განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100119003035140
საქმე №1ბ/1394-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
9 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: მ-----– წ-–--–-–---–ი (პირადი ნომერი: №3----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რუსთავი, გ---------–-–---–------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ-----– წ-–--–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--- გ--------ემ და ითხოვეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, ქ. რუსთავში, ლ-------------------ში, ვ---- შ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის კართან მივიდა ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლე მ-----– წ-–--–-–---–ი, მოსთხოვა კარის გაღება, მიაყენა შეურაცხყოფა, შეაგინა და დაემუქრა, რომ კარს შეამტვრევდა ან დაელოდებოდა კართან და გამოსვლისთანავე შვილების თვალწინ მოკლავდა - დანით გამოჭრიდა ყელს. შემთხვევის ადგილზე სამართლადამცავების მისვლის შემდეგ მ-----– წ-–--–-–---–ი კვლავ დაემუქრა ყოფილ მეუღლეს რომ მოკლავდა.
მ-----– წ-–--–-–---–ის ქმედებებით ვ---- შ-----–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ვ---- შ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.რუსთავში, ლ----------------------ში მის ორ არასრულწლოვან შვილთან ნ--- და შ-------- წ-–--–-–---–თან ერთად. 2019 წლის მაისის დასაწყისში მას შვილმა შ-------- წ-–--–-–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ ბინის კარებზე აკაკუნებდა მამა (მ-----– წ-–--–-–---–ი). ვ---- შ-----–---–მა უთხრა, რომ მის მისვლამდე კარი არ გაეღო. სახლში მისვლისას არც ბინასთან და არც კორპუსის ეზოში მ-----– წ-–--–-–---–ი აღარ იმყოფებოდა. იმ დღის შემდეგ მ-----– წ-–--–-–---–ი სისტემატურად მიდიოდა დაზარალებულის ბინასთან აკაკუნებდა კარებზე და ითხოვდა სახლში შეშვებას. ვინაიდან ვ---- შ-----–---–ი არ უღებდა კარს მ-----– წ-–--–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 15 მაისს, იმყოფებოდა სახლში, მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, რა დროსაც კარებზე გაისმა კაკუნის ხმა და კარის სათვალთვალოდან გახედვისას დაინახა მ-----– წ-–--–-–---–ი, რომელიც კვლავ ითხოვდა სახლში შეშვებას. ვ---- შ-----–---–მა არც ამჯერად გაუღო კარი და მოსთხოვა გაენებებინა თავი, რის საპასუხოდაც მ-----– წ-–--–-–---–ი გახდა აგრესიული, დაზარალებულს დაუწყო გინება და მუქარა, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ თუ არ გაუღებდა კარს და არ შეუშვებდა სახლში კარებს შეამტვრევდა და დანით გამოჭრიდა ყელს. აღნიშნული მუქარა ვ---- შ-----–---–მა აღიქვა რეალურად, შეეშინდა და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის გამოც დარეკა 112-
ში და გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლები მალევე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რომლებსაც განუმარტა შექმნილი სიტუაციის შესახებ. მისი ყოფილი მეუღლე მ-----– წ-–--–-–---–ი ამ დროსაც იმყოფებოდა სახლის კარებთან
და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების ყოფნისა კვლავ ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა მ-----– წ-–--–-–---–ი დააკავეს. მოწმემ დამაზუსტებელ კითხვებზე უპასუხა, რომ მ-----– წ-–--–-–---–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა შიში, ვინაიდან მ-----– წ-–--–-–---–ი მუდმივად დადიოდა დანით, ამასთან მას არაერთხელ უძალადია მისივე მშობლებზე.
საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაკითხული არასრულწლოვანი ნ--- წ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დედასთან ვ---- შ-----–---–თან და ძმასთან შ-------- წ-–--–-–---–თან ერთად. ის და მისი ძმა პერიოდულად მიდიოდნენ მამის სანახავად, რომელიც ასევე ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. დიდი ხნის განმავლობაში მამა (მ-----– წ-–--–-–---–ი) მათთან სახლში არ მიდიოდა, ვინაიდან, არ იცოდა მათი მისამართი, თუმცა როცა გაიგო დაიწყო მათ სახლთან მისვლა და სახლში შეშვების მოთხოვნა. მოწმის განმარტებით, დედისგან იცოდა, რომ მამა (მ-----– წ-–--–-–---–ი) დედას ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. მამა (მ-----– წ-–--–-–---–ი) მათ საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით 5 ჯერ იყო მისული, მიდიოდა ძირითადად საღამო საათებში. 2019 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, როდესაც ისინი უკვე ძილს აპირებდნენ, კარებზე გაისმა ბრახუნის ხმა. კართან მისულმა დედამ დაინახა, რომ მათთან მისული იყო მ-----– წ-–--–-–---–ი, რომელიც ითხოვდა სახლში შეშვებას. ვ---- შ-----–---–მა არ გააღო კარი და მ-----– წ-–--–-–---–ს მოუწოდა, თავი დაენებებინა, ვინაიდან, აღარ უნდოდა მასთან ცხოვრება. მამამ - მ-----– წ-–--–-–---–მა დაუწყო გინება და დედას (ვ---- შ-----–---–ს) ემუქრებოდა მოკვლით. დედამ გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგაც მ-----– წ-–--–-–---–ი პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებითაც ემუქრებოდა დედას და ეუბნებოდა ,,თუ არ შეურიგდებოდა და არ გაატანდა ბავშვებს, ყელს გამოჭრიდა“.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დედა მათ მამასთნ მხოლოდ მაშინ უშვებდა, როცა
ბებიაც სახლში იყო.
საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაკითხული, არასრულწლოვანი შ-------- წ-–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დედასთან - ვ---- შ-----–---–თან და ძმასთან ნ--- შ-----–---–თან ერთად ცხოვრობს ქ. რუსთავში. ადრე მამაც მათთან ცხოვრობდა, მაგრამ მამა მათთან აღარ ცხოვრობს, ვინაიდან მამა და დედა დაშორდნენ. ძმები კვირაში ერთხელ დედის ნებართვით მიდიოდნენ მამასთან სახლში, როდესაც ბებიაც სახლში იყო. ბოლო პერიოდში აღარ მიდიოდნენ, რადგან ბებია წასულია თურქეთში სამუშაოდ და დედა არ უშვებდა მამასთან, ვინაიდან მამა ძირითად ქუჩაშია. მოწმის განმარტებით, მამა პერიოდულად მიდიოდა მათთან სახლში და აბრახუნებდა კარზე, თუმცა დედა არ უღებდა კარებს, ხოლო მამა ეუბნებოდა გაეღო კარი თორე ყელს გამოჭრიდა. მაისის თვეში დღე არ ახსოვს, საღამო საათებში კარებზე იყო ბრახუნის ხმა, როდესაც დედა გავიდა კარებთან ნახა, რომ კარებთან იდგა მ-----– წ-–--–-–---–ი და დედას ემუქრებოდა, რომ დანას გაუყრიდა მუცელში. მ-----– წ-–--–-–---–ის მუქარის შეეშინდათ ვ---- შ-----–---–ს და გამოიძახა პოლიცია. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მამა ისევ კარებთან იყო და აგრძელებდა დედის მისამართით გინებას და მუქარას, ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა ის დააკავეს.
მოწმე (ქვემო ქართლის პოლიციის პატრულ ინსპექტორი) დ----- ნ----–---–ის ჩვენებით დადგენილი იქნა, რომ 2019 წლის 15 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის შესახებ. დაახლოებით 7 წუთში მის მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც მერვე სართულზე ბინის შესასვლელთან კიბეზე იჯდა მ-----– წ-–--–-–---–ი (კიბიდან პირდაპირ იყო სახლის კარები), რომელმაც თავიდანვე გამოხატა აგრესია, როდესაც დაინახა, რომ ფორმა ეცვათ. პოლიციის თანამშრომლებს კარი გაუღო ვ---- შ-----–---–მა. მოწმე შევიდა სახლში, მისი მეწყვილე კი დარჩა გარეთ მ-----– წ-–--–-–---–თან. ვ---- შ-----–---–მა განმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე აყენებდა სისტემატიურად შეურაცყოფას, არ აძლევდა ნორმალურად გადაადგილების საშუალებს, იჯდა გარეთ და ემუქრებოდა მოკვლით. რის გამოც უწევდა სამსახურის გაცდენა. ასვე განმარტა, რომ მ-----– წ-–--–-–---–ი აწვალებდა კარს, რადგან სურდა სახლში შესვლა. კარს ეტყობოდა გარკვეული დაზიანების კვალი. აღნიშნულის გამო სურდა გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, რომ მ-----– წ-–--–-–---–ი აღარ მიახლოებოდა მას და მის საცხოვრებელ სახლს. ვ---- შ-----–---–მა განმარტა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში მ-----– წ-–--–-–---–ი იყო ადეკვატური, იცოდა სად სწავლობდნენ ბავშვები, მიდიოდა და ნახულობდა, რასაც არ უშლიდა. მოწმის განმარტებით, შემაკავებელი ორდერის შევსების პროცესში შემთხვევის ადგილზე, ასევე მივიდა კრიმინალური პოლიციაც. სახლში იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი. აღნიშნული ფაქტით ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ და ამბობდნენ, რომ როცა მამა ფხიზელია, მაშინ უნდათ მასთან ყოფნა, როცა არის ნასვამი არ უნდათ, რომ მამა მათთან იყოს. ბავშვები მამის მიმართ აგრესიულად განწყობილები არ იყვნენ. მოწმის განმარტებით, მ-----– წ-–--–-–---–ი მათი თანდასწრებითაც აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, რის გამოც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მ-----– წ-–--–-–---–ის დაკავება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-----– წ-–--–-–---–ს ხელში არაფერი არ ეჭირა, გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა.
მოწმე (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) ჯ--- ღ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამო საათებში, იმყოფებოდა სამსახურში და მიიღო შეტყობინება, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც მის თანამშრომელებთან დ----- კ------–--ესთან და გ------- მ---------ესთან ერთად გამოცხადა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას სადარბაზოს შესასვლელთან დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი (დაახლოებით 10 წუთით ადრე იყვნენ მისულები), ხოლო სახლის შესასვლელი კარი იყო ღია. სახლის კარების შესასვლელთან, მ-----– წ-–--–-–---–ი ესაუბრებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ის იყო აგრესიული და იგინებოდა უმისამართოდ. სახლის შესასვლელში, კართან ახლოს იდგა მაგიდა რომელთანაც იჯდა დაზარალებული ვ---- შ-----–---–ი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ავსებდა შემაკავებელ ორდერს. ვ---- შ-----–---–მა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს განუმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მ-----– წ-–--–-–---–ი ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრით. (ამ დროს თვითონ იდგა მათ გვერდით და ესმოდა ქალბატონის საუბარი.) როდესაც აღნიშნული გაიგო მ-----– წ-–--–-–---–მა, გახდა აგრესიული და კვლავ მეუღლეს დაემუქრა ყელის გამოჭრით - სიცოცხლის მოსპობით. მ-----– წ-–--–-–---–ი ცდილობდა ყოფილ მეუღლესთან მისვლას, რისი საშუალებაც არ მისცეს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ამის გამო მოხდა მისი დაკავება, ვინაიდან სახეზე იყო დანაშაულზე წასწრება. დაკავების ოქმი შეავსო მისმა თანამშრომელმა გ------- მ---------ემ. დაკავებულს განემარტა უფლებები. მ-----– წ-–--–-–---–ი გაეცნო დაკავების ოქმს, თუმცა ხელი არ მოაწერა, რადგან არ ცნობდა თავს დამნაშავედ. დაკავებისას მ-----– წ-–--–-–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ასევე ორი არასრულწლოვანი ბავშვი.
მოწმე (უბნის უმცროსი ინსპექტორი) დ----- კ------–--ის ჩვენებით დადგენილი იქნა, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამო ხანს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, მიიღო ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინება, შემთხვევის ადგილზე გასულს სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინის კარის წინ დახვდათ მათთვის მანამდე უცნობი მ-----– წ-–--–-–---–ი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მ-----– წ-–--–-–---–ი ამ დროს იყო მშვიდად, არ იგინებოდა. პოლიციის მეორე თანამშრომელი ესაუბრებოდა ქალბატონ ვ---- შ-----–---–ს და ავსებდა შემაკავებელ ორდერს. ქალბატონმა ვ----მ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მ-----– წ-–--–-–---–ი ერთი კვირს განმავლობაში მიდიოდა მასთან სახლში, უკაკუნებდა კარზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით), როდესაც ეს გაიგონა მ-----– წ-–--–-–---–მა გახდა აგრესიული და ხმამაღალი ტონით ეუბნებოდა ვ----ს, რომ ყელს გამოჭრიდა. ცდილობდა შესულიყო სახლში, რა დროსაც ის დააკავა მისმა თანამშრომელმა გ------- მ---------ემ და განუმარტა უფლებები. დაკავების დროს ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სახლში ამ დროს იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელებიც იყვნენ სხვა ოთახში.
მოწმე (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) გ------- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამო ხანს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისულს დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი ესაუბრებოდა ქალბატონს, მეორეს კი გარეთ ჰყავდა გამოყვანილი მ-----– წ-–--–-–---–ი, რომელიც იდგა შესასვლელ კართან. ადგილზე მისულებს პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ნასვამ მდგომარეობაში და ძალადობდა მეუღლეზე. შემაკავებელი ორდერის შევსებისას, ქალბატონმა ვ---- შ-----–---–მა განმარტა, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე მ-----– წ-–--–-–---–ი მიდიოდა მასთან სახლში აკაკუნებდა კარზე, აგინებდა, ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრით. როდესაც აღნიშნულს ყვებოდა ვ---- შ-----–---–ი, მ-----– წ-–--–-–---–ი იდგა მასთან ახლოს, კარის შესასვლელთან და ესმოდა საუბარი, რის გამოც გახდა აგრესიული და ეუბნებოდა ვ----ს - „რას ლაპარაკობ“ , „მოგკლავ“, „ყელს გამოგჭრი“. აღნიშნულის გამო პირადად დააკავა მ-----– წ-–--–-–---–ი და განუმარტა უფლებები. დაკავების დროს მ-----– წ-–--–-–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებულმა ოქმზე ხელი არ მოაწერა, რადგან თავს არ ცნობდა დამნაშავედ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სახლში იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, თუმცა იყვნენ სხვა ოთახში. მოწმემ მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერება დაადასტურა.
მოწმე (დეტექტივ გამომძიებელი) დ----- ო-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 15 მაისს, მიიღო შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ მ-----– წ-–--–-–---–ი ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს ვ---- შ-----–---–ს სიცოცხლის მოსპობით, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება. მის მიერ საქმის ირგვლივ გამოკითხული იქნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მიიღეს დაკავებაში მონაწილეობა, ასევე დაზარალებული ვ---- შ-----–---–ი და არასრულწლოვნები, რომელთა გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი. გამოკითხვისას მოწმეებს პრეტენზია არ გამოუთქვიათ. მის მიერ მოხდა მ-----– წ-–--–-–---–ისთვის ბრალის დადგენილების გაცნობა და გამოკითხული იქნა მოწმის სახით. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება.
მ-----– წ-–--–-–---–მა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
მ-----– წ-–--–-–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----– წ-–--–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----– წ-–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----– წ-–--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
მ-----– წ-–--–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქმეში არსებული მასალებით - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული მ-----– წ-–--–-–---–ი, 2019 წლის 15 მაისს - ახალი დანაშაულის ჩადენის დროს, ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით). იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 10 ივნისს. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, ნასამართლობა მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. შესაბამისად ახალი დანაშაულის ჩადენის დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
ამავე დროს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი, მ-----– წ-–--–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ-----– წ-–--–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ-----– წ-–--–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მ-----– წ-–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 მაისიდან.
მ-----– წ-–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/