განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
140100118002787633
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002787633

საქმე №1ბ/1322-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

სო-–----------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 05 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების კასპი, ე--------–---–----------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით სო-–----------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, სო-–----------–-–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

სო-–----------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. კასპში, ე--------–---–----------–- არსებულ ჩიხში, სო-–----------–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის - ნა----------–-–---–ის მიმართ, კერძოდ: მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სო-–----------–-–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფ ნა----------–-–---–ს ხელი და თავი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნა----------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის სო-–----------–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სო-–----------–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა----------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, სო-–----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, სო-–----------–-–---–ის მიმართ შერაცხული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ, ზა----------–---–ის, კა-------------–---–ის, ოთ----------–-–---–ის და ქე------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნა----------–-–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, შეტყობინებების ოქმებით, სო-–----------–-–---–ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. აპელანტის განმარტებით, მოწმე ლე---------------მა სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ მან უშუალოდ დაინახა 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. კასპში, თ----–---–----------–- არსებულ ჩიხში სო-–----------–-–---–ის მიერ მეუღლის - ნა----------–-–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, რის შემდგომაც მან ისინი გააშველა და შეიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში. ნა----------–-–---–ი დარტყმის შემდეგ იტკიებდა სახეს, რამდენიმე დღის მერე კი ცხვირზე ჰქონდა პატარა ზომის დალურჯება. აპელანტის აზრით, სო-–----------–-–---–ის ბრალეულობა უტყუარად დასტურდება ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით, დაზარალებულ ნა----------–-–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს და სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ სო-–----------–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხვ------------–-–---–მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატის აზრით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას სო-–----------–-–---–ის მიერ ორსული მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენაში, კერძოდ:

 

სო-–----------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ ნა----------–-–---–ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი, რომელიც სო-–----------–-–---–ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − სო-–----------–-–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე სასამართლო უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ სო-–----------–-–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა მოწმეების - ზა----------–---–ის, კა-------------–---–ის, ოთ----------–-–---–ის და ქე------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებზე, ნა----------–-–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმზე, შეტყობინებების ოქმებზე, სო-–----------–-–---–ის დაკავების ოქმსა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარი მტკიცებულებებზე. პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებულ მტკიცებულებათა ნაწილი მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ არც ერთი მათგანი ყოფილა სო-–----------–-–---–ის მხრიდან ნა----------–-–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტის შემსწრე.

 

აპელანტი განსაკუთრებით გამოყოფს მოწმე ლე---------------ს, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ ნა----------–-–---–ისგან იცოდა მისი ორსულობის შესახებ. მან დაადასტურა 2018 წლის 23 ნოემბერს კონფლიქტის არსებობის ფაქტი და აღნიშნა, რომ უშუალოდ არის ძალადობის ფაქტის შემსწრე, თავად დაინახა, თუ როგორ მიაყენა სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა სო-–----------–-–---–მა მეუღლეს ნა----------–-–---–ს. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი პირის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოწმე ლე---------------ის ჩვენება კი არ არის გამყარებული არც ერთი სხვა მტკიცებულებით, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციითაც, კერძოდ:

 

2018 წლის 23 ნოემბრის, №0------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიხედვით, პაციენტი ნა----------–-–---–ი კლინიკაში მიყვანილ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ. უჩიოდა ტკივილს სახის არეში მარჯვნივ, სადაც ინსპექციით გარეგანი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. პაციენტი ზემოაღნიშნულ ჩივილს ფიზიკურ შეურაცხყოფას უკავშირებდა, თუმცა არ არის დასახელებული შეურაცხყოფის მომყენებლის ვინაობა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 26 ნოემბერს, 11:45 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის მოქ. ნა----------–-–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკურ დაზიანებათა ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

2018 წლის 23 ნოემბრის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დაზარალებულ ნა----------–-–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი დასვრილი ან დაზიანებული არ ყოფილა.

 

2018 წლის 4 დეკემბრის შპს ხონელიძის კლინიკის ცნობის თანახმად, ნა----------–-–---–ის ორსულობასთან დაკავშირებით კლინიკაში არანაირი სამედიცინო დოკუმენტაცია არ მოიძებნა.

 

2018 წლის 14 დეკემბრის ოქმისა და 2018 წლის 17 დეკემბრის შ----------–----------- სამედიცინო ცენტრის ცნობის მიხედვით დგინდება, რომ შ----------–----------- სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში, ორსულობის ფაქტთან დაკავშირებით ექოსკოპიურ კვლევაზე ნა----------–-–---–მა განაცხადა კატეგორიული უარი.

2018 წლის 18 დეკემბრის იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ცნობის თანახმად, ნა----------–-–---–ი, როგორც ორსული დაფიქსირებული არ არის და მას სამედიცინო დახმარებისთვის არასოდეს მიუმართავს.

 

ხოლო, მოწმე ლა–---------–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დასაბუთებულად იმსჯელოს სო-–----------–-–---–ის მიერ წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდოს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - მოწმე ლე---------------ის ჩვენება, რომელიც საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით არაა დადასტურებული.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ სო-–----------–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა ორსული მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სო-–----------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია სო-–----------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა სო-–----------–-–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება სო-–----------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი სო-–----------–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

სო-–----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სო-–----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებული. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

გამართლებულ სო-–----------–-–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე