განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
190100119003032599
ინსტანცია
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003032599

საქმე #1ბ/1318-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა--------–---–ის

ადვოკატების: დ------------–-------ის, თ----------–--–---–ის

მსჯავრდებულის: კ-----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ კ-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------------–-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), კ-----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-----------–---------------–-----------–--–--------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–---------------–-----------–--–----------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ-----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

კ-----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

კ-----------------–---–ი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არასრულწლოვან შვილს - გ--------------------–---–ს სისტემატურად - თვეში სამჯერ აყენებს სიტყვიერ შეურაცყოფას, კერძოდ, აგინებს, მიმართავს უცენზურო სიტყვებით, ამცირებს იმის გამო, რომ გ-------ს მოსწონს მამაკაცები, აქვს განსხვავებული შეხედულებები, იცვამს ქალის სამოსს, იღებავს თმას და გამოიყურება, როგორც ქალი. მამის ქმედება გ--------------------–---–ისათვის არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, რის გამოც განიცადა ტანჯვა.

 

ზემოაღნიშნული მოტივით, 2019 წლის 10 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-----------–---------------–-----------------ში, მისაღებ ოთახში ყოფნისას, კ-----------------–---–მა გ--------------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა, დაამცირა, უწოდა ,,ძუკნა ქალი“, ,,პიდარასტი“, დასცინოდა მის სექსუალურ ორიენტაციას და გარეგნობას, რადგან ეცვა ქალის სამოსი და გამოიყურებოდა, როგორც ქალი. აღნიშნულის შემდგომ კი კ-----------------–---–ი მიუახლოვდა გ--------------------–---–ს და დაარტყა გაშლილი ხელი ბეჭებში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 10 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-----------–---------------–------------------------------------------ში, მისაღებ ოთახში ყოფნისას, კ-----------------–---–ი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არასრულწლოვან შვილს გ--------------------–---–ს დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა, არ სურდა ჰყოლოდა მისნაირი ,,პიდარასტი“ შვილი, უთხრა - ,,მოგკლავ, თავს მოგაჭრიო“, აღნიშნული ქმედების გამო გ--------------------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით:

 

კ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

კ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, კ-----------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

კ-----------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 მაისის 13:45 საათიდან.

 

კ-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ-----------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ------------–-------ემ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა კ-----------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება. აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნის საფუძვლად უთითებს დაზარალებულის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს და იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული მოხუცი მამის ერთადერთი პატრონია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ კ-----------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ-----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების: გ--------------------–---–ის, ვ--–-----------------–---–ის, ზ--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმების, კ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, N------- შეტყობინების, N------------ საქმიდან მასალების, N------------ საქმიდან მასალების, N------------ საქმიდან მასალების, 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენის, N------ შემაკავებელი ორდერის, N------ შემაკავებელი ორდერის, N------ შემაკავებელი ორდერის, ამონაწერების შსს ბაზიდან ძალადობის შესახებ, კ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ-----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ-----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, კ-----------------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე, ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

აქვე პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას: ,,დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს და მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კ-----------------–---–მა ბრალად შერაცხული ორივე დანაშაული ჩაიდინა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რაც, როგორც მითითებული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ კ-----------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული საშეღავათო (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე და 63-ე მუხლებით) გარემოებები და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ვადის ნახევარი) ჩაეთვალა პირობითად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ-----------------–---–ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ-----------------–---–ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი კ-----------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------------–-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ-----------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------------–-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი კ-----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

კ-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

კ-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, კ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

კ-----------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 მაისის 13:45 საათიდან;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ კ-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პირობით მსჯავრდებულ კ-----------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე