განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
140100119002943467
ინსტანცია
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002943467

საქმე №1ბ/943-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო---------------–---–ის

ადვოკატის: ნ-------------ის

მსჯავრდებულის: ვ--–--------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ--–--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ვ--–--------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------–-------------------ში, ამჟა,ად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 4 მაისის რედაქციით), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდი, 2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–--------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 26 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ--–--------–---–-----------------–--–--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ვ--–--------------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ხ------------------ის მიმართ, მათივე არასრულწლოვანი შვილის - დ--------------ის თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–--------------მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ხ------------------ეს ხელი ერთხელ დაატყა თავის არეში, ასევე ხელი მოკიდა საყელოში და თავი მიარტყმევინა კედელზე, რის შედეგადაც ხ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–--------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ--–--------–---–-----------------–--–--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ვ--–--------------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ხ------------------ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვ--–---------------მა ხ------------------ეს ხელი ორჯერ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ხ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ვ--–--------------ი ხ------------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვ--–--------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ--–--------ში, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ვ--–--------------ი, მათი არასრულწლოვანი შვილის - დ--------------ის მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ხ------------------ეს, რა დროსაც ხ------------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–--------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოდა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ვ--–--------------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ხ------------------ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში (2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე), სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, აგინებდა ოჯახის წევრების მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რის შედეგადაც ხ------------------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენით:

 

ვ--–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდისათვის), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისთვის), 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისთვის), 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდისთვის) და 1261-ე პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდისთვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდისთვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისთვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისთვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდისთვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდისთვის) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ--–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ვ--–--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტის 21:30 საათიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ--–--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას ვ--–--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, ვ--–--------------ისთვის დანიშნული სასჯელის შეცვლას ნაკლებად მკაცრი სასჯელით ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ--–--------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - ხ------------------ის, დ--------------ის, ი-----–-------------ისა და ზ------------–---ის გამოკითხვის ოქმებით, ვ--–--------------ის მიერ სასამართლოში დანაშაულის აღიარებით, შემაკავებელი ორდერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--–--------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ--–--------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც მოცემულ შემთხვევაში მრავალგზის ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ვ--–--------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მან სააპელაციო პალატის სხდომაზე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, დაზარალებულს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ვ--–--------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ვ--–--------------ის მხრიდან მეუღლეზე ძალადობრივი ქმედებები გამხორციელდა მძიმე ფორმებით, მრავალგზის, ასევე, ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, კერძოდ ორი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ხ------------------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გარდა ამისა, მსჯავრდებულის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა არასრულწლოვანი ბავშვის, დ--------------ის თანდასწრებით, რომელმაც ძალიან განიცადა მამის მხრიდან დედაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი), იტირა და მამას შეეხვეწა, არ მოეკლა დედიკო. გარდა ამისა, ვ--–--------------ი დ--------------ეს ეუბნებოდა, რომ დედამისი იყო მათი სირცხვილი და თოფით უნდა ჩაეძაღლებინა, ასევე უთხრა - თუ იგი (ვ--–--------------ი) ვერ მოკლავდა, მას (დ---ს) მოეკლა, როცა დიდი გაიზრდებოდა (იხ. დ--------------ისა და ხ------------------ის გამოკითხვის ოქმები). სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ--–--------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ვ--–--------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ვ--–--------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლისა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი ვ--–--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ--–--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი ვ--–--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ვ--–--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 4 მაისის რედაქციით, 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდისთვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ვ--–--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისთვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

ვ--–--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთ) წლის ვადით;

 

ვ--–--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველით (2019 წლის 22 თებერვლის ეპიზოდისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

ვ--–--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, ბოლო ორი წლის - 2017 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 მარტამდე ეპიზოდისთვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ--–--------------ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

მსჯავრდებულ ვ--–--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2019 წლის 1 მარტის 21:30 საათიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ--–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე