განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100119002987236
საქმე №1/ბ-625-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა------- ქ------ის მიმართ (პირადი №3----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–------------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ოზურგეთში, ი-–-----------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით:
ა------- ქ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ა------- ქ------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ა------- ქ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 თებერვლიდან 2019 წლის 18 მარტამდე.
მსჯავრდებულ ა------- ქ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ა------- ქ------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 160.00 კვ.მ., მდებარე ქ-------------–-----–-----------–-------------–-, საკადასტრო კოდი №2-----------, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------- ქ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 22 იანვრის და 26 თებერვლის ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:
ოზურგეთში, ი-–-----------–-------------–- მცხოვრები ა------- ქ------ე, მასთან 1994 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ-------------ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2018 წლის იანვრის თვიდან უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების _ 2006 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ა----------ის, 2005 წლის 28 მაისს დაბადებული ლ------------ის და 2001 წლის 12 სექტემბერს დაბადებული ნ------------ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, კერძოდ, მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით და აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, ა------- ქ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად კი ნ-------------ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
ოზურგეთში, ი-–-----------–-------------–- მცხოვრები ა------- ქ------ე 1994 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ-------------ესთან და ეწევა მასთან ერთად ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, ა------- ქ------ემ უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, მან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, ნ-------------ეს გადახადა საბანი და ნახა რა, რომ იგი იწვა ხალათით, დაუყვირა „მოასწარი სახლში შემოსვლაო“ და არასრულწლოვანი შვილის _ 2001 წლის 12 სექტემბერს დაბადებული ნ------------ის თანდასწრებით, ხელებით სახის არეში ცემა ნ-------------ძე. ა------- ქ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად კი ნ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოზურგეთში, ი-–-----------–-------------–- მცხოვრებ ა------- ქ------ეს შვილთან _ გ---------------ესთან, ბიძის _ მ----------------ის მიერ დაბრუნებული ნამცხვრის გამოსაცხობი თუჯის ცხვრის ფორმის თაობაზე მოუვიდა კამათი, რადგანაც მიიჩნია, რომ იგი მ--------------ეს ჰქონდა შეცვლილი, რაზეც გ---------------ემ მამას უთხრა, რომ ბიძა აღნიშნულს არ იკადრებდა. მან ვერ იცნო თუჯის ცხვრის ფორმა და იგი ნამდვილად წარმოადგენდა ოჯახის საკუთრებას. შვილის პასუხზე განაწყენდა ა------- ქ------ე და არასრულწლოვანი დების _ 2006 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ა----------ის, 2001 წლის 12 სექტემბერს დაბადებული ნ------------ის და არასრულწლოვანი ძმის, 2005 წლის 28 მაისს დაბადებული ლ------------ის თანდასწრებით, გ---------------ეს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში ერთხელ ხელი გაარტყა სახეში. ა------- ქ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გ---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-----------ემ რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა------- ქ------ისათვის სასჯელის სახით რეალური თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ა------- ქ------ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულების _ ნ-------------ის, გ---------------ის და მოწმეების _ ლ------------ის, ა----------ის, ნ------------ის, გ--- ხ-----–---ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპრიმენტის ოქმებით და ფოტოცხრილებით, სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა------- ქ------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მისთვის სასჯელის სახით რეალური თავისუფლების დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა------- ქ------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა------- ქ------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია, საქმეში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, დაზარალებულებს _ ნ-------------ეს და გ---------------ეს ა------- ქ------ის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ მასზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ა------- ქ------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი ა------- ქ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი ა------- ქ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ა------- ქ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (სამი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------- ქ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.მსჯავრდებულ ა------- ქ------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 თებერვლიდან 2019 წლის 18 მარტამდე.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა------- ქ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ა------- ქ------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ქ-------------–-----–-----------–-------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობით 160.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №2-----------), 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ა------- ქ------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ა------- ქ------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/