განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003069466
საქმე № 1ბ/1473-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული შ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ს---------------------------–---------------------------–-----; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------–--------------–------------------------------------
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: შ-----------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 გვისტოს განაჩენით შ-----------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შ-----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ------–--–--------------–--------------–--------------------------------–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას შ-----------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს მ--------------ას, კერძოდ ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე, ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად მ--------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის შ-----------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა შ-----------–---–ის მხრიდან მ--------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა შ-----------–---–ის ბრალეულობაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო მისი დამანაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მ--------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების- ბ------------–---–ის და გ-----------------ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, მოწმეებმა: ბ------------–---–მა და გ-----------------ემ დეტალურად აღწერეს სასამართლოს წინაშე მ--------------ას მიმართ განხორცილებეული ძალადობის ფაქტი, დაადასტურეს ის ინფორმაცია, რაც მათ დახვდათ შემთხვევის ადგილზე. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს შ-----------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ-----------–---–ის მიერ მ--------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შ-----------–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მ--------------ასთან ერთად 4 წელია ცხოვრობს. მათ აქვთ ნორმალური ურთიერთობა, ისინი არ ჩხუბობდნენ. შემთხვევის დღეს მ--------------ა იმყოფებოდა დედამისთან წალენჯიხაში, როდესაც დაბრუნდა, დახვდა მამამისთან ერთად და მანქანით წაიყვანა სახლში. გზაში მ--------------ას ეტყობოდა, რომ იყო ცოტა გაღიზიანებული, როგორც შემდგომ გაირკვა დაღლილობისგან. სახლში მ--------------ას მის დედასთან მოუვიდა შეკამათება, ბავშვის მისალმების გამო. მათი საუბარი გადაიზარდა ხმამაღალ ურთიერთშელაპარაკებაში. იგი ორივეს ამშვიდებდა და მოუწოდებდა, რომ კონფლიქტი ცივილიზებულად მოეგვარებინათ. მას ფიზიკური ძალა არ გამოუყენებია მეუღლის მიმართ. მან მხოლოდ შეანჯღრია მეუღლე და უთხრა, არ ეყვირა. მ------ დავარდა სკამზე და ისევ აგრძელებდა ყვირილს. მან დაურეკა მ--------------ას დედას, რომელთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა და ჰკითხა, თუ რა უთხრა ასეთი თავის შვილს მათზე. მ--------------ას ეტყობოდა, რომ გაქეზებული იყო. მ--------------ას დედამ მას უთხრა, რომ იცოდა რასაც გააკეთებდა და გაუთიშა ტელეფონი. ცოტა ხნის შემდეგ მ--------------ამ დაურეკა დედამისს და ჰკითხა თუ რას აპირებდა. დედამისმა უპასუხა, რომ დარეკა პოლიციაში და ნახავდნენ რაც მოხდებოდა. მ--------------ამ დედამისს უსაყვედურა, თუ რატომ დარეკა პოლიციაში, რადგან ამის მიზეზი არ ასებობდა. როდესაც პოლიცია მივიდა, მათ მამამისმა გაუღო კარები. პოლიციის შეკითხვაზე, მან უპასუხა, რომ თავისმა სიდედრმა გამოიძახა პოლიცია იმის გამო, რომ მეუღლე მ--------------ა ყვიროდა. მ--------------ას, თავის ოთახში, გაესაუბრა პოლიციელი, რა დროსაც იგი მათ საუბარში არ ჩარეულა და გავიდა ოთახიდან. შესაბამისად, რა უთხრა მ------მ პოლიციელს, არ იცის. კონფლიქტის შემდეგ, მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლე წავიდა საცხოვრებლად დედამისთან, ხოლო მას შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია.
დაზარალებულმა მ--------------ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ შ-----------–---–ი მისი ყოფილი მეუღლეა. 2015 წელს ის და შ-----------–---–ი შეუღლდნენ და ცხოვრობდნენ ვარკეთილში. მათთან შ-----ს მშობლების საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ, მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მას კონფლიქტი ჰქონდა დედამთილთან და აღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. 2019 წლის 26 აპრილს იმყოფებოდა წალენჯიხაში შვილთან და დედასთან ერთად, ხოლო თბილისში, დაახლოებით 9:00 საათისთვის ჩამოვიდა და მივიდა სახლში. კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი გახდა ის, რომ მათი შვილი სახლში შესვლისას არ მიესალმა შ-----------–---–ის დედას, რის გამოც ბებია განაწყენდა. მან სთხოვა შ-----------–---–ს, რომ მასთან ერთად გასულიყო იმ ოთახიდან, სადაც შ-----ს მშობლები იმყოფებოდნენ, მაგრამ შ-----------–---–ი მას არ მიჰყვებოდა. ბოლოს მამამთილმა მას უთხრა, რომ მათ წინაშე ესაუბრათ. მან შ-----ს მიმართ გამოთქვა პრეტენზია, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. მან დატოვა ოთახი და შევიდა საძინებელში. შ-----------–---–ი გავიდა მასთან, რათა დაემშვიდებინა და მიუთითებდა, რომ შესულიყო ოთახში, რა დროსაც ხელით შეაჯანჯღარა. ამ დროს ის წაბარბაცდა და დაეჯახა სკამს, რაზედაც მან დაიწყო ყვირილი, ხოლო შ-----------–---–მა დარეკა დედამისთან. თავისმა დედამ ტელეფონიზე საუბრის მოისმინა რა მისი ყვირილი, ეგონა რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს და დარეკა პოლიციაში. მან დაურეკა დედას და სთხოვა, რომ არ დაერეკა პოლიციაში, რადგანაც პოლიციის დახმარება მას არ ესაჭიროებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს, აღელვების გამო, განუცხადა რომ შ-----------–---–მა მას ხელი გაარტყა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. პოლიციის თანამშრომლებმა შ-----------–---–ის მიმართ გამოწერეს 1 თვიანი შემაკავებელი ორდერი. კონფლიქტის შემდეგ იგი 2 თვის მანძილზე ცხოვრობდა თავის დედასთან, წალენჯიხაში. ამ პერიოდში მას დედასთნ წარმოეშვა კონფლიქტი და იძულებული გახდა ჩამოსულიყო კვლავ თბილისში, ხოლო შვილი იზრდება შ-----------–---–ის მშობლებთან. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი დახმარება შეეძლო იყო შ-----------–---–ი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე გ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის აპრილის თვეში მუშაობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მე-7 განყოფილებაში, გამომძებლად. გამოძიება დაიწყეს, შეტყობინების საფუძველზე, ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული მ--------------ა, რომელმაც დააფიქსირა, რომ მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მან ბრალდებულის სახით დააკავა შ-----ჯ---–---–ი.
მოწმე გ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს მუშაობდა თბილისის პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ნა----–--------------–-------------------------–ი, სადაც მათი ინფორმაციით იყო ოჯახური ძალადობა. ადგილზე გაირკვა, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა შ-----------–---–სა და მის მეუღლეს მ--------------ას შორის, რა დროსაც შ-----------–---–მა მ--------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი. დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. შემდგომ მან დაზარალებული გადაიყვანა განყოფილებაში.
მოწმე ბ------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში. შემთხვევის დღეს იყო მორიგე, რა დროსაც მათთან შევიდა შეტყობინება, რომ ნ-----–--------------–---–- იყო ოჯახური ძალადობის ფაქტი. ადგილზე დახვდათ დაზარალებული მ--------------ა, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და განაცხადა რომ მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში ხელი დაარტყა და ითხოვდა, რომ წაეყვანათ სახლიდან, რადგან მეუღლესთან ცხოვრება აღარ შეეძლო.
შეტყობინებების N-------------------- აქტებით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 აპრილს, ფ-–------–-----------მ განახორციელა ზარი 112-ში და განაცხადა, რომ მასთან დარეკა თავისმა შვილმა, 1--- წელს დაბადებულმა მ--------------ამ, რომელსაც ესაჭიროებოდა დახმარება. კონფლიქტი მიმდინარეობდა ოჯახის წევრებს შორის: ცოლსა და ქმარს შორის, დედამთილსა და რძალს შორის.
2019 წლის 26 აპრილის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ შ-----------–---–ის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან მან 2019 წლის 25 აპრილს თავის მეუღლეს - მ--------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება შ-----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ შ-----------–---–მა ჩაიდინა მეუღლის - მ--------------ას მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და შ-----------–---–ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა შ-----------–---–ის მიერ - მ--------------ას მიმართ ძალადობის ფაქტებს. სისხლის სამართლის საქმეში შ-----------–---–ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა მ--------------ამ სასამართლოს მიუთითა, რომ შ-----------–---–ს მისთვის სახეში არ გაურტყავს ხელი, მან მხოლოდ ხელით შეაჯანჯღია იგი, რა დროსაც სკამს დაეჯახა, ხოლო ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე, მან აღელვების გამო უთხრა პოლიციელებს, რომ შ-----------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მართალია, მოწმეები - გ--------------ე, გ-----------------ე და ბ------------–---–ი აცხადებენ, რომ მათ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ მ--------------ა, რომელსაც სახეზე სიწითლე ეტყობოდა და აცხადებდა, რომ მეუღლემ სახეში გაარტყა ხელი, მაგრამ მათი ჩვენებები არ არის გამყარებული პირდაპირი ხასიათის ჩვენებით, რის გამოც პალატა მათ ირიბი ხასიათის ჩვენებებს ვერ გაიზიარებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მომხდარი შემთხვევის თაობაზე პოლიციას შეატყობინა არა დაზარალებულმა მ--------------ამ, არამედ მისმა დედამ - ფ-–------–-----------მ, რომელმაც კონფლიქტის შესახებ შ-----------–---–სგან ტელეფონოზე საუბრის დროს შეიტყო. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე ძალადობის, სიტყვიერი, თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის უშუალო თვითმხილველი არ არის, ხოლო დაზარალებულმა მ--------------ამ არ დაადასტურა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა შ-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ შ-----------–---–მა განახორციელა ოჯახში ფიზიკური ძალადობა მ--------------ას მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა შ-----------–---–ის დამნაშავეობაში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ-----------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
შ-----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ შ-----------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი