განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100118002521231
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002521231, №1/ბ-368-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------- ც--–------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ვ-------- ჯ-------ის ძე ჟ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ყ------–--------------------–--------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–--------------–---–-----------------------

 

ადვოკატები - გ--–------–--–-–---–ი, ქ-----------------ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით, ვ-------- ჟ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ვ-------- ჟ-------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 2,7564 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 54 ცალი ტაბლეტი. 2,575 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველ 50 ცალ ტაბლეტს ინახავდა პირადად, რაც 2018 წლის 12 მაისს ამოღებული იქნა ქ------–-------–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ვ-------- ჟ-------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2018 წლის 31 მარტს, ქ------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „---------–------ში ვ-------- ჟ-------–---–მა 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი ორი ცალი ტაბლეტი, 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–------ მ------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2018 წლის 15 აპრილს, ქ------–----------------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „---------–------ში ვ-------- ჟ-------–---–მა 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი ორი ცალი ტაბლეტი, 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–------ მ------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით, ვ-------- ჟ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ვ-------- ჟ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ვ-------- ჟ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-------- ჟ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ვ-------- ჟ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 12 მაისიდან.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლის ვადით, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლის ვადით, საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლის ვადით, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლის ვადით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება -15 წლის ვადით, პასიური საარჩევნო უფლება -15 წლის ვადით, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება -15 წლის ვადით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ-------- ჟ-------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--–------–--–-–---–მა და გ------ ჩ--------მა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა განაჩენის გაუქმება.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, პროკურორ ვ------- ც--–------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულ ვ-------- ჟ-------–---–ის მიმართ, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.

 

შუამდგომლობის თანახმად, ვ-------- ჟ-------–---–ს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2019 წლის 11 ოქტომბერს, მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ.

 

პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება დაზუსტებული პირობით, კერძოდ:

 

ვ-------- ჟ-------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელების შთანთქმა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით: საადვოკატო საქმიანობის უფლების, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების, პასიური საარჩევნო უფლების; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლების ჩამორთმევა, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევა.

 

შუამდგომლობას დაზუსტებული პირობით მხარი დაუჭირეს პროკურორმა ვ------- ც--–------–-–---–მა, მსჯავრდებულმა ვ-------- ჟ-------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--–------–--–-–---–მა და ქ-----------------მა.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ვ-------- ჟ-------–---–მა უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული ვ-------- ჟ-------–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ეთანხმება დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ვ-------- ჟ-------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთა ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ვ-------- ჟ-------–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მსჯავრდებულ ვ-------- ჟ-------–---–ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ს-----------–-----------–---------------–---–---------------------------------------–---–----------------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ხმის და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით, 2018 წლის 20 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N---------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ვ-------- ჟ-------–---–ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის - ვ------- ც--–------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დაზუსტებული პირობით დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ-------- ჟ-------–---–ს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენში.

 

ვ-------- ჟ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-------- ჟ-------–---–ს განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ვ-------- ჟ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 12 მაისიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვ-------- ჟ-------–---–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ვ-------- ჟ-------–---–ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ვ-------- ჟ-------–---–ს დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ვ-------- ჟ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ვ-------- ჟ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, ვ-------- ჟ-------–---–თან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით;

§ რვა ცალი ელექტრონული დისკი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

§ ვ-------- ჟ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე