განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100117002146727
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002146727

საქმე №1/ბ-1388-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------ს

ადვოკატ: ი-----–-------ს

მსჯავრდებულ: გ--------------ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს და მსჯავრდებულ გ--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლევის, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: გ--------------–------–----------------–------------------------–------- ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–--------------------------------–--------------------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჯგუფურად;

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, არასრულწლოვანი გ--------------ე მეგობრებთან ლ-----------------------------------------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–---–-----------------–-----------------–-----------–----------------------------–--–-- მყოფ მ-----–---------------ს უმნიშვნელო საბაბით დაუწყეს ჩხუბი, რაც გაგრძელდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დანებით შეიარაღებულმა გ--------------ემ, ლ-------------მ და თ----------------–---–მა, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით განიზრახეს ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინათ მ-----–---------------სთვის და მისი მეგობრებისთვის: ნ--------------–---–-სთვის, გ------------–----–-–---–ისთვის და ზ----------------ისთვის, რა დროსაც გ--------------ემ თანნაქონი დანა მუცლის არეში ორჯერ დაარტყა ნ--------------–---–ს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვლისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში) ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავების და ჯორჯლის დაზიანებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

 

გ--------------ე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლის საფუძველზე.

 

გ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა - წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 25 სექტემბრიდან - 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;

 

ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი 2017 წლის 18 დეკემბრიდან - 2018 წლის 25 სექტემბრამდე; ასევე, 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრამდე, აგრეთვე დაკავების პერიოდი 2017 წლის 19 აგვისტო.

 

გ--------------ეს სასჯელის მოხდა აეთვალა ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, არასრულწლოვანი გ--------------ე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ.------–--–---–-----------------–-----------------ში არსებულ რესტორან ,-------------–---- მიმდებარედ, რა დროსაც რესტორანში მყოფ მ-----–---------------სთან უმნიშვნელო საბაბით დაწყებული ჩხუბი, გაგრძელდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დანით შეიარაღებულმა გ--------------ემ, ხულიგნური ქვენა გრძნობით განიზრახა ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინა მ-----–---------------ს მეგობრისთვის - ნ--------------–---–-სთვის და თანნაქონი დანა მუცლის არეში ორჯერ დაარტყა ამ უკანასკნელს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვლისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში) ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავების და ჯორჯლის დაზიანებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------მ და მსჯავრდებულმა გ--------------ემ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელ, - თ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ გ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ გ--------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ყველა მოწმე, მათ შორის დაზარალებული ერთხმად ადასტურებენ, რომ გ--------------ე, თ----------------–---–ი და ლ------------- მოქმედებდნენ ერთად, ისინი თავად იყვნენ კონფლიქტის ინიციატორები და ოთხივე დაზარალებულს ერთად ესხმოდნენ თავს. აღნიშნული კარგად ჩანს ვიდეოჩანაწერშიც. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მითითებულ მტკიცებულებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც განაპირობა დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში გ--------------ის გამართლება.

 

მსჯავრდებულ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ გ--------------ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით, იმ საფუძვლით, რომ მას მოცემული დანაშაული ხულიგნური ქვენა გრძნობით არ ჩაუდენია, ვინაიდან თავად დაზარალებულების მხრიდან მოდიოდა აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მან გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და მიაყენა დაზიანებები ნ--------------–---–ს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ--------------ის მიერ მხოლოდ 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს, იმყოფებოდა მისი დის ქორწილში თ---–--–--------------–----------------------------------------------------–--–-“. იყო ნასვამი. დ--------------–-----სთან და ზ-----------–---–---–თან ერთად იყო ქუჩაში, აპირებდა ტაქსის გაჩერებას და სახლში წასვლას, რა დროსაც შენიშნა გ------------–----–-–---–ი, მ-----–---------------, ზ----------------ე და მისთვის უცნობი სამი პირი, რომლებიც ერთმანეთში დაძაბულად საუბრობდნენ (კამათობდნენ). იგი მივიდა სიტუაციის გასარკვევად. მოულოდნელად, მისთვის გაუგებარი მიზეზით დაიწყო ჩხუბი, რომელიც მალევე, დაახლოებით ათ-თხუთმეტ წამში დასრულდა. ჩხუბის დროს მას ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს. იგი მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა რესტორნის მხარეს, რა დროსაც კვლავ განახლდა ჩხუბი. იგი დაიჭირა ერთმა პირმა თავით, რა დროსაც დანით დაჭრა მეორემ, რომელსაც ეცვა ვარდისფერი მაისური და ჰქონდა მოგრძო, ტალღოვანი თმა, რომელმაც დანა დაარტყა ზედიზედ ორჯერ მუცლის, კერძოდ, კუჭის და გულ-მკერდის მიდამოში, ისე რომ მისთვის არაფერი უთქვამს და არც მასთან კონფლიქტი უძღვოდა წინ. მან დამნაშავის ხელში დანა დაინახა - როგორც მისი დაჭრის მომენტში, ასევე მისი დაჭრის შემდეგ. მან იგრძნო დარტყმა, დაინახა დანა თავდამსხმელის ხელში და რომ დაიხედა იყო დაჭრილი. დაჭრის შემდეგ, მასთან მივიდა დ---------------–----ე და ჩხუბს გაარიდა. ჩხუბის დროს მას სხვა არავის დაჭრა დაუნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ მისი მეგობრებიც იყვნენ დაჭრილები. მისთვის კონფლიქტის უშუალო მიზეზი უცნობია. მიყენებული ჭრილობების შედეგად მას დაუზიანდა კუჭი და ღვიძლი, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რის შემდეგ გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას.

 

მოწმე დ--------------–-----მ განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.-----–--–--------------–-------------------------------------ში, მისი მეგობრის ნ--------------–---–-ს დის ქორწილში. იგი იყო ნასვამი, მთვრალი არ ყოფილა. გვიან ღამით, დაახლოებით 23:50 საათზე, ნ--------------–---–თან და ზ-------------–---–---–თან ერთად ელოდებოდა ტაქსის, რა დროსაც შენიშნა მ-----–---------------, რომელიც ორ უცნობთან ერთად მოძრაობდა, რომლებსაც მიუახლოვდა ზ-------------–---–---–ი, რათა გაერკვია, რა ხდებოდა. მათთან მივიდნენ გ------------–----–-–---–ი და ზ----------------ე. მალევე დაიწყო ჩხუბი. მოჩხუბრებს შორის იყვნენ ნ--------------–---–- და გ--------------ე. მან დაინახა როგორ დაჭრა ნ--------------–---–- გ--------------ემ. ნ--------------–---–ს დაარტყა გ--------------ემ, მისი შემობრუნებისას დაინახა, რომ ხელში ეკავა დანა. ნ--------------–---–თან სხვა პირი, გარდა გ--------------ისა, მას არ დაუნახავს. მანამდე ნ----------------–---–ს ვინმე ეჩხუბებოდა თუ არა, მას არ დაუნახავს. სხვა პირის ხელში მას დანა არ დაუნახავს. დ-------–-----მ ჩხუბს გამოარიდა ნ---------------–---–ი, რომელიც იყო დაჭრილი. ჩხუბი გრძელდებოდა სულ 5 წუთს. ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია. ჩხუბის დროს ასევე დაიჭრა გ------------–----–-–---–ი, მ-----–--------------- და ზ----------------ე, თუმცა მათი დაჭრა არ დაუნახავს. მოგვიანებით დ-------–-----მ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო გ---------------- - პირი რომელმაც დაჭრა ნ---------------–---–ი. ასევე ამოიცნო ლევან დარჩია და თ----------------–---–ი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ჩხუბის დროს გ----------------ეს ეცვა ვარდისფერი მაისური, თ----------------–---–ს - ნაცრისფერი მაისური, ლ-------------ს - შავი.

 

მოწმე ზ-------------–---–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.-----–--–--------------–-------------------------------------ში, მისი მეგობრის ნ--------------–---–-ს დის - ქ--------------–---–ის ქორწილში. დაახლოებით ღამის 00:00 საათისთვის დ--------------–-----სთან და ნ--------------–---–თან ერთად გამოვიდა რესტორნიდან ქუჩაში. იგი და დ--------------–----- მაღაზია ,--------- წინ ბორდიურზე ჩამოსხდნენ. მალევე დაინახა მ-----–---------------, რომელიც ესაუბრებოდა თ----------------–---–ს (როგორც მოგვიანებით გაიგო). იგი მივიდა, რათა გაერკვია, რამე გაუგებრობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რაზეც მ-----–---------------მ უპასუხა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა. მალევე დაიწყო ჩხუბი (გაუგებრობა), რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წამს. მან დაინახა, როგორ დაჭრა ნ--------------–---–- გ--------------ემ, რომელსაც ეცვა ვარდისფერი მაისური და ხელში ეკავა დანა. გ--------------ემ დაიჭირა ნ--------------–---–- (წელში მოხარა) და ორჯერ ამოარტყა დანა მუცლის არეში. მან ასევე დაინახა, როგორ დაარტყა დანა მის მეგობარ გ------------–----–-–---–ს მუცელში ლ-------------მ, რის შემდეგ გ------------–----–-–---–ი დაეცა. ასევე დაინახა შეხლა-შემოხლა თ----------------–---–სა და მ-----–---------------ს შორის, რომლის დაჭრა არ დაუნახავს. იგი დაედევნა გ--------------ეს, თ----------------–---–ს და ლ-------------ს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით, თუმცა მალევე შეეშვა. გამოძიების მსვლელობისას ზ-------–---–---–მა მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო გ--------------ე. ასევე ამოიცნო ლ------------- და თ----------------–---–ი. კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. ჩხუბი მთლიანად გრძელდებოდა მაქსიმუმ 5 წუთს.

 

მოწმე მ-----–---------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ------–--–---------------–---------------------------------------------------------–--–-“, მეგობრის ქორწილში. იყო ნასვამი. ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც ქუჩიდან რაღაც ჰკითხეს, რაზეც ხუმრობით უპასუხა, თუმცა საუბრის შინაარსი ზუსტად არ ახსოვს. ჩავიდა ქუჩაში. გ------------–----–-–---–ი და ზ----------------ეც უკან გაყვნენ. ქუჩაში მოუვიდა შელაპარაკება მისთვის უცნობ სამ პირთან, თუმცა კონფლიქტის მიზეზი არ ახსოვს. მისთვის უცნობ პირთან ერთად, რომელსაც ეცვა გრძელმკლავიანი მაისური, გვერდით გავიდა და საუბარი განაგრძო. მალევე იგრძნო ძლიერი დარტყმა და ტკივილი მუცლის არეში, რა დროსაც დანა მოხვდა მუცელში. მას ჰქონდა ორი ჭრილობა, თუმცა მხოლოდ ერთი დარტყმის მომენტი აღიქვა. დანის დარტყმის მომენტში მან დაინახა დამნაშავის სახე, რომელსაც სახეზე, მარცხენა მხარეს შუბლიდან ლოყამდე ჰქონდა ნაიარევი. მისთვის სხვა პირს არაფერი დაურტყამს. იგი რესტორანთან დაბრუნდა და ნახა გ------------–----–-–---–ი, რომელიც იყო დაჭრილი, ძირს იწვა და სისხლი სდიოდა. იგი რესტორანში შევიდა და სთხოვა მიმტანს სასწრაფოში დაერეკა, რის შემდეგ გონება დაკარგა. კონფლიქტის დროს მას ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს. გ--------------ე არც კონფლიქტის დასაწყისში და არც შემდგომ უნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ ნ--------------–---–- და ზ----------------ეც იყვნენ დაჭრილები.

 

მოწმე გ-------------–----–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ.თ---–--–--------------–----------------------------------------------------–--–-“, მეგობრების ქორწილში. გვიან ღამით, დაახლოებით 23:30 საათისთვის, დაინახა მ-----–---------------, რომელიც იდგა ფანჯარასთან და მოწყვეტით გაიქცა გარეთ. იგი, ზ----------------ესთან ერთად გაყვა უკან მ-----–---------------ს. ქუჩაში ნახა მ-----–---------------ე, რომელიც დაძაბულად ესაუბრებოდა მისთვის უცნობ პირს, იყო გაწევ-გამოწევა. ქუჩაში ასევე იყვნენ ნ--------------–---–-, დ--------------–----- და ზ------------–---–ვილი. იგი, ზ----------------ესთან ერთად მიუახლოვდა მ-----–---------------ს, თუმცა საუბრის შინაარსი არ ახსოვს. ყველაფერი ერთ წუთში მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა არც ყოფილა. მას დანით აქვს ორი ჭრილობა მუცლის არეში, ღვიძლის არეში (პლევრის დაზიანებით), ხელზე და კისერში, თუმცა ვინ მიაყენა დაზიანებები არ იცის. მისი ვარაუდით ჭრილობები შესაძლოა მიაყენა პირმა, რომელსაც ეცვა რუხი მაისური. აქტიურად მათ სამი პირი ეჩხუბებოდა. მას დანა არ დაუნახავს, ამიტომ ვერ გააცნობიერა, რომ დაჭრილი იყო, თუმცა დარტყმა და უხერხული ტკივილი იგრძნო და წაიქცა რესტორნის კართან. ესმოდა ზ----------------ის ხმა, რომელიც ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას, ასევე ამბობდა, რომ თავადაც იყო დაჭრილი. იგი იყო ძალიან ნასვამი, რის გამოც ვერავის ამოცნობა ვერ შეძლო. მას დანა არავის ხელში დაუნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ ნ--------------–---–- და მ-----–--------------- ასევე იყვნენ დაჭრილები. ის პირები, ვინც მათ მიაყენა დაზიანებები, გაიქცნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია.

 

მოწმე ზ----------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ------–--–---------------–---------------------------------------------------------–--–-“, მეგობრის ქორწილში. გვიან, დაახლოებით 00:00 საათისთვის იდგა ფანჯარასთან და დაინახა, მ-----–--------------- ვიღაცას ესაუბრებოდა მეორე სართულის ფანჯრიდან. დიალოგი გაგრძელდა რამდენიმე წამს, თუმცა შინაარსი არ გაუგია. მ-----–--------------- უსიტყვოდ გაიქცა ქუჩისკენ. იგი, გ------------–----–-–---–თან ერთად უკან დაედევნა, რადგან მიხვდა, რაღაც ხდებოდა. მ-----–--------------- ქუჩაში, რესტორნის მარჯვენა მხარეს მისთვის უცნობ პირებს ესაუბრებოდა, რომელთაგან სამი პირი აქტიურობდა, რომელთა ამოცნობა არ შეუძლია. მათგან ერთ პირს ეცვა ვარდისფერი მაისური, მეორეს - შავი, მესამეს - მუქი ფერის. ჩოჩქოლი გაგრძელდა რამდენიმე წამს და დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები გაიქცნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მან მიიღო ჭრილობები ზურგში და გულ- მკერდის არეში. მან დარტყმა იგრძნო, თუმცა დაჭრილი რომ იყო არ იცოდა. მის მიმართ დარტყმებს ახორციელებდა პირი, რომელსაც ეცვა მუქი მაისური, თუმცა მის ხელში დანა არ დაუნახავს. დანა არავის ხელში დაუნახავს. მან ასევე დაინახა გ------------–----–-–---–ი, რომელსაც დაარტყა პირმა, რომელსაც ეცვა მუქი მაისური და მოგვიანებით დაინახა, რომ იყო დაჭრილი და სისხლი სდიოდა. ასევე დაჭრილები აღმოჩნდნენ მ-----–--------------- და ნ--------------–---–-. ჩხუბის მიზეზი არც იმ დროს და არც მოგვიანებით გაუგია.

 

სასამართლოში გამოკვლეული მოწმე ტ------------------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 სექტემბერს დაახლოებით 23:45 საათზე იმყოფებოდა თ---–--–--------------–-----------------–---------------------------------------–--–-“. იჯდა გარეთ და ელოდებოდა შეკვეთას, რა დროსაც შენიშნა მაღაზია ,--------- მხრიდან მომავალი შვიდი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ. საუბრის მანერით მიხვდა, რომ ისინი კამათობდნენ. იგი მიხვდა, რომ ერთ მხარეს იყო სამი ახალგაზრდა, მეორე მხარეს - ოთხი. მან დაინახა, როგორ გადაეფარა კიკინიანი ახალგაზრდა მის მეგობარს, რის შემდეგ შავმაისურიანმა ახალგაზრდამ უკნიდან დაარტყა კიკინიანს, რომელსაც წამოუვიდა სისხლი. მას არ დაუნახავს, ეკავა თუ არა ხელში შავმაისურიანს რამე ნივთი, თუმცა კიკინიან ბიჭს სხვა არავინ მიკარებია. იგი ხედავდა, როგორ დაეცა ყველა ახალგაზრდა მას შემდეგ, რაც მათ შავმაისურიანი ახალგაზრდა მიეკარათ. მოგვიანებით გაიგო, რომ ისინი დაჭრილები იყვნენ. შავმაისურიან ახალგაზრდასთან ერთად ჩხუბობდნენ ვარდისფერმაისურიანი და ნაცრისფერმაისურიანი ახალგაზრდები, რომლებიც თავს ესხმოდნენ დანარჩენ ოთხს, რომლებიც ცდილობდნენ თავს დაღწევას. მან დაინახა, როგორ გაიქცა სამი ახალგაზრდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ხოლო ის ოთხი ახალგაზრდა, ვისაც ისინი ეჩხუბებოდნენ აღმოჩნდნენ დაჭრილები.

 

2017 წლის 24 სექტემბერის რ---------–-----------------–----------------------–---------------------–--------------“ სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერში ნათლად ჩანს ახალგაზრდებს შორის არსებული დაპირისპირება და ის ფაქტი, რომ სწორედ გ--------------ე ურტყამს ხელს ნ--------------–---–ს და მას ხელში უჭირავს მოგრძო ფორმის საგანი.

 

ლვან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნით (20.10.2017), ნ---------------–---–ი შ-----------–-------------------–----–------------–-----–- სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 25.09.2017 წლიდან 02.10.2017 წლამდე. ნ--------------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვლისებური მორჩიდან მარჯვნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში ღვიძლის დაზიანებით, ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვნივ მუცლის ქვედა მესამედში (ჰიპოგასტრიუმში) ძუძუს (მამილარულ) ხაზზე, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭის, ნაწლავების და ჯორჯლის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 24.09.2017 წლის თარიღს. აღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-----მ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N---------დასკვნით (05.10.2017), პაკეტში წარწერით ,,გ--------------ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მაისურზე (ობ. N25) არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------------–----–-–---–ს.

 

პაკეტში წარწერით ,,... ნ-------–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ. N37), პერანგზე (ობ. N39-40), ქამარზე (ობ. N41) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N43) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ--------------–---–ს, ხოლო ჯინსის შარვალზე (ობ. N38) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N42) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------------–----–-–---–ს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ.

 

გ--------------ემ განმარტებით, 2017 წლის 24 სექტემბერს იყო ქ. თბილისში, რ---------–---------------------------- ,-------------–---- მიმდებარედ, მის მეგობრებთან თ----------------–---–თან და ლ-------------სთან ერთად. რესტორნის მეორე სართულიდან შემოესმათ კლუბური მუსიკის ხმა. დაინტერესდნენ, თუ რა ხდებოდა, რაზეც მეორე სართულზე მყოფი უცნობისგან მიიღეს ცინიკური და შეურაცხმყოფელი პასუხი. მათ მიუთითეს უცნობს, რომ იყო უზრდელი და განაგრძეს სვლა. რესტორნის დაცვის სამსახურის თანამშომლებმა განუმარტეს, რომ რესტორანში იყო ქორწილი და ვერ შეუშვებდნენ. განაგრძეს გზა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, როდესაც რესტორნიდან გამოსულმა პირებმა, რომლებიც იყვნენ უზომოდ ნასვამები, შეაჩერეს. იგი გზის გაგრძელებას აპირებდა, რა დროსაც დაპირისპირებული მხრიდან ხელი დაარტყეს. მანაც კრა ხელი უცნობს. დაიწყო ჩხუბი. მას ჰქონდა დანა, რომელიც მოწინააღმდეგეების განეიტრალების მიზნით გამოიყენა და რამდენი პირიც მიუახლოვდებოდა, ყველას ურტყამდა, სანამ თავი არ დაანებეს. მან დანით ჭრილობები მიაყენა სულ ოთხ პირს. ამ საქმეში ყველა დაზარალებული მან დაჭრა. მის მეგობრებს თ-----------------–---–ს და ლ-------------ს დანები არ ჰქონიათ. მას თავს დაესხა ბევრი, ათამდე ადამიანი, რის გამოც გამოიყენა თანნაქონი დანა. დაპირისპირებული პირების მხრიდან დანა არავის უხმარია. მისი დანა იყო პატარა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას გზაში გადააგდო. საქმეზე ამოღებული ორივე ე.წ. ,,ბენდენა“ მას ეკუთვნოდა. ჩხუბის შემდეგ წითელი ე.წ. ,,ბენდენით“ შეიხვია თითზე ჭრლობა, ხოლო თეთრი ე.წ. ,,ბენდენა“ მისცა თ----------------–---–ს, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს. ვიდეოჩანაწერში ჩხუბის დიდი ნაწილი არ ჩანს. ჩანაწერის დაწყებისას მას ორი პირი უკვე დაჭრილი ყავდა. იგი შემთხვევის ადგილიდან წავიდა გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით, სადაც მალევე, დაახლოებით ნახევარ საათში, დააკავეს პოლიციელებმა. მას ჯგუფურად დანაშაული არ ჩაუდენია, მან მარტომ დაჭრა ოთხი პირი თავდაცვის მიზნით, რათა გაენეიტრალებინა მათი თავდასხმა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გ--------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2017 წლის 28 სექტემბერს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმები და 2017 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობი ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად აღნიშნულ მტკიცებულებებს მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა;

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--------------ემ მოცემული დანაშაული, - ნ--------------–---–-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჯგუფურად (ლ-----------------------------------------–---–თან) ერთად ჩაიდინა; გ--------------ის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, - ,,დანებით შეიარაღებულმა გ--------------ემ, ლ-------------მ და თ----------------–---–მა, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით განიზრახეს ჯანმრთელობის დაზიანება მიეყენებინათ მ-----–---------------სთვის და მისი მეგობრებისთვის“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი“. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერში კანონმდებელმა ნათლად განმარტა, თუ ვინ არიან დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები - ესენი არიან ამსრულებლები. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ჯგუფურად ჩადენილად, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს მაინც უნდა აღასრულებდეს სულ მცირე ორი პირი და ორივე უნდა იყოს ამსრულებელი, თუმცა სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. თანაამსრულებლობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის მთლიანად ან ნაწილობრივ უშუალოდ განხორციელებას; კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდება გ--------------ეს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედევება იმ პირობებში, როდესაც გ--------------ის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ისიც კი არ არის მითითებული კონკრეტული ქმედების ობიექტური შემადგენლობის რომელი ნაწილი იქნა განხორციელებული ჯგუფის წევრების (თანაამსრულებლების) მიერ. საქმესთან დაკავშირებით დაკითხული დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით ბრალდების მხარემ ვერ შეძლო უტყუარად დაედასტურებინა ის გარემოება, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის

 

მომენტში გ--------------ე მოქმედებდა სხვა ამსრულებელ(ებ)თან ერთად. მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულ გ--------------ის განმარტებით, ყველა დაზარალებული მან დაჭრა, მის მეგობრებს - თ----------------–---–ს და ლ-------------ს კი დანები არ ჰქონიათ. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივნისის განაჩენით, ლ------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (გ------------–----–-–---–ის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. თ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (მ-----–---------------ს ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. თ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (ზ----------------ის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; თ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (გ------------–----–-–---–ის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით ლ-------------ს და თ----------------–---–ის მიმართ არსებული აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული

 

ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი (რაც უკავშირდება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას) სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ--------------ემ მოცემული დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა დაზარალებულების მხრიდან წამოსული აგრესია და ფიზიკური შეურაცხყოფა, მას დანაშაული ხულიგნური ქვენაგრძნობით არ ჩაუდენია და, რომ მან გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ გ--------------ის მითითებულ პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: 1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, 2. ხელყოფის იმწუთიერობა, 3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, რ---------–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე არ იყო. ჩხუბის მომენტში, გ--------------ის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია; პალატა ყურადღებას მიაპყრობს აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანს – უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს

 

აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. ერთის მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ხელყოფა მყისიერად და საბოლოოდ აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს, მეორეს მხრივ, თავდამცველი უფლებამოსიალია, აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო, ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების დროს. და ბოლოს, აუცილებელი მოგერიების დროს პირი უნდა მოქმედებდეს თავდაცვის სურვილით, იქნება ეს საკუთარი ინდივიდუალური თუ სხვისი, ზეინდივიდუალური სიკეთის დაცვის სურვილი, მთავარია, რომ ქმედების განმახორციელებელს, უშუალოდ თავდაცვითი ქმედების განხორციელების დროს ჰქონდეს თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედება არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებას და ის განხორციელებული არ ყოფილა თავდაცვის სურვილით, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა და ჩვენების მიცემის დროს თავად გ--------------ემ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან დანა არავის უხმარია.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული გ--------------ე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შესაბამისად დანაშაულის ჩადენის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით არ მოქმედებდა, პირიქით საქმის მასალათა ერთობლივი ანალიზით პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--------------ე მოცემული დანაშაულის ჩადენის მომენტში მოქმედებდა ხულიგნური ქვენა გრძნობით.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი ზემოხსენებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ გ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს და მსჯავრდებულ გ--------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი გ--------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი გ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ--------------ე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლის საფუძველზე.

 

გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს - წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის

 

კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 25 სექტემბრიდან - 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;

 

ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი 2017 წლის 18 დეკემბრიდან - 2018 წლის 25 სექტემბრამდე; ასევე, 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრამდე, აგრეთვე დაკავების პერიოდი 2017 წლის 19 აგვისტო.

 

გ----------------ეს სასჯელის მოხდის ათვალა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 25 სექტემბრიდან.

 

ნივთმტკიცება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული : N 1,2,5,6 და 7 ობიექტებიდან აღებული ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული N1 სპეც პაკეტში ლუქით FCD854517 და N3 ობიექტი ქაღალდის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქით, N4 ობიექტი ბამბა მოწითალო ფერის ლაქით დალუქული N2 პაკეტში ლუქით FCD 854516, N9,10, 11, 12 ობიექტებიდან აღებული ოთხი ცალი ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული სპეცპაკეტ N4-ში ლუქით FCD854514 - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული N8 ობიექტი - მზისგან დამცავი სათვალე დალუქული N3 სპეც პაკეტში ლუქით FCD854515, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

გ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ჩანთა, მასში მოთავსებული წითელი ფერის ბენდენით, თეთრი ფერის ყურთსასმენით, შავი ფერის მზის სათვალით, ერთი ცალი შავი ფერის მზის სათვალე, ერთი ცალი სანთებელა, ფლაის ფირმის მობილური

 

ტელეფონი იმეი კოდებით : 3---------------------------------- მასში მოთავსებული სიმ ბარათით. ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ყავისფერი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული საქართველოს ბანკის ბარათი N----------------. საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათი N----------------- მეტრომანი, გ--------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა პ----------------------------”-ს ფირმის მაჯის საათი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს

 

მეშვიდე განყოფილებაში- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

გ--------------ისგან ამოღებული მოვარდისფრო ფერის მოკლემკლავიანი მაისური წინა

 

მხარეს მოწითალო ფერის ლაქებით, ლურჯი ფერის შორტი მოწითალო ფერის ლაქებით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

გ------------–----–-–---–ის ტანსაცმელი - ლურჯი ნაჭრის ქამარი, მოყავისფრო ჯინსის შარვალი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, პერანგი, შავი ჯინსის პერანგი, ერთი წყვილი

 

ყავისფერი ტყავის ჩექმა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ზ----------------ის ტანსაცმელი - ღია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და საქამრეში დამაგრებული შავი ფერის ქამარი, ერთი წყვილი ყავისფერი ჩექმა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ნ--------------–---–-ს ტანსაცმელი - გრძელსახელოებიანი ღია მოლურჯო ფერის პერანგი, ერთი წყვილი წინდა, შავი ჯინსის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქამარი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი (კედები)- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

მ-----–---------------ს ტანსაცმელი - მოლურჯო ფერის შორტი, ტყავის ქამარი, ტრუსი, მოკლესახელოიანი მაისური, შავი ფერის ერთი წყვილი წინდა, ლურჯი ჰალსტუხი, ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

გ------------–----–-–---–ის, ზ----------------ის, ნ--------------–---–-ს, მ-----–---------------ს სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი დისკზე, ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

სავაჭრო ცენტრ ,,--------“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ დისკზე, ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

კ. მაჭავარიანი