განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
200100118002385536
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002385536

საქმე #1ბ/1149-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------–-----ის

ადვოკატის: შ----------------–ის

მსჯავრდებულის: ლ--------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ--------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–--------------–-------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ--------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 თებერვალს, ქ------–--–-----------------------ში არსებული ავტომანქანების სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ--------------–---–მა ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლის მსგავსი იარაღის კონდახის გამოყენებით, სახისა და ხელის არეში დაზიანებები მიაყენა ა-–-----------------–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–-----------------–---–ს აღენიშნება მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში ორი ნაკვეთი ჭრილობა და ქვედა ტუჩზე ორი ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე ბასრი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ორივე ლოყისა და ნიკაპის არეში აღენიშნება ზედაპირული ჭრილობები. ასევე, ა-–-----------------–---–ს აღენიშნება მარჯვენა ჰაიმორის წიაღის წინა კედლის მოტეხილობა შეცილებით - აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

2018 წლის 4 თებერვალს, ქ------–--–-----------------------ში არსებული ავტომანქანების სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ--------------–---–ი ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლის მსგავსი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-–-----------------–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენით:

 

ლევან ბოჭორიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

ლ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ--------------–---–ს დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ--------------–---–ს დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

ლ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა ლ--------------–---–ის მიმართ გამოტანილ, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. კერძოდ, აპელანტის მოთხოვნაა ლ--------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს რეალური თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით, თავად ლ--------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ლ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო. იმის გამო, რომ ლ--------------–---–მა სრულად არ აღიარა ჩადენილი დანაშაულები და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ არსებობდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის (პირობითი მსჯავრის) გამოყენების საფუძველი. დაზარალებულ ა-–-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მას ლ--------------–---–თან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა ორმა პირმა. აღნიშნული გარემოების გამო, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ნაწილში. დაზარალებულის განმარტებით, მას ლ--------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და ცივი იარაღის გამოყენებით, რასაც ლ--------------–---–ი არ აღიარებდა. ლ--------------–---–მა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ დაასახელა იმ ორი პირის ვინაობა, რომლებმაც მასთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა-–-----------------–---–ს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. თავდაპირველად პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გარდა დაზარალებულ ა-–-----------------–---–ისა, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული არც ერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ შემთხვევის დროს დაპირიპირებულ მხარეთა შორის დაზარალებულ ა-–-----------------–---–ისა და მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის გარდა ვინმე სხვა პირი მონაწილეობდა. მოწმეები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციას, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ორი პირი ჩხუბობდა, ხოლო დანარჩენები მათ აშველებდნენ. კერძოდ, მოწმე შ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 4 თებერვალს იმყოფებოდა ქ------–--–------------------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზაზე. დაინახა, რომ საავტომობილო გზაზე დაახლოებით ხუთი-ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი ჩხუბობდა, ხოლო დანარჩენები აშველებდნენ. იგივე გარემოებები დაადასტურა გამოკითხვისას შ----------------–---–თან ერთად მყოფმა მ-----–-------------მა და დეტალურად განმარტა, რომ საავტომობილო გზაზე გაჩერებული იყო ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა და მასში მყოფი ორი პირი ურტყამდა ერთმანეთს. ვინაიდან გავლა იყო შეუძლებელი, მან გააჩერა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და გადავიდნენ მოჩხუბრების გასაშველებლად. მან და შ----------------–---–მა მოახერხეს მოჩხუბრების გაშველება. მოწმის განმარტებით, ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდა ბიჭს ხელში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ან დანა არ ჭერია. თავად ლ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით კი ირკვევა, რომ ა-–-----------------–---–თან მომხდარი კონფლიქტის დროს იგი იმყოფებოდა მარტო და არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია. მანვე განმარტა, რომ იგი ა-–-----------------–---–ს ჩაუჯდა მისივე (ალ. ვ-----–---–ის) ავტომანქანის წინა სავარძელში. ვინაიდან მის შეკითხვებს დაზარალებული პასუხობდა ცინიკურად, აგინებდა დედისა და ოჯახის მისამართით, გაღიზიანებულმა, თავდაპირველად სახეში გაარტყა რამდენჯერმე მუშტი და ვინაიდან ჩაგრავდა, რამდენჯერმე მოუქნია დანა, რომელიც ,,ბრელოკზე“ ჰქონდა დაკიდებული. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ლ--------------–---–ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. მითითებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სააპელაცაიო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ--------------–---–მა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სრული მოცულობით არ აღიარა დანაშაულთა ჩადენა.

 

სააპელაციო პალატა აანალიზებს რა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, მიიჩნევს, რომ აპელანტი, - ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ ა-–-----------------–---–ის მიერ გამოკითხვისას მითითებულ ინფორმაციას და სუბიექტური მიდგომით, ყურადღებას არ ამახვილებს ჩადენილ დანაშაულთა მოტივზე, დაზარალებულის არამართლზომიერ საქციელსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალური ქცევის უგულებელყოფაზე. კერძოდ, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ლ--------------–---–სა და დაზარალებულ ა-–-----------------–---–ს შორის კონფლიქტს წინ უძღოდა დაზარალებულის მიერ ლ--------------–---–ის მეუღლისათვის სრულიად უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არაერთხელ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელ გარემოებათა შორის პირველი მითითებულია დანაშაულის ჩადენის მოტივი. დანაშაულის ჩადენის მოტივს, არამარტო კონკრეტულ მსჯავრდებულისათვის, არამედ, ზოგადად, სასჯელის დანიშვნის დროს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ლ--------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ლ--------------–---–მა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ისე სააპელაციო სასამართლოში აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ლ--------------–---–ი არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ლ--------------–---–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ლ--------------–---–ი არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, აგრეთვე, მან სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ--------------–---–ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;

 

ლ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ--------------–---–ს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ--------------–---–ს დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ლ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით დაყადაღებულ ხ--------------–---–ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ა-–-----------------–---–ის ტანსაცმელი და ავტომანქანა „მ--------- ბენცი“, სახელმწიფი ნომრით N------, რაც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

 

მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ა-–------------------–---–ის სისხლის ნიმუში და ლ--------------–---–ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე