განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
080100119003039429
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003039429

საქმე №1/ბ-580-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს--- დ------–---ის ძე კ--------ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 10 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, პ--------------- ქ. მე-2 შესახვევი N7, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ---–------- ქ. №12,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს--- კ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 მაისს დაახლოებით 19:00 საათზე ქუთაისში, გ---–------ ქუჩა №12- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ს--- კ--------ემ ურთიერთშელაპარაკებისას ხის ჯოხი ჩაარტყა თავში ბებიას - გ---–----- კ--------ეს. ძალადობის შედეგად გ---–----- კ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით ს--- კ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

მსჯავრდებულ ს--- კ--------ეს პატიმრობაში ყოფნის დღის (2019 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დღე ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ს--- კ--------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით;

 

ს--- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- ხ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ს--- კ--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იქნა ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც მეტყველებს ს--- კ--------ეზე, როგორც მოძალადე პიროვნებაზე. განაჩენი სასჯელის ნაწილში არ დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან არ მოხდა დანაშაულის სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ, რაც შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან, სამართლიანობის აღდგენასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციასთან.

 

მსჯავრდებულ ს--- კ--------ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს--- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს--- კ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებებით, მოწმეების: გ---–-----------------------------------------------------------–---–------------------------------ გამოკითხვის ოქმებით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის დასკვნით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ს--- კ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ს--- კ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ს--- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს--- კ--------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 მაისიდან - 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ ს--- კ--------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით;

 

ს--- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ლ------ ე-----–--ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10000 (ათი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ ს--- კ--------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი ჯოხი, მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- დისკი, მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალით, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე