განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
160100119002992995
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002992995

საქმე №1ბ/827-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

მერი ლაბარტყავას, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ----------------ის

მსჯავრდებულის: გ-----------------ის

ადვოკატის: ჯ----------------ის

თარჯიმნების: ა---------–--------ის, ზ----------------ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ-----------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, უკრაინის მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: უ------------------–--------------–-------–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–--------------------–-------–----–--ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოხცლისათვის, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ხ--–--–-----------ი 2010 წლიდან მუშაობს სასწავლო უნივერსიტეტ ,,მ---ს” ქ--–------------–ის სასერტიფიკატო კურსის დირექტორად. მარნეულის სასერტიფიკატო ცენტრში ასევე ირიცხებოდა გ-----------------ის შვილი - ე----------------ის ასული ხ-------ა.

 

2014 წლის 30 მარტს, გ-----------------ი შეხვდა ხ--–--–-----------ს და მოსთხოვა მისი შვილის - ესმირა ხ-------ას მიერ სასერტიფიკატო კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომის გადაცემა, რაზედაც ხ--–--–-----------ისაგან მიიღო უარი ობიექტური მიზეზების გამო. დიპლომის გადაცემაზე უარის თქმით და მათი საუბრით განაწყენებულმა გ-----------------მა, იმავე დღეს, მიაკითხა მ--------–--------------------–-------–----–--ში მდებარე ს-----------------ის საჩაიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ხ--–--–-----------ს და სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების გამო სამაგიეროს მიზღვევის მიზნით, დანით, განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ხ--–--–-----------ს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განაჩენით:

 

გ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

გ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმდა.

 

ვინაიდან ბრალდებული გ-----------------ი მიიმალა და თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე გ-----------------ის მიმართ განიხილა მის დაუსწრებლად.

 

2019 წლის 3 მაისს, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლისას „წითელი ხიდის“ სამსახურებრივ შენობაში დაკავებულ იქნა ძებნილი მსჯავრდებული გ-----------------ი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ----------------მა.

 

მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ----------------ის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო გ-----------------ის მიმართ გამოტანილი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ე-–-------------------ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გ-----------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა გ-----------------მა ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ გ-----------------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:

 

გ-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას წარმოდგენილი პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ-----------------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული გ-----------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ-----------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება გ-----------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ გ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, დაზარალებულ ხ--–--–-----------ის ჩვენებით, მოწმეების - შ----–-------–---ის, ს---------------ის, ნ------------------ის, შ----–---------–---ის ჩვენებებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის №4----- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №5------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ გ-----------------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის სააპელაციო წესით განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გ-----------------ს შორის;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განაჩენში გ-----------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

გ-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მსჯავრდებულ გ-----------------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 3 მაისიდან;

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ გ-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ხ--–--–-----------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ხ--–--–-----------ს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე