განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
080100119003020280
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003020280

საქმე №1/ბ-566-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დ------–-------ე

 

მსჯავრდებული: გ--------------, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ხ-----------------------–------------;

ადვოკატი: ნ----------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

 

- სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

 

ზემოაღნიშნულის გამო, გ--------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით: გ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.; საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

გ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და შესაბამისად, ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა მ--------------ის (პ/ნ 6----------), მ----------------ის (პ/ნ 1----------), ნ-----–--------------ის (პ/ნ 2----------) და დ---------------–-–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ს----------ის რაიონი, სოფელი ღ-----ი (საკადასტრო კოდი №3-----------).

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ--------------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 მარტიდან 2019 წლის 26 მარტის ჩათვლით, ჩაეთვალა სასჯელის ვადაში.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--------------ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------მ ჩაიდინა:

 

- სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2016 წლის 01 თებერვლის N9--- ბრძანებით გ-------------- დაინიშნა იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე. იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლებოდა მოხელედ. აღნიშნული თანამდებობაზე გ-------------- მუშაობდა 2017 წლის 09 ოქტომბრამდე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებისა და 2016 წლის 26 დეკემბრის N50 ბრძანებებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების მეცხრე მუხლის თანახმად, გ--------------ს, როგორც ტყის მცველის მოვალეობას, სხვა დანარჩენთან ერთად, წარმოადგენდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2017 წლის 03 იანვრის N8--- ბრძანებით, გ--------------ს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა იმერეთის სატყეო სამსახურის ხონი-წყალტუბოს სატყეო უბნის N2 (კინჩხა) სამცველო, რომლის ფარგლებში, სხვა კვარტლებთან ერთად, N3, N4 და N13 კვარტლები შედიოდა. გ-------------- გულგრილად მოეკიდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ განახორციელა სათანადო კონტროლი მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ვერ შეძლო ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. მოვალეობისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო, 2017 წლის მაისიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში, ტყის მცველის მხრიდან არასათანადო კონტროლის პირობებში, დაუდგენელი პირების მიერ, N3, N4 და N13 კვარტლებში უკანონოდ იქნა გაჩეხილი 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, კერძოდ N3 კვარტალში - 27 ძირი წიფელი და 3 ძირი რცხილა, N4 კვარტალში - 90 ძირი წიფელი და 11 ძირი რცხილა, ხოლო N13 კვარტალში - 479 ძირი წიფელი და 1 ძირი რცხილა. საერთო ჯამში, 611 ძირი ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის შედეგად გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 243 978,25 (ორას ორმოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

- სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის სექტემბერში გ--------------სთვის ცნობილი გახდა, რომ ხონის სატყეო უბნის კინჩხის სამცველოს ტყის ფონდში, რაც მის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენდა, გამოვლენილ იქნა სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის მასიურად უკანონო გაჩეხვის ფაქტები, რაზეც მას, როგორც პასუხისმგებელ ტყის მცველს, არ ჰქონდა გატარებული არანაირი ღონისძიება. ეს გარემოება შესაძლებელია გამხდარიყო მისი სამსახურიდან დათხოვის საფუძველი. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, გ--------------მ განიზრახა ოფიციალურ დოკუმენტებში-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით შეექმნა ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე რეაგირების იმიტაცია, თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა და სამსახურიდან დათხოვა. იგი დაუკავშირდა ხონის რაიონის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ მაცხოვრებლებს - ბ--------–----------ს, ე-–--------------–---ს, ჯ----------------ეს, ზ------------–--ეს და ი-------------ეს და შეუთანხმდა, რომ მათ სახელზე შეადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს, სადაც მიუთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს მათ უკანონოდ მოჭრეს ხონის სატყეო უბნის კინჩხის სამცველოში ხეები, ხოლო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ მოუწევდათ, რადგან იყვნენ სოციალურად დაუცველი პირები. დაიყოლია რა აღნიშნული მოქალაქეები, დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, გ--------------მ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ყალბი მონაცემების შემცველი ოქმები, კერძოდ: 1. შეადგინა 2017 წლის 05 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში მცხოვრებმა ბ--------–----------მა კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე; 2. შეადგინა 2017 წლის 06 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში მცხოვრებმა ე-–--------------–---მა კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე; 3. შეადგინა 2017 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ქუტირში მცხოვრებმა ი-------------ემ კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე; 4. შეადგინა 2017 წლის 05 სექტემბერით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში მცხოვრებმა ჯ-----------------ემ კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 4 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე; 5. შეადგინა 2017 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N0-----, რომელშიც შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოს ხონის რაიონის სოფელ კინჩხაში მცხოვრებმა ზ------------–--ემ კინჩხის სატყეო უბანში N13 კვარტალში უკანონოდ მოჭრა და დაიტაცა 3 ძირი წიფლის ჯიშის ხე-ტყე. რეალურად, ზემოაღნიშნულ პირებს ხე-ტყე არ მოუჭრიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები ხელმოწერით დაადასტურეს გ--------------ს თხოვნით. გ--------------ს მიერ შედგენილი ყალბი მონაცემების შემცველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები წარდგენილ იქნა სასამართლოში, რომელთა საფუძველზე სამართალდამრღვად იქნენ ცნობილნი ბ--------–----------ი, ე-–--------------–---ი, ი-------------ე, ჯ----------------ე და ზ------------–--ე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დ------–-------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ გივი ქანთარისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პირობითად დანიშვნის გარეშე, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ------–-------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულმა გ--------------მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ, მოწმეების: ი-–------------ის, პ---–----------ის, ბ--------–----------ის, ე-–--------------–---ის, ჯ----------------ის, ზ------------–--ის, ი-------------ის, გ---------–--------ის, ა---------–-------ას ჩვენებებით, თავად გ--------------ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სატყეო სააგენტოდან გადმოგზავნილი მასალებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--------------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ--------------სათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გ-------------- მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გ--------------ს წარსულში ჩადენილი არ აქვს, რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--------------ს მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დ------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი, გ--------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დ------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი, გ--------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.გ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

 

- საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

 

5.გ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა მ--------------ის (პ/ნ 6----------), მ----------------ის (პ/ნ 1----------), ნ-----–--------------ის (პ/ნ 2----------) და დ---------------–-–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ს----------ის რაიონი, სოფელი ღ-----ი (საკადასტრო კოდი №3-----------);

 

6.საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ--------------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 მარტიდან 2019 წლის 26 მარტის ჩათვლით, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში;

 

7.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/