განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
210100118002708514
ინსტანცია
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002708514

საქმე №1ბ/1174-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ბ------–---–---–ის,ადვოკატ - ნ-----–----–--ის,მსჯავრდებულ - ი-–-------–------ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-–-------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-–-------–------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–----------–-----–--; დანაშაული გათვ--–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით:

 

ი-–-------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვ--–-სწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, ი-–-------–------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი-–-------–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-–-------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 სექტემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ი-–-------–------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ი-–-------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 4 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ს----------------------------–------–ი, თაღლითობისთვის ნასამართლევი ი-–-------–------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლა გ-------------ის კუთვნილ 53 სულ ცხვარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 7400 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-–-------–------ის ადვოკატმა ნ-----–----–--ემ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვ--–-სწინა თვით დაზარალებულ გ-------------ის ჩვენება, რომ ი-–-------–------ს აქვს მისი ვ--–- 7400 ლარის ოდენობით, რომლის არსებობაც ბრალდებულმა წერილობით დაუდასტურა მას. ისინი შეთანხმებულები იყვნენ, რომ ი-–-------–------ი თანხას ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა, ხოლო ზუსტი გადახდის გრაფიკი არ ყოფილა დადგენილი. ამასთან, დაზარალებულმა და სხვა მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ ამ პერიოდში ი-–-------–------ს დაემთხვა მძიმე ეკონომიური გაჭირვება, კეროდ, იყო უმუშევარი; გ-------------ის ცხვრის გაყიდვის შედეგად ნახა ზარალი, რადგან საქონელი არ იყო კარგი ხარისხის; გარდა ამისა, დაიჭირეს მისი შვილი, რომლის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ასევე დაჭირდა გარკვეული თანხა. შესაბამისად, დამცველის განმარტებით, ი-–-------–------ს გ-------------ი არ მოუტყუებია, უბრალოდ იგი ვეღარ იხდიდა ვალს. მართალია ი-–-------–------ის ტელეფონი ხანდახან გათიშული იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ემალებოდა დაზარალებულს. მის საცხოვრებელ ადგილას - სოფელ იორმუღანლოში სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება არის რთული, რაც ასევე დადგინდა სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, ადვოკატის შეფასებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-–-------–------ის მიერ გ-------------ის მოტყუების განზრახვას. სასამართლო სხდომაზე აშკარად გამოიკვეთა, რომ გ--------ა და ა-–------ს შორის ჩამოყალიბებულია სამოქალაქო ურთიერთობები და ისინი უნდა დარეგულირდეს სამოქალაქო სამართლებრივი გზით.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა ი-–-------–------ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ი-–-------–------ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას. აღნიშნული დასკვნის დასაბუთებისას პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ი-–-------–------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ იგი ვ-----–------------თან ერთად მივიდა გ-------------თან ცხვრის შესაძენად. პირველად იყვნენ შ--–---------–---–თან ერთად, რა დროსაც ვუსალი ყიდულობდა ცხვარს, თუმცა მას არ მოეწონა პირუტყვი და უკან გამობრუნდნენ, შ--–--ს გზის ფული გადაუხადეს და თავის სოფელში გააგზავნეს. ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თავად ეყიდა გ-------------ის ცხვარი. მივიდა მასთან, უთხრა, რომ ყიდულობდა ცხვარს და ვიდრე მანქანას დატვირთავდა, მანამდე შეუთანხმდა, რომ თანხის ნაწილი თან ჰქონდა, ხოლო ნაწილს 10 დღეში გადაუხდიდა, რაზეც გ-------------ი დაეთანხმა . ცხვრების შეძენის შემდეგ ფასები შეიცვალა, ამასთან ცხვრების ნაწილი დაკლა და ისე გაყიდა, რის გამოც იზარალა. ასევე, ამ პერიოდში დაიჭირეს მისი შვილი, თვითონ არ მუშაობდა და ვეღარ შეძლო დაზარალებულისათვის დარჩენილი თანხის გადახდა. აღიარებს, რომ აქვს გ-------------ის ვ--–-, რომელის გადახდაზეც ყოველთვის იყო თანახმა, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა. ი-–-------–------ის განმარტებით, მას არ მოუტყუებია გ-------------ი. მის ოჯახში იყო მოსული ვ----–------–---თან ერთად და სთხოვა ცოტა ხანს ედროვებინა, რადგან იზარალა, მას გ----სთვის არ უთქვამს, რომ მისთვის მისაცემი თანხა შვილის გირაოში ქონდა გადახდილი. ამის შემდეგ მას ასევე შეხვდა შუამავ--–- შ--–--, რომელმაც უთხრა ცხვარი გიყიდია გ-------------ისგან და რატომ არ გადაიხადე ჩემი მომსახურების საფასურიო, რის გამოც მას ვუსალის ხელით მისცა 100 ლარი. ასევე გადაიხადა მანქანის დაქირავების თანხა. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მას გ----სთვის მისაცემი აქვს 7400 ლარი, ხოლო ამ ცხვრის ყიდვა-გაყიდვაში ვ-----–------------ს წილი არ ჰქონია.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ი-–-------–------ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვ--–-ფიკაცია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ-------------მა განაცხადა, რომ ეწევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და ყავს საქონელი, კერძოდ ცხვარი. 2017 წლის ოქტომბერში დაუკავშირდა ვინმე შ--–-- და უთხრა, რომ უნდოდა მისი ცხვრის ნახვა. ცხვრის სანახავად მისულან შ--–--, ი-–----ი და მუსა, რის შემდეგაც ტელეფონით ისაუბრეს და თითო ცხვარი დაუფასა 150 ლარი, თუმცა ფასზე ვერ მორიგდნენ. იმავე დღეს, დაახლოებით ერთ საათში დაურეკა ი-–-------–------მა და უთხრა, რომ 1 სულ ცხვარზე გადაიხდიდა 140 ლარს, რაზეც დათანხმდა. მასთან (გ-------------თან) სახლში, სოფელ მანავში მივიდნენ ი-–----ი და მუსა, ნახეს ცხვარი და შემდგომ მიიყვანეს მანქანა. 103 სული ცხვარი დასვეს მანქანაზე, რაც მუსამ წაიყვანა, ხოლო ი-–-------–------ი დარჩა მასთან. ამის შემდეგ ი-–----ი დაელაპარაკა, რომ ცხვრების სრული ღირებულება - 14400 ლარი თან არ ჰქონდა; გადასცა 7000 ლარი და უთხრა, რომ დარჩენილი თანხის ნაწილს 7400 ლარს 4 დღეში, კვირა დღეს ბაზრიდან მობრუნების შემდეგ გადასცემდა. აღნიშნულზე ცოტა დაფიქრდა, თუმცა დათანხმდა თანხის ნაწილობრივ გადახდაზე. კვირას ი-–----მა თანხა არ მიუტანა, თუმცა რამდენიმე დღე აცალა და ოთხშაბათს დაუკავშირდა იმ ნომერზე, საიდანაც თავდაპირველად დაურეკა ი-–----მა. ი-–----ი შეპირდა, რომ რამდენიმე დღეში მისცემდა თანხას. დაზარალებულის განმარტებით, შემდგომ სოფელში მოიძია ი-–----ის შესახებ ინფორმაცია და გაიგო, რომ ი-–----ი იყო თაღლითი. იგი პერიოდულად უკავშირდებოდა ი-–-------–------ს, რომელიც ხან ტელეფონის ნომერს ცვლიდა და ხან არ პასუხობდა. მასთან სახლშიც იყო მისული, თუმცა ა-–------ი არ დახვდა. შემდეგ თავის ნაცნობს ვ----–------–---ს სთხოვა დახმარება, რომელმაც ი-–----ი და მუსა მიიყვანა მასთან სახლში. საუბრისას მუსამ თქვა, რომ ი-–----მა გაყიდა ცხვარი და სწორედ ის გადაიხდიდა თანხას. საბოლოოდ ვერ მოილაპარაკეს, თუ როდის დააბრინებდა ი-–-------–------ი ფულს, რის გამოც მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა მომხდარის თაობაზე. პოლიციიდან წამოსვლის შემდგომ, კვლავ სცადა ი-–----თან დაკავშირება, თუმცა იგი ხან პასუხობდა, ხან არა. თხოვდა, რომ თანხა ნაწილ-ნაწილ მაინც გადაეხადა, რისი საშუალებაც ჰქონდა იმ ოდენობებით. ი-–----ი სხვადასხვა მიზეზს იგონებდა, თუ რატომ ვერ აბრუნებდა თანხას, ერთხელ უთხრა, რომ მისი ბიჭი, რომელიც დაჭერილი იყო, გამართლდა და მიცემდა გირაოს სახით გადახდილი თანხას აღების შემდეგ. ამის გარდა სხვადასხვა დროს პირდებოდა თანხის დაბრუნებას, თუმცა ისე გავიდა ერთი წელი, რომ ი-–----ს მისთვის 53 სული ცხვრის ღირებულება - 7400 ლარი არ მიუცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–--–---–-----მა განაცხადა, რომ დრო ზუსტად არ ახსოვს, როდესაც მას დაუძახა მეზობელმა გ-------------მა და სთხოვა დახმარება. კერძოდ უთხრა, რომ ყიდიდა ცხვარს და დახმარებოდა დათვლაში და მათ მანქანაზე აყვანაში. მისთვის უცნობია, თუ რამდენი სული ცხვარი გაყიდა გ----- და რა ფასად. ასევე არ იცის, ვინ შეიძინა ცხვარი, კლიენტები არაქართველი ეროვნების იყვნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ც--------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წელს მისმა მეზობელმა გ-------------მა გაყიდა ცხვარი. ამ დროს იმყოფებოდა გარეთ, რა დროსაც გ----- სთხოვა დახმარება ცხვრის მანქანაზე დასმაში. მათ დაეხმარათ გ--–--–---–-----იც. როგორც ახსოვს, გ----- სულ 103 სული ცხვარი გაყიდა, თითო 140 ლარად. თუმცა გ----სა და კლიენტს შორის მოლაპარაკებებს არ შესწრებია; კლიენტი აზერბაიჯანელი ეროვნების იყო. მოგვიანებით მოწმე შეხვდა გ-------------ს რომელისგანაც გაიგო, რომ თანხის ნაწილი - 7400 ლარი ცხვრის შემძენს მისთვის აქ ქონდა მიცემული, იგი ემალებოდა დაზარალებულს და ტელეფონს არ პასუხობდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–---------–---–მა განაცხადა, რომ როგორც მისთვის ცნობილი გახდა, 2017 წლის ოქტომბერში გ-------------ს სურდა ცხვრების გაყიდვა, ხოლო ი-–-------–------ს - ყიდვა. მან აღნიშნული ორი პიროვნება დააკავშირა ერთმანეთს, რისთვისაც მისთვის ერთ ნაყიდ ცხვარზე უნდა გადაეხადათ ერთი ლარი. ადგილზე მისვლისას ი-–-------–------მა ცხვარი დაიწუნა, თქვა, რომ გამხდარი იყო და არ იყიდდა. მოწმის შეფასებით, გ-------------ის ცხვარი საშუალოდ 150-160 ლარი ეღირებოდა. მანავიდან სახლში მარშუტკით წავიდა, რადგან უთხრეს, რომ მანქანით მისი წაყვანა ზედმეტი ხარჯი იქნებოდა მათთვის. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დაუკავშირდა გ-------------ი, რომელმაც უთხრა, რომ მას შემდგომ, რაც ის გააცილეს, ი-–----ი უკან დაბრუნებულა და შეუძენია ცხვარი. გ-------------მა სთხოვა დახმარება, ვინაიდან ი-–-------–------ს თანხა არ ჰქონდა სრულად გადახდილი და აღარც კონტაქტზე გამოდიოდა. მოწმემ განმარტა, რომ თავადაც ვერ დაუკავშირდა ი-–----ს. ამ უკანასკნელს მისთვის გაწეული შუამავლობისათვის თანხა არ გადაუხდია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-----–------------მა განაცხადა, რომ აპირებდა ცხვრის ყიდვას. მას დაურეკა შუამავალმა შ--–---------–---–მა და უთხრა, რომ მანავში ცხვარი იყო გასაყიდი და წასულიყვნენ სანახავად. მომსახურებაში შ--–--ს თითო ცხვარზე 1-2 ლარს აძლევენ. ცხვარი ნახა შ--–---------–---–თან და მის ნათესავ ი-–-------–------თან ერთად, თუმცა არ მოეწონათ და აღარ იყიდა. ი--–------- ერთად წავიდა იორმუღანლოში, ხოლო შ--–-- წავიდა თავის სახლში. იმავე დღეს დაურეკა ი-–-------–------მა და სთხოვა მანქანის თხოვება, ვინაიდან შეუძენია ცხვრები და მათ წამოსაყვანად სჭირდებოდა დიდი მანქანა. ასევე, ი-–----მა სთხოვა, რომ სახლში ქონდა ფული 8000 თუ 7000 ლარი და მიეტანა მისთვის. მოწმის განმარტებით, იქირავა დიდი მანქანა, აიღო ფული და წავიდა მანავში, სადაც ფული მისცა პირადად ი-–-------–------ს. მანამდე გ---- და ი-–----ი რაზე შეთანხმდნენ, ინფორმაცია არ აქვს, უბრალოდ იცოდა, რომ ცხვრები იყიდა და მივიდა დასახმარებლად. არც ის დაუნახავს, ი--–-რ ა-–------მა მისცა თუ არა გ-------------ს მისი მიტანილი ფული. სულ წამოიყვანა დაახლოებით 100 სული ცხვარი. ი--–-რ ა-–------მა თითოში რა გადაიხადა, არ იცის. მოწმემ განმარტა, რომ მანავიდან წამოსვლის შემდეგ ი-–----მა შეძენილ ცხვარს რა უყო, არ იცის, მის მიერ მიტანილი 7000 ლარი იყო მხოლოდ ი-–----ის და მას წილი არ ჰქონია. მოგვიანებით მანავში შეხვდნენ გ----, ვ----–------–---ი და ი-–----ი. გ-------------ი ი-–-------–------ისგან ითხოვდა 7400 ლარს, რაზეც ი-–----მა უთხრა, რომ მას ფული არ ჰქონდა და ვერ იხდიდა. მათ განსაზღვრეს დრო, როცა ი-–----ს ვ--–- უნდა დაებრუნებინა. გ----- სთხოვა თავდებში ჩადგომოდა ი-–-------–------ს, რაზედაც მან უარი თქვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----–------–---მა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა გ-------------ი და სთხოვა დახმარება. კერძოდ განუმარტა, რომ ი-–-------–------მა მისგან წაიყვანა ცხვრები, თანხის ნაწილი გადაიხადა, თუმცა ნაწილი - 7000 ლარი მისაცემი ჰქონდა და არ აძლევდა. ვ----–------–---მა შეახვედრა ისინი და ი-–-------–------ს ურჩია დაებრუნებინა ფული გ----სთვის, რაზეც ი-–----მა უთხრა რომ 10 დღეში გ----ს ფულს მიცემდა. 10 დღის შემდეგ დაურეკა ი-–-------–------ს, რომელსაც ტელეფონი გათიშული ქონდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--------------მა განაცხადა, რომ როდესაც ი-–-------–------ის შვილი ალი ა-–------ი დაიჭირეს, ნათესაობამ გადაწყვიტა მისთვის შეეგროვებინათ გირაოს თანხა - 4500 ლარი და გადაეხადათ, რადგან თავად ი-–----ს ამის საშუალება არ ჰქონდა. მოგვიანებით მათ უკან დაუბრუნდათ გირაოს სახით გადახდილი თანხა 4500 ლარი, საიდანაც ი-–-------–------ს არაფერი არ ეკუთვნოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ი-–----ი ხშირად სესხულობდა მისგან თანხას და ყოველთვის უბრუნებდა უკან, თუმცა სხვა შემთხვევებში რისთვის ჭირდებოდა ფული, მისთვის უცნობია.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, ჰქონდა თუ არა ი-–-------–------ის ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან თაღლითობა, ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვ--–-ფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ი-–-------–------ს დაზარალებულ გ-------------ის მიმართ გააჩნდა ფინანსური ვალდებულება. ეს გარემოება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს გ-------------ისგან წვრილფეხა პირუტყვის წამოყვანის დროს ი-–-------–------ი მოქმედებდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მიზნის მისაღწევად, მან დაზარალებულის მიმართ გამოიყენა თუ არა სპეციალური ხერხი - მოტყუება.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის ინტერპრეტაციას დაზარალებულ გ-------------ის ჩვენებასთან მიმართებაში, თითქოს იგი ადასტურებს, რომ ი-–-------–------ს აქვს მისი ვ--–- და შესაბამისად, მათ შორის წარმოშობილია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. ასეთი დასკვნის საფუძველს არ იძლევა არც დაზარალებულის ჩვენება და არც საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა. გ-------------მა ადვოკატის კითხვაზე ნათლად განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ეს არ არის ვ--–- და სახეზეა დანაშაული. დაზარალებულის განმარტებით, როგორც საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში, ასევე, ქ.თელავში, პროკურატურაში შეტანილ განცხადებებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მიუვიდა უარი, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალურ პროკურატურაში დაწერა განცხადება, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებას და იგი იყო მოტყუებული. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რაში გამოიხატა ი-–-------–------ის მხრიდან გ-------------ის მოტყუება, აღსანიშნავია, რომ როგორც დაზარალებული განმარტავს, მას ი-–-------–------ი მოურიგდა თითო ცხვრის 140 ლარად შეძენაზე, რაზეც თანხმობა განუცხადა, თუმცა მისთვის თავდაპირველად არ იყო ცნობილი, რომ ა-–------ი ცხვრების საფასურს სრულად არ იხდიდა. გ-------------ის ჩვენებით, ი-–-------–------მა მანქანა ცხვრით დატვირთა და მუსას გააყოლა, ხოლო თავად მასთან დარჩა სალაპარაკოდ. დაზარალებულმა იგი სახლში შეიპატიჟა და ისაუბრეს, რა დროსაც ა-–------მა უთხრა, რომ თან ჰქონდა მხოლოდ 7000 ლარი და დანარჩენს 10 დღეში გადაუხდიდა. დაცვის მხარე აპელირებს, რომ თუკი გ-------------ი თანახმა არ იყო მსგავსი სახის გარიგებაზე, შეეძლო მოეშალა შეთანხმება და საერთოდ აღარ მიეყიდა ი-–-------–------ისთვის ცხვრები. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა განაცხადა, იგი დაფიქრების შემდეგ დათანხმდა ი-–-------–------ის წინადადებას. ის გარემოება, რომ გ-------------ი ენდო მსჯავრდებულს და გადაწყვიტა მისთვის გარკვეული დრო მიეცა თანხის სრულად დასაფარად, არ გამორიცხავს ი-–-------–------ის მხრიდან დანაშაულებრივი განზრახვის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში გასათვ--–-სწინებელია, რომ დაზარალებულმა დაიხმარა მეზობლები და 103 სული ცხვარი აიყვანეს ავტომანქანაზე, დატვირთული მანქანა უკვე წასული იყო მისგან; ამასთან, ვინაიდან ი-–-------–------მა თანხის ნაწილი - 7000 ლარი მაშინვე გადაიხადა, აღნიშნული გახდა დაზარალებულის თვალში ნდობის მოპოვების და მისი დარწმუნების საფუძველი, რომ თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდაც არ იქნებოდა პრობლემა.

 

ი-–-------–------ის მიერ მოტყუებით, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ იგი ცხვრების შეძენის შემდეგ თავს არიდებდა გ-------------თან ურთიერთობას, არ პასუხობდა მობილურ ტელეფონს, ხოლო ზოგჯერ საერთოდ გამორთული ჰქონდა იგი. დაცვის მხარის აპელირება, რომ მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილას გართულებულია სატელეფონო კომუნიკაცია, არის დამაჯერებლობას მოკლებული. რათქმაუნდა, სასამართლო დაცვის მხარეს არ აკისრებს ბრალდებულის უდანაშაულობის მტკიცების ტვირთს, თუმცა როდესაც ადვოკატი ცდილობს გააბათილოს ბრალდების მხარის დასაბუთებული არგუმენტაცია, მისი პოზიცია გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კი, გარდა მსჯავრდებულის განმარტებისა, საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, იყო თუ არა სოფელ იორმუღანლოში სატელეფონო კომუნიკაცია გართულებული და კონკრეტულად იმ მობილურ ოპერატორს გააჩნდა თუ არა პრობლემა, რომლითაც სარგებლობდა მსჯავრდებული ი-–-------–------ი. გასათვ--–-სწინებელია ის გარემოებაც, რომ ი-–-------–------ს არა მხოლოდ გამორთული ჰქონდა ტელეფონი, არამედ ზოგჯერ არ პასუხობდა დაზარალებულის ზარებს. ამასთან, მით უფრო იმ პირობებში, თუ ი-–-------–------ისათვის ცნობილი იყო სატელეფონო კომუნიკაციის შეფერხების შესახებ და იცოდა, რომ გ-------------ს გაუჭირდებოდა მასთან დარეკვა, ლოგიკურია, რომ თავად უნდა ეცადა დაზარალებულთან კავშირის დამყარება და მისთვის ინფორმაციის მიწოდება თანხის დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით, რაც ი-–-------–------ს არ გაუკეთებია. პირიქით, იგი მაქსიმალურად არიდებდა თავს გ-------------ს და ამ უკანასკნელმა მისი მოძიება მხოლოდ საერთო ნაცნობის - ვ----–------–---ის მეშვეობით შეძლო.

 

პალატა მხედველობაში იღებს მოწმეების შ--–---------–---–ის, ვ----–------–---ის და ვ-----–------------ის ჩვენებებსაც იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იდენტურად და ურთიერთშესაბამისად აღწერენ მათთვის ცნობილ ფაქტებს, თუ როგორ წამოიყვანა გ-------------ისგან ცხვარი ი-–-------–------მა, რომლის საფასურის ნახევარიც მისთვის არ გადაუხდია და გ-------------ს მისდამი გააჩნდა პრეტენზია. მოწმეებმა დაადასტურეს ასევე ის გარემოებაც, რომ გ-------------ი ცდილობდა მათი დახმარებით მიეღო კუთვნილი თანხა ი-–-------–------ისგან. ვ----–------–---ის და ვ-----–------------ის მონაწილეობით შეხვედრაც შედგა დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის, სადაც ეს უკანასკნელი აღიარებდა, რომ 7400 ლარი გადასახდელი ჰქონდა გ-------------ისთვის. სხენებული მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან და კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს მას.

 

რაც შეეხება თავად მსჯავრდებულ ი-–-------–------ის განმარტებას, რომ მას არ მოუტყუებია გ-------------ი და მისთვის 7400 ლარის გადახდა ვერ შეძლო მხოლოდ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და წარმოადგენს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების აშკარა მცდელობას. პალატას გააჩნია საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტები, რომ ეჭვი შეიტანოს მსჯავრდებულის გულწრფელობაში, ვინაიდან მისი ჩვენება არ არის თანხვედრაში როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების შ--–---------–---–ის და ს--------------ის ჩვენებებთან. ი-–-------–------ი გ-------------ისგან განსხვავებით ამტკიცებს, რომ იგი თავდაპირველად, ცხვრების შეძენამდე მოურიგდა დაზარალებულს თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე. ხოლო შ--–---------–---–თან მიმართებაში განმარტავს, რომ მას ვ-----–------------ის ხელით გადასცა გაწეული შუამავლობის საფასური - 100 ლარი, რაც კატეგორიულად უარყო შ--–---------–---–მა და განაცხადა, რომ იგი თავადაც ვეღარ უკავშირდებოდა ი-–-------–------ს. რაც შეეხება ამ უკანასკნელის მითითებას, თითქოს მისი ფინანსური პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი შვილის დაკავება და გირაოს თანხების მოძიება, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ნათესავის - ს--------------ის ჩვენებით, ი-–-------–------ის შვილს გირაოს თანხა ნათესავებმა შეუგროვეს. ამ მიზნით მოძიებული 4500 ლარი იყო ს--------------ის და კიდევ სხვა ნათესავების, საიდანაც ი-–-------–------ს არაფერი არ ეკუთვნოდა. იმ გარემოების გათვ--–-სწინებით, რომ დაზარალებულის და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მოწმეების ჩვენებები არის სრულიად თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-------–------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ-------------ის კუთვნილ ქონებას, რა დროსაც იგი მოქმედებდა სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით. ხოლო დაცვის მხარის ვერსია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, იმთავითვე ბათილდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად.

 

ამდენად, დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული გარემოება, რომ ი-–-------–------ის მხრიდან გ-------------ის მოტყუების ფაქტი არ იკვეთება, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. იმ პირობებში, როდესაც ი-–-------–------მა მხოლოდ საქონლის მანქანაზე დატვირთვის შემდეგ უთხრა დაზარალებულს, რომ თანხის ნაწილი არ ჰქონდა და გარკვეული პერიოდი დაეცდია მისთვის, ასევე შემდგომში თავს არიდებდა მასთან კომუნიკაციას, ხოლო დაკავშირების შემთხვევაში იმიზეზებდა სხვადასხვა არარსებულ გარემოებებს და თანხის მომავალში გადახდის თაობაზე იძლეოდა ცრუ დაპირებებს, სახეზეა თაღლითობის ობიექტური მხარისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

რაც შეეხება ი-–-------–------ის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ი-–-------–------ი კვლავ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გ-------------ის კუთვნილ 53 სულ ცხვარს, მაშინ, როდესაც ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და დაზარალებულს მიაყენა 7400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი-–-------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვ--–-სწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის. საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის მიერ ი-–-------–------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი. დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ბრალდების მხარის ვერსია და სათანადოდ დაედასტურებინა, რომ მსჯავრდებული არ მოქმედებდა წინასწარ განზრახული მიზნით - მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვ--–-სწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით განხაზღვრული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები, დამნაშავის პიროვნება, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში და დანიშნა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვ--–-სწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-–-------–------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი;

 

ი-–-------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, ი-–-------–------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი-–-------–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-–-------–------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ი-–-------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 30 სექტემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე