განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100117002059893
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002059893

საქმე №1/ბ-410-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ-------------–--ის

ადვოკატ: ს------------------ის

მსჯავრდებულ: გ-----–------–---ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-----–------–---ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------–------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის: მე------------------------–--------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ოთხი ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით, გ-----–------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 თებერვლის, დაახლოებით 14:10 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გოჩა ც------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 თებერვლის, დაახლოებით 18:11 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ-----–------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 25 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------–------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 25 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა დანარჩენი სამი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----–------–---ს მოსახდელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული/განსაზღვრული სასჯელების - თავისუფლების აღკვეთისა და ჯარიმის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–------–---ს მოსახდელად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან.

 

გ-----–------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (ოთხი ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

მესტიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, გ-----–------–---ი მსჯავრდებულ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით - ჩადენილი მკვლელობის მცდელობისათვის.

 

სასჯელის მოხდის პერიოდში – 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, გ----------------–----–----------------–----------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის #-- დეესკალაციის ოთახში, მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ მ----–-----------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა გულმკერდის არეში.

 

2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18:11 საათზე, გ----------------–----–----------------–----------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის #-- დეესკალაციის ოთახში, მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ მ----–-----------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა შუბლის არეში.

 

2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე, ქ---------–----------------------–-------------–- მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის #--- დეესკალაციის ოთახში, მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ- კონტროლიორებს – ნ---------–------ს და მ--------------------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა მათ სახის არეში, რის შედეგად მ-------------------მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ--------–----------------------–-------------–ი მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის #--- დეესკალაციის ოთახში, მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ზ-----–----ეს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარჯვენა ზედა კიდურის არეში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატ ს------------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება გ-----–------–---ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აპელანტი მიიჩნევს, რომ გ-----–------–---ის მიერ მ----–-----------სათვის დეესკალაციის ოთახის კარების საკვებურიდან ხელის მოქნევის და მისი გულმკერდის არეში მოხვედრის ფაქტი მ----–-----------ს ჩვენების გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, ხოლო მ----–-----------ს ჩვენების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა გ-----–------–---ის სასამართლოში მიცემულმა ჩვენებამ, ასევე მის მიმართ ჩატარებულმა სამედიცინო ექპერტიზამ, რომლითაც სარწმუნო ხდება გ-----–------–---ის ჩვენება, რომ მ----–-----------ს მიერ მისი ხელის კარმუშკაში მოყოლის შედგად მიიღო დაზიანება მარჯვენა მხარის მიდამოში. რაც შეეხება მ----–-----------სთან დაკავშირებულ მეორე ეპიზოდს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იქნა, რომ მას არ აღენიშნებოდა დაზიანება შუბლის არეში. ვერც თავად მ----–----------- და ვერც ბრალდების მხარის სხვა მოწმეები ვერ ხსნიან რა შეიძლებოდა ყოფილიყო გ-----–------–---ის მიერ მ----–-----------სათვის დაზიანებების მიყენების საფუძველი. აპელანტები აღნიშნავენ, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა უკანონოდ განახორციელეს 2017 წლის 25 მარტს მისი ეტაპირება ბ------ის #- პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე უკანონოდ მოათავსეს იგი დეესკალაციის ოთახში, სადაც გათბობის მიზნით გ-----–------–---ი შეეცადა ტყავის მატრასიდან ,,ბუბკის“ ამოღებას, რის გამოც მას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდნენ, შემდეგ ოთახში შეუვარდნენ და ძალის გამოყენებით ადებდნენ ხელბორკილს, რა დროსაც გ-----–------–---ი იქნევდა ხელებს მაგრამ ნ--------–-------სთვის და მ-----------------ისათვის განზრახ არ დაურტყამს მუშტი ან ხელი. გ-----–------–---მა მოითხოვა აღნიშნული დღის ვიდეო ჩანაწერის დაარქივება, მაგრამ როგორც სხვა დროს უარი მიიღო. რაც შეეხება ზ-----–----ის ეპიზოდს, ზ-----–----ემ გ-----–------–---ს თავად მიაყენა ფიზკური შურაცხყოფა, ზ-----–----ე მწოლიარე მდგომარებაში მყოფ გ-----–------–---ს ურტყამდა ფეხს ბ---–-------–--–ს კი ვიდეო კამერა ჰქონდა შეტანილი და იღებდა. გ-----–------–---ს პროტესტის ნიშნად სურდა დეესკალაციის ოთახში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩამოგდება. გ-----–------–---ს არ ახსოვს ზ-----–----ეს მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა;

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----–------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. აპელანტის პოზიციას, გ-----–------–---ის გამართლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გ-----–------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ----–----------- რომლის განმარტებით, 2015 წლის სექტემბრის თვიდან მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 2017 წლის 1 თებერვალს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 14:00 საათზე, დეესკალაციის ოთახში მყოფმა გ-----–------–---მა დაუძახა, რის გამოც მან შეხედა საკვების მისაწოდებელი სარკმელიდან, ე.წ. „კარმუშკადან“. გ-----–------–---ი ითხოვდა საკანში დაბრუნებას, რაზეც მან უპასუხა, რომ დამშვიდების შემდეგ დააბრუნებდნენ საკანში. აღნიშნულით გაღიზიანებულმა გ-----–------–---მა მუშტი დაარტყა მას გულმკერდის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, იმავე დღის საღამოს, ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან გადასცეს ინფორმაცია, რომ გ-----–------–---ი თვითდაზიანებებს იყენებდა. რის გამოც, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შევიდა დეესკალაციის იმ ოთახში, სადაც მოთავსებული იყო გ-----–------–---ი, რა დროსაც გ-----–------–---მა მას შუბლის არეში მოულოდნელად დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დაზარალებულ ნ--------–-------ს ჩვენების თანახმად, 2015 წლიდან მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 2017 წლის 25 მარტს, პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებიდან #- დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა მსჯავრდებული გ-----–------–---ი. ვინაიდან იგი აპროტესტებდა აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანას და იყო ძალიან აგრესიული, შეყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახში, თუმცა არც იქ მშვიდდებოდა, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისთვის ხელბორკილის დადების შესახებ. ხელბორკილის დადების მიზნით, იგი მ-------------------სთან, ზ--------------–--ესთან და ბ----------ესთან ერთად შევიდა დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც გ-----–------–---მა ჯერ მას დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ - მ-------------------ს. ნ--------–-------ს განმარტებით, დარტყმის შედეგად მან განიცადა ტკივილი.

 

დაზარალებულ მ------------------ის ჩვენების თანახმად, 2015 წლიდან მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 2017 წლის მარტის თვეში, ნ--------–------თან და სხვა თანამშრომლებთან ერთად ხელბორკილის დასადებად შევიდა გ-----–------–---თან დეესკალაციის ოთახში, რათა ამ უკანასკნელს თვითდაზიანება არ მიეყენებინა. მათი შესვლისთანავე გ-----–------–---მა მასაც დაარტყა ხელი სახის არეში და ნ--------–------საც. მ------------------ის განმარტებით, დარტყმის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მოსდიოდა სისხლი და მოსტყდა კბილი.

 

დაზარალებულ ზ-----–----ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 მაისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა აცნობა, რომ გ-----–------–---ი ასული იყო სარკმლის გისოსზე და ცდილობდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩამოგდებას. იგი ინსპექტორ-კონტროლიორ მ-----------------ესთან ერთად შევიდა დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც გ-----–------–---მა ჩამოაგდო ვიდეო კამერა. აღნიშნულის გამო გ-----–------–---ს დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს დეესკალაციის სხვა ოთახში, ხოლო მოგვიანებით ხელბორკილის მოხსნისას გ-----–------–---მა, ინსპექტორ-კონტროლიორ მ-----------------ის თანდასწრებით, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენიმე დარტყმა მიაყენა სხეულის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე ლ--------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შუა დღის საათებში ინსპექტორ-კონტროლიორმა მ----–-----------მ შეატყობინა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა გ-----–------–---მა გულმკერდის არეში დაარტყა ხელი. მან აღნიშნულის შესახებ აცნობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს - დ----------–--ეს. მოწმის განმარტებით, იმავე საღამოს, ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან გადასცეს ინფორმაცია, რომ გ-----–------–---ი თვითდაზიანებებს იყენებდა, რის გამოც მ----–-----------სთან და გ-------------–----თან ერთად შევიდა დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც გ-----–------–---მა მ----–-----------ს მიზანმიმართულად დაარტყა მუშტი შუბლის არეში.

 

მოწმე გ-------------–---მ განმარტა, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, საღამოს, გ-----–------–---ის მიერ, მისი თანდასწრებით, მ----–-----------ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მან ასევე, განმარტა, რომ მისთვის მ----–-----------საგან არის ცნობილი, რომ იმავე მსჯავრდებულს 2017 წლის 1 თებერვალს, შუადღის საათებშიც დაურტყამს მუშტი მისთვის გულმკერდის არეში.

 

მოწმე დ----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, შუადღის საათებში, დაუკავშირდა მორიგე ინსპექტორ- კონტროლიორი მ----–----------- და აცნობა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება, კერძოდ, ხელი დაარტყა გულმკერდის არეში. მოგვიანებით ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან მიიღო შეტყობინება, რომ გ-----–------–---მა დეესკალაციის ოთახში დააზიანა ტყავის ლეიბი. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ იმავე დღის საღამოს საათებში, გ-----–------–---ს განმეორებით დაურტყამს ხელი მ----–-----------სთვის შუბლის არეში.

 

მოწმე ბ----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის 25 მარტს, გ-----–------–---ი პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა #- დაწესებულებაში. დაწესებულებაში შეყვანისას იგი იყო ძალიან აგრესიული, არ ექვემდებარებოდა შინაგანაწესს და დაწესებულების თანამშრომლებს არ აძლევდა შემოწმების შესაძლებლობას, რის გამოც იგი შეყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც უშუალოდ მისი თანდასწრებით, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორებს ნ--------–------სა და მ-------------------ს სახის არეში მიაყენა დარტყმები. ასევე, მისთვის თანამშრომლებისგან ცნობილია, რომ 2017 წლის მაისის თვეში გ-----–------–---მა ზ-----–----ესაც დაარტყა ფეხი ხელის არეში.

 

მოწმე მ------------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა გ------–------–---ის მიერ ზ------–----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ 2017 წლის 19 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ გ-----–------–---ი ცდილობდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას, რის გამოც ის და ზ-----–----ე შევიდნენ გ-----–------–---ის საკანში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ჩამოაგდო ვიდეო სამეთვალყურეო კამერა. რამდენადაც გ-----–------–---ი იყო აგრესიული, მათ დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს დეესკალაციის სხვა ოთახში, ხოლო მოგვიანებით ხელბორკილის მოხსნის შემდეგ შემოწმდა ექიმის მიერ, რის შემდეგაც ზ-----–----ეს გამიზნულად მიაყენა დაზიანება, ხოლო მას შემთხვევით მოხვდა მსჯავრდებულის მიერ მოქნეული ხელი.

 

მოწმე ა---------–---–------ის განმარტებით, მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 2017 წლის მაისის თვეში, მას ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განყოფილებიდან შეატყობინეს, რომ უნდა შესულიყვნენ გ-----–------–---თან, რომელიც მოთავსებული იყო დეესკალაციის ოთახში, ვინაიდან იგი ასული იყო სარკმლის გისოსზე და ცდილობდა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩამოგდებას. ადგილზე მისვლისას იგი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს, რის გამოც მათ გ------–------–---ს დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს დეესკალაციის სხვა ოთახში. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მოგვიანებით, ხელბორკილის მოხსნის შემდეგ, გ-----–------–---მა ზ-----–----ეს ფეხი დაარტყა ხელის არეში, თუმცა აღნიშნულ ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია.

 

მოწმე გ--------–--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულებაში უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 მაისს, ინსპექტორ-კონტროლიორმა მ------------------ემ შეატყობინა, რომ გ------–------–---მა ზ-----–----ეს ფეხი დაარტყა ხელის არეში, რაც შემდეგ დაუდასტურა თავად ზ-----–----ემაც.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 1 თებერვლით დათარიღებული ოქმი, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის #-- დეესკალაციის ოთახში, ოცდაოთხსაათიანი ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებულმა მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ინსპექტორ-კონტროლიორ მ----–-----------ს, კერძოდ, ოთახის კარების საკვებურიდან ხელი დაარტყა გულმკერდის არეში. ამავე ოქმით დადგენილია, რომ ინსპექტორ-კონტროლიორ მ----–-----------ს დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო მსჯავრდებულ გ-----–------–---ს აღნიშნული ქმედების შედეგად აღენიშნებოდა სიწითლე მარჯვენა მხრის არეში. მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა არ განმარტა ზემოაღნიშნული ქმედების მიზეზი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული მ----–-----------, ასევე დ----------–--ე და ლ-------------ი.

 

მ----–-----------ს მიმართ 2017 წლის 1 თებერვალს 18:11 საათზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 1 თებერვლის ცნობა, რომლის თანახმადაც, მ----–-----------ს მარცხენა საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების მსუბუქი დაჟეჟილობა.

 

ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ ოქმის თანახმად, 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 18:05 საათზე, პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის #-- დეესკალაციის ოთახში განთავსებულმა მსჯავრდებულმა გ-----–------–---მა მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ: პლასტმასის ჯამის ნატეხის საშუალებით მიიყენა ნასერი ჭრილობა (სიგრძით 2 სმ) მარცხენა წინა მხრის ქვედა მხარეში. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ მ----–-----------ს არაერთი მოწოდებისა, რომ მსჯავრდებული გ-----–------–---ი დამშვიდებულიყო და დაეცვა სამართლებრივი რეჟიმი, მან მ----–-----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: შეკრული მუჭი დაარტყა შუბლის მარცხენა მიდამოში. მ----–----------- ნანახი იქნა დაწესებულების ექიმის მიერ. მ----–-----------ს შუბლის მარცხენა მიდამოში აღენიშნებოდა კანის სიწითლე. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული მ----–-----------, ასევე ლ-------------ი, გ-------------–--- და თ------------------ე.

 

2017 წლის 25 მარტით დათარიღებული ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე, #- პენიტენციური დაწესებულების მეორე სარეჟიმო კორპუსის #--- დეესკალაციის ოთახში განთავსებული მსჯავრდებული გ-----–------–---ი, დეესკალაციის ოთახში კარებზე აბრახუნებდა და იგინებოდა დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მიმართ, ასევე, დააზიანა დეესკალაციის ოთახში არსებული ტყავის ლეიბი, რა დროსაც დეესკალაციის ოთახში შესულ მორიგე განწესის წევრებს ინსპექტორ-კონტროლიორებს მ-------------------ს, ნ--------–------ს და ზ------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მ-------------------ს გაარტყა ხელი სახის არეში, რომელსაც აღენიშნება ლოყის შიგნითა ზედაპირზე ნახეთქი დაზიანება, მარჯვენა თვალბუდის არეში მედეალურად ნაკაწრი დაზიანება, ზედა ტუჩის მარჯვენა კუთხის არეში ნაკაწრი, ასევე მარჯვნივ ქვედა ყბაზე კბილის მოტეხილობა. ინსპექტორ-კონტროლიორ ნ--------–------ს გაარტყა ხელი, რომელსაც გარეგანი დათვალიერებით დაზიანება არ აღენიშნება. ხოლო ინსპექტორ-კონტროლიორ ზ------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უწევდა წინააღმდეგობას, გარეგანი დათვალიერებით მას დაზიანება არ აღენიშნება. მორიგე ექიმმა მ-----–-------------იძემ ინსპექტორ-კონტროლიორ მ-------------------ს გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც მ------------------- და ნ--------–-------, ასევე ი-----–-----–--ში, ზ------------–--ე, მ-----–-------------იძე და გ--------–--------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების #--- დეესკალაციის ოთახში განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერში, ასახულია, თუ როგორ აყენებს გ-----–------–---ი ფიზიკურ შეურაცხყოფას ნ--------–------სა და მ-------------------ს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2017 წლის 25 მარტს, 23:03 საათზე, დეესკალაციის ოთახში შედის დაწესებულების ხუთი თანამშრომელი, რომელთაგან ორს გ-----–------–---ი აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, ნ--------–------ს მარცხენა ხელს ორჯერ ურტყამს სახის არეში, ხოლო მ-------------------ს ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდეგ მარცხენა ხელს ურტყამს სახის არეში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების #--- დეესკალაციის ოთახში განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს გ-----–------–---ი ფიზიკურ შეურაცხყოფას ზ-----–----ეს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2017 წლის 19 მაისს, 11:57 საათზე დეესკალაციის ოთახში შედიან დაწესებულების ორი თანამშრომელი და სამედიცინო მუშაკი. 11:59 საათზე, წნევის გაზომვის შემდეგ გ-----–------–---ი დგება ლეიბიდან და ექიმის გვერდით მდგომ დაწესებულების თანამშრომელს - ზ-----–----ეს ურტყამს ფეხს.

 

2017 წლის 19 მაისის ოქმის თანახმად, 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, #- პენიტენციური დაწესებულების მეორე კორპუსის #--- დეესკალაციის ოთახში განთავსებულ მსჯავრდებულ გ-----–------–---თან, მორიგე ჯგუფის მიერ დეესკალაციის ოთახში შეყვანილ იქნა ექიმი წნევის გასაზომად, რა დროსაც მსჯავრდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ინსპექტორ-კონტროლიორ ზ-----–----ეს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მას. მორიგე ექიმის მიერ დათვალიერებულ იქნა ინსპექტორ-კონტროლიორი ზ-----–----ე, რომელსაც რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული - ზ-----–----ე, ასევე, მ-----------------ე, ა---------–--–-----ძე, თ----–--–--ე და გ--------–--------.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------–ით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურის მორიგე ექიმის ჩანაწერის, #- დაწესებულების აქტი #-------ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით გ-----–------–---ს 01-02.02.17 წ. აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა წინამხრის, მარცხენა მტევნის, კისრის მარცხენა გვერდითი ზედაპირის მიდამოებში. სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის მიდამოში. ჭრილობები განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, სისხლნაჟღენთი - მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაიკითხულმა ექსპერტმა მ--------–----------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–ით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, მ-------------------ს აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით სახის არეში, ქვედა ყბის მარჯვენა მე-5 კბილის ნაწილობრივი ჩამოტეხვა. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს,ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დისტანციური წესით, დაიკითხულმა ექსპერტმა მ-----------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------თ დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად /27.03.17წ./, გ-----–------–---ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში,რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გ-----–------–---ს, აგრეთვე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაწიბურები მარცხენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობის, მიმყენებელი საგნისა და სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დისტანციური წესით, დაიკითხა ექსპერტი ლ-----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დისტანციური წესით, დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №003555317 დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ზ-----–----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------–ით დათარიღებული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, გ-----–------–---ი დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა (კოდი - F 20.05; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს - 2017 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, 2017 წლის 1 თებერვალს დაახლოებით 18:11 საათზე, 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 23:03 საათზე და 2017 წლის 19 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე გ-----–------–---ი დაავადებული იყო პარანოიდული შიზოფრენიით, რემისიის მდგომარეობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გოჩა

 

ც------–---ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-----–------–---ი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-----–------–---ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. გ-----–------–---ი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაიკითხულმა ექსპერტმა მ---------------–--ემ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გ-----–------–---ი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს თავად ამხელს მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში, შესაძლოა მათი ჩვენებები სუბიექტური ყოფილიყო, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანაშრომელთა ჩვენებების გარდა წარმოდგენილი იქნა ვიდეო ჩანაწერები, რომლებზედაც რეალურად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებების ნამდვილობაა ასახული. გარდა ვიდეო ჩანაწერისა პენიტენციურ დაწესებულების თანაშრომელთა ჩვენებებს დამაჯერებელს ხდის მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შედგენილი ოქმები, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, როგორც დაზარალებულთა, ისე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ამხელენ გ-----–------–---ს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. აღნიშნული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, მხოლოდ გ-----–------–---ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რაც შემდგომ ასახულ იქნა სააპელაციო საჩივარში, ვერ გახდება გ-----–------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის სამართლებრივი საფუძველი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ-----–------–---ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ-----–------–---ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-----–------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-----–------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი;

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს პალატა მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გ-----–------–---ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ-----–------–---ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-----–------–---ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი გ-----–------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ-----–------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 თებერვლის, დაახლოებით 14:10 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ-----–------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 თებერვლის, დაახლოებით 18:11 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ-----–------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 25 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ-----–------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 25 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს დანარჩენი სამი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----–------–---ს მოსახდელად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენებით დანიშნული/განსაზღვრული სასჯელების - თავისუფლების აღკვეთისა და ჯარიმის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–------–---ს მოსახდელად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ-----–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულებიდან გამოთხოვილი 2017 წლის 25 მარტისა და 2017 წლის 19 მაისის ვიდეოჩანაწერები, განთავსებული 2 (ორი) ცალ DVD-R დისკზე, ასევე 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

გ. კახეთელიძე