განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
010142219700094328
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700094328

№1აგ/130-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 ოქტომბერი 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე

მოსამართლეები: გერონტი კახეთელიძე

მაკა გველესიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოსო სალთხუციშვილის შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ვ-–-------- ხ---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ვ-–-------- ხ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ამავე კოდექსის 273-ე მუხლით (ოპიუმის ჯგუფი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–-------- ხ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშულების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 დეკემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორ მანანა მარტაშვილის შუამდგომლობა, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ვ-–-------- ხ---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ვ-–-------- ხ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ოპიუმის ჯგუფი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად უფრო მკაცრმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა, ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ-–-------- ხ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახმად 01 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთისა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშულების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ვ-–-------- ხ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა: საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ვ-–-------- ხ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 03 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ-–-------- ხ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშულების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ვ-–-------- ხ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 30 ივნისიდან.

 

2019 წლის 25 სექტემბერს, მსჯავრდებულმა ვ-–-------- ხ---------მა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა, 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დადგენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის, შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,01915 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინი“-ს უკანონოდ შეძენა შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძანა შენახვისათვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) სისხლის სამართლის კანონმდებლობით განისაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ვადით და შესაბამისად განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ვინაიდან დღეს მოქმედი რედაქციით ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც ნასამართლეობის გაქარწყლების და ვადამდე პირობით გათავისუფლების ვადების გამოთვლისას აუმჯობესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ვ-–-------- ხ---------ისათვის დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან მსჯავრდებულს სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით და ბევრად ნაკლებია ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალურ ზღვარზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენში, ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის და 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენებით ვ-–-------- ხ---------ს სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით, შესაბამისი ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის და 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენებშიც.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის, 2013 წლის 3 დეკემბრის და 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.

 

ვ-–-------- ხ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის, 2013 წლის 3 დეკემბრის და 2016 წლის 13 დეკემბრის განაჩენები დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ჯორბენაძე

 

მოსამართლეები: გ. კახეთელიძე

 

მ. გველესიანი