განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2019
საქმის ნომერი
030210018002527127
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210018002527127

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-746-2019 02 ოქტომბერი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი ( მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ხ----- მ----–----–-------- მ----- ჯ------ ბ------, ხ------- თ----------- შპს „–-----გ----–--- პ------–-“ ფ-------- ჭ--–---

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის, ხ----- მ----–----–-------- მ-----ს მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხე, შპს „–-----გ----–--- პ------–-სათვის“, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 7038,24 ლარის გადახდის დაკისრება;

დაზუსტებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 30 მაისს, ხ----- მუნიციპალიტეტსა და შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-’’-ს შორის, გაფორმდა №-- ხელშეკრულება სახელწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა ქ.ხ----- საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა (დღგ-ს გათვალისწინებით) 1 279 687 ლარს. ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა.

შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ მიერ, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვადაგადაცილებით შესრულდა, კერძოდ, ქ. ხ---–-, ჭ-----------–--- და ს----–---- ქუჩებზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები 16-16 დღის დაგვიანებით, ხოლო ც------ დ-------- ქუჩაზე-23 დღის დაგვიანებით.

ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, 2016 წლის 15 ოქტომბრის N23 იურიდიული დასკვნით, შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 127 968 ლარის 0,1% ოდენობით, მათ შორის:

ჭ-----------–-- ქუჩაზე- 2047,49 ლარი;

ს----–---- ქუჩაზე-2047,49 ლარი;

ც------ დ-------- ქუჩაზე-2943,26 ლარი;

საერთო ჯამში- 7038,24 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ ნაწილობრივ დაადასტურა სამუშაოების დაგვიანებით შესრულების ფაქტი, კერძოდ ქ. ხ---–-, ც------ დ-------- და ჭ-----------–-- ქუჩებზე წარმოებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის 5-5 დღით დაგვიანებით შესრულება, თუმცა მიუთითა, რომ ეს გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვინაიდან, ამ ქუჩების მოსახლება არ აძლევდა სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას, ხოლო ს----–---- ქუჩაზე სამუშაოები ვადაში იქნა დასრულებული, რასაც ადასტურებდა მიღება-ჩაბარების აქტები.

მოპასუხემ, ალტერნატივის სახით აღნიშნა, რომ, თუ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის ვადაგადაცილებით წარდგენისთვის, მაინც განსაზღვრავდა პირგასამტეხლოს, მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო თითოეული ქუჩის სამუშაოების ღირებულების მიხედვით, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობა 0,1%-დან უნდა შემცირებულიყო 0,02%-მდე, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხ----- მ----–----–-------- მერიის სარჩელი, შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ; 2. მოპასუხე, შპს „–-----გ----–-- პ------–-“ დაეკისროს, ქ. ხ---–-, ჭ-----------–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არადროულად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 217 ლარის ოდენობით; 3. მოპასუხე, შპს „–-----გ----–-- პ------–- დაეკისროს, ქ. ხ---–-, ც. დ-------- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არადროულად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 165,45 ლარის ოდენობით; 4. შპს „–-----გ----–-- პ------–-“, მოსარჩელის სასარგებლოდ მთლიანობაში პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 382,45 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა განთავსდეს ხ----- მ----–----–-------- მერიის ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა ანგარიშის N200122900, სახელწიფო ხაზინა TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 300403254; 5. მოპასუხე, შპს ”შ-----გ----–-- პ------–-“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 11,5 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი,,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი: 300 42 31 50; 6. მოსარჩელე, ხ----- მ----–----–-------- მ-----ს, მოპასუხე შპს „–-----გ----–---“ პ------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 266 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 30 მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის პირობები. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით, შეადგენდა 127 968 ლარს, მათ შორის, ქ.ხ---–-: ს----–---- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით-22 112,60 ლარი; სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა 15 კალენდარული დღეს, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა-სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე; ჭ-----------–-- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 43 459,62 ლარი; სამუშაოს შესრულების ვადა - 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე; ც------ დ-------- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა ღირებულებით 33 099,07 ლარი; სამუშაოს შესრულების ვადა - 15 კალენდარული დღე, 2016 წლის 14 ივნისის ჩათვლით; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა - სამუშაოს დასრულებიდან 45 კალენდარული დღე. 2.2. 2016 წლის 16 ივნისის შეთანხმებით, ჭ-----------–--- და ს----–---- ქუჩების უბნებზე, 2016 წლის 30 მაისის №-- ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და სამუშაოთა შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით. 2.3. 2016 წლის 23 მარტის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ №-- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტით, მხარეებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეესრულებინათ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ შესრულების ვადას, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. 2.4. მოპასუხემ, 2016 წლის 30 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული, ქ.ხ---–- მდებარე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, ინსპექტირების ანგარიში და ფორმა N2, მოსარჩელეს წარუდგინა 2016 წლის 7 ივლისს №01/159 წერილით. 2.5. საქმეზე წარმოდგენილი, ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ, ქ. ხ---–-, ჭ-----------–-- ქუჩის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 27 ივნისს, ნაცვლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა, რითაც გადააცილა სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას 5 დღით; ც------ დ-------- ქუჩაზე სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 14 ივნისისა, დასრულდა-2016 წლის 20 ივნისს, რითაც გადააცილა სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას 5 დღით; ს----–---- ქუჩაზე სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 20 ივნისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. 2.6. 2016 წლის 15 აგვისტოს N24 იურიდიული დასკვნით, მოსარჩელემ, შპს ,,შ-----გ----–--- პ------–-“, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისთვის დააკისრა პირგასამტეხლო, ყოველ უბანზე, ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების-127968 ლარის 0,1%, სულ-7038,24 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, მე-400, 401-ე, 402-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა 2016 წლის 30 მაისს დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს დასრულებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ ნაწილობრივ ვერ შეასრულა, რითაც სახეზე იყო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება და მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოპასუხისგან მოეთხოვა, სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევით გამო პირგასამტეხლო. 2.8. სასამართლომ, სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს თანხა უნდა განსაზღვრულიყო, თითოეულ ქუჩაზე ვალდებულების დარღვევის და ამ ქუჩის ღირებულების მიხედვით და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოპასუხის პასუხისმგებლობასთან შესაბამისი და გონივრული იყო. შესაბამისად, ც------ დ-------- ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა, ამ უბანზე ერთ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 33 099,07 ლარის 0,1%- 33,09 ლარი, ხოლო 5 ვადაგადაცილებულ დღეზე - 165,45 ლარი; ჭ-----------–-- ქუჩაზე, ერთ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 43 459,62 ლარის 0,1%- 43,4 ლარი, ხოლო 5 ვადაგადაცილებულ დღეზე - 217 ლარი. სულ-382,45 ლარი. 2.9. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მითითება, რომ სამუშაოების 5-5 დღის ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეულობით და მისი ხელშეშლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოების დადასტურება მოპასუხის მტკიცების საგანში შედიოდა, რადგან გამორიცხავდა მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები ხ----- მ----–----–-------- მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ქალაქ ხ----- საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა და ექსპერტიზის მომსახურება, მიმწოდებლის მიერ ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, რასაც ადასტურებდა შპს „–-----გ----–--- პ------–-ს“ მიერ, სამუშაოს დასრულების შესახებ, 2016 წლის 07 ივლისს შედგენილი წერილი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჭ-----------–--- და ს----–---- ქუჩების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები 16-16 დღის ვადაგადაცილებით არის შესრულებული, ხოლო ც------ დ-------- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები - 23 დღის ვადაგადაცილებით. 3.2. №-- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „–-----გ----–--- პ------–-“, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან- 127 968 ლარის 0,1% ოდენობით, მათ შორის: ჭ-----------–-- ქუჩაზე 16 დღის ვადაგადაცილებისათვის- 2047,49 ლარი; ს----–---- ქუჩაზე 16 დღის ვადაგადაცილებისათვის-2047,49 ლარი; ც------ დ-------- ქუჩაზე 23 დღის ვადაგადაცილებისათვის -2943,26 ლარი; საერთო ჯამში- 7038,24 ლარი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პ------–- ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ხ----- მ----–----–-------- მ-----ს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.6. პუნქტებში მითითებულ, პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, 2.7.-2.9. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და მიაჩნია, რომ პ------–- ინსტანციის სასამართლომ, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან (ნარდობის), ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სკ-ის 417-420-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად დაადგინა თუ არა, პ------–- ინსტანციის სასამართლომ ქ.ხ---–-, ჭ-----------–--- და ც------ დ-------- ქუჩებზე ვადაგადაცილებულ დღეთა ოდენობა და ს----–---- ქუჩაზე ვალდებულების ვადაში შესრულების ფაქტი. 4.4. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. 4.5. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ, მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. 4.6. მხარეთა შორის, 2016 წლის 16 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით, 2016 წლის 30 მაისის №-- ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და სამუშაოთა შესრულების ვადა ჭ-----------–--- და ს----–---- ქუჩის უბნებზე, განისაზღვრა 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით. ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი, 2016 წლის 12 ივლისის მიღება-ჩაბარების N 6,7,8, აქტებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ, ქ. ხ---–-, ჭ-----------–-- ქუჩის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 27 ივნისს, ნაცვლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2016 წლის 21 ივნისისა, რითაც გადააცილა სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას 5 დღით; ც------ დ-------- ქუჩაზე სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 14 ივნისისა, დასრულდა-2016 წლის 20 ივნისს, რითაც გადააცილა სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას 5 დღით; ს----–---- ქუჩაზე სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 20 ივნისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტების უარყოფა, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებაა, რაც მან ვერ განახორციელა, კერძოდ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული ოდენობით სამუშოთა შესრულების ვადაგადაცილების ფაქტი, რის გამოც პ------–- ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ----- მ----–----–-------- მ-----ს სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე მითითებით პალატა განმარტავს, რომ „სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა, ხოლო მოპასუხეს არ გამოუყენებია გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობა და მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნა მოპასუხისათვის 0,1%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს-382,45 ლარის დაკისრების ნაწილში სადავოდ არ გაუხდია, მოგებული მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლა პროცესუალური მოწინააღმდეგის სათანადო შედავების (სააპელაციო საჩივრის) არარსებობის პირობებში, მხარის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის საუარესოდ შებრუნებას გამოიწვეს, რაც დაუშვებელია. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პ------–- ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პ------–- ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და ხ----- მ----–----–-------- სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ხ----- მ----–----–-------- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ხ----- მ----–----–-------- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობს მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი. საქმეზე წარმოდგენილი საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს, სს „თიბისი ბანკის მეშვეობით, 2019 წლის 31 აგვისტოს, ფ-------- ჭ--–----------, საადვოკატო მომსახურეობის მიზნით გადახდილი აქვს 1500 ლარი. ვინაიდან, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 7038,24 ლარს, საიდანაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მხოლოდ 382,45 ლარის ნაწილში, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის (6655,79 ლარი) პროპორციულად, ხ----- მ----–----–-------- მ-----სათვის, შპს „–-----გ----–--- პ------–-“-ს სასარგებლოდ, 6655,79 ლარის 4%-ის-266 ლარის დაკისრება სრულ შესაბამისობაშია სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებთან, რაც გამორიცხავს, მოცემული დავის ფარგლებში, ამ თანხაზე მეტი ოდენობით ანაზღაურებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ----- მ----–----–-------- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება (სამოქალაქო საქმე N2/807-2018);

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე