განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N020100118002729740
(საქმე №1/ბ-513-2019წ).
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-----------
გამართლებული: რ------–-----–--ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ო-------ის რაიონის სოფელი ბ---–------, მცხოვრები მისამართზე: ქ-------------, რ---–--------------------------.
ადვოკატი: თ------–-------–------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ------–-----–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში რ------–-----–--ემ, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების: თ----- და გ------- შ-----–--ეების თანდასწრებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ხ------- ა------ს - მუშტი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო ოთახიდან გასვლისას მას თავი მიარტყმევინა კედელზე. სიტუაციის განმუხტვა სცადა აღნიშნულის შემსწრე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თ----- შ-----–--ემ, რა დროსაც რ------–-----–--ემ, წინასწარი შეცნობით, არასრუწლოვან შვილს - თ----- შ-----–--ეს, არასრულწლოვანი გ------- შ-----–--ის თანდასწრებით, მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში. რ------–-----–--ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ხ------- ა------მ და არასრულწლოვანმა თ----- შ-----–--ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ხოლო ხ------- ა------მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზემოაღნიშნულის გამო, რ------–-----–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით: რ------–-----–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
რ------–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან;
გამართლებულ რ------–-----–--ეს განემარტა მიყენებული ზიანი ანაზღაურების უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ------–-----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ რ------–-----–--ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------მ, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა რ------–-----–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------–-------–------მ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ა------ნის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ა------ნის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ------–-----–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ------–-----–--ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე თ----- მ-----ს ჩვენების თანახმად, ხ------- ა------ მივიდა ატირებული და ფსიქოლოგმა გაუწია კონსულტაცია. ბავშვიც მოყვებოდა. ხ------- ა------სგან იცის, რომ მეუღლე ძალადობდა მასზე, სხეულზე აჩვენა ჩაწითლებები, თავში მირტყამდა, იძალადაო მეუღლემ. ბავშვების მიმართ ძალადობა არ ყოფილა. დაზარალებულისვე მონაყოლით, უმიზეზოდ ხშირად ცემს მეუღლე, ღამე ხშირად გარეთ დარჩენილა, თუ სახლი არ არის მოწესრიგებული, საჭმელი არ არის მომზადებული და სხვა. მისგანვე იცის, რომ მეუღლე ოჯახის მარჩენალია, მაგრამ ხშირად იღებს ალკოჰოლს. დაზიანება წინა საღამოს მომაყენაო, უთხრა დაზარალებულმა. ხელზე ჰქონდა ჩაწითლებები. ბავშვი ნერვიულობდა, ეხვეწებოდა დედას, არ იტიროო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე თ-----------–---------ს ჩვენების თანახმად, 19 ოქტომბერს 12:00 საათზე მივიდა ხ------- ა------ მის შვილ გ-------სთან ერთად, ტიროდა, თქვა, რომ მეუღლე დიდი ხანია მასზე ძალადობს ფიზიკურად და ფსიქიკურად, შეურაცხყოფას აყენებს, თავში ურტყამს. მეზობლის სახლში გაუთევია ღამე ამის გამო, ხელზე ჰქონდა სიწითლე, მიუთითებდა თავში დაზაინებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ბ---------------–--ს ჩვენების თანახმად, მივიდა გამოძახებით, მე-3 სართულზე ავიდა. ინიციატორი იყო თ----- მ-----. ხ------- ა------მ თქვა, რომ 18 ოქტომბერს მეუღლემ ოთახში დაარტყა მუშტი მასაც და თ----- შ-----–--ესაც. გ------- შ-----–--ეც ესწრებოდა ამ ინფრომაციის მოწოდებას. ხ-------ს ხელებზე ჰქონდა სიწითლეები და სილურჯე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ს--------–-----ს ჩვენების თანახმად, ღამე იყო, შემოესმა ხმაური. ავიდა მე-4 სართულზე. ხ------- ა------ იდგა ბავშვებთან ერთად ანერვიულებული. შეიყვანა მასთან, დააწვინა, დააბინავა. ავიდა ბრალდებულთან. ბრალდებული არის შვილების მიმართ ყურადღებიანი, მეოჯახე. ბრალდებულს ჰკითხა, რა ხდებაო. ნუ ერევიო შენ, მიიღო პასუხად. სახლში ჩხუბის კვალი არ იყო. ჩამოვიდა, ხ------- ა------მ უთხრა, რომ ბრალდებული ნასვამი იყო და კონფლიქტი მოუვიდათ. დილით ხ------- წავიდა ბავშვებიანად ფსიქოლოგთან. ხ-------მ უთხრა, ბრალდებულმა მკრაო ხელი კამათისას, ნერვიულობისგან აწითლებული იყო. ბრალდებული სვამდა. დაზარალებულს არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოწმეები თავის ჩვენებებში უთითებდნენ მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოკითხვამდე ან გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაზე, მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ხ------- ა------ს ჩვენებას: ბრალდებული მივიდა გვიან. საჭმელი არ იყო გამზადებული. ბავშვები სახლში იყვნენ. ცოტა შეკამათება მოუვიდათ, გარეთ გავიდა. სიტყვიერი შეკამათება იყო და თავი აარიდა ბრალდებულს, სოფო ჟვანიასთან ჩავიდა. გამოსვლის დროს კარს გაარტყა სხეული და ამიტომ ჰქონდა დაზიანებები. ბრალდებულს ბავშვი არ უცემია, დაუჯიკავა მკლავზე. ბავშვი წაბარბაცდა. შემდეგ მან გაამძაფრა ვითარება და რეალურზე უფრო მძიმედ წარმოაჩინა, რათა ევნო ბრალდებულისთვის, რადგან განერვიულებული იყო.
საკითხის გადაწყვეტისას, ასევე მნიშვნელოვანია რომ ფაქტის უშუალო შემსწრე თ----- შ-----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა მისი ახლო ნათესავის - მამის მამხილებელი ჩვენება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, დასკვნა ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული.
ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, რ------–-----–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, ქ-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა რ------–-----–--ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ხ------- ა------სა და არასრულწლოვან შვილს - თ----- შ-----–--ეს, არასრულწლოვანი შვილის, გ------- შ-----–--ის, თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ხ------- ა------მ, რომელიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, სასამართლოს მიაწოდა განსხვავებული ინფორმაცია. ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ბრალდებულ რ------–-----–--ის შვილმა თ----- შ-----–--ემ. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ------–-----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და რ------–-----–--ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ რ------–-----–--ის მიმართ, 2019 წლის 10 ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი, რ------–-----–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.რ------–-----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4.გამართლებულ რ------–-----–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5.რ------–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/