განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210117001884185
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-611-2019 10 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ი-----–- ს-----–--ე
წარმომადგენელი - რ---------------–--–---
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- ს-----–--ე, ნ---- ჯ--------ე
წარმომადგენელი - მ----------------ს-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ----–--- დ---------ე
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი-----–- ს-----–--ის (წარმომადგენელი ნ----------ე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო თ----- ს-----–--ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ფართს, მდებარე ქალაქ ქუთაისში, პ.ი-–---–ის ქ. #--, ს/კ 0-----------. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2012 წლის 21 მარტს მოსარჩელე ი-----–- ს-----–--ესა და მოპასუხე ნ----–--- დ---------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ----–--- დ---------ემ ი-----–- ს-----–--ეს ასესხა 20 000 აშშ დოლარი. სესხი გაცემული იყო 3 თვის ვადით, ყოველთვიურად 7% სარგებლის გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ი-----–- ს-----–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.ქუთაისში, პ.ი-–---–ის ქ.N---ში. 2.2. მოსარჩელემ ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, რის გამოც 2013 წლის თებერვალში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. 2012 წლის 13 თებერვალს, კერძო აღმასრულებელ რ----------––--ის მიერ გაცემული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით, ი-----–- ს-----–--ეს კრედიტორ ნ----–--- დ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 22 920 აშშ დოლარისა და 100 ლარის გადახდა. 2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ნ----–--- დ---------ე ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მას მხარდაჭერად დაენიშნა ნ-----–-–---. 2.4. მოსარჩელის მტკიცებით, მან დავალიანების ნაწილი გადაიხადა ერთიანი თანხით და საბოლოოდ გადასახდელი დარჩა 21 100 აშშ დოლარი. სააღსრულებო წარმოების ეტაპზე მოსარჩელესა და მოპასუხე ნ----–--- დ---------ეს შორის წარმოებდა მოლაპარაკება მორიგების შესახებ. კრედიტორმა ნ----–--- დ---------ემ ი-----–- ს-----–--ეს შესთავაზა, რომ გადაეფორმებინა მისთვის მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარე, ქ.ქუთაისში, პ.ი-–---–ის ქ.N---ში, შემდგომ ის ვინაიდან იყო მეწარმე გამოიტანდა სესხს ბანკიდან, ამისათვის იპოთეკით დატვირთავდა ი-----–- ს-----–--ის საცხოვრებელ სახლს და ვალს ბანკში გადაიხდიდა ი-----–- ს-----–--ე, ხოლო ნ----–--- დ---------ე კი აიღებდა მის კუთვნილ თანხას. 2.5. 2013 წლის 13 მარტს, საჯარო რეესტრში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ი-----–- ს-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში, პ.ი-–---–ის ქ.N---ში აღირიცხა ნ----–--- დ---------ის სახელზე. 2.6. როგორც მოსარჩელე განმარტავს, ნასყიდობის ხელშეკრულება მას და ნ----–--- დ---------ეს შორის დაიდო ერთადერთი პირობით, რომ მოპასუხე ნ----–--- დ---------ე ქ.ქუთაისში, პ.ი-–---–ის ქ.N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლს დატვირთავდა იპოთეკით, წლიური მაქსიმუმ 14%-ით, ბანკიდან აიღებდა თანხას, რითაც მოხდებოდა მოსარჩელის ვალდებულებების გასტუმრება და შემდგომ სესხს გადაიხდიდა ი-----–- ს-----–--ე და მოახდენდა უკვე ბანკის მიერ დატვირთული სახლის ისევ მოსარჩელის სახელზე გადაფორმებას. ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელეს არანაირი ფულადი თანხა არ აუღია. ასე, რომ შინაარსიდან გამომდინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ არ მომხდარა ქონების საფასურის გადახდა. 2013 წლის 13 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით. 2.7. 2013 წლის 26 აპრილს, მოპასუხეებს ნ----–--- დ---------ესა და ნ---- ჯ--------ეს შორის დაიდო უძრავ ქონების ყიდვა-გაყიდვის (შეპირების) წინარე ხელშეკრულება და მისი ბეს ხელშეკრულებით უზრუნველყოფის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნ---- ჯ--------ემ ნ----–--- დ---------ეს გადაუხადა 5000 აშშ დოლარი. 2.8. 2013 წლის 16 ივლისს, მოპასუხეებს ნ----–--- დ---------ესა და თ----- ს-----–--ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისად სადავო სახლის მესაკუთრე გახდა ი-----–- ს-----–--ის ძმა მოპასუხე თ----- ს-----–--ე. 2.9. 28.02.2013 წლის შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ი-----–- ს-----–--ის საკუთრებაში არსებული 140,22 კვ.მ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 68 000 ლარით. 2.10. მოწმის სახით დაკითხულმა ს--------------მა და ლ----ი ჯ------ემ განმარტეს, რომ არიან ი-----–- ს-----–--ის მეგობრები, მათთვის ცნობილია, რომ ი-----–-ს სახლი დატვირთული იყო იპოთეკით ნ----–---ს სესხის სანაცვლოდ, მოილაპარაკეს, რომ მოხდებოდა ჩანაცვლება, სესხს გამოიტანდნენ ბანკიდან, მოხდებოდა ვალის გასტუმრება და სახლის უკან გადმოფორმება ი-----–- ს-----–--ეზე. თუმცა ბანკმა მას სესხი არ მისცა და სახლიც დარჩა გაფორმებული ნ----–---ს სახელზე, რომელიც როგორც მათთვისაა ცნობილი შემდეგ შეიძინა ი-----–-ს ძმამ, თ-----ი ს-----–--ემ. სესხის გასტუმრება ი-----–-ს მიერ არ მომხდარა, რადგან მას არ ჰქონდა საამისო თანხა, თ-----მა გაუსტუმრა მას ცალკეული თანხებიც. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით (მოტყუებით) გარიგებად მიჩნევის შესახებ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მხარეთა ნება. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, საკუთრების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ მესაკუთრეა უფლებამოსილი განკარგოს კუთვნილი ქონება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ ნივთის გამყიდველი იყოს მისი მესაკუთრე და შესაბამისად, გარიგების დადებისას გამოხატული იყოს მისი ნება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ე.ი. გარიგების ნამდვილობაც დამოკიდებულია მესაკუთრის ნების ნამდვილობაზე. 2.13. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 2.14. დადგენილია, რომ 2013 წლის 13 მარტს, საჯარო რეესტრში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ი-----–- ს-----–--ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში, პ.ი-–---–ის ქ.N---ში მიჰყიდა ნ----–--- დ---------ეს. ხელშეკრულების თანახმად, „ნასყიდობის საგანში“ მყიდველის მიერ გამყიდველის მოთხოვნით გადახდილია 30 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 26 აპრილს, მოპასუხეებს ნ----–--- დ---------ესა და ნ---- ჯ--------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის (შეპირების) წინარე ხელშეკრულება და მისი ბეს ხელშეკრულებით უზრუნველყოფის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნ---- ჯ--------ემ ნ----–--- დ---------ეს გადაუხადა 5000 აშშ დოლარი. ამავე წლის 16 ივლისს კი მოპასუხეებს ნ----–--- დ---------ესა და თ----- ს-----–--ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისად სადავო სახლის მესაკუთრე გახდა ი-----–- ს-----–--ის ძმა მოპასუხე თ----- ს-----–--ე. 2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო მე-2 ნაწილით- თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). მოჩვენებითია გარიგება, როდესაც მხარეებს არ აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოჩვენებითია ისეთი გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე (მოქმედებდნენ შეთანხმებით), რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. აქედან კი, გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლების მქონეა არა თავად გარიგებაში ნების გამომვლენი მხარე, ანუ ის პირი, რომელიც გარიგების მონაწილე მეორე მხარეს თავიდანვე შეუთანხმდა და რომელთან ერთადაც განიზრახავდა სამართლებრივი შედეგის დაუდგომლობას (სიმულაციას), არამედ სხვა პირი, რომლის უფლებაც ირღვევა ამგვარი ნების შეთანხმებული გამოვლენის შედეგად. (სუსგ №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი). თვალთმაქცური გარიგების დროს კი, გარიგების მონაწილეთა ნებას (სურვილს) წარმოადგენს დაფარონ სხვა გარიგება. მხარეების სურვილი მიმართული უნდა იყოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად. ამასთან, როგორც წესი, როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად, ასევე, მითითებულ შემთხვევაში, შეიძლება დაისვას მესამე პირთ ინტერესების დაცვის საკითხი. იმისათვის რომ, სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო ვერც მოჩვენებითი და ვერც თვალთმაქცური გარიგების არსებობის შესახებ გარემოებათა დადასტურება. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად/თვალთმაქცურად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე. მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლებმაც განაპირობეს მოჩვენებითი/თვალთმაქცური გარიგების დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი-----–- ს-----–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ დაადგინა უდაო გარემოებად, რომ 2012 წლის 21 მარტს ი-----–- ს-----–--ესა და ნ----–--- დ---------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, სესხის ოდენობა კი იყო 20 000 დოლარი ყოველთვიურად 7% იანი სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი-----–- ს-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში პ. ი-–---–ის ქ.#--. თანხის გადახდა ი-----–- ს-----–--ემ ვერ შეძლო და შესაბამისად დაიწყო სააღსრულებო წარმოება 2013 წლის 13 თებერვალს აღმასრულებელ რ----------––--ის მიერ და გაიცა წინადადება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ და სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ი-----–- ს-----–--ეს ნ----–--- დ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 22 920 აშშ დოლარი. ი-----–- ს-----–--ემ ნაწილი თანხა გადაუხადა და დარჩა 21 100 აშშ დოლარი. მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება. კერძოდ, იპოთეკარი ნ----–--- დ---------ე ი-----–- ს-----–--ეს სთავაზობდა გადახდის ანუ ვალის გასტუმრების ასეთ გზას. ი-----–- ს-----–--ეს დროებით უნდა გადაეფორმებინა მისთვის სესხის უზრუნველყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისში პ. ი-–---–ის ქ.#--. რადგან თავად იყო ინდმეწარმე და ბანკებში მას თითქოსდა ქონდა კარგი ისტორია და მას უპრობლემოდ მისცემდნენ სესხს. ხოლო ი-----–- ს-----–--ე იყო უმუშევარი არ იყო ინდმეწარმე, ამიტომ მას სესხის აღების პერსპექტივა არ ჰქონდა. ნ----–--- დ---------ის წინადადებით ბანკში დაიტვირთებოდა უძრავი ქონება იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ, თავის ვალს წაიღებდა ნ----–--- დ---------ე, ხოლო ი-----–- ს-----–--ე გრაფიკის შესაბამისად გადაიხდიდა ვალს უკვე ბანკში და გაცილებით დაბალი პროცენტით და უკანვე გადაიფორმებდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ სახლს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მიეთითა 30000 დოლარი. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომ თითქოსდა საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი რომ სადაო გარიგება „მოჩვენებით (მოტყუებით)“ (სტილი დაცულია) გარიგებად მიჩნეულიყო. ამიტომ ვერ გაიზიარებს სასამართლო სადაო ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნას. ჯერ ერთი, მოჩვენებითი გარიგება სულ სხვაა თავისი შინაარსით, რაც სხვა გარიგების გადასაფარად იდება, როგორც ამ შემთხვევაშია სახეზე. ხოლო მოტყუებით დადებული გარიგება კიდევ სულ სხვაა. 3.3. ნასყიდობა კი თავისი იურიდიული ბუნებით ნიშნავს ქონების გადაცემას და შესაბამისი თანხის აღებას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477 მუხლის მიხედვით 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 3. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. არც ერთი მოცემული პირობა სახეზე არ არსებობდა. ნ----–--- დ---------ემ აღიარა რომ, მას ნასყიდობის გაფორმებისას თანხა არ გადაუხდია და მან ჩაითვალა ვალში სახლი თუმცა, არც 30000 დოლარი არ ქონდა დაკისრებული ი-----–- ს-----–--ეს მის სასარგებლოდ. თუ ი-----–- ს-----–--ე არ გაისტუმრებდა ნ----–--- დ---------ეს, ფაქტობრივად იგი კარგავდა მამა-პაპისეულ სახლს, ამიტომ მან ფორმალურად, მოჩვენებითი და ასევე იძულებითი ხასიათის გარიგება დადო ნ----–--- დ---------ესთან. რომ გამოტანილიყო ბანკიდან სესხი, გაესტუმრებინა მოვალე ნ----–--- დ---------ე და იპოთეკიანი ბინა ისევ გადაეფორმებინა ი-----–- ს-----–--ეს თავის სახელზე და ნელ-ნელა დაეფარა სესხი. ბანკის სესხი რათქმა უნდა არ იქნებოდა 7%-იანი თვეში. ძირითადი არსი აღნიშნული 2013 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებისა იყო ეს. 3.4. გაუგებარია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლთან დაკავშირებით, როცა დადგენილად თვლის რომ ნასყიდობისას ერთ-ერთ აუცილებელ, კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, თანხის გდაცემას ადგილი არ ჰქონია და ამავე მუხლს აპელანტის საწინააღმდეგო დასაბუთებაში მიუთითებს. მართლაც, გაფორმდა ი-----–- ს-----–--ესა და ნ----–--- დ---------ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა დადასტურებულად ჩათვალა სასამართლომ, რომ შედეგი უნდა ყოფილიყო სესხის გამოტანა, ნ----–--- დ---------ის გასტუმრება და იპოთეკიანი სახლის ი-----–- ს-----–--ეზე გადაფორმება და დაბალპროცენტიანი სესხის ი-----–-ს მიერ გასტუმრება. 3.5. ზემოაღნიშნული მიმდინარე მოვლენები დეტალურად იყო ცნობილი შემდეგი მყიდველისათვის ნ---- ჯ--------ისა და თ-----ი ს-----–--ისათვის, რის გამოც, ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ კეთილსინდისიერ მყიდველებად. 3.6. 2013 წლის 26 აპრილს შედგა ნ----–--- დ---------ესა და ნ---- ჯ--------ეს შორის უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვის (შეპირების) წინარე ხელშეკრულება და მისი ბეს ხელშეკრულებით უზრუნველყოფის ხელშეკრულება. სადაც ვკითხულობთ, რომ „ეს ხელშეკრულების საგანი არის უფლებრივად უნაკლო, არ არის ყადაღადადებული და „ბეს“ მიმღების ნ----–--- დ---------ის განცხადებით არ არის სადაო და მესამე პირს არ შეიძლება რაიმე პრეტენზია ქონდეს მის მიმართ, მხარეებმა განაცხადეს, რომ ნასყიდობის საგანი არის ნივთობრივად უნაკლო, ხარისხი შეთანხმებულია მხარეებს შორის და მოწონებულია“. როდესაც, ამ დროს, უკვე ყველანაირ გზას ეძებდა ი-----–- ს-----–--ე, რომ ფაქტობრივად არ დაეკარგა სახლი. მხარეებს შორის იყო საშინელი დაძაბულობა და ყველაფერი დეტალურად იცოდა თ----- ს-----–--ემ და ნ---- ჯ--------ემ, რადგან ისინი არიან ი-----–- ს-----–--ის ძმა და რძალი. რაც პირდაპირ გამორიცხავს საქ. სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის არსებობას, კერძოდ, ისინი ვერ იქნებიან კეთილსინდისიერი შემძენები. 1. შემძენი ხდება მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. რაზეც საერთოდ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, ასევე ყურადსაღებია კეთილსინდისიერების განსაზღვრისას ის ფაქტი, რომ ბეს ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 26 აპრილს, ერთ თვეში, მაისში მოხდა გამოსახლება ი-----–- ს-----–--ისა და 2013 წლის 16 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ნ----–--- დ---------ესა და თ----- ს-----–--ეს შორის. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხზე. 3.7. აგრეთვე ყურადსაღებია ის ფაქტიც რომ, სადაო უძრავ ქონება 2013 წლის სასაქონლო ექსპერტიზით შეფასებულია 68 000 ლარად, (რაც ასევე დადგენილად ჩათვალა სასამართლომ), ხოლო ბეს ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგანი შეფასებულია 49 500 ლარად ანუ 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. დაახლოებით 11000 დოლარით ნაკლებად, როცა 11000 დოლარად შეეძლო ი-----–- ს-----–--ეს კორპუსის ბინის ყიდვა და არ აღმოჩნდებოდა იგი ქუჩაში. აღნიშნული ფასიც კი აშკარად გამოხატავს ნ----–--- დ---------ისა და თ----- ს-----–--ის არაკეთილსინდისიერების ფაქტს მოსარჩელე ი-----–- ს-----–--ის მიმართ. აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე ნ----–--- დ---------ის წარმომადგენელმა, მ---- დ---------ემ ახსენა, რომ სახლი მიჰყიდეს თ----- ს-----–--ეს 30000 დოლარად, იმიტომ რომ პროცენტებს არიცხავდნენ ი-----–- ს-----–--ეზე დაკისრებულ თანხას, მაშინ, როცა აღმასრულებლის მიერ დაკისრებულ თანხას კანონი პროცენტს არ არიცხავს და მსგავსი პროცენტები არც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, თორემ აღნიშნული სახლი ორმაგი ღირდა, რაც ასევე ამორალურ გარიგებაზე მიუთითებს, რაც ასევე გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. 3.8. რაც შეეხება ი-----–- ს-----–--ესა და ნ----–--- დ---------ეს შორის არსებული 2013 წლის 16 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებას, იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება, აგრეთვე იძულებითი (რადგან თუ არ დაეთანხმებოდა და ნ----–--- დ---------ეს არ გაისტუმრებდა, ის უკანასკნელი მას სახლს წაართმევდა და აუქციონზე გაუყიდიდა) და მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება, რასაც თაღლითური ქმედების შედეგად მოჰყვა იურიდიული შედეგი ი-----–- ს-----–--ის ნების საწინააღმდეგოდ. 3.9. ი-----–- ს-----–--ე ყველაფერს აკეთებდა, რომ მამა-პაპისეული სახლი არ დაეკარგა, ეს იდეა ჩანდა ყველა მტკიცებულებაში, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებში, 2014 წლის გადაწყვეტილებაში, 2015 წლის განჩინებაში სხდომის ოქმებში და აპელანტის ახსნა-განმარტებებში. ასევე სრულიად უადგილოა სასამართლოს მიერ მითითება ამავე კანონის 327-ე მუხლზე, 3.10. ასევე უადგილოა სასამართლოს მიერ 477-ე მუხლის აპელანტის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების დასაბუთებაში გამოყენება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 21 მარტს ი-----–- ს-----–--ემ (აპელანტი) ნ----–--- ს-----–--ისაგან (კრედიტორი, მოპასუხე) ისესხა 20 000 აშშ დოლარი. 4.1.1. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით და სესხის ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 7%-ს. 4.1.2. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა აპელანტის კუთვნილი, N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. 4.2. აპელანტმა კრედიტორს სესხი ვერ დაუბრუნა და კრედიტორმა ვალდებულების იძულებით შესრულების მიზნით მიმართა სააღსრულებო ბიუროს. 4.3. 2013 წლის 13 თებერვალს აღმასრულებელმა აპელანტს მიმართა წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 17). 4.4. 2013 წლის 13 მარტს კი აპელანტსა და კრედიტორს შორის დაიდო „უძრავი ნივთის ნასიდობის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა აპელანტისაგან N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული ქონება შეიძინა. 4.4.1. ქონების ნასყიდობის ფასად მხარეებმა 30 000 აშშ დოლარი განსაზღვრეს. 4.5. 2013 წლის 26 აპრილს კრედიტორსა და ნ---- ჯ--------ეს შორის დაიდო „უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის (შეპირების) წინარე ხელშეკრულება და მისი ბეს ხელშეკრულებით უზრუნველყოფის ხელშეკრულება“. 4.5.1. ამ ხელშეკრულებით კრედიტორმა იკისრა ვალდებულება ნ---- ჯ--------ისათვის 30 000 აშშ დოლარად მიეყიდა სადავო უძრავი ქონება. 4.5.2. აღნიშნული ვალდებულების ანგარიშში ნ---- ჯ--------ემ კრედიტორის წინასწარ გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 25 000 აშშ დოლარი კი უნდა გადაეხადა 2013 წლის 1 ივლისს. 4.5.3. თანხის სრულად გადახდის შემდეგ, სადავო ქონებაზე საკუთრება კრედიტორს ნ---- ჯ--------ისათვის უნდა გადაეცა. 4.6. 2013 წლის 16 ივლისს კრედიტორმა სადავო ქონება 30 000 ლარად თ----- ს-----–--ეს მიჰყიდა და, ამჟამად, ქონება სწორედ მას ეკუთვნის. 4.7. თ----- ს-----–--ე აპელანტის ძმაა, ხოლო ნ---- ჯ--------ე თ----- ს-----–--ის მეუღლეა. 4.8. აპელანტმა კრედიტორის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მისთვის 8 800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.8.1. აპელანტის პოზიციით, რადგან მისი ვალი კრედიტორის მიმართ შეადგენდა 21200 აშშ დოლარს, ხოლო კრედიტორმა ქონება 30 000 აშშ დოლარად გაყიდა, იგი მის ხარჯზე 8 800 აშშ დოლარით გამდიდრდა. 4.8.2. თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მხარე, ნ----–--- დ---------ე არ გამოცხადდა, ამიტომ აპელანტის წარმომადგენელმა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა. 4.9.1. დადგენილია, რომ აპელანტმა სარჩელი ერთდროულად რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ აღძრა. 4.9.2. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, თ----- ს-----–--ე, ნ---- ჯ--------ე და ნ----–--- დ---------ე წარმოადგენენ საპროცესო თანამონაწილეებს. 4.9.3. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო თანამონაწილეობა შეიძლება იყოს სავალდებულო და ფაკულტატური. საპროცესო თანამონაწილეობა სავალდებულოა, თუ საქმის განხილვა სამართლებრივი ურთიერთობის ყველა მონაწილის გარეშე შეუძლებელია. 4.9.4. სავალდებულო თანამონაწილეობის დროს სასამართლოს სხდომაზე ერთ-ერთი მხარის გამოცხადება ყველა თანამონაწილის გამოცხადებას ნიშნავს და გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, არა მარტო, დაუშვებელი, არამედ შეუძლებელიცაა. 4.10. დადგენილია, რომ კრედიტორის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით აპელანტი 2013 წლის 13 მარტს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს. 4.10.1. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, მას აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის იურიდიული ინტერესიც გარიგებით განკარგული ქონების საკუთრებაში დაბრუნებაა. 4.10.2. აღნიშნული ქონება, ამჟამად, თ----- ს-----–--ეს ეკუთვნის. ამიტომ, თამაზ ს-----–--ის მონაწილეობის გარეშე, მის კუთვნილ ქონებაზე დადებული გარიგების ნამდვილობის შემოწმება შეუძლებელია. 4.10.3. ამრიგად, კრედიტორი და თ----- ს-----–--ე სავალდებულო საპროცესო თანამონაწილეები არიან. თ----- ს-----–--ე კი სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა. 4.10.4. ამის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები არ არსებობს და შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.11.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. 4.12. პალატის აზრით, თავისთავად, კრედიტორის მიერ იმ ქონების შეძენა, რომელზეც მის სასარგებლოდ აღსრულება მიმდინარეობდა, გარიგების მოსაჩვენებლად დადებას არ ადასტურებს. 4.13. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე კრედიტორის დაკმაყოფილების რამდენიმე საშუალებას ითვალისწინებს. 4.13.1. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლი იპოთეკარს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა, ამას გარდა, იპოთეკარი შეიძლება დაკმაყოფილდეს ვალდებულების შესრულებით, სხვა შესრულების მიღებით ან იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემით. 4.13.2. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს. 4.14. იპოთეკით დატვირთული ნივთის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, ცხადია, იპოთეკარი მოვალეს ნასყიდობის საზღაურს არ უხდის. 4.14.1. ზოგ შემთხვევაში, მან შეიძლება მესაკუთრეს გადაუხადოს სხვაობა დასაკმაყოფილებელ მოთხოვნასა და ქონების ღირებულებას შორის, თუმცა ამისთვის, ჩვეულებრივ, მხარეთა შეთანხმებაა აუცილებელი. 4.15. უდავოდ არის დადგენილი, რომ აპელანტს კრედიტორის ვალი ჰქონდა და აღმასრულებელი ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ნივთის რეალიზაციას ახდენდა. 4.15.1. აპელანტი განმარტავს, რომ ქონების რეალიზაციისაგან თავის ასარიდებლად, მან ქონებაზე საკუთრება კრედიტორს გადასცა იმ პირობით, რომ კრედიტორი აეღებდა სესხს კომერციულ ბანკში და დატვირთავდა ქონებას იპოთეკით. 4.15.2. კრედიტორის მიერ სესხად აღებული თანხა კი უნდა გაესტუმრებინა აპელანტს და ამის შემდეგ, კრედიტორი მას ქონებას დაუბრუნებდა. 4.15.3. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მხარეები, თუ ბანკი კრედიტორზე სესხს არ გასცემდა, აპელანტს არ მიუთითებია. 4.16. აღნიშნული შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად აპელანტმა სასამართლოს მოწმეები წარუდგინა, თუმცა მათი ჩვენებიდან ჩანს, რომ არც-ერთი მათგანი, უშუალოდ, ხელშეკრულების დადებას არ დასწრებია. 4.16.1. მოწმემ, ლ---- ჯ------ემ, მართალია, განმარტა, რომ მხარეებს გაჰყვა საკრედიტო დაწესებულებაში, თუმცა ბანკში მისვლიდან რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ კრედიტორი სესხს ვეღარ იღებდა. 4.16.2. მხოლოდ აღნიშნული ფაქტი კი აპელანტის მოთხოვნას არ ამტკიცებს. 4.16.3. ამიტომ, მისი პოზიცია დაუსაბუთებელია. 4.17. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე. 4.17.2. ნათელია, აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო გარიგება გადადების პირობით. 4.17.3. ამ გარიგების შესაბამისად, არსებული ვალის სანაცვლოდ მან კრედიტორს საკუთრებაში გადასცა იპოთეკით დატვირთული ქონება. 4.17.4. თავის მხრივ, კრედიტორს წარმოეშვა აპელანტისათვის ქონების დაბრუნების ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ საბანკო დაწესებულება მასზე გასცემდა კრედიტს და მას აპელანტი დაფარავდა. 4.17.5. გარიგებით გათვალისწინებული პირობის შესრულება მხარეთა შორის დავის საგანი არ არის. 4.17.6. ამრიგად, ცხადია, რომ, თავად აპელანტის პოზიციის გათვალისწინებით, მასსა და კრედიტორს შორის გარიგება მოსაჩვენებლად არ დადებულა და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 1 ნაწილის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. 4.17.7. ამის გამო, ეს გარიგება ნამდვილია. 4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 4.18.1. რადგან 2013 წლის 13 მარტის გარიგება ნამდვილია, მის საფუძველზე სადავო ქონების მესაკუთრე კრედიტორი გახდა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იგი უფლებამოსილი იყო ქონება განეკარგა. 4.18.2. ამის შესაბამისად, არც 2013 წლის 26 აპრილისა და 2013 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძლები არ არსებობს. 4.19. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. 4.19.1. როგორც აღინიშნა, აპელანტი სარჩელით ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, ე.ი. ბათილად აღიარებას ითხოვს, ამის შესაბამისად, მას აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი. 4.20. როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან ჩანს, აღიარებითი სარჩელის როგორც დასაშვებობის, ისე მისი საფუძვლიანობის შემოწმების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი მოსარჩელის იურიდიული ინტერესია. 4.20.1. იურიდიული ინტერესი კი არის ის ფაქტობრივ-სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელით სურს. 4.21. აპელანტმა აღიარებითი სარჩელი საკუთრებაში ქონების დაბრუნების მიზნით აღძრა, ე.ი. სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიზანი ქონების აპელანტის საკუთრებაში დაბრუნებაა. 4.22. პალატა აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა შევაფასოთ აპელანტსა და კრედიტორს შორის 2013 წლის 13 მარტს დადებული ხელშეკრულება, ნათელია, რომ მისი მიზანი აპელანტის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება იყო. 4.23. უდავოა, რომ აპელანტს კრედიტორისათვის სესხად აღებული თანხა არ დაუბრუნებია. 4.24. ამ ვითარებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. 4.25. ამის შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა. 4.25.1. ეს კი ნიშნავს, რომ მას ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. 4.26. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი-----–-ს ს-----–--ის წარმომადგენლის, რ---------------–--–---ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ი-----–- ს-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
4. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი