განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002706808
საქმე #1/ბ-999-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი
სხდომის მდივანი: გი------ სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქე-------------–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - კა---------------ე, დი--------------–-–---–ი;
მსჯავრდებული - ჯა------------------------–-–---–ი, დაბადებული 1--- წლის 3--------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თბილისი, დიღმის მასივი, კვარტალი #1- კორპუსი #1-- ბინა #5-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დიღმის მასივი, კვარტალი #6- კორპუსი #1-- ბინა #3--
მსჯავრდებული - გი------------------------------ი, დაბადებული 1--- წლის 9------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თბილისი, ვ-–-–--------- ვ. გ-----–---–-- ქუჩა #1-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დიღმის მასივი, კვარტალი #1- კორპუსი #14-- ბინა #1--
მსჯავრდებული - ომ-------------------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: თბილისი, სოფელი დიღომი, ც-------–-------- #5-
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1. ჯა------------–-–---–-ა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, ვაშლიჯვარში, მე--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯა------------–-–---–ი, ომ------------–---–ი და გი-----------------ი სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ფი-------–-–--–---სა და ვლ-------------------ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9--- აშშ დოლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა 3-- ლარის ოდენობით, ,,აიფონ 6“-ისა და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
2. გი-----------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, ვაშლიჯვარში, მე--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გი-----------------ი, ომ------------–---–ი და ჯა------------–-–---–ი სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ფი-------–-–--–---სა და ვლ-------------------ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9--- აშშ დოლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა 3-- ლარის ოდენობით, ,,აიფონ 6“-ისა და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
3. ომ------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით ნასამართლევი ომ------------–---–ი, ჯა------------–-–---–თან და სხვა პირებთან ერთად, 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, ვაშლიჯვარში, მე--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა ფი-------–-–--–---სა და ვლ-------------------ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9--- აშშ დოლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა 3-- ლარის ოდენობით, ,,აიფონ 6“-ისა და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯა------------–-–---–-ა, გი-----------------მა და ომ------------–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) გათვალისწინებული დანაშაული.
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენით:
ჯა------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჯა------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
ჯა------------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან.
გი-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გი-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
გი-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.
ომ------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ომ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვით და 11 (თერთმეტი) დღით და საბოლოოდ, ომ------------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ომ------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ჯა------------–-–---–ის და გი-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ომ------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თბილისში, ვაშლიჯვარში, მე--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ომ------------–---–ი, ჯა------------–-–---–ი, გი-----------------თან და სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა ფი-------–-–--–---ს და ვლ-------------------ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9--- აშშ დოლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა 3-- ლარის ოდენობით, „აიფონ 6“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები. დაზარალებულებმა კატეგორიულად მიუთითეს, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ იარაღი, ახდენდნენ მათ დემონსტრირებას და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღსანიშნავია, შემთხვევის ადგილზე პოლიეთილენის მარყუჟების, ე.წ „ხამუთების“ არსებობა, რომელზეც თო------------–-–---–ის და ომ------------–---–ის გენეტიკური პროფილები იქნა დაფიქსირებული. თო------------–-–---–მა, რომლის მიმართ ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი საქმე, სასამართლოს მისცა სუბიექტური ჩვენება, რითაც შეეცადა როგორც საკუთარი თავის, აგრეთვე მეგობრისთვის პასუხისმგებლობის არიდებას. მან განმარტა, რომ მარყუჟები თავად გადაყარა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იმავე ტერიტორიაზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გამომძიებელმა აღნიშნული ნივთები ამოიღო შემთხვევის ადგილზე განთავსებული სკამიდან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არ იყო გადაყრილი, არამედ სპეციალური მიზნით იყო განთავსებული იმ ადგილზე, რათა საჭიროების შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენ პირებს შეძლებოდათ მათი გამოყენება. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ თითქოსდა დაზარალებულთა ჩვენებები არ იყო თანმიმდევრული და განსხვავდებოდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებისგან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ფი-------–-–--–---მ და ვლ-------------------მ ახსნეს ის ფაქტი, თუ რამ გამოიწვია თავდამსხმელთა რაოდენობაში ცვლილება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის. მათ განმარტეს, რომ მომხდარი დანაშაულის შემდეგ აღიდგინეს გარკვეული ფაქტები, გაუზიარეს ერთმანეთს და დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ექვსი თავდამსხმელი. ფი-------–-–--–---მ ხელახალი პირდაპირი დაკითხვის დროს დააზუსტა, რომ პასპორტის ამოღება მოხდა მისი მონაწილეობით, ვინაიდან ვლ-------------------მ სწორედ მას გადასცა იგი, რის შემდეგაც ნებაყოფლობით წარუდგინა გამომძიებელს. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე ძაღლის მოძრაობას, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტმა განმარტა, რომ შესაძლებელია ძაღლმა აიღოს სუნის კვალი, თუმცა დაკარგოს იგი გარემო პირობებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები ხმამაღლა არ ითხოვდნენ შველას. ეს არგუმენტი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან დაზარალებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ იმყოფებოდნენ სტრესისა და შიშის ქვეშ და მათი ქცევა დამოკიდებული იყო მათ პიროვნულ მახასიათებლებზე. ყოველი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დაზარალებულთა ქცევა განსხვავებულია და ამ კუთხით კონკრეტული ქცევის სტანდარტის დამკვიდრება არასწორია. სასამართლოში დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე ლე-------–--ე, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ტრ---------------ესთან და ჯემალ გიორგაძესთან, ხელშეკრულებაც უშუალოდ მათთან გააფორმა და მხოლოდ იმიტომ, რომ ფი-------–-–--–--- შემთხვევით ახლდა გიორგაძეს ლე-------–--ესთან და გი-----------------თან შეხვედრის დროს, დაუშვებელია ფი-------–-–--–---ც მოიაზრო აღნიშნულ ვალდებულებაში მონაწილე პირად. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მსჯავრდებულებმა, (მათ შორის ჯა------------–-–---–-ა და ომ------------–---–მა, რომლებსაც ფი-------–-–--–---სთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ) მიიჩნიეს, რომ ფი-------–-–--–--ის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების სანაცვლოდ უფლება ჰქონდათ მის ავტომანქანას დაუფლებოდნენ, არასწორი მსჯელობაა და არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით.
მსჯავრდებულ ომ------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან ომ------------–---–ის მიერ ჩადენილია თვითნებობა და არა ყაჩაღობა. დაზარალებულებმა მოიგონეს მათი დაყაჩაღების ფაქტი, რის საფუძველსაც გვაძლევს, არამარტო მათი ჩვენებების არადამაჯერებლობა, წინააღმდეგობა და არათანმიმდევრულობა, არამედ საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები. საქმეზე დაიკითხა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოოგის უფროსი ექსპერტი კა----------ე, რომლის ჩვენებითაც დადგინდა, რომ ძაღლი არ მისულა სადარბაზოსთან, საიდანაც დაზარალებულების მითითებით და ჩვენებებით გამოცვივდნენ შეიარაღებული ყაჩაღები, ასევე შევიდა და გამოვიდა ჯა------------–-–---–ი. ასევე არ ჩასულა ე.წ „ნავესის“ მიმართულებით, სადაც დაზარალებულთა ჩვენებით ჩაიყვანეს ისინი თავდამსხმელებმა. ძაღლი არ გასცილებია იმ ადგილს, სადაც იდგა ავტომანქანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მსჯავრდებულთა ჩვენებების სისწორეს, რომ ყოველგვარი თავდასხმის და კონფლიქტის გარეშე დაშორდნენ და ექსპერტის და გამომძიებლის ვერსიას, რომ ეს პირები ავტომანქანით წავიდნენ. აღნიშნული დასტურდება ვიდეოკამერის ჩანაწერითაც. სადარბაზოდან აღებული სუნის ნიმუში არ დაემთხვა ბრალდებულთა სუნის ნიმუშს, ანუ არ დადასტურდა მათი სადარბაზოში ყოფნის ფაქტი. გამოიკითხა არაერთი მეზობელი, მაღაზიის მეპატრონეები, თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუცია რაიმე ფორმით მამხილებელი ჩვენება. ექსპერტმა გი-----------–---მ განმარტა, რომ დაზარალებულ ვლ-------------------ს არ მიუთითებია ხამუტებზე, ექსპერტებმა გამომძიებელთან შეთანხმებით ჩათვალეს, რომ შეიძლება საქმისთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო და ამიტომ ამოიღეს. ე.წ ხამუტებთან დაკავშირებით დამაჯერებელი ჩვენება მისცა სასამართლოს თო------------–-–---–მა და ამის საწინააღმდეგო სხვა მტკიცებულება არ გამოკვლეულა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მაღაზია „კაი მარკეტიდან“ ამოღებული ვიდეოფირი, რომელზე აღბეჭდილი ფაქტები აშკარა წინააღმდეგობაშია დაზარალებულების მიერ მიცემულ ჩვენებებთან, მათ შორის ომ------------–---–ის ჩაცმულობასთან. კადრში ჩანს, რომ მას აცვია ჯინსის ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, დაზარალებულთა აღწერილობით კი მას ეცვა ნაცრისფერი მოკლე მკლავიანი მაისური. საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მსჯავრდებულების მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. უფრო მეტიც, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფი-------–-–--–---მ და მისმა მეგობრებმა გადააფორმეს ორი ავტომანქანა ლე-------–--ის სახელზე, სთხოვეს მას დახმარება და ორივე ავტომანქანაზე გააფორმეს სესხის ხელშეკრულებები ლე-------–--ის სახელზე, თანხაც აიღეს თავად და ავტომანქანებიც თავად წაიყვანეს. ისინი ლე-------–--ეს დაპირდნენ, რომ სესხის პროცენტს და ძირითად თანხას თავად დაფარავდნენ, თუმცა მოატყუეს. დადგენილია ისიც, რომ ორივე სასესხო ვალდებულებაზე ლე-------–--ეს თავდებად დაუდგა გი-----------------ი. ფი-------–-–--–---მ ჯვარედინი დაკითხვისას დაადასტურა მისი ყოფნის ფაქტი ჯემალ გიორგაძის ავტომანქანის დალომბარდებისას წერეთლის გამზირზე.
მსჯავრდებულ გი-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება გი-----------------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. ვიდეოჩანაწერებით აშკარად ჩანს, რომ მოდის ორი ადამიანი, მსჯელობს ერთმანეთში, შემდეგ დაზარალებული მაღაზიის მეპატრონის ტელეფონით ცდილობს მეგობრებთან დარეკვას და მხოლოდ ამის მერე რეკავს პოლიციაში. დაზარალებულებს დასახმარებლად არავისთვის არ მიუმართავთ, ორი მაღაზია გაიარეს და მხოლოდ მესამე მაღაზიის მეპატრონეს სთხოვეს ტელეფონი. როდესაც ფი-------–-–--–--ის ბიძამ, ვლ-------------------მ გაიგო, რომ მანქანას ვერ წაიყვანდნენ სანამ ფულს არ გადაიხდიდნენ, მსჯავრდებულების მიერ მანქანის წაყვანის შემდეგ გადაწყვიტეს პოლიციაში დაერეკათ. საქმეზე ნივთმტკიცებად არა რის ამოღებული დანა, ან იარაღი, რაზეც დაზარალებულები მიუთითებდნენ როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში მითითებულ ჩვენებებში.
მსჯავრდებულმა ჯა------------–-–---–-ა მოითხოვა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი სამართლიანია და მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ფი-------–-–--–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ ოთხი წელია საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოჰყავს ავტომანქანები. 2018 წლის ივლისის ბოლოს, მან ზა---------------ნ, დაახლოებით 8700 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა ,,B-----”, რომლის საფასურის ნაწილი თვითონ გადაიხადა, ხოლო მეორე ნაწილი ბიძამისმა ვლ-------------------მ. ერთ დღეს დაუკავშირდა რე-------------ე, რომლისთვისაც მანამდე დაახლოებით სამი მანქანა ჰყავდა მიყიდული და ჰკითხა, რამე მანქანა ხომ არ ჰყავდა გასაყიდი, რაზეც უპასუხა, რომ ჰყავდა ,,B-----”. იმავე დღეს, საღამოს საათებში ქა------ე კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ კლიენტს სურდა მისი მანქანის ყიდვა და თბილისში ჩამოყვანა სთხოვა. მანქანა შეუფასა 10 000 აშშ დოლარად, მაგრამ შემდეგ 300-400 დოლარი დააკლო იმ პირობით, რომ მანქანის გადაფორმების ხარჯებს დაფარავდა. თანხა რ------ უნდა მიეცა. მეორე დილით, ვლ-------------------სთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, რომელსაც ასევე ჰქონდა მანქანის საფასურის ნაწილი გადახდილი. 09:00 საათზე თბილისში იყვნენ, მაგრამ 12:00 საათამდე ელოდებოდნენ კლიენტს. რ------ მას უთხრა, რომ კლიენტები თვითონ დაურეკავდნენ, კერძოდ გი-----------------ი მივიდოდა, რომელიც მანამდე თავად გააცნო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამის შემდეგ, რე-------------ე რუსთავში წავიდა. ადგილზე მივიდნენ გი-----------------ი, ჯა------------–-–---–ი და წავიდნენ რუსთავში ავტომანქანის გადასაფორმებლად. საჭესთან თვითონ იჯდა, გვერდით ეჯდა ონ-------ი, ხოლო უკან ისხდნენ ქა-------–-–---–ი და მა-------ე. შეთანხმების მიხედვით, ავტომანქანა ლომბარდის პირობებით უნდა ეყიდათ, დაახლოებით 25000-27000 ლარად. რუსთავში კვლავ შეხვდნენ რე-------------ეს, რომელმაც გადაფორმების თანხა გადაიხადა, თუმცა ტექ. პასპორტის აღებას არ დასწრებია. იქვე იყო ჯა------------–-–---–იც, რომლის სახელზეც გადაფორმდა ავტომანქანა და ტექ. პასპორტი მის სახელზე გაიცა. რ------ მას უთხრა, რომ თუ დალომბარდებაზე პრობლემა შეიქმნებოდა, მანქანას ისევ მას გადაუფორმებდნენ. ქა-------–-–---–მა აღმოაჩინა, რომ მანქანის მართვის მოწმობა თან არ ჰქონდა, რაც ლომბარდისთვის იყო საჭირო, რის გამოც ისინი წავიდნენ მისი სახლისკენ, ვაშლიჯვარში. ქა-------–-–---–ი კორპუსთან მისვლისას, გადავიდა მანქანიდან და შევიდა სადარბაზოში. დაახლოებით ორ წუთში იმავე სადარბაზოდან გამოვარდა ოთხი შეიარაღებული ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ჯა------------–-–---–ი, მივარდნენ მას და ვლ-------------------ს და იარაღის მუქარით გადმოიყვანეს მანქანიდან. ქა-------–-–---–ს ეჭირა დანის მაგვარი ნივთი. თავდამსხმელთაგან პირველი მივიდა ომ------------–---–ი, რომელსაც მანამდე რე-------------ისგან იცნობდა, მას ხუმრობით ჰკითხა ,,მეხუმრებით? მშვიდობა გაქვთო?“, პასუხად მათ იარაღები გადატენეს. და-----–---–ს ცხვირსახოცი ჰქონდა სახეზე აფარებული, მაგრამ ცხვირი და თვალები უჩანდა და იცნო. და-----–---–მა და კიდევ ერთმა თავდამსხმელმა მას იარაღები მიადეს. ონ-------ს და ქა-------–-–---–ს სახე არ ჰქონდათ დაფარული, ხოლო დანარჩენ ოთხს ცხვირსახოცი ჰქონდათ აფარებული. თავდამსხმელებმა ისინი ხელის კვრით ჩაიყვანეს იქვე არსებულ ღია ფარდულში, სადაც მიაბჯინეს იარაღები, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მანქანის წაყვანით ემუქრებოდნენ, კონკრეტული მოთხოვნა არ ჰქონიათ. შემდეგ სამი ადამიანი წავიდა, ერთი დარჩა და იარაღს აბჯენდა. მანამდე ზემოთ ვინ დარჩა მისთვის უცნობია. ზემოთ ჯა------------–-–---–ი, გი-----------------ი და ომ------------–---–ი დარჩნენ. თავდასხმა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი ,,BMW”-ში ჩასხდნენ და წავიდნენ. ერთერთი თავდამსხმელი, რომელიც ფარდულში იარაღით იყო ჩასული და ნიღაბი ეკეთა, ,,ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანით წავიდა, რომელშიც იდო მისი 6800 ლარად ღირებული ტელეფონი ,,აიფონ 6“, და საფულე, მასში არსებული ავტომანქანის ტექ. პასპორტით. თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს მა-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ჯამში მას 4000 დოლარამდე ზიანი მიადგა. თავდასხმის შემდეგ, მან მაღაზიის გამყიდველის მობილური ტელეფონით დარეკა ჯერ ქა------ის მეგობართან - თე-----------–------ან და ჰკითხა ქა------ის ნომერი, შემდეგ ქა------ესთან დარეკვა სცადა, მაგრამ ტელეფონი ჰქონდა გამორთული, შემდეგ დარეკა 112-ში. დაახლოებით სამ წუთში ადგილზე მივიდა პოლიცია. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევამდე ერთი თვით ადრე, ივლისის თვეში, იმყოფებოდა ომ------------–---–თან სახლში. გი-----------------ს შემთხვევამდე შეხვედრია სამჯერ, პირველად წერეთლის გამზირზე გააცნო ქა------ემ, რომელსაც მეორე დღესაც შეხვდა და მესამე დღეს შეხვდა და-----–---–ის სახლში. გი-----------------ს ჰყავდა მეგობარი, რომლის სახელი არ იცის და რომელზეც ავტომანქანა უნდა გადაეფორმებინა ლომბარდით. თვითონაც მათთან იყო, ამიტომ, მანქანა გააჩერა ბინასთან და წავიდნენ რუსთავში, სადაც თეთრი ფერის ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანა დაალომბარდეს. გი------ს მეგობარს არ იცნობს, იგი უბრალოდ გაჰყვა მათ რუსთავში. ლომბარდიდან გამოტანილი თანხა გი-----------------მა და მისმა მეგობარმა გაინაწილეს, ხოლო დალომბარდებული ავტომანქანა ჯე---–----------მ წაიყვანა. თანხიდან რა ნაწილი შეხვდა ქა------ეს, არ იცის. ქა------ემ თქვა, რომ ისინი მისი მეგობრები იყვნენ. ამის შემდეგ ავიდნენ და-----–---–ის სახლში. პირველად ავტომანქანა ,,ლექსუსი“ დაალომბარდა ჯე---–----------მ. ლომბარდში პირველ მისვლაზე იყვნენ თვითონ, რე-------------ე და ჯე---–----------. მეორედ იყვნენ თვითონ, გი------ ონ-------ი, ომ-------------–---–ი და კიდევ მათი მეგობარი, სულ იყვნენ ექვსი ადამიანი. დალომბარდების პროცესი გაგრძელდა 2-3 საათს, რის შემდეგ ავტომანქანა ვისი საკუთრება გახდა არ იცის. სესხი გი------ ონ-------ის მეგობარმა აიღო, ხოლო მანქანას ჯემალ გორგაძე მართავდა და განკარგავდა. თავდასხმის დღეს, მას 50 ლარის გარდა თანხა არ ჰქონია, რომელიც მანქანაში, ე.წ. ბარში ედო. ნიღბიანმა თავდამსხმელმა, რომელიც ფარდულში ჩაჰყვა, იქვე გამოართვა მობილური ტელეფონი. თავდამსხმელებმა მა-------ესაც გამოართვეს ფული და ტელეფონი. მათ მობილურები მოითხოვეს, ხოლო თანხაზე არაფერი უთქვამთ. ავტომანქანის ტექ. პასპორტი ჰქონდა ვლ-------------------ს. თავდასხმისას ონ-------ს ხელში ეჭირა დანა, ვერცხლისფერი პირით და მუყაოს მაგვარი ტარით, ასევე ქა-------–-–---–ს ეჭირა დანის მაგვარი ნივთი, მაგრამ რა ნივთი იყო არ იცის. სამი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებს მიამსგავსა, ხოლო მეოთხე იარაღი განსხვავებული იყო. სულ იყო 6 თავდამსხმელი. ცეცხლსასროლი იარაღი ოთხ მათგანს ეჭირა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. ფარდულში ჩაყვა სამი ნიღბიანი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო და-----–---–ი. შემდეგ იგი გაბრუნდა და მას გაჰყვა ერთი ნიღბიანი. მა-------ეს რამდენი ამოაცალეს, არ იცის. როგორც მან უთხრა, 350 ლარი. შემთხვევიდან მეორე-მესამე დღეს აღიდგინეს, რომ ექვსი თავდამსხმელი იყო, რაც მა-------ემაც დაუდასტურა და გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაშიც დააფიქსირეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ვლ-------- მა-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი ფი-------–-–--–---სთან ერთად აწარმოებდა ავტომანქანების შეძენა-გაყიდვას. ფი-------–-–--–---მ ავტომანქანა ,,B-----” შეიძინა თურქი პიროვნებისგან, რომ შემდეგ გაეყიდათ. მანქანის შეძენისას გადახდილი თანხის მისი ნაწილი იყო დაახლოებით 5500 აშშ დოლარი, დანარჩენი ნაწილი 3500 დოლარი ფი-------–-–--–---მ დაამატა. თავად ცხოვრობს ჩოხატაურში, სადაც გამოუარა ფი-------–-–--–---მ და წამოვიდნენ თბილისში. ცე–--–--ის თქმით, თბილისში რე---- ქა------ეს უნდა შეხვედროდნენ. დიღომში, პოლიციის შენობის წინ, დაახლოებით 9-10 საათზე მათ შეხვდა რე---- ქა------ე, რომელმაც უთხრა, რომ მანქანის მყიდველები მალე მივიდოდნენ და დალოდებოდნენ, მყიდველებიდან ერთერთს ცე–--–---ც იცნობდა, მაგრამ ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თვითონ კი რუსთავში წავიდა საქმეზე. რე-------------ეს ცე–--–--- რაზე შეუთანხმდა არ იცის. დაახლოებით 1-2 საათში ფეხით მივიდნენ ჯა------------–-–---–ი და გი-----------------ი, რომელსაც ფი-------–-–--–--- იცნობდა და ერთად წავიდნენ რუსთავში ავტომანქანის გადასაფორმებლად, შემდეგ კი დასალომბარდებლად. რუსთავში ავტომანქანის გადაფორმების ძირითად პროცესებს განაგებდა ფი-------–-–--–---, თვითონ კი უბრალოდ ახლდა მას, რადგან ავტომანქანის გადაფორმების საკითხებში არ არის გარკვეული. ავტომანქანა ჯა------------–-–---–ის სახელზე გადაფორმდა, რომელმაც თქვა, რომ მართვის მოწმობა სახლში ჰქონდა დარჩენილი, რაც საჭირო იყო დასალომბარდებლად. ამის გამო წავიდნენ ქა-------–-–---–ის სახლთან, ვაშლიჯვარში. კორპუსის წინ, დაახლოებით 3-5 მეტრის მოშორებით გააჩერეს მანქანა, რა დროსაც ჯ---- თქვა, გადავალ, ჩამოვიტან მოწმობას და მოვალო. სანამ ჯაბა გადავიდოდა, მის გვერდით იჯდა, გი-----------------ი მძღოლის გვერდით, საჭესთან იჯდა ფი-------–-–--–---. ჯ---- გადასვლის შემდეგ ონ-------იც გადავიდა მანქანიდან და წყაროსთან ტრიალებდა. ჯ---- გადასვლისას ფი-------–-–--–--- შემოტრიალებული იყო და მას ელაპარაკებოდა. დაახლოებით 1-2 წუთში, სადარბაზოდან, სადაც ქა-------–-–---–ი შევიდა, გამოვარდა ოთხი შეიარაღებული პიროვნება, ქა-------–-–---–ის ჩათვლით ხუთნი იყვნენ, რომლებმაც იარაღები მიაბჯინეს და უბრძანეს მანქანიდან გადმოსულიყვნენ. ონ-------მაც უთხრა, დაემორჩილეთ რასაც გეუბნებიანო. აგრესიულად ჩამოიყვანეს მანქანიდან და მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ არ ყვიროდნენ. შემდეგ ისინი იარაღ მიბჯენილები 15-17 მეტრის მოშორებით, ქვევით, ე.წ. ,,ნავესში“ ჩაიყვანეს, სადაც ხუთი პიროვნება ჩაყვა, ხოლო ჯა------------–-–---–ი არ ჩაჰყოლია. ფი-------–-–--–--- ერთერთ მათგანს იცნობდა და უთხრა, ,,ო----- რას აკეთებო?!“. თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ, ხოლო ო------ ჩამოიხსნა ნიღაბი დედა შეაგინა ფ-------- და დაუყვირა, დაწექით ჩქარა და ხმა არ ამოიღოთო. თავდამსხმელებისგან სხვა რაიმე სახის მოთხოვნა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ხმა არ ამოეღოთ. ომარსა და ფ-------- მანამდე რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, არ იცის. გი-----------------ს ხელში დანა ეჭირა თუ ე.წ. ,,შტირი“ ვერ გაარჩია. შემდეგ ერთერთი მას ეცა და რომ არ დაერეკა ტელეფონი ამოუღო ჯიბიდან. ოთხნი ისევ ავარდნენ ზევით, ხოლო ერთი დარჩა, შემდეგ ისიც ავარდა. ზემოთ ამოსვლის შემდეგ, მათი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა იქ აღარ იყო. თავდამსხმელები ხსენებული ავტომანქანით წავიდნენ. ერთერთი თავდამსხმელი ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანით წავიდა. შემდეგ ფი-------–-–--–---მ მაღაზიის გამყიდველის ტელეფონით პოლიცია გამოიძახა და ადგილზე მივიდნენ პოლიციელები. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს მისი 45 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 3-- ლარის ოდენობით, რომლებიც ჯიბეში ჰქონდა. რომელმა წაიღო აღნიშნული ნივთები ზუსტად არ იცის, რადგან ნიღაბი ეკეთა. მას ჯამში მიადგა 5500 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი, რაც მანქანისთვის ჰქონდა გადახდილი, 3-- ლარი და 45 ლარიანი ტელეფონი. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ ონ-------ის და და-----–---–ის გარდა, კიდევ იყო სამი პიროვნება, მაგრამ მაშინ ნერვიულობის გამო მისცა ასეთი ჩვენება და რეალურად იყვნენ ექვსნი.
მოწმე მუ-----------–----ის ჩვენებით გაირკვა, რომ ცხოვრობს ვაშლიჯვარში, მე--- კორპუსთან. 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით შუადღეს, ავტოფარეხიდან გამოსვლის დროს დაინახა უცხო ,,B-----“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩქარი სვლით მიდიოდა. მასში იჯდა ორი წვერიანი ახალგაზრდა, ცოტა ხანში მას სწრაფი ნაბიჯებით გამოჰყვა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთერთი უფრო ახალგაზრდა იყო. ისინი არ ყვიროდნენ და არც შველას ითხოვდნენ. უახლოეს პერიოდში ,,BMW“-ს გარდა სხვა ავტომანქანას არ გამოუვლია. მოგვიანებით გაიგო, რომ ეს მამაკაცები დაყაჩაღებულები იყვნენ, რადგან ადგილზე პოლიციელები მივიდნენ. კორპუსთან არის სკვერი, სადაც ხალხი იკრიბება ხოლმე.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე რე---- ქა------ის 2018 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დაახლოებით 26-27 წელია ცხოვრობს უკრაინაში, ლუგანსკის ოლქი, ქალაქ სევეროდანეცკში ოჯახთან ერთად. დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობს ოზურგეთის რაიონში მშობლებთან და ძმასთან ერთად. ჩამოსვლის შემდგომ, დაუკავშირდა მის მეგობარს ფი------- ცე–--–---ს, რომელსაც რამდენიმე წელია იცნობს და აქვს კარგი ურთიერთობა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ფი------- ყიდულობდა ავტომანქანებს და შემდგომ ყიდიდა, რომელსაც სთხოვა, რომ საქმეში ჩაერთო და მუშაობაში დახმარებოდა, ვინაიდან ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რაზეც უარი არ უთქვია. შემდგომ ისიც ჩაერთო ავტომანქანების ყიდვა გაყიდვაში. დაახლოებით ორი თვის წინ, ზუსტად თარიღის გახსენება არ შეუძლია, იმყოფებოდა ქ.რუსთავში ავტობაზრობაზე, სადაც სურდა ავტომანქანის შეძენა და ათვალიერებდა ავტომანქანებს, რა დროსაც მასთან მივიდა უცნობი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც გაეცნო გი------ ონ--------ის სახელით და ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაში დახმარება შესთავაზა. გი-----------------მა ჩააწერინა ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ თუ ავტომობილი ეყოლებოდა გასაყიდი, დაკავშირებოდა. აღნიშნულის შემდგომ, რამდენჯერმე დაუკავშირდა გი------------------ს, რომელიც დაეხმარა ორი ავტომობილის გაყიდვაში, რა დროსაც რაიმე პრობლემა არ შექმნია. აღნიშნული ორი ავტომობილიდან ერთი იყო ფი------- ცე–--–--ის საკუთრება, სწორედ მაშინ შეახვედრა პირველად ფი------- ცე–--–--- და გი------ ონიაკური ქ.თბილისში, ეს იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, ზუსტი თარიღის გახსენება არ შეუძლია, ამ დროს გი------ უნ-------ს ახლდა კიდევ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო ომ------------–---–ის სახელით. აღნიშნულის შემდგომ, გი-----------------ი და ფი------- ცე–--–--- შეხვდნენ თუ არა კიდევ ერთმანეთს მისთვის უცნობია. მისთვის მხოლოდ ის ფაქტია ცნობილი, რომ როდესაც გი------ ონ-------ი და ფი------- ცე–--–--- ერთმანეთს გააცნო, ავტომანქანის გაყიდვის შემდეგ იმყოფებოდნენ ომ------------–---–ის სახლში საჭმელად. 2018 წლის 14 აგვისტოს იმყოფებოდა თბილისში, საღამოს საათებში ტელეფონზე დაურეკა ფი------- ცე–--–---მ, რომელმაც უთხრა, რომ ნაყიდი ჰყავდა ავტომანქანა B-----, რომელშიც გადაიხადა ძვირი და სთხოვა, იქნებ დახმარებოდა აღნიშნული ავტომობილის გაყიდვაში. მისთვის უარი არ უთქვამს, ამიტომ მაშინვე გადაურეკა გი-----------------ს და უთხრა, რომ გასაყიდი იყო ა/მანქანა B----- და ჰყავდა თუ არა კლიენტი, ასევე უთხრა, რომ გასაყიდი მანქანის ფასი იყო დაახლოებით 10000---000 დოლარი, მაგრამ თუ მყიდველი იქნებოდა ფასზე მესაკუთრესთან დაილაპარაკებდნენ, რაზეც გი-----------------მა უთხრა, რომ დაურეკავდა და პასუხს ეტყოდა. იმავე დღეს დაუკავშირდა გი------ ონ-------ი, რომელმაც უთხრა, რომ იყო პიროვნება, რომელიც შეიძენდა ავტომობილს, მაგრამ ავტომობილს შეიძენდნენ ლომბარდის საშუალებით. მანქანა უნდა გადაფორმებულიყო იმ პირზე, ვინც ყიდულობდა, რის შემდგომაც მოხდებოდა ავტომობილის დალომბარდება და ფულს მისცემდნენ მანქანის მესაკუთრეს, ასევე სთხოვა, რომ ფოტოები გადაეგზავნა მისთვის, რომ ლომბარდს შეეფასებინა ა/მანქანა. აღნიშნულის შემდგომ, დაუკავშირდა ფი------- ცე–--–---ს და უთხრა ონ-------ის პასუხი, რაზეც ფი------- თანახმა იყო, ამიტომ მეორე დღეს ფი------- ცე–--–---მ გადმოუგზავნა ავტომობილის ფოტოები, რომელიც მან გადაუგზავნა გი-----------------ს. აღნიშნულის შემდგომ, 15 აგვისტოს კვლავ დაუკავშირდა ტელეფონზე გი-----------------ი და უთხრა, რომ მეორე დღეს დილით ჩამოსულიყო, ჩამოეყვანათ მანქანა და გააყიდინებდა, რაც გადსცა ფი------- ცე–--–---ს. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, დილით დაახლოებით 09:00 საათზე, როდესაც ტელეფონზე ფი------- ცე–--–---მ დაურეკა და უთხრა, რომ იმყოფებოდა უკვე ქ.თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე, პოლიციის მოპირდაპირე მხარეს, ასევე უთხრა, რომ დაერეკა გი-----------------ისთვის და ეთქვა, რომ მანქანა უკვე ჩამოყვანილი ყავდათ. მან მაშინვე გადაურეკა გი------ ონ-------ს, მაგრამ ტელეფონს არ უპასუხა, აღნიშნულის შემდგომ, დურეკა ფი------- ცე–--–---ს და უთხრა, რომ გი------ ტელეფონს არ პასუხობდა, ალბათ ეძინა და როგორც კი იპასუხებდა შეეხმიანებოდა. დაახლოებით იყო 10:00 საათი, როდესაც თვითონ დაურეკა გი-----------------მა და უთხრა, რომ 12:00 საათზე მივიდოდა მანქანასთან, ვინაიდან ჯერ არ ეცალა და დიღმის მასივში პოლიციასთან დალოდებოდნენ, რის შემდგომაც ტელეფონის საშუალებით კვლავ ესაუბრა ფ-------- და უთხრა აღნიშნულის შესახებ. ამის შემდგომ, მივიდა დიღმის მასივში ფი-------ს სანახავად, რა დროსაც ნახა, რომ მას თან ახლდა ვლ-------------------ც. ფ-------- უთხრა, რომ ავტომობილის გასაყიდად მიდიოდა რუსთავში ავტობაზრობაზე, დაემშვიდობა და წამოვიდა. დაახლოებით ალბათ 14:00 საათზე, ზუსტი დრო არ ახსოვს, იმყოფებიდა ქ.რუსთავში მომსახურების სააგენტოში, რა დროსაც მასთან მივიდა ფი-------–-–--–---, რომელმაც უთხრა, რომ ა/მანქანის გადაფორმების ფული არ ეყო და ესესხებინა 50 ლარი, რაზედაც უარი არ მითქვამს და ფ-------- ასესხა 50 ლარი, რის შემდგომაც ისინი რუსთავში არ უნახავს. რუსთავში ავტობაზრობაზე ფი------- ცე–--–--ის გარდა სხვა არავინ არ ინახავს. ამის შემდგომ, დაახლოებით იქნებოდა 16:00 საათი, როდესაც ტელეფონზე დაუკავშირდა ფი------- ცე–--–---ს, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით კიდევ დარეკა ფი-------სთან, მაგრამ მისი ტელეფონი კიდევ გამორთული იყო, ამიტომ დაახლოებით 17:00 საათზე ტელეფონზე დაურეკა გი-----------------ს, რომელსაც უთხრა, რომ ფი-------ს ჰქონდა გამორთული და რა ხდებოდა, რაზედაც უპასუხა, რომ მშვიდობა იყო, თვითონ გასული იყო საქმეზე მალე მივიდოდა ფი------- ცე–--–---სთან და ტელეფონზე დაალაპარაკებდა. საუბრის დროს ესმოდა, რომ გი-----------------ი გადაადგილდებოდა ავტომობილით. აღნიშნულის შემდგომ, ხშირ-ხშირად რეკავდა ფი------- ცე–--–--ის ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მისი ტელეფონი იყო გამორთული. ამიტომ გი-----------------ს კვლავ დაურეკა მათი საუბრიდან დაახლოებით საათნახევრის შემდგომ. პირველ დარეკვაზე მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მაგრამ მეორე დარეკვის შემდგომ ზარი გავიდა და როდესაც უპასუხა გი------მ უთხრა, რომ ნუ ნერვიულობდა, ყველაფერი კარგად იყო, მიდიოდა ფი-------–-–--–---სთან და მალე დაალაპარაკებდა ტელეფონზე. აღნიშნულის შემდგომ, კიდევ მალევე დარეკა გი-----------------ის ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მას უკვე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მეორე დღეს, 17 აგვისტოს დილის საათებში დაურეკა ფი------- ცე–--–---მ, რომელმაც ტელეფონში მოუყვა დაწვრილებით, რომ წინა დღისით დააყაჩაღა ხუთმა პიროვნებამ. მათ შორის იყო ომ------------–---–ი გი-----------------ი, ვის სახელზეც მანქანა გაფორმდა - ჯა------------–-–---–ი და კიდევ 2 უცნობი პიროვნება, რა დროსაც წაართვეს ა/მანქანა, ფული და ტელეფონები. აღნიშნული ფაქტის შემდგომ, მას გი------ ონიაკურისთვის არ დაურეკავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის გამო ძალიან განერვიულდა. გი-----------------ი გაიცანო დაახლოებით ოთხი თვის წინ, მასთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა და არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდა. გი-----------------ი ფი------- ცე–--–---საც გააცნო და მათ შორის მხოლოდ იყო საქმიანი ურთიერთობა. რაც შეეხება ომ------------–---–ს, ნანახი ყავს მხოლოდ ერთხელ, როდესაც ახლდა გი-----------------ს. იმ ფაქტის შესახებ, რომ გი-----------------ი და მისი თანმხლები პირები აპირებდნენ ფი------- ცე–--–--ის და ვლ-------- მა-------ის დაყაჩაღებას მისთვის ცნობილი არ იყო, მეტიც აღნიშნული, რომ სცოდნოდა, ამის საშუალებას ნამდვილად არ მისცემდა, ვინაიდან ფი------- ცე–--–---სთან აკავშირებს კარგი მეგობრული ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ, გი-----------------ს არ დაკავშირებია და თვითონაც აღარ დაურეკავს მისთვის. ასევე უცნობია, თუ სად წაიყვანეს ფი------- ცე–--–--ისგან გატაცებული ა/მანქანა.
დაცვის მხარის მოწმის თე----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს სოფელ დიღომში მდებარე მაღაზიაში და იცნობს ომ------------–---–ს. 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 5-6 საათზე, მასთან ვერცხლისფერი ,,B-----“-ის მარკის ავტომანქანით მივიდა ომ------------–---–ი, რომელსაც მანქანაში ბავშვები ესხდნენ და მიულოცა ახალი მანქანა. ომ-------------–---–მა უპასუხა, რომ ეს მანქანა მისი ძმაკაცის იყო.
დაცვის მხარის მოწმის ლე-------–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, მისი ახლობელი გი-----------------ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ მის ახლობელს ტრ---------------ეს სჭირდებოდა დახმარება და სთხოვა მის სახელზე მანქანის დალომბარდება, რაზეც დათანხმდა. იგი შეხვდა ტრ---------------ეს, რომელთან ერთადაც თავდაპირველად მივიდა შპს ,,ე---------------–-“. მან დაარიგა, რომ ლომბარდში ეთქვა, თითქოს ყიდულობდა ამ მანქანას და ფული მანქანის მეპატრონისთვის უნდა მიეცა. ,,ევროკრედიტმა“ 8000 ლარი შესთავაზა, რაზეც ქა------ემ უარი განაცხადა, რადგან ეს თანხა არ აწყობდა. ამის შემდეგ წავიდნენ ,,ს------------––-“, სადაც 8500 ლარი შესთავაზეს. ტრ---------------ემ ამ თანხაზეც უარი განაცხადა. თვითონ ლომბარდში შიგნით არ მიჰყვებოდა და ყოველთვის გარეთ ელოდებოდა. შემდეგ მივიდნენ ,,მ-------ში, სადაც შესთავაზეს 10 500 ლარი, რაზეც ქა------ე დათანხმდა. ქა------ის ინიციატივით მანქანის გადასაფორმებლად წავიდნენ რუსთავში, მიუხედავად იმისა, რომ ლომბარდის თანამშრომელი იქვე სთავაზობდა გადაფორმებას. ქა------ემ ჯერ თავისი ჯარიმები გადაიხადა, შემდეგ მანქანა გადაუფორმა. მეორე დღეს, ქა------ემ უთხრა, რომ რუსთავში წასულიყვნენ ახალი ტექ. პასპორტის ასაღებად, სადაც მას უნდა განეცხადებინა, რომ ძველი ტექ. პასპორტი დაკარგული ჰქონდა და ახლის აღება უნდოდა. დაეჭვდა, მაგრამ ქა------ე მას არწმუნებდა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. აიღეს მეორე ტექ. პასპორტი, წამოვიდნენ თბილისში და გააფორმეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც ლომბარდმა მას ჩაურიცხა 10 500 ლარი, რაც გადასცა ტრ---------------ეს. მეორე დღეს, ქა------ემ კვლავ დაურეკა და ნოტარიუსთან მანქანის მინდობილობის გასაკეთებლად გაყოლა სთხოვა. ქა------ემ ნოტარიუსთან ძველი ტექ. პასპორტი წარადგინა. იგი ამის გამო კვლავ დაეჭვდა, თუმცა ქა------ემ დაამშვიდა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდა. ნოტარიუსიდან გამოსვლის შემდეგ მან 500 ლარი აჩუქა. გი------ ონ-------მა მას აუხსნა, რომ ქა------ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ბანკში იყო გაშავებული, ხოლო მას ხელფასი ჰქონდა და ამიტომ მისცეს ლომბარდში თანხა. ქა------ე მას შეპირდა, რომ თანხას თვითონ გადაიხდიდა წინსწრებით და მას ამის გამო პრობლემა არ ექნებოდა. მას მართვის მოწმობა რომ არ ჰქონდა, ონ-------ი ჩაუდგა თავდებში. ავტომანქანა ტრისტან ქა------ემ წაიყვანა და ძველი ტექ. პასპორტიც მან დაიტოვა. 2018 წლის 21 ივლისს, გი-----------------მა უთხრა, რომ თე---------------სა და ფი-------–-–--–---ს სურდათ მანქანის დალომბარდება და სთხოვა დახმარება, რაზეც დათანხმდა. ამჯერად მას ლომბარდში შეყვნენ ცე–--–---ც და გორგაძეც. ავტომანქანა ,,ლექსუსი“ გადაფორმდა მის სახელზე ლომბარდ ,,ტურბო“-ში. ცე–--–--- მას არწმუნებდა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდა. მან ლომბარდში თქვა, რომ ტექ. პასპორტი დაკარგული ჰქონდა, თუმცა რეალურად ტექ. პასპორტი მანქანაში ჰქონდა. მანქანა დალომბარდდა და მისცეს 11 000 ლარი. ამ ურთიერთობაში გორგაძეც და ცე–--–---ც ერთნაირად აქტიურობდნენ. მან თანხა ორივე მათგანს მისცა, რომლებმაც გარკვეული თანხა აჩუქეს და მანქანა წაიყვანეს. ისინი გი-----------------ის ახლობლები იყვნენ და მათ გი------ ენდობოდა, რის გამოც თავადაც ენდობოდა მათ. მეორე შემთხვევაში გი------ ონ-------ი თავდები იყო. მეორე შემთხვევის დროს ასევე მივიდა და წავიდა ომ------------–---–იც, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმის განმარტებით, მას პრობლემა 2018 წლის 11 აგვისტოს შეექმნა, როდესაც ლომბარდიდან მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დარღვეული ჰქონდა გადახდის პირობები. მან სცადა ტრ---------------ესთან დაკავშირება, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შემდეგ დაურეკა გი-----------------ს და უთხრა ამის შესახებ. ონ-------მა უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა ქა------ეს. შემდეგ, მეორე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წერილი მოუვიდა, რომ შეუწყვიტეს ხელშეკრულება, რის გამოც საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. დღემდე არც ფი-------–-–--–---ს, არც თე---------------ს და არც ტრ---------------ეს თანხა არ გადაუხდია. გი-----------------ი სიტუაციის გარკვევას შეპირდა, თუმცა 16 აგვისტოს საღამოს შეიტყო მისი და ომ-------------–---–ის დაჭერის შესახებ, რადგან ფი-------–-–--–---ს უჩივლია. მას აღსრულების ეროვნული ბიუროდან და სასამართლოდან მიუვიდა დოკუმენტები, რომ ,,მ------“ უჩივლა, რის შედეგადაც მის ქონებას დაადეს ყადაღა, დააკისრეს ბაჟის გადახდა და აღსრულების გადასახადი.
დაცვის მხარის მოწმის თო------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულები არიან მისი მეგობრები და მათ კარგად იცნობს. 2018 წლის 16 აგვისტოს იმყოფებოდა ომ------------–---–თან, შემდეგ პირად საქმეებზე იყო წასული, იცოდა, რომ ომარს მეგობრისთვის გი-----------------ისთვის უნდა გადაეფორმებინა მანქანა და აინტერესებდა რა მანქანა იქნებოდა. მან უთხრა, რომ ვაშლიჯვარში მე--- კორპუსთან ასულიყვნენ, რადგან იქ კარგი ჩრდილი იყო და ხშირად ჩერდებოდნენ ხოლმე. გი-----------------ი და ჯა------------–-–---–ი მივიდნენ,,B-----”-ის მარკის ავტომანქანით, რომლებსაც ახლდა ორი უცნობი პიროვნება და გი-----------------ისგან ითხოვდნენ ავტომანქანის დალომბარდებას, რაზეც ონ-------ი პასუხობდა, რომ ავტომანქანას არ დაალომბარდებდა, ან მიეყვანა ვინმე ვინც მანქანას გადაიფორმებდა, ან ფული დაებრუნებინათ და მანქანა მერე წაეყვანათ. თავად მამის ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით იყო მისული. როგორც მოგვიანებით გი-----------------ისგან გახდა ცნობილი, უცნობმა პიროვნებებმა, გი-----------------ის ძმაკაცს, აგლაძეს დაულომბარდეს ავტომანქანა, სადაც თავდები იყო გი-----------------ი, შემდეგ კი თანხას არ იხდიდნენ და მანქანასაც თავად განკარგავდნენ. ამჯერად კი მათ ჯა------------–-–---–ის სახელზე გადააფორმეს მისი ავტომანქანა, რომ ონ-------ის ვალი დაეფარათ. ავტომანქანის გადაფორმება მოხდა რუსთავში. ვაშლიჯვარში შეხვედრაზე ომ------------–---–თან ერთად ავიდა, იქიდან კი გი-----------------თან ერთად წამოვიდა და მივიდა სახლში, დიღმის მასივში. ,,BMW”-ს საჭესთან იჯდა ომ------------–---–ი დაჯდა და ხსენებულ მამაკაცებს უთხრა, მე მიცნობთ, ჩემი სახლი იცით და როდესაც ვინმეს მოძებნით, ვინც მანქანას გადაიფორმებს, ჩემთან მოდით და მანქანაც წაიყვანეთ, ან ვალი დააბრუნეთო. დაძაბული და კონფლიქტური საუბარი არ ყოფილა, არც იარაღების დემონსტრირება მომხდარა და არც დაბლა ჩაუყვანიათ ვინმე, ტელეფონისა და ფულის წართმე----ე ლაპარაკი ზედმეტია. ჯა------------–-–---–ი საუბარში საერთოდ არ ჩარეულა. საუბრის შემდეგ ქა-------–-–---–ი მათთან ერთად არ წამოსულა. შეხვედრამდე ომ------------–---–მა თავისი მანქანიდან მის მანქანაში გადადო დანა, რადგან ნასამართლევი იყო და არ სურდა დანის გამო რაიმე შარში გახვეულიყო. მისი დეენემის პროფილი დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხამუთებზე არსებულ კვალს, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ წინა დღეებში იმ ადგილას იყო ასული მანქანით და იქვე არსებულ ხევში გადაყარა ხამუთები, ბოთლები და სხვა ნივთები, რადგან არ სჭირდებოდა.
2018 წლის 16 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. თბილისი, ვაშლიჯვარის დასახლება, მე-4 ზონა, კორპუსი #1---- მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სუნის კვლები და 6 ცალი პლასტმასის ხამუთი. სუნის კვლებზე გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელმაც იტრიალა ეზოში და გაჩერდა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 აგვისტოს 20:20 საათიდან 20:40 საათების პერიოდში ფი-------–-–--–--ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რომელშიც მითითებულია ავტომანქანის მარკა და მოდელი: ,,B-----“, საიდენტიფიკაციო ნომერი: ,,5------------------ გამოშვების წელი: ,,2009“, სახელმწიფო ნომერი: P------- ავტომანქანის გაფორმების თარიღი: 16/08/2018 და მესაკუთრის მონაცემები: ჯა------------–-–---–ი პ/ნ 0-----------
2018 წლის 17 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ფი-------–-–--–---მ ამოიცნო ჯა------------–-–---–ი.
2018 წლის 17 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ვლ-------------------მ ამოიცნო ჯა------------–-–---–ი.
2018 წლის 18 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვლ-------------------მ ამოიცნო ომ------------–---–ი.
2018 წლის 30 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვლ-------------------მ ამოიცნო გი-----------------ი.
2018 წლის 30 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ფი-------–-–--–---მ ამოიცნო გი-----------------ი.
2018 წლის 17 აგვისტოს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, პირველი კვარტალი, კორპუსი #3--- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილი იქნა ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლა“ სახ. #V--------, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სუნის კვლები, ანაწმენდები, ერთი ცალი შავ ტარიანი საშუალო ზომის დასაკეცი დანა და ხელის კვლები.
2018 წლის 11 ოქტომბრის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისი, სოფელ ვეძისისკენ მიმავალი გზის მე-2 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ,,B-----“-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით P---------
2018 წლის 17 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, თო------------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლა“ სახ. #V--------.
2018 წლის 11 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #2------ დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მზ----------–---–მა, კვალი #5 ამოღებული ა/მანქანის წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული თო----------------------–-–---–ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა; კვალი #12 ამოღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან იდენტურია გამოკვლე----ე წარმოდგენილი ომ-------------------------–---–ის მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდისა; კვალი #13 ამოღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის ზედაპირიდან იდენტურია გამოკვლე----ე წარმოდგენილი ომ-------------------------–---–ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა.
2018 წლის 2 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #2------ დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის #1- #2 და #7 კვლები იდენტურია გი-----------------ის თითების ანაბეჭდის ნიმუშებისა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რუ------------–------–---–მა.
2019 წლის 5 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის 4 (ოთხი) ნიმუში 8 (რვა) ც ბიოლოგიურ ჩხირზე ა/მანქანა ტოიოტას სახ. ნომ VW–365-WW გარე სახელურიდან..” მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1-4), პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი), შავტარიანი დასაკეცი დანა წარწერით „ვიქტორინოქსი“ .” მოთავსებულ დანაზე (ობ. N14) და პაკეტში, წარწერით: "...1 (ერთი) ც. გასაღები წარწერით „BMW” ..." მოთავსებულ გასაღებზე (ობ. N37) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის 9 (ცხრა) ნიმუში აღებული 18 (თვრამეტ) ბიოლოგიურ ჩხირზე ა/მანქანა ტოიოტა სახ. ნომ VW–365-WW სალონში სხვადასხვა ზედაპირებიდან...” მოთავსებულ ანაწმენდებზე - ობ. N5 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მანქანის საჭის ზედა რკალიდან”), ობ. N7 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მ საჭის ქვედა რკალიდან.”) და ობ. N10 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი სველ და მშრალ 2(ორი) ც ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული წინა მარცხენა კარის შიდა გამღები სახელურიდან”) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ომ-------------–---–ს (ობ. N41; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული მოქ. ომ------------–---–ი დავითის - ძისაგან...”). ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე ობ. N6 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მ საჭის შუა ნაწილიდან.”) და ობ. N12 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ჩხირზე აღებული ა/მ გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან”) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თორნიკე აბულაშვილს (ობ. N40; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც. სტერილურ ბამბისთავიან ჩხირზე აღებული მოწმე თო----------------------–-–---–ის (დაბ: 0---------–) პირის ღრუდან”), ხოლო ობ. N12-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი - ომ------------–---–ს (ობ. N41). ობ. N6-12-ის გენეტიკურ პროფილებში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N8,9,1--13) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: „...6 (ექვსი) ცალი პლასტმასის მოთეთრო ფერის ე.წ. „ხამუთი“ (სამი ცალი ხამუთი შეკრულ მდგომარეობაში და სამი ცალი ხამუთი გახსნილ მდგომარეობაში)...” მოთავსებულ ერთ-ერთ გახსნილ სალტეზე (ობ. N20) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ომ------------–---–ს (ობ. N41). ერთ-ერთ შეკრულ სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N16) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თო------------–-–---–ს (ობ. N40). ობ. N16-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილის ალელები. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N15,17-19) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები 32ც (ოცდათორმეტი) ბიოლოგიურ ჩხირზე 16 (თექვსმეტი) ნიმუშად აღებულია ა/მანქანა B----- სახ. N P---------დან..” მოთავსებულ ანაწმენდზე - ობ. N27 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2ც (ორი) ბიოლოგიური ჩხირით აღებულია ა/მ-ის საჭის შუა ნაწილიდან.”) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ვლ-------------------ს (ობ. N38; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც. ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ვლ-------- ბეჟანის ძე მა-------ის (დაბ. 1---------–-- პირის ღრუდან...”). ობ. N27-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილის ალელები. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N21-26-28-36) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ვე------------ამ.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: მოწმეების - იო------------–---–ის, არ---–--------ას, და---------–--ის, ვა--------–--–-–---–ის, ლუ--------------–-–---–ის, ელ-------------–---–ის, და-------------–---–ის, ზვ--------–-----ის, ნე-–-----------ის, ზა--------–-----ის, ნუ---------–---–ის, ზა------–------ს, ნი-----------–---–ის, ნი--------–-----ს, ლა–---------ის, მე------------ის, ვა–--–---–-----ის, იო-------–-–---–ის, მი----–-----------ის, ზვ-----------ის, გი----------------ის, შა-–-----------ის, თე--------------ის, მა---------------ის, ლა–---------–---–ის, შა-–------------ის, ზუ------------–---–ის, დი----------------ს, გი------------------ის, მი----–-----------–ის, ლე-------–-–---–ის, ლა–----------ის, ლა---------------------ის, გე-----------ის, ზუ-------------–---–ის, ჯა---------–-–---–ის, მა-----------–---–ის, ნა------------–---–ის და შა-–-----------ის ჩვენებები, არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა.
ლე-------–--ის კუთვნილი სატელეფონო ნომრიდან - 5----------- დეტალური ამონაბეჭდის თანახმად, (პერიოდით - 2018 წლის 7 აგვისტოს 16:26:37 საათიდან, იმავე წლის 11 სექტემბრის 21:57:22 საათამდე), დასტურდება, რომ პირველი კავშირი - MTSMS კომპანია ,,მ-------დან ფიქსირდება ამონაწერის პირველ ფურცელზე. ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ამონაწერის 104-ე გვერდზე, კომპანია ,,მ-------სგან.
2018 წლის 11 ივლისის ფინანსური ლიზინგის F-------------- ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ლიზინგის გამცემია შპს ,,მ------, გლდანი. ლიზინგის მიმღებია ლე-------–--ე. ლიზინგის თანხაა 10150 ლარი. ლიზინგის ვადად მითითებულია 2021 წლის 11 ივლისი. ლიზინგის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 20 822.4 ლარი. შემდეგ განსაზღვრულია გადახდის გრაფიკი და ლიზინგის სტანდარტული პირობები.
2018 წლის 11 ივლისის ავტომობილის გადაცემის P-------------- ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,მ------ გლდანი ლე-------–--ეს მათ შორის 2018 წლის 11 ივლისს დადებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ავტომობილს: მარკა - VOLKSWAGEN,მოდელი - PASSAT, რეგისტრაციის ნომერი - Q--------- ავტომობილის ღირებულებად განსაზღვრულია 10 150 ლარი.
2018 წლის 11 ივლისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად,, ლე-------–--ეს და შპს ,,მ-------ს შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლე--------–--ის სოლიდარულ თავდებად მითითებულია გი-----------------ი პ/-------------
ნოტარიუს ლუ-----------–---–---ნ 2018 წლის 13 ივლისს დადებული მინდობილობის მიხედვით, ლე-------–--ემ როგორც მიმნდობმა, ტრ---------------ეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა VOLKSWAGEN PASSAT, გამოშვების წელი 2014, რეგისტრაციის ნომერი - Q---------
სს ,,საქართველოს ბანკის“ ამონაწერით დგინდება, რომ 2018 წლის 11 ივლისს, შპს ,,მ-------ს ანგარიშიდან ლე-------–--ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 10 034 ლარი.
საქართველოს სალიზინგო კომპანია ,,ტურბო“-ს 2018 წლის 11 სექტემბრის #0------ წერილით დადგინდა, რომ კომპანიის საცალო ლიზინგის კოორდინატორი ლე-–----------–---–ი ლე-------–--ეს აფრთხილებს ლიზინგის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ.
სს ,,საქართველოს ბანკის“ ამონაწერის თაანხმად, 2018 წლის 23 ივლისს T--------------- ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სალიზინგო კომპანიიდან ლე-------–--ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 11 000 ლარი.
სასამართლოში საქმის განხილვისას, გი-----------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის აპრილის ბოლოს, მეგობრის თო-----------------ან, რომელიც ვაშლიჯვარში დაშლილი ავტომანქანის ნაწილებს ყიდის, გაიცნო რე---- ქა------ე, რომელიც მისი თქმით წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში და ამჟამად ჩამოსული იყო ავტომანქანების შესაძენად. მათ ჩამოუყალიბდათ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის ივლისის დასაწყისში, შეხვდა ქა------ე და დახმარება სთხოვა, კერძოდ, მას და მის მეგობარს მანქანა ჰყავდათ ნაყიდი, რომლის დალომბარდება სურდათ, რადგან ფული სჭირდებოდათ, მაგრამ ვერ ალომბარდებდნენ. მან სთხოვა, ვინმე ისეთი მეგობარი მოეძებნა, რომელიც მუშაობდა, ხელფასი ჰქონდა და მანქანას დაალომბარდებინებდა, ხოლო დალომბარდების შემდეგ მანქანა გაიყიდებოდა, ლომბარდის ფულს გადაიხდიდნენ, თუ პროცენტი მოუწევდა მასაც გადაიხდიდნენ და პრობლემა არავის შეექმნებოდა. ვინაიდან საეჭვო არაფერი ჩანდა, მან თავის მეგობარს, ლე-------–--ეს სთხოვა დახმარება, რომელიც დათანხმდა. მეორე დღეს, ქა------ემ დაურეკა და უთხრა, ამერიკის საელჩოსთან მდებარე ლომბარდში მისულიყვნენ. აგლაძესთან ერთად მივიდა ხსენებულ ლომბარდთან, სადაც რე-------------ეს ორი უცხო მამაკაცი ახლდა. ერთერთი იყო მისი ძმა ტ---------. რ------ ეჩქარებოდა და მალევე წავიდა, ხოლო ტ---------- ლე-------–--ეს რჩევები მისცა, თუ რა უნდა ეთქვა ლომბარდში. ლე--------–--ე ლომბარდში მარტო შევიდა, საიდანაც ცოტა ხანში გამოვიდა და ტრ---------------ეს უთხრა, რომ მათი ლურჯი ფერის ავტომანქანა ,,ფოლქსვაგენ პასატი“ 8500 ლარად შეაფასეს. ეს ოდენობა ტ--------- არ მოეწონა და სხვა ლომბარდში წავიდნენ. მას არც მეორე ლომბარდში მოეწონა თანხის ოდენობა და შემდეგ ,,მ-------ში მივიდნენ, სადაც თანხის ოდენობა დაუსახელეს 10 000 ლარს ზემოთ, რაც ტ--------------- მისაღები იყო და გადაწყვიტა დალომბარდება. ლ------ მას უთხრა, რომ იქვე შეიძლებოდა მანქანის გადაფორმება, მაგრამ ტ---------- უპასუხა, რომ ერჩივნა რუსთავში წასულიყვნენ გადასაფორმებლად, ხოლო თვითონ შესულიყო და ხელშეკრულება გაეფორმებინა. ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო იყო მართვის მოწმობა, რაც ლე-------–--ეს არ ჰქონდა. ამიტომ თვითონ შევიდა ლომბარდში და თავდებად ჩაეწერა. ამის შემდეგ, ტ--------- და ლ----- წავიდნენ რუსთავში, ხოლო თავად დარჩა, რადგან რუსთავში მისი წამოსვლა არ იქნებოდა აუცილებელი. მეორე დღეს, რე---- ქა------ემ დაურეკა და მადლობა გადაუხადა, მადლობის ნიშნად კი 250 ლარის ვალი აპატია. რე---- ქა------ემ მას კიდევ სთხოვა დახმარება, ამჯერად მანქანის დალომბარდება მის მეგობარს სჭირდებოდა, რომელიც მეორე დღეს ბათუმიდან ჩამოდიოდა. ლე-------–--ე არ იყო მისი დახმარების წინააღმდეგი. ამიტომ მეორე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე აგლაძე და თვითონ შეხვდნენ რე---- ქა------ეს, რომელმაც გააცნო მეგობარი ფი-------–-–--–--- და კიდევ ერთი პიროვნება ჯემალი. ქა------ე და აგლაძე შევიდნენ ლომბარდში ავტომანქანის შესაფასებლად, შემდეგ გამოვიდნენ, ავტომანქანას გადაუღეს სურათები, რომელიც შემდეგ 11 000 ლარად შეფასდა. ამის შემდეგ, ლე-------–--ე, ფი-------–-–--–--- და ჯემალი წავიდნენ რუსთავში ავტომანქანის გადასაფორმებლად, ხოლო თვითონ და ქა------ე მათ არ გაყვნენ. საღამოს ლე-------–--ემ დაურეკა და უთხრა, რომ გადაფორმება ვერ მოასწრეს, რადგან რიგები იყო და მეორე დღისთვის გადადეს. მეორე დღეს, მეგობარ ომ------------–---–თან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ლე-------–--ემ დაურეკა და უთხრა, რომ ისევ მართვის მოწმობასთან დაკავშირებით იყო პრობლემა ლომბარდში, რის გამოც და-----–---–თან ერთად მივიდა ლომბარდ ,,ტურბო“-ში და თავად დადგა თავდებად. შემდეგ ყველაფერი უპრობლემოდ მოხდა, თანხა ჩაერიცხა აგლაძეს, რომელმაც ,,თიბისი ბანკი“-დან გამოიტანა და მისცა ფ------- ცე–--–---ს. ფ--------- თანხა გადათვალა და რაღაც ნაწილი ლევანს გადასცა. ცე–--–---მ მათ სადმე გასვლა და დალევა შესთავაზა, თუმცა ლე-------–--ეს არ ეცალა და წავიდა, ხოლო და-----–---–მა შესთავაზა, რომ მის სახლში წასულიყვნენ დასალევად, რადგან იქვე ცხოვრობდა სოფელ დიღომში. გზაში ფი-------–-–--–---მ მას და და-----–---–ს თანხა მისცა პატივისცემისა და დახმარებისთვის. შემდეგ ომ------------–---–თან ავიდნენ, დალიეს, რამდენიმე საათით გაჩერდნენ და ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ მას არც ქა------ესთან და არც ცე–--–---სთან კავშირი აღარ ჰქონია.
2018 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ლე-------–--ემ დაურეკა და უთხრა, რომ სესხის პროცენტს ორი დღის წინ უწევდა გადახდა, თუმცა ლომბარდმა დაურეკა და უთხრა, რომ თანხა გადახდილი არ იყო და ყოველდღიურად ემატებოდა ჯარიმები. იგი ტრ---------------ეს ურეკავდა, მაგრამ არ პასუხობდა და სთხოვა საკითხის გარკვევა. მან დაურეკა რე---- ქა------ეს, რომელმაც უთხრა, რომ თანხა ფ------- ქა------ეს უნდა გადაეხადა, რომელიც იმ დროს ბათუმში იყო და საკითხის გარკვევას შეპირდა. მეორე დღეს ქა------ემ დაურეკა და უთხრა, რომ ფი-------–-–--–---ს მანქანებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები ჰქონდა და პროცენტებს ვერ გადაიხდიდა. ამის გამო მან შესთავაზა, თბილისში მანქანის ჩამოყვანა და დალომბარდება, აღებული თანხით კი ორივე სესხის დაფარვა, კლიენტის გამოჩენის შემთხვევაში ონ-------ისგან წაეყვანათ მანქანა თავის სესხის ვალდებულებიანად, რაზეც დათანხმდა. მანქანა ლომბარდში უნდა დარჩენილიყო დაბალი პროცენტის გადახდის მიზნით. ვინაიდან ვადაგადაცილებულ სესხებზე თავდები თავად იყო, იგი ვეღარ დაალომბარდებდა ავტომანქანას და მეგობარ ჯა------------–-–---–ს სთხოვა დახმარება, რაზეც იგი დათანხმდა. მეორე დღეს ქა------ემ დაურეკა და უთხრა, რომ ფი-------–-–--–--- უკვე ჩამოსული იყო თბილისში და დიღმის მასივში ელოდებოდა. ქა-------–-–---–ი და თვითონ მივიდნენ დიღმის მასივში და შეხვდნენ ცე–--–---ს, რომელიც მანქანიდან იყო გადასული. მან ცე–--–---ს ქა-------–-–---–ის მიყვანის მიზეზი აუხსნა, რაზეც პრეტენზია არ გამოუხატავს. ისინი ერთად წავიდნენ რუსთავში, საჭესთან ცე–--–--- იჯდა, მის გვერდით - თვითონ, უკან კი ქა-------–-–---–ი და ცე–--–--ის ბიძა ლადო ისხდნენ. ფი-------–-–--–---მ თქვა, რომ გადაფორმების თანხა არ ჰყოფნიდა, ამის გამო მან დაურეკა ქა------ეს, რომელიც მივიდა და 50 ლარი მისცა. მანქანა გადაფორმდა ჯაბაზე, რის შემდეგაც ტექ. პასპორტისთვის ცე–--–--- და ქა-------–-–---–ი წავიდნენ სხვა შენობაში, ხოლო ონ-------ი და ვლ--------ი წავიდნენ მანქანისკენ. რომ დაბრუნდნენ, ცე–--–---მ ქა-------–-–---–ს ჰკითხა, ტექ. პასპორტი შენ გაქვსო, ჯ---- არ ჰქონდა. ალბათ სადღაც დავკარგეო და ჯ---- უთხრა, ახალი ავიღოთ, მიდი და უთხარი, რომ დაკარგე და ახალს მოგცემენო. აიღეს მეორე ტექ. პასპორტი და თბილისისკენ რომ მოდიოდნენ, დაურეკა მისმა მეგობარმა თო------------–-–---–მა, როემლმაც უთხრა, რომ ომ------------–---–თან ერთად ვაშლიჯვარში იმყოფებოდა და აინტერესებდათ, გადაიფორმეს თუ არა მანქანა. მან უპასუხა, რომ მანქანა გადაიფორმეს და მათთან მივიდოდნენ ვაშლიჯვარში. გზაში ფი-------–-–--–---მ ისურვა, რომ ჯა------------–-–---–ს ავტომანქანა მინდობილობით მიეცა მისთვის, რაზეც ქა-------–-–---–მა უარი უთხრა, რადგან შეთანხმებისამებრ მანქანა ლომბარდში უნდა დარჩენილიყო. ამაზე ვლ--------მა უკმაყოფილება გამოხატა და ცე–--–---ს მიმართა, ,,შენ ამაზე შეუთანხმდიო?!“. ცე–--–---მ დაუდასტურა, რომ ამაზე შეუთანხმდა, მაგრამ აუხსნა, შინაურები ვართ და რა პრობლემაა, შევთანხმდებითო. ამასობაში მივიდნენ ვაშლიჯვარში, მე--- კორპუსთან, სადაც დახვდნენ თო------------–-–---–ი და ომ------------–---–ი. ეს საუბარი გაგრძელდა და ჯა------------–-–---–ი უარს აცხადებდა მანქანის ცე–--–--ისთვის გატანებაზე, რადგან ამხელა სესხს ვერ აიღებდა. შემდეგ ცე–--–---მ და-----–---–ს უთხრა, რომ ჯ----თვის ეთხოვა მანქანა გაეტანებინა, მაგრამ ქა-------–-–---–ი უარს ამბობდა. ქა-------–-–---–მა ცე–--–---ს შესთავაზა, რომ ვინმე ახლობელი მიეყვანა და ისევ გადაუფორმებდა მანქანას, მაგრამ დალომბარდებულ მანქანას მას ვერ გაატანდა. ამის შემდეგ ჯაბა წავიდა. ომ------------–---–მა ცე–--–---ს უთხრა, რომ შეთანხმება იყო მანქანის ლომბარდში დატოვებაზე, თუ ეს პირობა არ აწყობდა, მოეყვანა ვინმე, ვინც გადაიფორმებდა, ან რამე მოეფიქრებინათ, მთავარია ვალი დაფარულიყო, მანამდე მანქანა მასთან იქნებოდა, ომარის მისამართი ცე–--–--ისთვის ცნობილი იყო. ამით მათ შორის საუბარი დასრულდა. ო------ ცე–--–---ს და ბიძამისს შესთავაზა, საით მიდიხართ, გაგიყვანთო, მაგრამ უარი თქვეს, გაჩერებაზე ჩავალთ და თავად წავალთო. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ომ------------–---–ი ,,B-----“-ით წავიდა, ხოლო თვითონ თო------------–-–---–ის მანქანით წამოვიდა. და-----–---–მა მანქანაში არსებული შავტარიანი დანა აბ---–-–---–-ს მანქანაში გადადო და სთხოვა სახლში აეტანა, რადგან დანის გამო იყო ნასამართლევი და არ სურდა კიდევ რაიმე პრობლემა შექმნოდა. მოგვიანებით მეგობარმა გი--–-------–---მ დაურეკა და უთხრა, რომ თორნიკე აბ---–-–---–- ძაღლს ასეირნებდა, მაგრამ ეხლა ვიღაცამ მისი ძაღლი მიუყვანა, თვითონ კი ტელეფონს არ პასუხობდა. და-----–---–თან ერთად მივიდა აბ---–-–---–-ს სახლთან, რა დროსაც გაჩერდა თეთრი ფერის ,,შკოდა“, გადმოვიდნენ შეიარაღებული პიროვნებები და მათი მიმართულებით გაემართნენ. მათ ომ------------–---–ს ხელბორკილი დაადეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მეორე დილით შეიტყო ქა-------–-–---–ის დაკავების ამბავიც, რომელსაც წინა დღეს მანქანის დაყაჩაღებას აბრალებდნენ და მიხვდა, რომ ფი-------–-–--–---მ დადგა სპეკტაკლი და შეაწმინდა ხელები. 15 სექტემბერს თვადაც დააკავეს. გი-----------------ის განმარტებით, ვაშლიჯვარში საუბარი დაძაბულ ვითარებაში არ მიმდინარეობდა, უბრალოდ ცე–--–--ის ბიძა გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მის გარეშე მოხდა შეთანხმება მანქანის ლომბარდში დატოვებაზე. მათ არც ერთს იარაღი არ ჰქონია. ვაშლიჯვარში დაიბადა, გაიზარდა და დღის 4 საათზე იარაღით სირბილი და მანქანის დაყაჩაღება სისულელედ მიაჩნია. მანქანა იმიტომ დაიტოვეს, რომ ცე–--–---მ და ქა------ემ დიდი ვალი აკიდეს, რასაც დაფარვა სჭირდებოდა, მანქანა ვალის უზრუნველსაყოფად წაიყვანეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ომ------------–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე იმყოფებოდა ვაშლიჯვარში, მე--- კორპუსთან, მეგობარ თო------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც თო------------–-–---–ს დაურეკა გი-----------------მა და უთხრა, რომ მანქანა გადაიფორმეს და რუსთავიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ცოტა ხანში მათთან B-----“-ის მარკის ავტომობილით მივიდნენ გი-----------------ი, ჯა------------–-–---–ი, ფ------- ცე–--–--- და ბიძამისი ვლ--------ი. გადმოვიდნენ მანქანიდან და ფი------- მას მიესალმა. მან ქა-------–-–---–ი ამ დღეს პირველად ნახა, მანამდე არ იცნობდა. ფი-------–-–--–--- და გი-----------------ი ერთმანეთთან საუბრობდნენ. შემდეგ ვლ--------ი უკმაყოფილოდ მიუტრიალდა ცე–--–---ს და უთხრა, რომ არ იყო ამ შეთანხმების საქმის კურსში, მანქანაში მისი წილიც იყო. როდესაც ლე-------–--ე ფი-------–-–--–---ს ,,ლექსუსი“-ს ფირმის ავტომანქანის დალომბარდებაში დაეხმარა, თვითონაც იქ იყო. აგლაძემ ფ-------- თანხა გადასცა, რის შემდეგაც მის სახლში ავიდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ცე–--–--- სესხის პროცენტს არ იხდიდა. ამჯერად მანქანა გადაფორმებული იყო ჯა------------–-–---–ის სახელზე და ფი------- ჯ---- ეუბნებოდა, რომ მინდობილობა გაეკეთებინა და მანქანა გაეტანებინა, რაზეც ქა-------–-–---–ი არ თანხმებოდა. შემდეგ ქა-------–-–---–ი წავიდა და მან ცე–--–---ს უთხრა, რომ თუ იგივეს გაკეთებას აპირებდა, რაც აგლაძის შემთხვევაში, ასე არ გამოვიდოდა, რადგან ორმაგი ვალი იქნებოდა. ამის შემდეგ ფი-------–-–--–--- დათანხმდა და მანქანიდან საკუთარი ნივთები ამოალაგა. მან უთხრა, რომ მანქანა მასთან იქნებოდა და თუ რამეს მოიფიქრებდა, მისგან წაეყვანა. თვითონ,,BMW“-ზე დაჯდა და წავიდა, ხოლო ცე–--–--- და ბიძამისი ისევ კამათობდნენ. ჩავიდა პირველ კვარტალში, მანქანაში დანა იდო, რაც თო------------–-–---–ს მიაწოდა და უთხრა სახლში აეტანა. მას ბავშვები სახლში უნდა აეყვანა. ონ-------ი დაუკავშირდა და ერთად იყვნენ, შემდეგ ბენზინი დაუმთავრდათ და სიძეს დაურეკა, რომ ბენზინი მიეტანა მისთვის. ბენზინი მიუტანეს და ჩავიდნენ დიღმის მასივში. ამ დროს იგი დააკავა პოლიციამ და წაიყვანა განყოფილებაში. ომ------------–---–მა განმარტა, რომ ფი-------–-–--–--- გაიცნო 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც გი-----------------ს ვიღაცამ დაურეკა და გავიდნენ დიდუბეში. ამ დროს პირველად შეხვდა ფი-------–-–--–---ს, რომელიც ვინმე ჯემალთან ერთად იმყოფებოდა. ცე–--–---ს მაშინ მანქანის დალომბარდება სურდა. მან ონ-------ი მიიყვანა და წამოვიდა. მეორე დღეს ლე-------–--ემ დაალომბარდა მანქანა და ფული ცე–--–---ს მისცა.
სასამართლოში საქმის განხილვისას, ჯა------------–-–---–-ა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაახლოებით 14-15 აგვისტოს, დიღმის მასივში შეხვდა მეგობარი გი-----------------ი, რომელსაც დაახლოებით 5 წელია იცნობს და სთხოვა დახმარება. კერძოდ, სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ბანკში არ ექნებოდა პრობლემები. გი-----------------ზე მანქანა იყო დალომბარდებული და თვითონ იყო თავდებში. აღნიშნული ვალდებულება არ სრულდებოდა, რის გამოც ახალი მანქანის დალომბარდება იყო საჭირო. თვითონ გაშავებული არ იყო არსად, არც ყადაღა ედო მის ქონებას და შეიძლებოდა მანქანის მასზე გადმოფორმება. ონ-------მა უთხრა, რომ ეს მანქანა მასზე გადაფორმდებოდა და გადაუხდელობის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევაში ლომბარდი გაყიდიდა და მისი ვალი ჩვეულებრივად დაიფარებოდა, რაზეც დათანხმდა. 16 აგვისტოს, დილით დაურეკა გი-----------------მა, მივიდნენ დიღმის მასივში და შეხვდნენ აჭარიდან ჩამოსულ ფი-------–-–--–---ს და ბიძამისს. რუსთავში მისვლისას ცე–--–---მ მეგობართან დარეკა, გადასაფორმებელი თანხა მაკლია და გამოვართმევო. შემდეგ შევიდნენ და მანქანა ქა-------–-–---–ის სახელზე გადააფორმეს. ტექ. პასპორტიც აიღეს, თუმცა ცე–--–---მ დაკარგა და მეორედ აიღეს. თბილისისკენ წამოსვლისას ონ-------ს დაურეკა მეგობარმა თორნიკემ და უთხრა, რომ ვაშლიჯვარში იმყოფებოდნენ და სთხოვა მისულიყვნენ. გზაში ცე–--–---მ თქვა, რომ იმ დღეს დალომბარდებას ვეღარ მოასწრებდნენ და ორშაბათს დაელომბარდებინათ, რაზეც დათანხმდა. ცე–--–---მ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ მანქანაზე გაკეთებულიყო მინდობილობა და მას წაეყვანა, რაზეც ქა-------–-–---–მა უარი უთხრა, ვინაიდან ვალი რომ არ გადაეხადა, მანქანით უნდა მომხდარიყო უზრუნველყოფა და არ სურდა ლე-------–--ის მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, ამიტომ ერჩივნა მანქანა ლომბარდში ყოფილიყო. ვაშლიჯვარში მათ ომ------------–---–ი და თო------------–-–---–ი დახვდნენ. ომარს მანამდე არ იცნობდა, ხოლო თორნიკეს იცნობდა. ფი-------–-–--–---მ ისევ გამოთქვა მინდობილობის გაკეთების სურვილი, თუმცა ქა-------–-–---–ი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. შემდეგ სახლში წავიდა და სახლიდან რომ გამოვიდა პოლიციელებმა დააკავეს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ჯა------------–-–---–ის და გი-----------------ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ომ------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მათ მიერ ყაჩაღობის ჩადენა, დადასტურებულ იქნა საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თვითნებობის) შემადგენლობას.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯა------------–-–---–-ა, გი-----------------მა და ომ------------–---–მა ჩაიდინეს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს დაზარალებული მის მიმართ განხორციელებულ მუქარას.
ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ დაზარალებულების მიმართ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თავდასხმას, რასაც თან ახლდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და რომ ჯა------------–-–---–ს, გი-----------------ს და ომ------------–---–ს ამოძრავებდათ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ყაჩაღობის აუცილებელ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების ქმედებების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით) არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგალითად, გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დანაშაულის უშუალო შემსწრე პირების ფ------- ცე–--–--ის და ვლ-------- მა-------ის ჩვენებები როგორც მათზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმასთან, ასევე გატაცებულ ფულთან და მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით არის არათანმიმდევრული, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას, კერძოდ: ფი-------–-–--–--ის განმარტებით, სადარბაზოდან გამოვარდა ოთხი შეიარაღებული ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ჯა------------–-–---–ი. თავდამსხმელებმა ისინი იქვე არსებულ ღია ფარდულში ხელის კვრით ჩაიყვანეს, სადაც იარაღები მიაბჯინეს, ჯა------------–-–---–ი, გი-----------------ი და ომ------------–---–ი ზემოთ დარჩნენ. ფ------- ცე–--–--ის აღნიშნული განმარტება საპირისპიროა დაზარალებულ ვლ-------- მა-------ის ჩვენებისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ე.წ. ,,ნავესში“ ხუთი პიროვნება ჩაყვა, ხოლო ჯა------------–-–---–ი მათ არ ჩაჰყოლია. ასევე არადამაჯერებელია დაზარალებულების ჩვენებები თავდამსხმელების მხრიდან ფულადი თანხის და მობილური ტელეფონების მოთხოვნის მომენტთან მიმართებაშიც. ვლ------------------- ერთ შემთხვევაში უჩვენებს, რომ თავდამსხმელებისგან რაიმე სახის მოთხოვნა გარდა იმისა, რომ ხმა არ ამოეღოთ არ ყოფილა, ხოლო შემდეგ განმარტავს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მას ეცა და ტელეფონი ამოუღო ჯიბიდან, რომ არ დაერეკა. თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს მისი 45 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 3-- ლარის ოდენობით, რომლებიც ჰქონდა ჯიბეში, ხოლო ფი-------–-–--–---, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტულ მოთხოვნას თავდამსხმელების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. გარდა აღნიშნულისა, აშკარა შეუსაბამობაა დაზარალებულების ჩვენებებს შორის ავტომანქანის შეძენის ნაწილშიც. ფი-------–-–--–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის ივლისის თვის ბოლოს, ავტომანქანა ,,B-----”, მან შეიძინა ზა---------------ნ, დაახლოებით 8700 აშშ დოლარად. დაზარალებულმა ვლ-------------------მ კი დაკითხვისას აღნიშნა, რომ ფი-------–-–--–---მ ავტომანქანა ,,B-----” შეიძინა თურქი პიროვნებისგან, რომ შემდეგ გაეყიდათ. ფაქტებთან შეუსაბამო და არასარწმუნოა ფი-------–-–--–--ის ჩვენება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი ჰქონდა ვლ-------------------ს, ვინაიდან როგორც ამოღების ოქმით დასტურდება, 2018 წლის 16 აგვისტოს 20:20 საათიდან 20:40 საათების პერიოდში ფი-------–-–--–--ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რომელშიც მითითებულია ავტომანქანის მარკა და მოდელი, ,,B-----“, საიდენტიფიკაციო ნომერი: ,,5------------------ გამოშვების წელი: ,,2009“, სახელმწიფო ნომერი: P------- ავტომანქანის გაფორმების თარიღი: 16/08/2018 და მესაკუთრის მონაცემები: ჯა------------–-–---–ი პ/ნ 0----------- დაზარალებულების ჩვენებები შეუსაბამოა ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, სადარბაზოდან აღებული სუნის ნიმუშები არ დაემთხვა მსჯავრდებულების ჯა------------–-–---–ის, ომ------------–---–ის და გი-----------------ის სუნის ნიმუშებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერდა სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით, რომელიც არ გასცილებია ადგილს სადაც გაჩერებული იყო ავტომანქანა, რაც დაზარალებულების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს იძლევა. სხვა რაიმე მტკიცებულება, (მათ შორის, ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე) რომლებიც შემთხვევის დღეს სადარბაზოში ან ე.წ „ნავესში“ მსჯავრდებულების ყოფნას დაადასტურებდა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. დაზარალებულების ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, მსჯავრდებულებისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი - იარაღი, ფულადი თანხა ან მობილური ტელეფონები არ ამოუღიათ.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა ფი-------–-–--–---მ და ვლ-------------------მ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს, თავდამსხმელთა რაოდენობის შესახებ, რაც მათზე განხორციელებული თავდასხმით გამოწვეული ნერვიულობით ახსნეს, პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე მტკიცებულებითი ძალა მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს და სწორედ იგი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული არა მარტო ზემოაღნიშნული წინააღმდეგობების, არამედ იმის გამოც, რომ არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „„in dubio pro reo“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ფი-------–-–--–--- არ ყოფილა ხელშეკრულების მონაწილე მხარე და მას არანაირი ფინანსური ვალდებულებები არ გააჩნდა, ვინაიდან როგორც მსჯავრდებულების ჩვენებებით, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია დაზარალებულ ფი-------–-–--–--ის მიერ ლე-------–--ის და გი-----------------ის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულებების არსებობის, ასევე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს ავტომანქანა გადაფორმდა ჯა------------–-–---–ის სახელზე, რის შემდეგაც მსჯავრდებულებმა აღნიშნული ავტომანქანა ფი-------–-–--–---ს არ გაატანეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მანქანის წაყვანის სურვილს გამოთქვამდა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სადავო ავტომანქანა „BMW“, შემთხვევის დღეს, მსჯავრდებულ ჯა------------–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა იყო და ამავე ლოგიკით, ფი-------–-–--–---ს მასზე არანაირი უფლებები არ ჰქონდა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ე.წ „ხამუთებზე“ აღმოჩნდა ომ------------–---–ის გენეტიკური პროფილი, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია (გენეტიკური) ექსპერტიზის 0-------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ-ერთ გახსნილ სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ომ------------–---–ს, ხოლო ერთ-ერთ შეკრულ სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თო------------–-–---–ს, მაგრამ აღნიშნული გარემოება უპირობოდ არ მიუთითებს მსჯავრდებულების ყაჩაღობაში მონაწილეობაზე, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ არ არის დადგენილი, რომ ე.წ „ხამუთები“ გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩასადენად და აპელანტის მოსაზრება, რომ ფარდულთან არსებულ სკამზე განთავსებული მარყუჟები თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ გამზადებული საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და რაც, არცერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თვითნებობისთვის, ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებისათვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. თვითნებობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: ა) მოქმედებას ან უმოქმედობას - ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება; ბ) შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის; გ) მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების სუბიექტური მხარე განზრახვაში გამოიხატება.
თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი უნდა იქნეს კონკრეტული გარემოებების მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ფი-------–-–--–--ის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის, კერძოდ, პროცენტის გადაუხდელობის გამო, მსჯავრდებულებმა ჯა------------–-–---–-ა, რომელზეც 2018 წლის 16 აგვისტოს გადაფორმებულ იქნა ავტომანქანა, გი-----------------მა, რომელიც თავდებად დაუდგა ლე-------–--ეს, ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად და ომ------------–---–მა, რომელთანაც ფი-------–-–--–---ს ნაცნობობა აკავშირებდა, მიიჩნიეს, რომ უფლება ჰქონდათ დაუფლებოდნენ ფი-------–-–--–--ის ავტომანქანას მის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულებამდე. მსჯავრდებულებმა თავისად დაიგულეს დაზარალებულების კუთვნილ ავტომანქანაზე განკარგვის უფლება, რაც დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განახორციელეს.
პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანიც, მსჯავრდებულების მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეკონომიკური დანაშაულისათვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში „BMW-ს“ მარკის ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 9--- აშშ დოლარს.
რაც შეეხება, მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ჯა------------–-–---–ის, გი-----------------ის და ომ------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქე-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი ჯა------------–-–---–ის, გი-----------------ის და ომ------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქე-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი ჯა------------–-–---–ის, გი-----------------ის და ომ------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ჯა------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჯა------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ჯა------------–-–---–ს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს.
გი-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გი-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გი-----------------ს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს.
ომ------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ომ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვით და 11 (თერთმეტი) დღით და საბოლოოდ, ომ------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ომ------------–---–ს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ავტომანქანა ,,T------------“-ს ჩხრეკის შედეგად და ავტომანქანა ,,B-----“-დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, 6 მარყუჟი, ანაწმენდები და დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება ვაკე- საბურთალოს სამმართველოს 6 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
,,T------------“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით V-------- და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 6 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ვლ-------- მა-------ის, ფი-------–-–--–--ის, თო------------–-–---–ის, ომ------------–---–ის და ჯა------------–-–---–ის ნერწყვის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ფი-------–-–--–--ისგან ამოღებული ,,აიფონ 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 6 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
გი-----------------ის ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები და სუნის კვლები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ავტომანქანა,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის გასაღები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ავტომანქანა ,,B-----“, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე- 6 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
შპს ,,კაი მარკეტი“-დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის დათვალიერების ფოტომასალა 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტო მასალა 2 დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტო მასალა 1 დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო მასალა 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო მასალა 1 დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
,,T------------“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ფოტო მასალა 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი