განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.07.2019
საქმის ნომერი
190310019002816137
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310019002816137

საქმე №3ბ/1457-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი (მოპასუხე) - თ-----ი კ----–---–ი;

წარმომადგენელი: ლ--------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი: ნ------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე თ-----ი კ----–---–ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 3 000 ლარის დაკისრებას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე თ-----ი კ----–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის 2----–-–--------------ის №-------------- ბრძანებით, თ-----ი კ----–---–ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–-------------ის ა---------–-----------–----------------------------–--------------------–-------------------------–--------–--------------–---------------–--------–-----------------------–----–----–----------–---------------–---------–----------–------ის მ-----------------დ.

 

2----–-–---------------ს თ----- კ----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №------- კონტრაქტი ,--------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------------–---–------".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-13);

-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 55-62)

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის 2----–-–--------------ის №-------------- ბრძანება (ს. ფ. 14);

-2----–-–---------------ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №------- კონტრაქტი ,--------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------------–---–------"(ს. ფ. 15-22);

 

2.2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის მ-----–-------–--------–---–ის 2----–-–-----------------ის №----------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–------------------------–-------------------------------–--------–--------------–---------------–--------–----------–---------------–----–----–ის მ------–ი-მ---------ი, რ-----ი თ-----ი კ----–---–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-13);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის 2----–-–-----------------ის №----------------- ბრძანება (ს. ფ. 24);

- 2----–-–-----------------ის პირადი პატაკი (ს. ფ. 23);

 

2.2.3. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2----–-–--------------ის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №------- კონტრაქტის ,--------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------------–---–------" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმი)

-მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმი);

 

2.3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.3.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებების შესახებ არ მითითებულა.

 

3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

3.1. პირველი ინსნტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების" მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ამოცანებია ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ-----ი კ----–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

3.2. დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის 2----–-–--------------ის №-------------- ბრძანებით, თ-----ი კ----–---–ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–-------------ის ა---------–-----------–----------------------------–--------------------–-------------------------–--------–--------------–---------------–--------–-----------------------–----–----–----------–---------------–---------–----------–------ის მ-----------------დ.

 

2----–-–---------------ს თ----- კ----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №------- კონტრაქტი ,--------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------------–---–------".

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის მ-----–-------–--------–---–ის 2----–-–-----------------ის №----------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–------------------------–-------------------------------–--------–--------------–---------------–--------–----------–---------------–----–----–ის მ------–ი-მ---------ი, რ-----ი თ-----ი კ----–---–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2----–-–--------------ის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №------- კონტრაქტის ,--------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------------–---–------" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა კონტრაქტის 7.3. პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ,,ს-------------------------" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,ს-------------------------" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,ს-------------------------" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, ს------------------------- თ-----ი კ----–---–ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 0 წელი, 11 თვე და 08 დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს _ დისპოზიციურობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს. საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

3.3. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას თანხის განწილვადებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდის შეუძლებლობის შეფასება. მოპასუხეს არც სხვა რაიმე გარემოების შესახებ მიუთითებია რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, აღნიშნული კი თანხის განწილვადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

 

4. თ-----ი კ----–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

5. თ-----ი კ----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ოჯახში აქვს ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ შესაგებლით ცნო სარჩელი, ჯარიმას - 3 000 ლარს ვერ გადაიხდის ერთდროულად. ითხოვს თანხის განწილვადებას 30 თვეზე.

 

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.

 

6.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დარღვევის გამო, თ-----ი კ----–---–ისათვის ჯარიმის დაკისრებას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ვერ იმოქმედებს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი კერძო ავტონომიის თავისუფლებით, რამდენადაც მისი საქმიანობა მიმართულია საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად და მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის მხრივ ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. თუ არ არსებობს ორმხრივი ნება, შესაბამისად, არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის 2----–-–--------------ის №-------------- ბრძანებით, თ-----ი კ----–---–ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–-------------ის ა---------–-----------–----------------------------–--------------------–-------------------------–--------–--------------–---------------–--------–-----------------------–----–----–----------–---------------–---------–----------–------ის მ-----------------დ.

 

2----–-–---------------ს თ----- კ----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №------- კონტრაქტი ,--------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------------–---–------".

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–----------------ის მ-----–-------–--------–---–ის 2----–-–-----------------ის №----------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–------------------------–-------------------------------–--------–--------------–---------------–--------–----------–---------------–----–----–ის მ------–ი-მ---------ი, რ-----ი თ-----ი კ----–---–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2----–-–--------------ის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №------- კონტრაქტის ,--------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------------–---–------" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა კონტრაქტის 7.3. პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ,,ს-------------------------" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,ს-------------------------" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,ს-------------------------" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ს------------------------- თ-----ი კ----–---–ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა მხოლოდ და მხოლოდ 11 თვე და 08 დღე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც თ----- კ----–---–ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში - სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის თ----- კ----–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 3000 (სამიათასი) ლარის ანაზღაურების საფუძველს. ამდენად, არ არსებობს თ----- კ----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

6.3. ადმინისტრაციული პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თ----- კ----–---–მა პირველ ინსტანციაში ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი. ამდენად, სახეზე იყო თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თ----- კ----–---–მა მოითხოვა 3000 (სამიათასი) ლარის განწილვადება, კერძოდ, 24 თვეზე. შემდეგ, სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ოჯახში ჰქონდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფდა დაკისრებული თანხის გადახდას, ამდენად მოითხოვა თანხის განწილვადება 24 თვის ნაცვლად 30 თვეზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას სასამართლო სხდომა გადადო თანხის განწილვადების საკითზე შეთანხმების მიზნით, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, პალატა ვალდებულია იმსჯელოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით. საქმეში არ მოიძებნა მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ თ----- კ----–---–ს აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და ამ ეტაპისთვის ვერ შეძლებს თანხის ერთიანად, სრულად გადახდას. აპელანტს არც სხვა რაიმე გარემოების შესახებ მიუთითებია, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, აღნიშნული კი თანხის განწილვადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ თ-----ი კ----–---–მა ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე, შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-----ი კ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა