განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002972358
საქმე № 1ბ/1429-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული მ-----– მ------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, დასაოჯახებლი, მცხოვრები: ქ.-----–---, ნ-----------------------ში;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: მ-----– მ------–-–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით მ-----– მ------–-–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ-----– მ------–-–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მ-----– მ------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ.თ---–--–------------------------ში, თანაცხოვრების პერიოდში, მ-----– მ------–-–---–ი დედის - მ----–--- კ-------ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ----–--- კ-------ე იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ და განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
აღნიშნული ქმედებისათვის მ-----– მ------–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ-----– მ------–-–---–ის მხრიდან მ----–--- კ-------ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.-----–---ს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მ-----– მ------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ მ-----– მ------–-–---–ის მხრიდან დედის - მ----–--- კ-------ის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს დაზარალებულის მ----–--- კ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მხარეების მიერ სასამართლო პროცესზე მიჩნეულ იქნა, როგორც არასადავო მტკიცებულება. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზარალებული უთითებს, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფს დაზიანებები მიაყენა თავისმა შვილმა, რა დროსაც იგი სასაწრაფო სამედიცნო ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. დაზარალებული იმყოფება სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და სამართალდამცავ ორაგნოებს სთხოვს, რომ უმკურნალონ მ-----– მ------–-–---–ს, რომელიც არ არის ფსიქიკურად გაწონასწორებული. დაზარალებულის მიერ ხელმოწერილია დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე, სადაც იგი ადასტურებს, რომ ნამდვილად დაზარალებულია. დადგენილებაში კი მითითებულია ის ფსიქოლოგიური ძალადობრივი ქმედებები, რასაც ბრალდების მხარე მ-----– მ------–-–---–ს ედავება. აპელანტს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ც----- ტ----–---–ის ჩვენება, რომლიც უთითებს, რომ დაზარალებულმა მ----–--- კ-------ემ სწორედ მას სთხოვა დახამარება, რადგან თავისი შვილი აყენებდა ფიზიკურ დაზიანებებს და ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს მ-----– მ------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-----– მ------–-–---–ის მიერ მ----–--- კ-------ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტებს, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ-----– მ------–-–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო და სასამართლოსთვის წარდგენილი ბრალდების ირგვლივ რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებია; დაზარალებულ მ----–--- კ-------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული), დაზარალებული ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, ხოლო გონზე მოსვლის შემდეგ შეამჩნია, რომ ხელებზე აღენიშნებოდა სილურჯეები. თავის შვილს - მ-----– მ------–-–---–ს მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, პირიქით, იგი მისი ერთადერთი მარჩენალია; დაზარალებული გამოძიების ეტაპზევე გამორიცხავდა მ-----– მ------–-–---–ისგან როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და საუბრობდა მხოლოდდამხოლოდ უგონო მდგომარეობაში ყოფნისას გარკვეული ფიზიკური დაზიანების მიღებაზე (ხელებზე აღენიშნებოდა სილურჯეები) და მისთვის უცნობი იყო, თუ რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები.
უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს მ-----– მ------–-–---–ის მამხილებელ საკმარის ინფორმაციას, რაც შეეხება დადგენილებას პირის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, ეს არის საპროცესო დოკუმენტი და ვერ იქნება მტიკიცებულება იმისა, რომელიც დაადასტურებს ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი. ამასთან, დაზარალებული მხოლოდ აღნიშნული დადგენილების გაცნობის, ასლის გადაცემისა და უფლებების განმარტების ფაქტს ადასტურებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე გამოკვლეულ იქნა მოწმე ც----- ტ----–---–ის ჩვენება, რომლემაც განმარტა, რომ ცხოვრობს დაზარალებულისა და მ.მ------–-–---–ის მეზობლად. მისთვის, დაზარალებულისაგან - მ----–--- კ-------ისაგან ცნობილი გახდა, რომ შვილმა - მ-----– მ------–-–---–მა სამჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ბოლო შემთხვევაში - უგონო მდგომარეობაში მყოფს, რის გამოც ითხოვდა დახმარებას და თავშესაფარში გადაყვანას. მან ამის შესახებ შეატყობინა პოლიციას. მანვე განმარტა, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა სილურჯეები, თუმცა უცნობია, აღნიშნული სილურჯეები გამოწვეული იყო მ-----– მ------–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად თუ სამედიცინო მანიპულაციებით, რამდენადაც ასაკიდან გამომდინარე, მ----–--- კ-------ე ხშირად იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ამასთან, პოლიციაში დარეკვიდან მეორე დღეს დაზარალებულმა უარყო მასთან წინა დღეს ნათქვამი და უთხრა, რომ მ-----– მ------–-–---–ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ ინფორმაცია იყო მხოლოდ ხუმრობა და სინამდვილეში ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ მ.მ------–-–---–ისა და დაზარალებულის საცხოვრებელი სახლიდან კონფლიქტის ხმა არასოდეს გაუგია არც აღნიშნულ ფაქტამდე და არც მას შემდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ც----- ტ----–---–ისათვის მ-----– მ------–-–---–ის მიერ მ----–--- კ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ (და არა სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ, რაც ბრალად ჰქონდა მ-----– მ------–-–---–ს წარდგენილი) ცნობილი გახდა უშუალოდ დაზარალებულისაგან, რომელმაც შემდეგ მასთან საუბარში თავადვე უარყო აღნიშნული ნათქვამის სიმართლე და განუცხადა, რომ წინა დღით იხუმრა; სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმე, რომლის ჩვენება ირიბ მტკიცებულებას წარმოადგენს და თავადვე უთითებს პირველწყაროსაგან (დაზარალებულისაგან) მიღებული ინფორმაციის არასანდოობაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რომელიც პალატას მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია მ-----– მ------–-–---–ის მიერ მ----–--- კ-------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მ-----– მ------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მ-----– მ------–-–---–მა ჩაიდინა დედის - მ----–--- კ-------ის მიმართ სისტემატური სიტყვიერ შეურაცხყოფა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და მ-----– მ------–-–---–ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა მ-----– მ------–-–---–ის მიერ დედის - მ----–--- კ-------ის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტებს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არ არის სხვა პირდაპირი მტკიცებულება და, შესაბამისად, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს საკმარისად დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე ძალადობის, სისტემატიური სიტყვიერი, თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის უშუალო თვითმხილველი არ არის. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა მ-----– მ------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ მ-----– მ------–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მ----–--- კ-------ის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მ-----– მ------–-–---–ის დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მ-----– მ------–-–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ მ-----– მ------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი