განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
080100115003013904
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100115003013904

საქმე №1/ბ-414-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დ-----------------ე

 

მსჯავრდებული: გ---------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), დასაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ა------–-----–----. N----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განაჩენით: გ---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; დადგინდა, რომ გ---------------ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან ხოლო საასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან; დაკავების შემთხვევაში გ---------------ე მოთავსებულ იქნეს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; გ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარ-დებულმა გ---------------ემ ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ე.ი. ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 0-------- თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, გ---------------ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 2014 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 12:45 საათზე, ქ.ქუთაისში, ორახელაშვილის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავდა გ---------------ე. ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტი.

 

გ---------------ე დაკავებულ იქნა 2019 წლის 23 მაისს და შესახლდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------------მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, როგორიცაა - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 10 ივლისს მსჯავრდებულ გ---------------ეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ--------------სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე_211-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ, წერილობით, შეთანხმდა ზემდგომ პროკურორ _ ი-----–----------ესთან. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომელშიც ასახულია პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის მოლაპარაკების პროცესი. აღნიშნული ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა გ---------------ემ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

 

სააპელაციო პალატის 2019 წლის 10 ივლისის სხდომაზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დ-----------------ემ წარმოადგინა შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, რომლითაც ითხოვა მასსა და მსჯავრდებულ გ---------------ეს შორის 2019 წლის 10 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:

 

- მსჯავრდებული გ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაეწესდეს 01 წელი;

 

- მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები: ა) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორანოებში საქმიანობის უფლება, ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე, გ---------------ეს 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გ---------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------------მა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორ დ-----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს პროკურორ დ-----------------ესა და მსჯავრდებულ გ---------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ, საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეამოწმა რა ბრალდების დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0-------- დადგენილებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №8------- დასკვნით და საქმის სხვა მასალებით დასტურდება გ---------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მსჯავრდებული გ---------------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ; ასევე, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი” ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები, იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. სააპელაციო პალატა, ასევე, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორ დ-----------------ის შუამდგომლობა, მსჯავრდებულ გ---------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განაჩენში შეტანილი უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე 215-ე, მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორ დ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2.დამტკიცდეს მსჯავრდებულ გ---------------ესა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ დ-----------------ეს შორის 2019 წლის 10 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

 

4. მსჯავრდებული გ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაეწესდეს 01 წელი;

 

5.მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები: ა) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, გ---------------ეს 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

6.მსჯავრდებულ გ---------------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 23 მაისიდან 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით და იგი განაჩენის გამოცხადებისთანავე, დაუყოვნებლივ, გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

7. საპროცესო შეთანხმების დამტკიცება გ---------------ეს არ ათავისუფლებს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;

 

8.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულ გ---------------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

9.მსჯავრდებულ გ---------------ეს დაევალოს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

10.ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

12.განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

13. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

14.თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/