განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001482898
საქმე №3ბ/ 2812-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
წარმომადგენელი - თ---------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს--–-----ი“ (შპს ,,ჯ------–-ს“ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ი-----–-------–---–-;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ------–-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის №4----- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ჯ------–ს” დაეკისრა გაფრთხილება;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
შპს „ჯ------–-“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, რომელსაც „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების პირობების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმება, აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა (ს.ფ. 70-77, 116-134);
შპს „ჯ-----------–------------–---ი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 17.04.2015; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება) (ს.ფ. 110-113).
2015 წლის 8 ივნისს შპს „ჯ------–სა“ და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის გაფორმებულ იქნა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის 2015 წლის ივნისიდან განხორციელდა ურთიერთჩართვა (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) (ს.ფ. 87-95).
საქმის მასალების მიხედვით, კომისიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად აღმოჩენილი იქნა შპს „ჯ-----------–------------–---ის“ მიერ შპს „ჯ------–-ს“ ქსელში განხორციელებული ტრაფიკი, რის შემდეგ 2016 წლის აპრილის თვეში შპს „ჯ------–მა“ მოახდინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კორექტირება და კომისიაში წარადგინა ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---თან“ ურთიერთჩართვის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 14 აპრილს შპს „ჯ------–მა“ კომისიაში წარადგინა CDR-ბი, რომლებშიც დატანილი იყო ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---ის“ ტრაფიკის თაობაზე.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა - ც---–----------------ემ 2016 წლის 13 აპრილს მოხსენებითი ბარათით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ 2015 წლის 17 აპრილს შპს „ჯ-----------–------------–--მა“ გაირა ავტორიზაცია საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე. ამასთან, შპს „ჯ-----------–------------–--მა“ განახორციელა ურთიერთჩართვა და 2015 წლის ივნისის თვიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა (საერთაშორისო ტერმინაცია საქართველოში).
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ-------------–--ის 2016 წლის 30 ივნისის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ შპს „ჯ------–ს“ 2016 წლის აპრილში განხორციელებული კორექციების შემდგომ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს „ჯ-----------–------------–---ი“ მოხსენიებული ჰყავს კონტრაჰენტ ოპერატორად 2015 წლის ივნისიდან (ს.ფ. 54-69, 78-81);
2015 წლის 8 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლი მხარეებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში არ წარუდგენიათ, რის გამოც კომისიის 2016 წლის 25 მაისის N03/1541-16 წერილით შპს „ჯ------–ს“ ეთხოვა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მასსა და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულის ასლის წარდგენა. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების ასლი შპს „ჯ------–მა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პირველად წარადგინა 2016 წლის 3 ივნისს (ს.ფ. 54-69, 86);
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №4----- გადაწყვეტილებით შპს „ჯ------ ტ--–------------–ენს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ჯ-----------–------------–---“ არ დაკისრებია გაფრთხილება შპს „ჯ------–თან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარუდგენლობის გამო (ს.ფ.110-113).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის №4----- გადაწყვეტილებით, შპს „ჯ------–ს“ დაეკისრა გაფრთხილება შპს „ჯ-----------–------------–---თან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარუდგენლობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის და კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო (ს.ფ. 70-77).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომისიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად აღმოჩენილი იქნა შპს „ჯ-----------–------------–---ის“ მიერ შპს „ჯ------–-ს“ ქსელში განხორციელებული ტრაფიკი, რის შემდეგ 2016 წლის აპრილის თვეში შპს „ჯ------–მა“ მოახდინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კორექტირება და კომისიაში წარადგინა ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---თან“ ურთიერთჩართვის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 14 აპრილს შპს „ჯ------–მა“ კომისიაში წარადგინა CDR-ბი, რომლებშიც დატანილი იყო ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---ის“ ტრაფიკის თაობაზე.
საქმეზე დადგენილია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა - ც---–----------------ემ 2016 წლის 13 აპრილს მოხსენებითი ბარათით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ 2015 წლის 17 აპრილს შპს „ჯ-----------–------------–--მა“ გაირა ავტორიზაცია საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე. ამასთან, შპს „ჯ-----------–------------–--მა“ განახორციელა ურთიერთჩართვა და 2015 წლის ივნისის თვიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა (საერთაშორისო ტერმინაცია საქართველოში).
დადგენილია ასევე, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის - რ-------------–--ის 2016 წლის 30 ივნისის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ შპს „ჯ------–ს“ 2016 წლის აპრილში განხორციელებული კორექციების შემდგომ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს „ჯ------ ტ--–------------–ენსი“ მოხსენიებული ჰყავს კონტრაჰენტ ოპერატორად 2015 წლის ივნისიდან. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯ------–სა“ და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის 2015 წელს განხორციელებული ურთიერთჩართვის შესახებ შეიტყო 2016 წლის 14 აპრილს (ს.ფ. 54-69, 78-81).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. მითითებული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ29“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯ------–ს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების პირობების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმება, აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ორმხივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 8 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლი ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა არცერთი მხარის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულების ასლი შპს „ჯ------–მა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პირველად წარადგინა 2016 წლის 3 ივნისს კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ------–სა“ და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის 2015 წლის 8 ივნისს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ურთიერთჩართვის შესახებ შეიძლება კომისიისთვის ცნობილი გამხდარიყო მხარეების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის განხორციელებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომისიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად აღმოჩენილი იქნა შპს „ჯ-----------–------------–---ის“ მიერ შპს „ჯ------–-ს“ ქსელში განხორციელებული ტრაფიკი, რის შემდეგ 2016 წლის აპრილის თვეში შპს „ჯ------–მა“ მოახდინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კორექტირება და კომისიაში წარადგინა ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---თან“ ურთიერთჩართვის თაობაზე. ამასთან, 2016 წლის 14 აპრილს შპს „ჯ------–მა“ კომისიაში წარადგინა CDR-ბი, რომლებშიც დატანილი იყო ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---ის“ ტრაფიკის თაობაზე. ასევე კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „ჯ-----------–------------–--მა“ განახორციელა ურთიერთჩართვა და 2015 წლის ივნისის თვიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა (საერთაშორისო ტერმინაცია საქართველოში), ხოლო შპს „ჯ------–ს“ 2016 წლის აპრილში განხორციელებული კორექციების შემდგომ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს „ჯ-----------–------------–---ი“ მოხსენიებული ჰყავდა კონტრაჰენტ ოპერატორად 2015 წლის ივნისიდან.
ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯ------–სა“ და შპს „ჯ------ ტ--–------------–ენს“ შორის 2015 წელს განხორციელებული ურთიერთჩართვის შესახებ შეიტყო 2016 წლის 14 აპრილს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიისთვის ურთიერთჩართვის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა განხორციელებული მონიტორინგით, რაც გულისხმობდა იმას, რომ კომისიისთვის ამავდროულად, ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო და გამოერკვია გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეების მიერ კომისიაში წარდგენილი არ იყო ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ შპს ,,ჯ------–-სთვის“ მაისის თვეში ხელშეკრულების მოთხოვნით მიმართვის გამო, მათთვის ხელშეკრულების არსებობის შესახებ აღნიშნული პერიოდიდან გახდა ცნობილი. სასამართლოს მითითებით, შპს ,,ჯ------–სა“ და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის არსებული ურთიერთჩართვის არსებობა, იმთავითვე წარმოშობდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არსებობის პრეზუმფციასაც, რის გამოც დადასტურებულია გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 8 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლის მხარეების მიერ წარუდგენლობის ფაქტი კომისიისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 14 აპრილს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის №4----- გადაწყვეტილებით, შპს „ჯ------–ს“ დაეკისრა გაფრთხილება შპს „ჯ-----------–------------–---თან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარუდგენლობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის და კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმებისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადების სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები უნდა გაეთვალისწინებინა. ამდენად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დენადი სამართალდარღვევის შემთხვევაში, შპს ,,ჯ------–-სთვის“ სახდელი უნდა დაედო სამართალდარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს ორი თვისა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიუხედავად დარღვევის ფაქტის დადასტურებულად არსებობისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის №4----- გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ორ თვიანი ვადა გასული იყო, 2016 წლის 25 მაისს კომისიის მიერ წერილის მომზადება და ამ წერილით ხელშეკრულების ასლის მოთხოვნა არ მიუთითებს იმაზე, რომ კომისიისთვის მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების და კომისიაში წარუდგენლობის ფაქტი, 2016 წლის 25 მაისს გახდა ცნობილი და არა მითითებულ თარიღამდე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, მისი მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე მოსარჩელისთვის გაფრთხილების დაკისრება, არ გამომდინარეობდა კანონმდებლობის წინამძღვრებიდან, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი იყო და იგი დაკმაყოფილდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯ------–სა“ და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის 2015 წელს განხორციელებული ურთიერთჩართვის შესახებ შეიტყო 2016 წლის 14 აპრილს. შემაჯამებელ სასამართლო დასკვნაში კი მიუთითა, რომ კომისიაში 2015 წლის 8 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლის მხარეების მიერ წარმოუდგენლობის ფაქტი კომისიისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 14 აპრილს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 14 აპრილს შპს „ჯ------–-ს“ მიერ კომისიაში CDR-ების (ტრაფიკის თაობაზე ინფორმაციის) წარმოდგენა არ ნიშნავს, რომ კომისიამ შეტყო შპს „ჯ------–სა“ და შპს „ჯ------ს“ შორის არსებული წერილობითი ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობის ფაქტი, ვინაიდან პრაქტიკაში ძალზედ ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების გაფორმების გარეშე აქვთ კომპანიებს ურთიერთჩართვა. კომისიის მიერ შპს „ჯ-----------–------------–---ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ ამ კომპანიებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არსებობდა. აღნიშნულის თაობაზე შპს „ჯ------ ტელეკომუნიკეიშენსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N4----- გადაწყვეტილებაშიც არის მითითებული.
აპელანტის მითითებით, ამავე გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ შპს „ჯ------ ტელეკომუნიკეიშენსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომისიის აპარატის ადმინისტრაციული, საფინანსო და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტების N1---------, 13.04.2016; N7-----------, 23.05.2016; N1---------, 23.05.2016 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე. 2016 წლის 13 აპრილის სამსახურებრივი ბარათი ასახავს მონიტორინგის შედეგებს, რაც თავისთავად არ გულისხმობს, რომ ჯ------სა და ჯ------–ს შორის გაფორმებული იყო ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი კომისიაში. 2016 წლის 23 მაისის სამსახურებრივი ბარათები ასახავს კომპანიების მიერ კომისიის ანგარიშგების შევსების თაობაზე ინფორმაციებს, რის შემდეგაც გაირკვა რომ კომპანიებს აქვთ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება, დათარიღებული 2016 წლის 8 ივნისით. ამდენად, კომისიისთვის იმ ფაქტის ცოდნა რომ მხარეებს აქვთ ფაქტობრივი ურთიერთჩართვა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ამ მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არის გაფორმებული. შესაძლოა სახეზე იყოს წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ურთიერთჩართვის განხორციელება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომისიას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამ მეორე შემთხვევას - წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ურთიერთჩართვას ჰქონდა ადგილი (მათი ურთიერთობის თაობაზე ყოველგვარი ინფორმაცია, ორივე კომპანიის მხრიდან დამალული იყო კომისიისთვის). მას შემდეგ, რაც პირად საუბრებში განაცხადეს მხარეებმა, რომ წერილობითი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, მოითხოვა კომისიამ ამ წერილობითი ხელშეკრულების წარმოდგენა და აღმოჩნდა რომ ხელშეკრულება დათარიღებულია 2015 წლის 8 ივნისით. ამდენად, ვიდრე თავად მხარეები არ აცნობებენ კომისიას ხელშეკრულების წერილობით გაფორმების თაობაზე, კომისია აღნიშნულ ინფორმაციას ვერ გადაამოწმებს, მით უფრო, რომ ასეთი ხელშეკრულებისთვის სანოტარო ან სხვა წესით დამოწმება არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით.
აპელანტის მითითებით, ძალზედ მნიშვნელოვანია კომისიის რეგულირებაში შემავალ პირთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 2 თვიანი ვადის გამოყენების საკითხი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე ბს-177-17092-13) უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია 2 თვიანი ვადის გამოყენებასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა კომისიის მიერ სამართალდარღვევის დაკისრებისას, სამართალდარღვევათა კოდექსის პრინციპით, მხოლოდ ერთგვაროვანი დარღვევის შემთხვევაში სახდელის დამძიმების თვალსაზრისით. რაც შეეხება მარეგულირებელი ორგანოს შეზღუდვა ამ ორთვიანი ვადით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული მუხლი გამოიყენა კომისიის მიერ განსახილველ სამართალდარღვევებთან მიმართებაში იმ მოტივით, რომ სპეციალური მუხლს არ შეიცავს საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“. კომისია სამართალდარღვევის საკითხების განხილვისას, ისე, როგორც საქმიანობის დროს, ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული წარმოების 1-დან 3 თვემდე ვადებს (მუხლი 100). გარდა ამისა, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზედმიწევნით დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევასთან დაკავშირებით, კერძოდ 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. კომისია კითხავს მოწმეებს, იწვევს დაინტერესებულ პირებს, ითვალისწინებს მათ შუამდგომლობებს საკითხის გადადებასთან დაკავშირებით (რაც თავისთავად დროს მოითხოვს) და საპატიო შემთხვევაში შუამდგომლობას გადადებასთან დაკავშირებით აკმაყოფილებს, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ კომისია იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად კომისიის მიერ საკითხის შესწავლა და ადმინისტრაციული აქტის მიღება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მკვეთრად განსხვავდება სამართალდარღვევის ოქმის გამოწერისგან, რომლისთვისაც არის სინამდვილეში დადგენილი კანონით 2 თვიანი ვადა. პრაქტიკულად, კომისია სასამართლოს მსგავს საქმისწარმოებას ახორციელებს, რისთვისაც 2 თვიანი ვადა არ არის საკმარისი. აპელანტის მითითებით, რომ კანონით განსაზღვრული 2 თვიანი ვადა უნდა გამოიყენებოდეს ისეთ სამართალდარღვევებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოქმის გამოწერას და შემდგომ სასამართლოსთვის წარდგენას, - რა შემთხვევაშიც სასამართლო სწავლობს საქმის დეტალებს, იწვევს მოწმეებს, განიხილავს შუამდგომლობებს და ასე შემდეგ, რისთვისაც მას აქვს განსაზღვრული 4 თვიანი ვადა.
აპელანტის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლი ითვალისწინებს 3 თვიან ვადას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული ორგანოს შეზღუდვა ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 38 ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 2 თვიანი ვადით არასწორია, მით უფრო, რომ უზენაეს სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში, რომლითაც იხელმძღვანელა საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას, არ უმსჯელია ამ მიმართულებით.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ჯ------–-“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, რომელსაც „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების პირობების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმება, აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა (ს.ფ. 70-77, 116-134);
2015 წლის 8 ივნისს შპს „ჯ------–სა“ და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის 2015 წლის ივნისიდან განხორციელდა ურთიერთჩართვა (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) (ს.ფ. 87-95).
როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, კომისიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად აღმოჩენილი იქნა შპს „ჯ-----------–------------–---ის“ მიერ შპს „ჯ------–-ს“ ქსელში განხორციელებული ტრაფიკი, რის შემდგომაც, 2016 წლის აპრილში, შპს „ჯ------–მა“ მოახდინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კორექტირება და კომისიაში წარადგინა ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---თან“ ურთიერთჩართვის თაობაზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 აპრილს შპს „ჯ------–მა“ კომისიაში წარადგინა CDR-ბი, რომლებშიც დატანილი იყო ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---ის“ ტრაფიკის თაობაზე.
2016 წლის 13 აპრილს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათით, კომისიის თავმჯდომარეს ეცნობა, რომ 2015 წლის 17 აპრილს შპს „ჯ-----------–------------–--მა“ გაირა ავტორიზაცია საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე. ამასთან, შპს „ჯ-----------–------------–--მა“ განახორციელა ურთიერთჩართვა და 2015 წლის ივნისის თვიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა (საერთაშორისო ტერმინაცია საქართველოში).
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 ივნისის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ შპს „ჯ------–ს“ 2016 წლის აპრილში განხორციელებული კორექციების შემდგომ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს „ჯ-----------–------------–---ი“ მოხსენიებული ჰყავს კონტრაჰენტ ოპერატორად 2015 წლის ივნისიდან (ს.ფ. 54-69, 78-81);
დადგენილია, რომ 2015 წლის 8 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ასლი მხარეებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში არ წარუდგენიათ, რის გამოც კომისიის 2016 წლის 25 მაისის N03/1541-16 წერილით შპს „ჯ------–ს“ ეთხოვა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მასსა და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულის ასლის წარდგენა. დადგენილია, რომ შპს „ჯ-----------–------------–--თან“ დადებული ხელშეკრულების ასლი შპს „ჯ------–მა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარადგინა 2016 წლის 3 ივნისს (ს.ფ. 54-69, 86);
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №4----- გადაწყვეტილებით შპს „ჯ------ ტ--–------------–ენს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამასთან, შპს „ჯ-----------–------------–---“ არ დაკისრებია გაფრთხილება შპს „ჯ------–თან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარუდგენლობის გამო (ს.ფ.110-113).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის №4----- გადაწყვეტილებით, შპს „ჯ------–ს“ დაეკისრა გაფრთხილება შპს „ჯ-----------–------------–---თან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარუდგენლობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის და კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო (ს.ფ. 70-77). რაც წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.
სააპელაციო სასამართლო საქმის შესწავლის საფუძველზე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს: ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ29“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.
როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით დგინდება, რომ კომისიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად აღმოჩენილი იქნა შპს „ჯ-----------–------------–---ის“ მიერ შპს „ჯ------–-ს“ ქსელში განხორციელებული ტრაფიკი, რის შემდეგაც, 2016 წლის აპრილში, შპს „ჯ------–მა“ მოახდინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კორექტირება და კომისიაში წარადგინა ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---თან“ ურთიერთჩართვის თაობაზე. ამასთან, 2016 წლის 14 აპრილს შპს „ჯ------–მა“ კომისიაში წარადგინა CDR-ბი, რომლებშიც დატანილი იყო ინფორმაცია შპს „ჯ-----------–------------–---ის“ ტრაფიკის თაობაზე. ასევე კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „ჯ-----------–------------–--მა“ განახორციელა ურთიერთჩართვა და 2015 წლის ივნისის თვიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა (საერთაშორისო ტერმინაცია საქართველოში), ხოლო შპს „ჯ------–ს“ 2016 წლის აპრილში განხორციელებული კორექციების შემდგომ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს „ჯ-----------–------------–---ი“ მოხსენიებული ჰყავდა კონტრაჰენტ ოპერატორად 2015 წლის ივნისიდან.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით კომისიისათვის მინიჭებული მუდმივი და სისტემატური მონიტორინგის ვალდებულება, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ კომისიისათვის ურთიერთჩართვის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა სწორედ განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომისიისათვის იმავე ეტაპზე ცნობილი იყო, ან უნდა ყოფილიყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ურთიერთჩართვა განხორციელდა სახელშეკრულებო საწყისებზე, რამაც წარმოშვა ხელშეკრულების კომისიაში წარდგენის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმის თაობაზე, რომ კომისიისათვის ხელშეკრულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ შპს ,,ჯ------–-სთვის“ ხელშეკრულების წარდგენის მოთხოვნით მიმართვის შემდგომ. პალატა თვლის, რომ შპს ,,ჯ------–სა“ და შპს „ჯ-----------–------------–---“ შორის ურთიერთჩართვის ფაქტი, იმთავითვე წარმოშობდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არსებობის პრეზუმირების დაშვების შესაძლებლობას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა წარმოადგენს სამართალდარღვევის ნაირსახეობას (ზემოაღნიშნულ კანონში სპეციალური მოწესრიგების არარსებობის პირობებში), ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადების გამოსათვლელად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენს სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების წესს.
სააპელაციო სასამართლო ადასტურებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე ბს-177-170(კ-13) არ შეიცავს მსჯელობას სახდელის დადების 2 თვიანი ვადის გამოყენების თაობაზე, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წინამდებარე დავასთან მიმართებაში პრინციპულია სწორედ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება შეიცავს პირდაპირ დათქმას სახდელის დადების პროცესში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს შემდეგზე: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არის სამართალდარღვევის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის მიმართაც (ზემოაღნიშნულ კანონში სპეციალური წესის არ არსებობის გამო) უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სანქციის შეფარდების წესებს ადგენენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლები განსაზღვრავენ სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები უნდა გაეთვალისწინებინა.“
სააპელაციო სასამართლო შესაბამისი ნორმების სამართლებრივი ანალიზის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინებით მიიჩნევს: ვინაიდან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის №4----- გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის გასული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ვადა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნდა შპს „ჯ------–-ს“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტის შეფასების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ შპს „ჯ-----------–------------–---“ შპს „ჯ------–თან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარუდგენლობის გამო პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
ზაკ-ის მე-4 მუხლი ადგენს:ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე; დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება; საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
იმ პირობებში, როდესაც ორივე საწარმო იმყოფება მსგავს სიტუაციაში, სააპელაციო სასამართლო საწარმოების მიმართ განსხვავებულ მიდგომას აფასებს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დარღვევად, რაც პალატის მოსაზრებით, ქმნის სააპელაციო საჩივრვრის უარყოფის დამატებით საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის - მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე