განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117001975154
საქმე №1ბ/714-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ე-–------------–---–ის
ადვოკატის: გ---–-------–-–---–ის
მსჯავრდებულის: დ------------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის და მსჯავრდებულ დ------------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №07----------) დ------------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–----------ს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ---–-----------–-----–--------ის საავტომობილო გზაზე, თბილისიდან ბაკურციხის მიმართულებით გადაადგილდებოდა მიკროავტობუსი „ფ------------------ი“, სახელმწიფო ნომრით - J------, რომელსაც მართავდა მძღოლი შ--–----------–--–---–ი. იმავე დროს, „ფ------------------ის“ უკან, იმავე მიმართულებით, მოძრაობდა „ფ---–------- გ---–--ის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - S------, რომელსაც მართავდა მართვის უფლების არმქონე მძღოლი დ------------------–---–ი. საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს, დ------------------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. მას გაცნობიერებული ჰქონდა რა ‘’საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის ხსენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა, მის წინ მიმავალ „ფ------------------ზე“ მარცხენა მხრიდან გასწრების დროს შეეჯახა მას. შეჯახების შემდეგ, ორივე ავტომანქანა ჯერ გადაადგილდა მარჯვნივ არსებულ გვერდულზე, შემდეგ კი ჩავარდა ჩადაბლებულ ადგილზე. შეჯახების შედეგად „ფ------------------ის“ მძღოლმა შ--–----------–--–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მისმა მგზავრებმა - დ-------–---–---–მა და ვა-–-------------–---–მა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით:
დ------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
დ------------------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-–------------–---–იმა, აგრეთვე, მსჯავრდებულმა დ------------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–-----------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა დ------------------–---–ის მიმართ გამოტანილ, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, ნაცვლად ჯარიმისა, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში მსჯავრდებულმა დ------------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს მსჯავრდებულ დ------------------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის და მსჯავრდებულ დ------------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-----------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ დ------------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილ-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლ--ნი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ------------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - შ--–----------–--–---–ის, დ-------–---–---–ის, გ--------------ის, ლ-----------–---–ის, ნ-----–---------–---–ის, დ------------–ის, ი---------------ისა და გ---–----------------ს ჩვენებებით, ლ-–------------–ის გამოკითხვის ოქმით, ექსპერტიზის N0--------, N0--------, N0--------, N0--------, N0--------, N0-------- დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული სქემით და ფოტოსურათებით), ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ------------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ------------------–---–ის მიმართ გამოიყენა შეუსაბამო სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ნასამართლობა. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებული დ------------------–---–ი ვერ აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულებს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა, ყურადღება არ გამოუჩენია მათ მიმართ და არ შერიგებულა მათთან, ამასთან, იგი ავტომობილს მართავდა მართვის უფლების გარეშე. აპელანტის მოსაზრებით, დ------------------–---–ისთვის დანიშნული მსუბუქი სახის სასჯელი შესაძლოა მისთვის წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ დ------------------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის გამკაცრების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ დ------------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატა სასჯელის დამძიმების საფუძვლად ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტს დ------------------–---–ის წარსულ ნასამართლობასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულების მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება და არ აუნაზღაურა ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელ-- მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დ------------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულ--. მსჯავრდებულ დ------------------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულ-- კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი ახალი დანაშაულის ჩასადენად. რაც შეეხება ავტომობილის მართვის უფლების არქონას, აღნიშნულზე იმსჯელა განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლომ.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლ--ნობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლ--ნი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დ------------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლ--ნობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელ-- ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ------------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, აპელანტები აღნიშნავენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება დ------------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. დაცვის მხარემ თავის სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ დ------------------–---–ის მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერც ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, არ ეთანხმება რა მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის პოზიციას, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ------------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა, მიკროავტობუსის მძღოლმა შ--–----------–--–---–მა აჩვენა, რომ 2----–-–----------ს, „ფ------------------ის“ მარკის მიკროავტობუსით, 6-7 მგზავრით ორთაჭალიდან გაემგზავრა ყ------–ში. მოძრაობდა დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც დაინახა, რომ უკან მომავალმა, მუქი ლურჯი ფერის მანქანამ დაიწყო გასწრება. უკნიდან მომავალმა მანქანამ გასწრება ვერ მოახერხა და როდესაც თავის ზოლში ჩადგომა დააპირა, მარცხენა მხარეს საბურავთან დაეჯახა მის (დაზარალებულის) მართვის ქვეშ მყოფ მიკროავტობუსს. გაიგო შეჯახების ხმაც. შეჯახების გამო მიკროავტობუსმა დაკარგა მიმართულება და გადავიდა მარჯვენა მხარეს, წინ მოჭრილი ხე დახვდა და ამობრუნდა. ზემოხსენებული მუქი ლურჯი მანქანა მის წინ, მისივე მხარეს, ჩავარდა ხევში. შემთხვევის დროს იყო ნაწვიმარი, მაგრამ წვიმა არ მოდიოდა. შემთხვევამდე მისთვის არც „მ---------ის“ მარკის და არც სხვა მანქანას არ გადაუსწრია. მას (დაზარალებულს) ეტკინა მარცხენა ხელი და რკინა ჩაუსვეს. ერთხელ საავადმყოფოში მიაკითხა დ------------------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა დ-------–---–---–მა აჩვენა, რომ 2----–-–----------ს სამარშრუტო ტაქსით, დღის საათებში, თბილისიდან გაემგზავრა ყ------–ში. იყო წვიმიანი ამინდი. სამარშრუტო ტაქსიში დაახლოებით 8-9 ადამიანი იმყოფებოდა და საშუალო სიჩქარით, თავის სავალ ზოლში, მოძრაობდა. მათ წინ მანქანა არ მიდიოდა. 40 წუთის განმავლობაში გზას პერიოდულად აკვირდებოდა და არ დაუნახავს, რომ ვინმეს გადაესწრო მიკროავტობუსისთვის. საგარეჯოს რომ გასცდნენ, უკნიდან დარტყმა იგრძნო და გონება დაკარგა. გონებაზე საავადმყოფოში მოვიდა. დარტყმის შემდეგ რა მოხდა, ან როგორ გადაბრუნდა მიკროავტობუსი, არ იცის. ავარიის შედეგად მან (დაზარალებულმა) მიიღო ხუთი მალის მოტეხილობა, თავის დახურული ტრავმა, მრავლობითი მოტეხილობა. იყო ძალ--ნ მძიმე მდგომარეობაში. მისთვის დახმარება არავის გაუწევია. მკურნალობის გამო ყველაფერი გაყიდა და ქირით ცხოვრობს.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა გ--------------ემ განაცხადა, რომ 2----–-–----------ს, ორთაჭალიდან ყ------–ში გამოყვა „ფ------ის“ მარკის მიკროავტობუსს. ბადიაურის ტერიტორიაზე, მიკროავტობუსს მარცხენა მხრიდან ავტომანქანა შეეჯახა და სამარშრუტო ტაქსი რამდენჯერმე გადაბრუნდა, ხრამში ჩავარდა და სახურავით მიწაზე გაჩერდა. შეჯახების მომენტში მათი სამარშრუტო ტაქსი მიდიოდა თავისი სავალი გზის შუაში. იმ დღეს წვიმიანი ამინდი იყო. გზადაგზა წვიმდა, თუმცა სადაც შეჯახება მოხდა, აღარ წვიმდა. სამარშრუტო ტაქსი დაახლოებთ 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. თვითონ (მოწმე) წინ, მძღოლის გვერდზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა. მათ წინ მანქანა არ მოძრაობდა. შეჯახება მოხდა მარცხენა გვერდიდან. კარგად ახსოვს დარტყმა და ხმა. კონკრეტულად რამ დაარტყა, არ უნახავს, მაგრამ შემდეგ ნახა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ასევე გადაბრუნებული იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხოლოდ ფეხი იღრძო. მათი მარშრუტკის მძღოლი არ იყო ნასვამი, ხოლო მეორე მანქანის მძღოლზე საავადმყოფოში ამბობდნენ, რომ იყო ნასვამი.
სასამართლოში მოწმე ლ-----------–---–მა აჩვენა, რომ 2----–-–----------ს თბილისიდან გაემგზავრა სამარშრუტო ტაქსით, მანქანაში 7-8 მგზავრი იჯდა, თვითონ მძღოლის უკან, პირველ სავარძელზე იჯდა. წვიმიანი ამინდი იყო და ნორმალური სიჩქარით, თავის ზოლში მოძრაობდნენ. სანამ სოფელ ბადიაურში შევიდოდნენ, მოხდა ავარია. მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა მანქანა. საშინელი ხმა იყო. სამარშრუტო ტაქსმა გააკეთა ერთი ბრუნი და მერე გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილზე მანქანიდან რომ გადმოვიდა, იქვე პატარა მანქანაც დაინახა. შემდგომ საავადმყოფოში იცნო მსუბუქი მანქანის მძღოლი. შეჯახების გამო მიიღო (მოწმემ) დაჟეჟილობა და ხერხემალზეც აქვს პრობლემა.
მოწმე გ---–----------------ს ჩვენებით, იგი 2----–-–----------ს თბილისიდან გ---------ში მიკროავტობუსით მგზავრობდა. სამარშრუტო მიკროავტობუსი ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა. უცებ წინიდან რაღაც შუქმა მიანათა. შემდეგ დაინახა, რომ უკნიდან სამარშრუტო მიკროავტობუსს მუქი ფერის პატარა მანქანა შეეჯახა და გადაბრუნდა. თვითონ მძღოლის უკან სავარძელში იჯდა. შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა და არაფერი უნახავს.
მოწმე ნ-----–---------–---–მა აჩვენა, რომ 2----–-–----------ს თბილისიდან მიდიოდა ყვარლის რაიონში. იყო წვიმიანი ამინდი. მას (მოწმეს) ეძინა, როდესაც უკანა მხრიდან საშინელი დარტყმა იგრძნო. მიკროავტობუსი დატრიალდა და ამ დროს გონება დაკარგა. როდესაც გონზე მოვიდა, დაინახა, რომ მკიროავტობუსის მგზავრები მანქანის მარჯვენა მხარეს ეყარნენ, მის სოფლელ ლ--ს კი სისხლი სდიოდა. ერთი ქალი სკამებს შორის იყო გაჭედილი და ვერ გამოყავდათ. მას (მოწმეს) არ უნახავს იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც შეეჯახა მიკროავტობუსს. მხოლოდ დაინახა ხევში სხვა მანქანა, მაგრამ ვინ იყო, ან რა მანქანა იყო, არ იცის, რადგან ყურადღებას ლ--ს აქცევდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ი---------------ემ განაცხადა, რომ ექსპერტ დ------------–თან ერთად, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, მოცემულ საქმეზე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. პირველ ეტაპზე ჩაატარეს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური გამოკვლევა. „ფ------------------ს“ დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ნაწილი, ხოლო „ფ---–-------ს“ - მარჯვენა ნაწილი. “ფ------------------ის“ ვიზუალური დათვალიერების დროს დადგინდა, რომ მისი ძარა, ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, მთლ--ნად დეფორმირებულ--, დაზიანებულ-- მთელი რიგი დეტალები. ძირითადი დაზიანება განვითარებულ-- მარცხენა ცენტრალური საყრდენისა და ლავგარდის (კარნიზის) შეუღლების მიდამოში, მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალებით. რის გამოც დაზიანებულ--: ცენტრალური საყრდენი, ლავგარდი (კარნიზი), წინა და უკანა მარცხენა კარი. „ფ---–------- გ---–--ის“ ვიზუალური დათვალიერენბის დროს კი დადგინდა, რომ მას ძირითადად დაზიანებული აქვს ძარის მარჯვენა გვერდი, მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი მექანიკური ძალებით, რის გამოც დაზიანებულ--: წინა ბამპერი ძირითადად მარჯვენა ნაწილში, რადიატორის მოპირკეთება, წინა და უკანა მარჯვენა ფრთა, მარჯვენა კარი, ჩამსხვრეულ-- წინა და უკანა გვერდითა მინები, მარჯვენა უკანა ხედვის სარკე და სხვა დეტალები. გარდა აღნიშნული დაზიანებებისა, წინა მარჯვენა საბურავი დაშვებულ მდგომარეობაშია, ხოლო წინა მარჯვენა დისკი დაზიანებულ მდგომარეობაში. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭყლეტი სახისაა, ხასიათდება მკვეთრი გადასვლებით და აღენიშნება საღებავის აშრევების კვალი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან ბლაგვ მკვრივგარსიან საგნებთან ურთიერთკონტაქტის (შეჯახების) შედეგად. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მიკროავტობუსი „ფ------------------ის“ მძღოლ შ--–----------–--–---–ზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ „ფ---–------- გ---–--ის“ მძღოლის დ------------------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასევე აპელანტი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დგინდება ავტომობილების შეჯახების ფაქტი. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებებს. პალატა აცხადებს, რომ მოწმეები მტკიცების საგანთან მიმართებით საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით, ერთნაირად გადმოსცემენ მომხდარი ინციდენტის დეტალებს, მათი ჩვენებები ურთიერთშეთავსებადი და ლოგიკურია, ამასთან, შესაბამისობაშია სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნებთან. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის თვალსაზრისით, ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს ისეთი ცდომილება და ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა და პალატას ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა დ------------------–---–ის ბრალეულობაში.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან და საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება, რომ „ფ------------------ის“ მარკის მიკროავტობუსს უკანა მარცხენა მხარეს შეეჯახა დ------------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ფ---–------- გ---–--ის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მიკროავტობუსში მჯდომმა მგზავრებმა იგრძნეს შეჯახება და გაიგონეს ასევე ძლიერი შეჯახების ხმაც. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ასევე ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ „ფ------------------ის“ მიკროავტობუსს დაზიანებული ქონდა მარცხენა ნაწილი, ხოლო „ფ---–-------ს“ მარჯვენა ნაწილი. „ფ------------------ის“ ვიზუალური დათვალიერებისას დადგინდა, რომ ძირითადი დაზიანება განვითარებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალებით. „ფ---–------- გ---–--ის“ ვიზუალური დათვალიერებით კი დადგინდა, რომ მას ძირითადად დაზიანებული აქვს ძარის მარჯვენა გვერდი, მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი მექანიკური ძალებით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ------------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა დ------------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს დ------------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ დ------------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლ--ნი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის და მსჯავრდებულ დ------------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი დ------------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ დ------------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დ------------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ------------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
დ------------------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ------------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულ-- და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ პ---–--------–---–ის (პირადი N1----------) უძრავ ქონებას;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
„ფ---–------- გ---–--ის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რაც ხელწერილით ჩაბარდა დ------------------–---–ს, მიკროავტობუსი „ფ------------------ი“, სახელმწიფო ნომრით J------, რაც ხელწერილით ჩაბარდა შ--–----------–--–---–ს, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
დ------------------–---–ის და შ--–----------–--–---–ის სისხლის ნიმუშები, რაც გადაგზავნილ-- ქიმიურ ექსპერტიზაზე, განადგურდეს;
ავტომანქანიდან ამოღებული ლაქსაფარის მიკრონაწილაკები 2 ფუთა, რომელიც დალუქული ერთვის საქმეს, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე