განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
010100118002667969
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002667969

საქმე №1/ბ-616-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) რ----- ჯ-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ--------–------------–-----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით:

 

რ----- ჯ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ოდენობით.

 

დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ რ----- ჯ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს, მ--- ჯ-----ს უნდა დაუბრუნდეს ს--------------–--------–-“ 2018 წლის 30 აგვისტოს გირაოს სახით შეტანილი თანხა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ჯ-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრუწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:25 საათზე, ქ.ბათუმში, გორგასლის ქ.№105-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რ----- ჯ-----მ არასრულწლოვან ჯულია ჯერენ ჯ-----ს თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გულმკერდის არეში ხელის კვრით და დივანზე, შემდეგ კი კედელზე შეჯახებით და წაქცევით, მეუღლეს _ მ--- ჯ-----ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მ--- ჯ-----ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა, რომელმაც ითხოვა რ----- ჯ-----სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს და ასევე არ პასუხობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.

 

მსჯავრდებულ რ----- ჯ-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------ ნ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვება და პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ--- ჯ-----ს და მოწმეების _ ჯ---–---------- ჯ-----ს, ნ----- ჯ----–---–ის, თ------ ზ----–---–ის, ჯ---–----- ჭ----–---–ის, ნ----------–- ტ----ის, ე-–--- ბ---–----ის, ე---–--- ც--–--ის, ა------ ბ---–----ის, გ---- დ------ის, მ-----------------–ის, ა---- ქ-------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- ჯ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს რ----- ჯ-----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ----- ჯ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 12 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებული მ--- ჯ----- შერიგებულია რ----- ჯ-----სთან, ცხოვრობს მასთან და შვილებთან ერთად, მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მასზე კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ----- ჯ-----სათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ რ----- ჯ-----სათვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად, ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის, გარდა ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მსჯავრდებული გაათავისუფლოს დამატებითი სასჯელისაგან, რადგან დაცვის მხარეს სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრით არ მიუმართავს, ხოლო შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვება, რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, იგი ასეთ მოთხოვნას არ შეიცავს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი რ----- ჯ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი რ----- ჯ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- ჯ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ რ----- ჯ-----ს პატიმრობაში ყოფნის დრო (2019 წლის 23 აგვისტოდან 2019 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ რ----- ჯ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს _ მ--- ჯ-----ს სრულად დაუბრუნდეს 2018 წლის 30 აგვისტოს, ს--------------–--------–-“ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.მსჯავრდებულ რ----- ჯ-----სათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/