სასადილოში გაიცნო ფ--------------–--ა, რომელიც გაეცნო როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მოქმედი ადვოკატი და ყოფილი გამომძიებელი. ვინაიდან იყო უმუშევარი და ჰყავდა ოთხი შვილი, ფ--------------–--ა გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა მუშაობის დაწყებას სატრანსპორტო კომპანიაში. როდესაც იკითხა თუ როგორ შეძლებდა ამის გაკეთებას, ფ------მ უპასუხა, რომ იცნობდა გარკვეული კატეგორიის ხალხს ვინც დაეხმარებოდნენ სამსახურის შოვნაში. ფ------ საუბრობდა დამაჯერებლად, ამასთან გაეცნო როგორც ადვოკატი და მის სიტყვებში ეჭვი არ შეუტანია, რის გამოც დათანხმდა მის წინადადებას. ფ--------------–--ამ სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოსთხოვა 750 ლარის გადახდა, რაც უნდა მიეცა იმ პიროვნებისთვის, რომლის დახმარებითაც დაიწყებდა მუშაობას. ფ------ს თქმით, ვინაიდან მას ეჩქარებოდა მუშაობის დაწყება, მოსთხოვა პატივისცემის ნიშნად შა-–--------------თვის მობილური ტელეფონის შეძენა. 2016 წლის 15 სექტემბერს, ფ--------------–--ას გადასცა 750 ლარი, ხოლო რამდენიმე დღეში ბავშვთა სამყაროს მოპირდაპირე მხარეს განთავსებული მობილური ტელეფონების მაღაზიაში ფ--------------–--ამ შ--–------------ეზე გადასაცემად აყიდინა 250 ლარად ღირებული „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი. ამის შემდგომ ფ--------------–--ა ყოველდღიურად ჰპირდებოდა შ--–------------ესთან შეხვედრას და მუშაობის დაწყებას. 2016 წლის ოქტომბერში, ფ------მ შეახვედრა შ--–------------ეს, რომელმაც ჩაიწერა მისი მონაცემები და დაჰპირდა რამდენიმე დღეში დაკავშირებას. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, შ--–------------ემ შეახვედრა გ--------------ს და უთხრა, რომ იგი იქნებოდა მისი ჯგუფის უფროსი. შ--–------------ემ და გ--------------მ უთხრეს, რომ გასაუბრება წარმატებით ჰქონდა გავლილი და აგზავნიდნენ სტაჟირებაზე, რისთვისაც დაუკავშირდებოდნენ ორი კვირის ვადაში. მართლაც, ორი კვირის შემდეგ შ--–------------ე დაუკავშირდა და დაიბარა გლდანში მე-2 ავტობაზის ტერიტორიაზე, სადაც უნდა გაევლო სტაჟირება. 2016 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში გამოცხადდა სტაჟირებაზე და მიმაგრებულ იქნა კონტროლიორ ლ--–----------–თან. 2016 წლის 15 დეკემბერს, დილის საათებში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო გ----------------ის სახელით და უთხრა, რომ მიეტანა სამუშაო ჟილეტი და აღარ მისულიყო სამუშაოდ. დაინტერესდა მიზეზით, რაზეც უთხრა, რომ უფროსის ბრძანებას ასრულებდა და მიზეზი არ იცოდა. ამის შემდეგ დაუკავშირდა შ--–------------ეს და ჰკითხა თუ რატომ აღარ უნდა ემუშავა, რაზეც მან უპასუხა, რომ დასავლეთში იმყოფებოდა დასასვენებლად და არ იცოდა არაფერი. საბოლოოდ, დაუკავშირდა ფ--------------–--ას, რომელმაც უპასუხა, რომ ასეთი წესი ჰქონდათ და არ ენერვიულა. ერთი თვის გასვლის შემდგომ, ვინაიდან არავინ დაჰკავშირებია სამსახურის დასაწყებად, ფ------ს მოსთხოვა ფულის დაბრუნება ან პირობის შესრულება, რაზეც უპასუხა, რომ ვერაფერს დაუმტკიცებდა და სადაც უნდოდა იქ ეჩივლა. ამის შემდგომ დაუკავშირდა შ--–------------ეს და მოსთხოვა ფულის და ტელეფონის დაბრუნება, რაც მას ძალ--ნ გაუკვირდა და კატეგორიულად უთხრა, რომ არაფერი არ ჰქონდა აღებული ფ------სგან. მოწმის ინფორმაციით, ფ--------------–--ა გააცნო მეგობარ ნი---------–-–---–ს, რომელსაც სამსახურის დასაწყებად მოსთხოვა 600 ლარი. ნ---- დათანხმდა შეთავაზებას და 2016 წლის 13 დეკემბერს, მის საცხოვრებელ სახლში ფ------ს გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაეცა მუშაობის დაწყების შემდეგ. ფულის გადაცემის შემდგომ ფ------მ მაშინვე ვიღაცას დაურეკა ტელეფონზე, ესაუბრა ნ----ს შესახებ და საუბარს რომ მორჩა, ნ----ს უთხრა, რომ მოგვარებული იყო საქმე და ვითომ მასთან ერთად უნდა გაევლო სტაჟირება, მაგრამ ფ------მ არ შეასრულა დაპირება და ნი---------–-–---–ს არც სტაჟირება დაუწყია და არც თანხა დაუბრუნებია მისთვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ-----–------------ის ჩვენებით, 2016 წელს, ზუსტი დრო არ ახსოვს, სტუმრად იმყოფებოდა ლ---–--------თან, სადაც გაიცნო მისი მეგობარი ნი---------–-–---–ი და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც გაეცნო ფ------ს სახელით. ნი---------–-–---–მა ფ--------------–--ას მისი თანდასწრებით გადასცა 100 დოლარიანი კუპიურა. დაინტერესდა თუ რა თანხას იხდიდა ნ----, რაზეც ლ---–--------მა უპასუხა, რომ ფ--------------–--ა ნი---------–-–---–ს მუშაობას აწყებინებდა ავტობუსში კონტროლიორად. რამდენიმე დღეში ლ---–--------ისგან შეიტყო, რომ იგი სტაჟირებას გადიოდა სატრანსპორტო კომპანიაში, თუმცა მოგვიანებით ნი---------–-–---–ისგან შეიტყო, რომ ლ---–--------ი გამოშვებული იყო სამსახურიდან და აღარ გადიოდა სტაჟირებას. ნი---------–-–---–ისთვის უცნობი იყო ლ---–--------ის სამსახურიდან გამოშვების მიზეზი. მოგვიანებით ლ---–--------ისგან ცნობილი გახდა, რომ მუშაობის დასაწყებად ფ--------------–--ასთვის მასაც ჰქონდა თანხა გადახდილი, თუმცა რა ოდენობის, არ დაუკონკრეტებია, ხოლო ნი---------–-–---–ისგან შეიტყო, რომ ფ--------------–--ა მასაც ჰპირდებოდა სამსახურის დაწყებას. მოწმის განმარტებით, ლ---–--------ის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით საუბარს ან თანხის გადაცემას არ შესწრებია. ნი---------–-–---–ის მიერ გადაცემული თანხა, ფ--------------–--ას ვინმესთან უნდა მიეტანა თუ რა ფორმით უნდა დახმარებოდა მას მუშაობის დაწყებაში, მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის სექტემბერში, ლ---–--------მა გააცნო ფ--------------–--ა, როგორც მისი ახლად შეძენილი მეგობარი. ლ---–--------ი არ მუშაობდა არსად და ფ--------------–--ამ შესთავაზა მუშაობის დაწყება სატრანსპორტო კომპანიაში კონტროლიორად, სადაც უფროსად მუშაობდა მისი მეგობარი შ--–--. ფ--------------–--ამ მუშაობის დაწყების სანაცვლოდ ლ---–--------ს მოსთხოვა 750 ლარი, რაც იმ მომენტში არ ჰქონდა ლ--ს და შეჰპირდა თანხის შოვნის შემთხვევაში დაკავშირებას. რამდენიმე დღეში, ლ---–--------მა შ--–------------ეზე მისაცემად ფ--------------–--ას გადასცა 750 ლარი. თანხის გადაცემას ასევე ესწრებოდნენ ლ---–--------ის შვილები. ამის შემდგომ, ფ--------------–--ამ უთხრა ლ---–--------ს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეხალისებინათ შ--–------------ე და შეეძინათ მისთვის რაიმე საჩუქარი. რამდენიმე დღეში ლ---–--------ი და ფ--------------–--ა ერთმანეთს შეხვდნენ ვაგზლის ტერიტორიაზე, სადაც ლ---–--------მა შ--–------------ეზე გადასაცემად იყიდა „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი 250 ლარად. ფ--------------–--ას თქმით, შ--–------------ე მიღებული საჩუქრით იყო ძალ--ნ გახარებული და იგი დაეხმარებოდა მას სამსახურის შოვნაში. ფ--------------–--ას ქმედებები მიიჩნია საეჭვოდ, რის შესახებაც უთხრა ლ---–--------ს, რის გამოც ფ--------------–--ა დაემუქრა მას, რომ იყო ყოფილი გამომძიებელი, ამჟამად ადვოკატი და დააჭერინებდა მის თავს. დეკემბერში ლ---–--------ი დაიბარა ფ------მ შ--–------------ესთან შესახვედრად. ლ--მ უთხრა, რომ იმყოფებოდა გასაუბრებაზე და 15 დღე უნდა ევლო სტაჟირებაზე, რის შემდეგაც დაიწყებდა მუშაობას, თუმცა ცხრა დღის შემდეგ იგი გამოუშვეს სტაჟირებიდან, რისი მიზეზიც მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, იცნობს ნი---------–-–---–ს, რომელიც ცხოვრობს ლ---–--------ის კორპუსში. ფ--------------–--ამ იგი გაიცნო ლ---–--------ისგან, რომელსაც სამსახურის დასაწყებად წინასწარ გამოართვა 100 აშშ დოლარი, თუმცა თავად თანხის გადაცემას არ დასწრებია. ფ------მ მასაც შესთავაზა კონტროლიორის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობის დაწყება, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა სამი თვის ხელფასის გადაცემა, თუმცა მის შეთავაზებაზე განუცხადა უარი. საბოლოოდ, თანხის გადახდის მიუხედავად, არც ნი---------–-–---–ს და არც ლ---–--------ს მუშაობა არ დაუწყიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ--------------ს ჩვენებით, 2016 წელს მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, უფროსი კონდუქტორის პოზიციაზე. ნოემბერში სამსახურის უფროსმა ა-----–----–----ემ ავტობაზაზე გასანაწილებლად ჩააბარა ცხრა სტაჟიორი, მათ შორის ლ---–--------ი, რომელთაც უკვე გავლილი ჰქონდათ გასაუბრება. სტაჟირების პერიოდში ლ---–--------ი ორი დღის განმავლობაში არ გამოცხადდა სამსახურში, რის შესახებაც აცნობა სამსახურის უფროსს, რომელმაც დაავალა გაცდენის მიზეზების დადგენა. ლ---–--------ი სტაჟირებაზე მიღებული იყო თანამშრომელ შა-–-------------- რეკომენდაციით, რაც პირად საუბარში დაუდასტურა თავად შ----------ემ. საბოლოოდ, ლ---–--------ი სამსახურში გამოცხადდა 20 ნოემბერს და გაცდენის მიზეზად დაასახელა ბავშვის ავადმყოფობა, რის გამოც გაუწიეს შეღავათი და არ გაუშვეს სამსახურიდან. მოწმის განმარტებით, სტაჟირების დაწყებამდე ლ---–--------თან მოხდა გასაუბრება, რომელმაც დატოვა დადებითი შთაბეჭდილება და სწორედ ამიტომ მოხდა მისი სტაჟირებაზე მიღება. არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ლ---–--------ი სტაჟირებაზე მიღებული იყო თანხის გადახდის სანაცვლოდ. ლ-–--------ს მასთან საუბრისას არაფერი უთქვამს თანხის გადახდასთან დაკავშირებით. თუ რა გახდა ლ---–--------ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა-----–----–----ის ჩვენებით, 2010 წლიდან მუშაობს თბილისი სატრანსპორტო კომპანიაში, ხოლო 2016 წლიდან - მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ოქტომბერში სამსახურის კოორდინატორმა შ--–------------ემ უთხრა, რომ მათი ყოფილი თანამშრომელი რეკომენდაციას აძლევდა მის ნათესავს, ოთხი შვილის დედას კონდუქტორის და კონტროლიორის პოზიციაზე. არჩილ ნიკურაძემ შეახვედრა პიროვნება, რომელიც გაეცნო ფ--------------–--ას სახელით. ფ------ს თქმით, იგი იყო სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსურ დეპარტამენტში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ფ--------------–--ამ აჩვენა სამსახურის მოწმობა, თუმცა მისი ნამდვილობა არ შეუმოწმებია, რადგან ჩათვალა, რომ შ--–------------ე იცნობდა მას, როგორც მათ ყოფილ თანამშრომელს. ფ--------------–--ა რეკომენდაციას უწევდა ლ---–--------ს. ფ--------–---ს განუმარტა, რომ მუშაობის დასაწყებად აუცილებელი იყო გარკვეული ეტაპების გავლა, მათ შორის გასაუბრება, რის შემდეგაც მოხდებოდა კანდიდატის სტაჟირებაზე მიღება 14 სამუშაო დღის ვადით და ამის შემდგომ გამოცდის ჩაბარება, ხოლო დადებითი შედეგების შემთხვევაში, სამსახურში მიღება. ლ---–--------მა გაიარა გასაუბრება, დაიწყო სტაჟირება და მიმაგრებულ იქნა ჯგუფის უფროს გ--------------სთან, რომელმაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ მოახსენა, რომ ლ---–--------ს გაცდენილი ჰქონდა ორი სამუშაო დღე. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეძლეს მასთან დაკავშირება, რომელმაც გაცდენების მიზეზად დაასახელა ბავშვის ავადმყოფობა. გაითვალისწინეს მისი მდგომარეობა და ნება დართეს გაეგრძელებინა სტაჟირება, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა გაცდენებს, რის გამოც გათავისუფლებულ იქნა სტაჟირებიდან. რამდენიმე დღის შემდგომ, ფ--------------–--ამ კვლავ სთხოვა ლ---–--------ის სტაჟირებაზე დაბრუნება, რაზეც განუცხადა უარი. ერთი თვის შემდგომ, შ--–------------ემ უთხრა, რომ ლ---–--------ი ჩივილს აპირებდა პოლიციაში იმის გამო, რომ თითქოს მას თანხა ჰქონდა სამსახურის დასაწყებად გადახდილი და ფ--------------–--ასთან არანაირი ნათესაური ურთიერთობა არ აკავშირებდა. ამასთან, როგორც ფ--------------–--ა ეუბნებოდა მას, სამსახურის დასაწყები თანხა გადახდილი ჰქონდა შა-–--------------თვის. მოწმის განმარტებით, შა-–-------------- კომპეტენციაში არ შედიოდა სამსახურში თანამშრომლების მიღება. შ--–--ს მასთან საუბრის დროს არ უხსენებია რაიმე პირადი ინტერესი ლ---–--------ის სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შა-–-------------- ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში დაუკავშირდა ფ--------------–--ა, რომელმაც სთხოვა შეეხვედრებინა იგი ა-----–----–----ესთან მისი ნათესავისთვის სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით. ფ--------------–--ა შეახვედრა ა-----–----–----ეს სატრანსპორტო კომპანიის შენობაში. ფ--------–---ს თხოვნა ეხებოდა ლ---–--------ისთვის მუშაობის დაწყებას, რომელსაც პირადად გაესაუბრა ა-----–----–----ე და შესთავაზა მას სტაჟირების გავლა. ლ---–--------ს თავად განუმარტა სტაჟირების ეტაპები, რის შემდეგაც იგი დაიბარეს სტაჟირების გასავლელად. ლ---–--------ი ორი დღის განმავლობაში არ გამოცხადდა სამსახურში და არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, რაზეც მიეცა გაფრთხილება, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი კვლავ აგრძელებდა სამსახურში გაცდენებს, რის გამოც გათავისუფლებულ იქნა სტაჟირებიდან. რამდენიმე დღის შემდგომ დაუკავშირდა ლ---–--------ი, რომელმაც უთხრა, რომ იგი არ იყო ფ------ს ნათესავი და სამსახურის დასაწყებად ფ------ს მისგან აღებული ჰქონდა თანხა, რომლის ოდენობა არ დაუკონკრეტებია და აპირებდა პოლიციაში ჩივილს. მოწმის განმარტებით, ფ--------------–--ა სთხოვდა მას, რომ პოლიციაში დაბარების შემთხვევაში არ ეთქვა იმის შესახებ, რომ იგი არ იყო ლ---–--------ის ნათესავი. მას არავისთვის გაუწევია რეკომენდაცია და ვინმეს სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით თხოვნით არავისთან მისულა. მის კომპეტენციაში არ შედის თანამშრომლების სამსახურში მიღება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ----------------ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში მუშაობდა N2-ე ავტობაზაში უფროს კონდუქტორად. აღნიშნულ ავტობაზაში სტაჟირებას გადიოდა ლ---–--------ი, რომელიც გადმოიბარა გ--------------სგან. სტაჟირების პერიოდში ლ---–--------მა გააცდინა ორი სამუშაო დღე, რაც დააფიქსირა საკუთარ ბლოკნოტში. გაცდენების მიზეზად დაუსახელა ბავშვის ავადმყოფობა. მიუხედავად ამისა, იგი შემდგომშიც აგრძელებდა გაცდენებს, რის შესახებაც შეატყობინა ხელმძღვანელობას და ლ---–--------ს მოსთხოვეს სამსახურებრივი ჟილეტის უკან დაბრუნება, ვინაიდან იყო სტაჟირებიდან გათავისუფლებული. მოწმის განმარტებით, ლ---–--------ს მასთან საუბრისას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, გადახდილი ჰქონდა თუ არა თანხა სამსახურის დასაწყებად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ს--------–------–--ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბრიდან ქირით ცხოვრობს გ-–--------------–---------------------------------------ში. ბინა იქირავა მ------------–---–--გან. მანამდე ვინ ცხოვრობდა ბინაში მისთვის უცნობია. ერთ დღეს სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები ფ--------------–--ასთან ერთად, რომელიც ამტკიცებდა, რომ იგი ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. ბინის მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა როგორც მეზობლები ამბობდნენ აღნიშნულ ბინაში ფ--------------–--ას არასდროს უცხოვრია.
პირველი ინსტანციის სასამართლოშიმოწმე ნ--------–--ას ჩვენებით, 1996 წლიდან ცხოვრობს გლ--------------–---------------------------------------ში. აღნიშნულ სადარბაზოში იცნობს ყველა მაცხოვრებელს და დარწმუნებით შეუძლ-- იმის თქმა, რომ აღნიშნულ მისამართზე - ბ--------ში ფ--------------–--ას არასდროს უცხოვრია. ბინაში მდგმურად ცხოვრობს ს--------–------–--ე მეუღლესთან ერთად, ხოლო ფ--------------–--ა ნახა მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს უმტკიცებდა, რომ იგი ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ---- ღ-----–---–ის ჩვენებით, გამოძიება დაიწყო ლ---–--------ის განცხადების საფუძველზე, მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და დანიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ფ--------------–--ას შესახებ, რითაც დასტურდება, რომ იგი დიდი ხნის წინ მუშაობდა აღნიშნულ სამინისტროში და სამსახურიდან წასვლის შემდგომ არ ფიქსირდებოდა სამსახურებრივი მოწმობის ჩაბარების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლ--–----------–ის ჩვენებით, 2013 წლიდან მუშაობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე. მასთან სტაჟირებაზე იმყოფებოდა ლ---–--------ი, რომელიც არ ცხადდებოდა სამსახურში, რის მიზეზადაც ასახელებდა ჯერ მამის ავადმყოფობას, ხოლო შემდეგ გარდაცვალებას. ლ---–--------ი მასთან საუბრისას აცხადებდა, რომ იყო ოთხი შვილის დედა და აპირებდა სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყებას. თუ რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, მისთვის უცნობია. ლ---–--------ს სამსახურის მიმართ ჰქონდა ზერელე დამოკიდებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლე--–--------–--ს ჩვენებით, 2017 წლის 22 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელთან და მოწმე ლ---–--------თან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ლ---–--------მა მიუთითა ის ადგილი, სადაც შეიძინა „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი 250 ლარად, რაც იქვე გადასცა მასთან ერთად მყოფ ფ--------------–--ას, რაც უნდა მიეტანა შა-–--------------თვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ეთ----------–-–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს გასცა ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული აუდიოგრამები გაშიფრულ-- ტექსტობრივად და წარმოდგენილ-- ცალკე დანართის სახით.
გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებში მოსაუბრე სამი დიქტორი ქალის ხმა და მეტყველება და ეტალონურ ფონოგრამებში და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე ფ--------------–--ას, ნი---------–-–---–ის, ლ---–--------ის ხმა და მეტყველება ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ--------------–---–ის ჩვენებით, ლ---–--------ისგან და ნი---------–-–---–ისგან აიღო ხმის ნიმუში, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა შესაბამისი ოქმი, რის სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით. ხმის ნიმუშის აღება მოხდა თავისუფალი თხრობის რეჟიმში. აღებული ხმის ნიმუში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით ჩაიწერა დისკზე და დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს.
მოწმე ნ----------------ის ჩვენებით, ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბრალდებულ ფ--------------–--ასთან. მუშაობდა ბავშვთა სამყაროში არსებულ ოქროს ბირჟაზე, რა დროსაც ფ--------------–--ას თხოვნით ლ---–--------ს გადასცა ორი ოქროს საყურე და ბეჭედი, მთლ--ნობაში 680 ლარად ღირებული. შეთანხმების თანახმად, ლ---–--------ს თანხა უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაუხადა 120 ლარი და მისაცემი დარჩა 560 ლარი. აღნიშნული ვალიდან გამომდინარე, ფ------ს და ლ--ს შორის დაიძაბა ურთიერთობა. როგორც მისთვის ცნობილ--, ფ--------------–--ა გაჰყვა ლ---–--------ს შ--–------------ესთან, სამსახურის საკითხზე დასახმარებლად. სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ფ------ს მიერ ლ--სთვის რაიმეს მოთხოვნის ფაქტს არ შესწრებია. ჩ----–-–---–ის გვარი ფ------ს მასთან საუბრისას არასდროს უხსენებია. მოწმის განმარტებით, ფ--------------–--ას არასდროს ჰქონია „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი. თავად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოქროს ბირჟაზე და ჰქონდა საკუთარი დახლი, თუმცა ადგილი ვის სახელზე იყო დარეგისტრირებული, არ ახსოვს, ასევე ვერ იხსენებს ვინ იყვნენ მის გვერდით მჯდომი ოქროთი მოვაჭრე პირები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ფ--------------–--ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ 2016 წელს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, გაიცნო ლ---–--------ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ლ---–--------მა უთხრა, რომ სატრანსპორტო კომპანიაში შეტანილი ჰქონდა განცხადება და სთხოვა თუ იცნობდა ვინმეს, მიექცია მისთვის ყურადღება. ლ--ს უთხრა, რომ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა წლების განმავლობაში და დააზუსტებდა შ--–------------ე კიდევ მუშაობდა თუ არა კომპანიაში, რომელთანაც შეძლებდა მიჰყოლოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ლ---–--------თან ერთად შეხვდა შ--–------------ეს, რომელიც დაჰპირდა განცხადების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას, რის შემდეგაც მოხდებოდა მასთან გასაუბრება, სტაჟირების გავლა და შემდგომ გამოცდის ჩაბარება. რამდენიმე დღეში ლ---–--------ისგან შეიტყო, რომ იგი უკვე აყვანილი იყო სტაჟირებაზე. ლ---–--------თან ერთად ტელეფონის საყიდლად ვაგზლის მოედანზე არასდროს ყოფილა და სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით, ფული არავისთვის გამოურთმევია. ,,ბავშვთა სამყაროში“ ჰყავდა მეგობარი ნ----------------ე, რომელიც ყიდდა ოქროს, რაც იცოდა ლ---–--------მა. მან სთხოვა, რომ საჩუქრად უნდოდა ოქროს ნივთები და შემდგომი გადახდით მიეცა სამკაულები. ნ----------------ეს უარი არ უთქვამს ლ---–--------ისთვის და მისცა მას 680 ლარის ოქროს სამკაულები. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ, თუმცა რამდენიმე ხნის შემდგომ ლ---–--------ისგან შეიტყო, რომ გაცდენების გამო გამოშვებული იყო სტაჟირებიდან, რის შემდეგაც დაეძაბა მასთან ურთიერთობა და სთხოვდა მას ახლობლის ვალის გასტუმრებას. შა-–--------------თვის არანაირი სამსახურებრივი მოწმობა არ უჩვენებია, რადგან პოლიციიდან წამოსვლის დროს მოწმობა ჩააბარა შესაბამის სამსახურს. იგი არ იცნობს ნი---------–-–---–ს და შესაბამისად, მისთვის თანხა არ გამოურთმევია. 2016-2017 წლებში ცხოვრობდა გ-–--------------–---------------------------------------ში დეიდასთან და შვილთან ერთად. თუ რა ინტერესი აქვთ მეზობლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მას იქ არ უცხოვრია, არ იცის. ნ--------–--ას და ს--------–------–--ეს არ იცნობს და არასდროს უნახავს.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნი---------–-–---–ის მიერ წარდგენილი სამაჯური, რაც მისი განმარტებით აჩუქა ფ--------------–--ამ მეგობრობის და პატივისცემის ნიშნად. სამაჯური არის მოყვითალო, მოყავისფრო ნაქსოვი, აქვს შესაკრავი და გვერდებში წვრილი, იმავე ფერის ბურთები.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გ--------------ს სამუშაო რვეული, სადაც ჩაწერილ-- სხვადასხვა ინფორმაცია და სტაჟიორების მონაცემები, მათ შორის ლ---–--------ის.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს შპს „ბ--–---იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ბრალდებულ ფ--------------–--ას სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5--------, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია. ბრალდებულ ფ--------------–--ას სატელეფონო ზარების დეტალურ ნუსხაში მოიძებნა შა-–-------------- სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონის ნომერზე 5-------- განხორციელებული ზარი, რომელიც ფიქსირდება 2016 წლის 19 სექტემბერს 13::40:34 საათზე, ხოლო ბოლო სატელეფონო საუბარი განხორციელდა 2017 წლის 10 თებერვალს 08:32:52 საათზე. ფ--------------–--ას სატელეფონო ზარების დეტალურ ნუსხაში ასევე მოძებნილ იქნა ნი---------–-–---–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- განხორციელებული ზარი, რაც ფიქსირდება 2016 წლის 09 დეკემბერს 11:43:10 საათზე, ხოლო ბოლო სატელეფონო საუბარი - 2017 წლის 09 თებერვალს. ბრალდებულ ფ--------------–--ას სატელეფონო ზარების დეტალურ ნუსხაში მოძებნილ იქნა ლ---–--------ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- განხორციელებული ზარი, რომელიც ფიქსირდება 2016 წლის აგვისტოს თვიდან - 2017 წლის თებერვლის თვის დასაწყისამდე.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ლ---–--------მა ნებაყოფლობით მიუთითა ვაგზლის მოედანზე, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია, სადაც 250 ლარად შეიძინა „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც იქვე მისცა ფ--------------–--ას შ--–------------ეზე გადასაცემად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ფ--------------–--ას წინასწარ ჰქონდა განზრახული ნი---------–-–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ფ--------------–--ამ დაარწმუნა ნი---------–-–---–ი, რომ ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ დააწყებინებდა მუშაობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ნი---------–-–---–მა იმავე დღეს ფ--------------–--ას გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, რასაც ფ--------------–--ა დაეუფლა მოტყუებით. ის ფაქტი, რომ ფ--------------–--ა მოტყუებით დაეუფლა ნი---------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას, დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ისე დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, დაზარალებულ ნი---------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ფ--------------–--ამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად მოსთხოვა 600 ლარი. დაჰპირდა, რომ შეახვედრებდა ვინმე ,,შ--–--ს“, რომელიც უზრუნველყოფდა მისთვის სამსახურის დაწყებას. იგი ენდო ფ--------------–--ას ნათქვამს და იმავე დღეს გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა, არც მუშაობა დაუწყვია აღნიშნულ კომპანიაში და არც თანხა დაბრუნებია უკან. მოწმე ნ-----–------------ის ჩვენებით დადგენილ--, რომ იგი პირადად შეესწრო ნი---------–-–---–ის მხრიდან ფ--------------–--აზე 100 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, ხოლო როდესაც დაინტერესდა თუ რა თანხას აძლევდა ნი---------–-–---–ი ფ--------------–--ას, ლ---–--------მა განუმარტა, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ფ--------------–--ას უნდა უზრუნველეყო ნი---------–-–---–ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმება. მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ფ--------------–--ამ ნი---------–-–---–ს სამსახურის დაწყების პირობით წინასწარ გამოართვა 100 აშშ დოლარი, თუმცა ნი---------–-–---–ს მუშაობა არ დაუწყია. დაზარალებულ ლ---–--------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ ნი---------–-–---–ს სწორედ მან გააცნო ფ--------------–--ა, რომელიც თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებას. ნი---------–-–---–ი ენდო ფ--------------–--ას და 2016 წლის 13 დეკემბერს მისი თანდასწრებით, მისსავე საცხოვრებელ სახლში გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, ხოლო ნაწილი თანხის გადახდას დაჰპირდა მუშაობის დაწყების შემდგომ. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ფ--------------–--ამ არ შეასრულა პირობა და ნი---------–-–---–ს ფულის დაბრუნებაზეც განუცხადა უარი. შპს „ბ--–---იდან“ გამოთხოვილი ფ--------------–--ას სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით დადგენილ-- არა მარტო ფ--------------–--ას ნაცნობობა ნი---------–-–---–თან და შ--–------------ესთან, არამედ მათი ინტენსიური კავშირიც. რაც ასევე დადასტურებულ--, ფ--------------–--ას და ნი---------–-–---–ს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით, სადაც ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით მოსაუბრე სამი დიქტორი ქალის ხმა ფ--------------–--ას, ნი---------–-–---–ის და ლ---–--------ის ხმის იდენტურია.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ფ--------------–--ამ ნი---------–-–---–ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოსთხოვა ფულადი თანხის 600 ლარის ოდენობით გადაცემა და ნი---------–-–---–მა გადასცა 100 აშშ დოლარი და ასევე ნი---------–-–---–მა ფ--------------–--ას ლ---–--------ის მეშვეობით კვლავ გადასცა ფულადი თანხა 50 ლარის ოდენობით, რასაც იგი კვლავ მოტყუებით დაეუფლა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
რაც შეეხება მეორე დანაშაულებრივ ეპიზოდს (დაზარალებული ლ---–--------ი), სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მტკიცებით, ფ--------------–--ა გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა მუშაობის დაწყებას სატრანსპორტო კომპანიაში, რისთვისაც გადასცა მას 750 ლარი და შ--–------------ეზე გადასაცემად შეიძინა 250 ლარად ღირებული „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, თუმცა მისივე გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ ფ--------------–--ამ ნამდვილად შეახვედრა იგი შ--–------------ეს, გაუწია მას რეკომენდაცია სამსახურის დასაწყებად, რის შემდეგაც სატრანსპორტო კომპანიაში გაიარა გასაუბრება და დაიწყო სტაჟირების გავლა, რაც წარმოადგენდა სამსახურში მიღების წინა ეტაპს, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ სტაჟირებიდან მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა ხშირი გაცდენები. მოწმეების: ა-----–----–----ის და შა-–-------------- ჩვენებებით დადგენილ--, რომ ფ--------------–--ას რეკომნედაციის საფუძველზე, ლ---–--------ი დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე, რაც გაიარა წარმატებით, რის შემდეგაც მოხდა მისი სტაჟიორად მიღება, თუმცა ლ---–--------ი ხშირად არ ცხადდებოდა სამუშაოზე, რაც საბოლოოდ გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ არანაირი პირადი დაინტერესება ლ---–--------თან მიმართებით არ ჰქონიათ და კატეგორიულად გამორიცხეს ლ---–--------ის სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ფ--------------–--ას მხრიდან ფინანსური დაინტერესების შეთავაზება. მოწმეების: გ--------------ს და გ----------------ის ჩვენებებით კი დგინდება, რომ ისინი პირადად კურირებდნენ ლ---–--------ის სტაჟირების გავლას, რომელიც ხშირად აცდენდა სამუშაოს, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სტაჟირებიდან გათავისუფლების თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ--, რომ ლ---–--------ს არაფერი უთქვამს მათთვის სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ვინმესთვის თანხის გადახდის ფაქტის შესახებ. მხედველობაშია მისაღები მოწმე ნ-----–------------ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი უთითებს, რომ როგორც ლ---–--------ისგან მისთვის ცნობილი გახდა მას მუშაობის დასაწყებად ფ--------------–--ასთვის გადახდილი ჰქონდა გარკვეული ოდენობის თანხა, თუმცა მისივე ჩვენებით ირკვევა, რომ ლ---–--------ის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით არანაირ საუბარს და თანხის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია.
ამდენად, მითუფრო იმ ვითარებაში, როდესაც დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა ჯვარედინად დაეკითხა დაზარალებული, დაესვა მისთვის კრიტიკული შეკითხვები შეკამათებოდა მას სასამართლოს წინაშე და ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი, რომ ფ--------------–--ას მხრიდან ადგილი ჰქონდა ლ---–--------ის კუთვნილი ქონების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ყოველგვარი დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, თითქოს ფ--------------–--ას მიერ ლ---–--------ის თანხის მოტყუებით დაუფლებასთან მიმართებით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, ცალსახად ვერ დადასტურდა ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვა 750 ლარი, რომელიც მას თითქოს უნდა გადაეცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ შა-–--------------თვის. ასევე ვერ დადგინდა, რომ ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თითქოსდა შა-–--------------თვის საჩუქრად შეაძენინა 250 ლარად ღირებული ტელეფონი და დაეუფლა მას, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
დაცვის მხარის პოზიციაზე, რომელიც შეეხებოდა მოწმეთა სანდოობას, სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელ-- შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელ-- მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელ--. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.) სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის კვალდაკვალ გულდასმით შეისწავლა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ ფ--------------–--ას დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით მოწმეების: ნი---------–-–---–ის, ლ---–--------ის, ნ-----–------------ის, თ-------------–---–ის, შა-–-------------- და ეთ----------–-–---–ის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, თუმცა სააპელაციო პალატის გადმოსახედიდან, ყველა ამ მოწმეს სხვადასხვაგვარად ჰქონდა შეხება დანაშაულის ფაქტთან და მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შემთხვევიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულ-- დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირები იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების ჩვენებების სპეციალურად თანხვედრა. სააპელაციო პალატამ ასევე შეამოწმა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეების შესაძლო მიკერძოების საკითხიც, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა, თუმცა მიაჩნია, რომ მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ პირი არის დაზარალებული, არ შეიძლება აპრიორი იმის მტკიცება, რომ იგი არის მიკერძოებული და შეუძლებელ-- ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით რაიმე ფაქტის უტყუარად დადგენა, მითუფრო, როდესაც მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი და მათი მიკერძოების გონივრული საფუძველი, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას არ დადგენილა. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დაკვნა, რომელსაც განაჩენში იშველიებს სასამართლო, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ეთ----------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა 2017 წლის 12 ოქტომბერს გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნა, რა დროსაც მოხდა ექსპერტის დასკვნის მხარეთა მონაწილეობით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლევა.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი გასაჩივრებულ-- მათ შორის როგორც მსჯავრდების, (ასევე სასჯელის) ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულ-- თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულ--. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულ-- საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით საკუთრება ხელშეუვალ--. კერძო საკუთრების, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა გარანტირებულ-- კანონით. ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება №83აპ-13).
ამდენად, თაღლითობის შემადგენლობისათვის აუცილებელ--, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს რეალობის გამიზნულად შეცვლას, ანდა ფაქტების მიზანმიმართულად დამალვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მიღებული იქნეს დაზარალებულისთვის საზიანო გადაწყვეტილება. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ,,კანონიერად“, თუმცა მისი მიღების გზები არის უკანონო.
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ-- ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, თუკი ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ამდენად, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვა 750 ლარი, რომელიც მას თითქოს უნდა გადაეცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ შა-–--------------თვის. ასევე ვერ დადგინდა, რომ ფ--------------–--ამ ლ---–--------ს თითქოსდა შა-–--------------თვის საჩუქრად შეაძენინა 250 ლარად ღირებული ტელეფონი, რომელსაც დაეუფლა, ფ--------------–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–--------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურდა, ფ--------------–--ამ ნი---------–-–---–ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოსთხოვა ფულადი თანხის 600 ლარის ოდენობით გადაცემა და ნი---------–-–---–მა გადასცა 100 აშშ დოლარი და ასევე ნი---------–-–---–მა ფ--------------–--ას ლ---–--------ის მეშვეობით კვლავ გადასცა ფულადი თანხა 50 ლარის ოდენობით, რასაც იგი კვლავ მოტყუებით დაეუფლა. ამდენად, ფ--------------–--ას ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლ--ნობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლ--ნი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლ--ნობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ფ--------------–--ას სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ითხოვს სასჯელის დამძიმებას, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ფ--------------–--ას პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელ-- ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივსა და მიზანს (ფ--------------–--ამ, ნდობის გამოყენებით, შეიყვანა დაზარალებული შეცდომაში, რათა ამ უკანასკნელს მიეღო მისთვის საზიანო გადაწყვეტილება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის სურვილს და მისწრაფებას ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილ-- მძიმე კატეგორიის დანაშაული), ასევე დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე გასული ვადა და ფ--------------–--ას პატიმრობაში გატარებული დროის ხანგრძლივობას, რაც ყველა შემთხვევაში არის დამაფიქრებელი და მიაჩნია, რომ ფ--------------–--ას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 1 აპრილიდან - იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს და არ იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.
7. ყადაღის ბედის გადაწყვეტა:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით, ფ--------------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულ-- და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით გამოყენებული ყადაღა მოეხსნას ფ--------------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თ---–--–--------------------–---------------------------------------------------ში (საკადასტრო კოდით: 0----------------------) მდებარე, ბ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ლ---–--------ისგან ამოღებული სამსახურეობრივი ე.წ. „ჟილეტი“ და გ----------------ისგან ამოღებული სამუშაო რვეული, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნი---------–-–---–ისგან ამოღებული სამაჯური, რაც გადაგზავნილ-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს; ნი---------–-–---–ისგან განჩინებით გამოთხოვილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე; ნი---------–-–---–ის და ლ---–--------ის ხმის ნიმუშები, ორ ლაზერულ დისკზე, ასევე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომის ოქმი, ერთ ლაზერულ დისკზე, რომლებიც გადაგზავნილ-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შპს „მ---------იდან“ და შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ორ ლაზერულ დისკზე; შპს „ბ--–---იდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ------ ჯ-----–--ას ადვოკატ მ--------------–----ს და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ---------------ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი;
ფ--------------–--ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ფ--------------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნი---------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 01 აპრილიდან - იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ლ---–--------ისგან ამოღებული სამსახურეობრივი ე.წ. „ჟილეტი“ და გ----------------ისგან ამოღებული სამუშაო რვეული, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
- ნი---------–-–---–ისგან ამოღებული სამაჯური, რაც გადაგზავნილ-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
-
- ნი---------–-–---–ისგან განჩინებით გამოთხოვილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე; ნი---------–-–---–ის და ლ---–--------ის ხმის ნიმუშები, ორ ლაზერულ დისკზე, ასევე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომის ოქმი, ერთ ლაზერულ დისკზე, რომლებიც გადაგზავნილ-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შპს „მ---------იდან“ და შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ორ ლაზერულ დისკზე; შპს „ბ--–---იდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „ჯ------–იდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ფ--------------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულ--;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ფ--------------–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თ---–--–--------------------–---------------------------------------------------ში (საკადასტრო კოდით: 0----------------------) მდებარე, ბ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი