განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002460252
საქმე №1ბ/1283-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ე-–------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №079020617001 მსჯავრდებულ ლ-----------ის და გამართლებულ გ------- გ----–-–---–ის მიმართ.
ლ------------ (პირადი №3----------- დაბადებულია 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-----------------–----------------------------ში.
გ------- გ----–-–---–ი (პირადი №4----------) დაბადებულია 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ყ------–-------------------------ში.
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: 2017 წლის 2 ივნისს გ------- გ----–-–---–მა და ლ------------მ დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს დიდი ოდენობით ნედლი მარიხუანა, წონით 261,89 გრამი, რომელიც მოათავსეს და უკანონოდ ინახავდნენ ლ-----------ის მართვის ქვეშ მყოფ ”მ-----ას” მარკის ა/მანქანაში, სახელმწიფო ნომრით A--------. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნანახი და ამოღებული იქნა 2017 წლის 2 ივნისს ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით:
გ------- გ----–-–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გ------- გ----–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”ა” ქევეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ლ-----------ის მიმართ გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ლ------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 -ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-–------------–---–მა.
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა - ლ-----------ის და გ------- გ----–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 2731 -ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ბქეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
გამართლებულ გ------- გ----–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც------------–---–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გ------- გ----–-–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ე-–------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი ლ-----------ის და გ------- გ----–-–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად. მხარეების მიერ სადავოდ გახდილი ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან გამოკვლეული იქნა შემდეგი: მოწმის სახით დაიკითნენ ზ--------------–---–ი, კ------------–---–ი, დ--–---------–--–-–---–ი, მ--------–---–ი, გ----------–---–ი, მ-----–--------–---–ი, ვ--------------ე და ვ----–--------, ასევე დაკითხული იქნენ გ------- გ----–-–---–ი და ლ------------.
მოწმეებმა ზ--------------–---–მა და კ------------–---–მა დაადასტურეს, რომ 2019 წლის 2 ივნისს გამთენიისას გურჯაანის რაიონის სოფელ ბადიაურში მანევრირების წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქნა ,,მ-----ა“, რომელსაც მართავდა ლ------------, ავტომანქანაში იმყოფებოდა გ------- გ----–-–---–ი. გაჩერებული ავტომანქანიდან გამოსული სპეციფიკური სუნის გამო მოწმეთა შეკითხვაზე ლ------------მ და გ------- გ----–-–---–მა უპასუხეს, რომ ავტომანქანის საბარგულში ჰქონდათ მარიხუანა, რის შემდეგ აუხადეს საბარგული და მიუთითეს შენახვის ადგილი.
მოწმედ დაკითხულმა მ-----–--------–---–მა და ვ--------------ემ დაადასტურეს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებათა სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
მოწმედ დაკითხულმა ვ----–--------მ განმარტა, რომ ავტომანქანა ,,მ--------------“ სახემწიფო ნომრით A------, ათხოვა თავის ძმას ლ------------ს და 2019 წლის 2 ივნისს ეს უკანასკნელი სწორედ აღნიშნული ავტომობილით მოძრაობდა.
მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა დ--–---------–--–-–---–მა დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 2 ივნისს გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის #1----- და #1----- დასკვნების სისწორე, რომელთა მიხედვით ლ------------ს და გ------- გ----–-–---–ს დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 2 ივნისს გაცემული #------ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად ავტომანქანიდან ამოღებული მომწვანო ფერის ნედლი მცენარეული მასა, წონით 261,89 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 5 ივნისს გაცემული #---- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ #1 პაკეტში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ-იანი ნომინალური კალიბრის ფუჭი ვაზნა, რომელიც არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. #2 პაკეტში მოთავსებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული C----ის მარკის #--------- პნევმატური პისტოლეტი, ვარგისია სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ------- გ----–-–---–მა დაადასტურა 2017 წლის 1 ივნისს ლ------------სთან ერთად ყვარლის ტბაზე ყოფნის ფაქტი, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. თბილისში დაბრუნებისას გზაზე შეამჩნია ალუჩის ხე, რომლის დასაკრეფადაც გააჩერეს ავტომანქანა. თვითონ დაკრიფა ალუჩა, ხოლო ლევანიმ დაინახა მინდორში ამოსული მარიხუანა, რაც მოკრიფა და შეინახა ავტომანქანის საბარგულში. გ------- გ----–-–---–მა დაადასტურა, რომ ავტომანქანაში არსებული მარიხუანა ეკუთვნოდა ლ------------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დისტანციური წესით დაკითხა ლ------------, რომელმაც დაადასტურა გ------- გ----–-–---–თან ერთად 2017 წლის 1 ივნისს ყვარლის ტბაზე ყოფნის და იქ მარიხუანის მოხმარების ფაქტი. მან ასევე აჩვენა, რომ თბილისში დაბრუნებისას გზად შეამჩნიეს მინდორში ამოსული მარიხუანა. გააჩერეს ავტომანქანა და გ------- გ----–-–---–თან ერთად დაკრიფეს, მოათავსეს ავტომანქანის საბარგულში და გააგრძელეს გზა თბილისისკენ. სოფელ ბადიაურთან პოლიციის თანამშრომლების მიერ გაჩერებული იქნა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. პოლიციის თანამშრომლის შეკითხვაზე, რატომ იყო მანქანაში სპეციფიკური სუნი, უპასუხა, რომ ავტომანქანის საბარგულში ინახავდა მარიხუანას, რის შემდეგ ადგილზევე იქნა გაჩხრეკილი როგორც პირადად, ისე ავტომანქანა და ამოღებული იქნა მარიხუანა სხვა პირად ნივთებთან ერთად.
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ გ------- გ----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა ლ-----------ის გათქმითი ჩვენებისა სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება. ბრალდების მხარეს საქმეზე არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- გ----–-–---–ის მიერ ლ------------სთან ერთად მარიხუანის დაკრეფის და ავტომანქანის საბარგულში შენახვის ფაქტს. საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები მხოლოდ ირიბია, რომლებიც უშუალოდ ლ-----------ის და გ------- გ----–-–---–ის მიერ ჯგუფურად მარიხუანის დაკრეფის და ავტომანქანის საბარგულში შენახვის ფაქტს ვერ ადასტურებენ.
პოლიციის თანამშრომლების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება ის გარემოება, რომ ლ-----------ის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ნედლი მარიხუანა, ხოლო ის, რომ ხსენებული მარიხუანა ლ------------მ დაკრიფა და შეინახა გ------- გ----–-–---–თან ერთად, აღნიშნული იციან მხოლოდ ლ-----------ის გადმოცემით. შესაბამისად, დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე იმ ნაწილიში, რომ ლ------------მ გ------- გ----–-–---–თან ერთად უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნედილი მარიხუანა, არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ”ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.” ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ”სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვნება.”ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროს და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, პალატა მიუთითებს ირიბ ჩევნებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მულით განსაზღრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამარათლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრადებულად ცნობის შესაძლებლობას (მაგალითისთვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, N 448აპ - 14; 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, N440 აპ-14; სქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561 აპ-15 გადაწყვეტილება).
ამასთანავე, ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ირიბი ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს გ------- გ----–-–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2731 -ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
რაც შეეხება ლ-----------ის მიერ ჩადენილ ინკრიმინირებულ ქმედებას პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, ლ------------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნედლი მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი გ------- გ----–-–---–ის და ლ-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ე-–------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი ლ-----------ის და გ------- გ----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ------- გ----–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-5 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ------- გ----–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია.
გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ლ------------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის ე-–------------–---–-ს 2018 წლის 12 მაისის დადგენილება ლ-----------ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ გაუქმდეს. აღნიშნული ეცნობოს შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს.
ლ------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს, ხოლო აირის პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური პისტოლეტი, რეზინის ნიღაბი, რკინის საჭრელი ხერხი დამტებითი პირით, რკინის ძალაყანი, რეზინის ხელთათმანები, ნაჭრის ნიღაბი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულ ლ------------ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ვ. ლომიძე
„