განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100117002183170
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002183170

საქმე №1b/395-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: თ---------------–------------------–---–-----

ადვოკატების: მ---------–------------------------------------–----------–---

მსჯავრდებულების: ი-----------–-–---–---------–-------------–-----

თარჯიმნის: ას--------–----------

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----------–-–---–--- ასევე მსჯავრდებულ ა-–-------------–------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------–-–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ს-----------------------------------–------------ ფაქტობრივი მისამართი: ქ-------–-----------------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

ა-–-------------–----- მიმართ, - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: დ---------------–--------–-------------------- ფაქტობრივი მისამართი: ქ------–--------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართელოს სსკ-ის 25, 177 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის

განაჩენით, ი-----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი-----------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 აპრილიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 8 ოქტომბრიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

ა-–-------------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა-–-------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 აპრილიდან.

ამავე განაჩენით, პროკურორს და ბარლადებულებს: ზ--------------–---–---------------------–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ზ--------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4(ოთხი)წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ზ--------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 8 ოქტომბრიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

უ-------------–---–--–ნობილიი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4(ოთხი)წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ უ------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 8 ოქტომბრიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

ი-----------–-–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

ა-–--------------–---- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობაში დახმარება, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებაში დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შმდეგში:

2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბ--–--–---------------–------------–- მდებარე, შპს ,----------–----–-------- მეტალობაზის შენობაში, ა-–-------------–----- დახმარებით, რაც გამოიხატა შემთხვევის ადგილზე არსებული კამერების გამორთვასა და კარის გაღებაში,----------------–---–--------------------–---–- და ი-----------–-–---–-, ფარულად დაეუფლნენ 12 მეტრის სიგრძის, 16 მმ პროფილის, A III კლასის, 6 შეკვრა არმატურას, რის შედეგადაც შპს ,----------–----–------- მიადგა დაახლოებით 38 160 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----------–-–---–--- ასევე მსჯავრდებულ ალ-------------–----- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

მსჯავრდებულმა ი-----------–-–---–-- მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრა.

მსჯავრდებულმა ალ-------------–----- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მსჯავრდებულ ი-----------–-–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეების: უ-------------–---–---------------------–---–---------------------–---–------------------–---–------–------------------------------–---–----------–------–-------------–---–---- ჩვენებებით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმი, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი-----------–-–---–-- მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ნორმის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ი-----------–-–---–- სხვებთან ერთად პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ეზოდან გამოსვლისთანავე, რაც გამორიცხავს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენების შესაძლებლობას.

2. აპელანტის - მსჯავრდებულ ა-–-------------–------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ა-–-------------–----- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რადგანაც არ დასტურდება ქურდობის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნის ფაქტი.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ი-----------–-–---–-- თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მუშაობდა შპს ,,კ--------–----–-----–-- საწყობის გამგედ, საიდანაც წამოვიდა ამ შემთხვევამდე რამოდენიმე თვით ადრე. შპს ,,კ--------–----–-----–-- გაიცნო ა-–-------------–----, რომელიც იყო დარაჯი და ამწეკრანის მძღოლიც. მან ი-----------–-–---–- შესთავაზა არმატურის მოპარვა, რომლის გაყიდვის შემდეგ ი-----------–-–---–- ა-–-------------–-----თვის უნდა მიეცა გარკვეული თანხა. ი------------–-–---–-- არმატურის ქურდობის თაობაზე დაითანხმა უ-------------–---–-- დანაშაულის გეგმის მიხედვით, ა-–--------------–----- რომელიც იმ ღამით ასრულებდა დარაჯის მოვალეობას, გამორთავდა ვიდეოკამერებს, გააღებდა ბაზის ჭიშკარს, ხოლო ი-----------–-–---–- მიიყვანდა უ-------------–---–-, რომელიც ზ---------------–---–---- ერთად ამწეკრანის დახმარებით არმატურას დატვირთავდა სატვირთო ა/მანქანაზე, შემდეგ კი უ-------------–---–- არმატურის რეალიზაციას მოახდენდა. ი-----------–-–---–-- განცხადებით, 8 ოქტომბერს ბაზის შიგნით იმყოფებოდა ა-–-------------–----, ხოლო ბაზასთან მივიდნენ ის და უ-------------–---–-, მალევე მათ შეუერთდათ ზ--------------–---–-. მათ ბაზის ჭიშკარი ღია დახვდათ, საიდანაც გამოვიდა ა-–---------------–----- რომელმაც განაცხადა, რომ ჭიშკარი იყო ღია და ვიდეოკამერები გამორთული. ალ-------------–----- ასევე განაცხადა, რომ ამწეკრანი იყო გაფუჭებული და ითხოვდა სხვა ამწეკრანი ყოფილიყო მოძიებული. რამდენიმე ხანში მათ მოიყვანეს სხვა ამწეკრანი. ი-----------–-–---–-- განმარტებით, ღია ჭიშკარში პირველი თავად შევიდა, ჭიშკარს ბოქლომი არ ედო, ასევე ნახა, რომ ვიდეოკამერები იყო გამორთული. ამის შემდეგ ალ-------------–----- თქვა, რამდენიმე წუთით სახლში წავიდოდა და კვლავ უკან დაბრუნდებოდა. სატვირთო ავტომანქანით ი-----------–-–---–-, უ-------------–---–- და ზ---------------–---–- ბაზაზე შევიდნენ და დაიწყეს არმატურის დატვირთვა. დატვირთვის პროცესში მათთან მივიდა ა-–-------------–----, რომელმაც განაცხადა, რომ ექვს შეკვრაზე მეტი არ უნდა დაედოთ. მათ ა-–-------------–----- მითითებით დატვირთეს ა/მანქანა არმატურით და როდესაც ბაზიდან გამოვიდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ი---------------–---–-----------------------–---–--- რომლებმაც გარკვევით განმარტეს, რომ მათ ა-–-------------–---- ნახეს, როგორც ბაზის ტერიტორიაზე შესვლამდე და ბაზის ტერიტორიაზეც, როდესაც ის მანქანის დატვირთვის პროცესში მივიდა მათთან და უთხრა, რომ 6 შეკვრაზე მეტი არ დაედოთ მანქანაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა; ვ--–------–--–----------------------–----------------------–--------–-------------------------------------------------–---–----------–------–-------------–---–---- დაადასტურეს ქურდობის დღეს ბაზის ტერიტორიაზე მსჯავრდებულის მორიგეობისა და რეალურად ყოფნის ფაქტი.

გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული პირის ამოცნობის ოქმებით გ-----------------------------------–---–----- ასევე ზ--------------–---–-- ამოიცნეს ა-–-------------–----.

პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ უშუალოდ ქურდობის ჩადენის მომენტში მსჯავრდებული არ იყო შემთხვევის ადგილზე, რაზედაც აპელირებს დაცვის მხარე, აღნიშნული არ გამორიცხავს მის ქმედებაში ბრალად შერაცხული დანაშაულის ნიშნების არსებობას, რადგანაც მას ბრალდება წარედგინა დანაშაულის ჩადენის დახმარებაში, რაც გამოიხატა მასში, რომ მსჯავრდებულმა გამორთო ვიდეოსათვალთვალო კამერები და სინათლე, რის შესახებაც აცნობა უშუალოდ დანაშაულის ამსრულებლებს.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-–-------------–----- ქმედებას და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ალ-------------–----- ჩაიდინა საქართელოს სსკ-ის 25,177 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი ი-----------–-–---–---------–-------------–----- მიმართ არის დასაბუთებული, კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი------------–-–---–--, ასევე მსჯავრდებულ ა-–-------------–------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი ი-----------–-–---–-- და ა-–-------------–----- მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. ი-----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ ი-----------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 8 ოქტომბრიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

5. ა-–-------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. მსჯავრდებულ ა-–-------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან.

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულების ი-----------–-–---–---------–-------------–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხები დაუბრუნდეთ გირაოს შემტან პირებს.

8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ზ---------------–---–-- მიმართ ჩატარებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ტრაილერი (სახ.N-----------, მისაბმელი (ს--------------- რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- მისაბმელზე არსებული 6 (ექვსი) შეკვრა, 12 (თორმეტი) მეტრის სიგრძის რკინის არმატურა, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი------------------------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი------------------------------–-------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

9. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე კ.მაჭავარიანი