განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002785223
საქმე №1ბ/846-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: ნათია ბ--------ე
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ლ---- ჯ--–------ას,გ------ი ჯ------–---–ის
მსჯავრდებულების: პ---- ა------ გ---–-------ის, ს------- ა------- გ---–-------ის
ადვოკატის: ა-----– ც--------ს
თარჯიმნის: ს----- რ-------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ც--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0----------1) რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ის მიმართ.
მსჯავდებული: პ---- ა------ გ---–-------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, ი-----ს ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი #V--------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ი-----, ქ. თ-----------------–------–------ი, მსჯავრდებულია დანაშაულებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
მსჯავდებული: ს------- ა------- გ---–-------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, ი-----ს ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი #V--------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ი-----, ქ. თ-----------------–------–------ი, მსჯავრდებულია დანაშაულებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
პ---- ა------ გ---–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 0.1922 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 51,3823 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა სწორ ნაწლავში 2018 წლის 04 დეკემბერს შ-----------------–ის სახელობის თ---–-------------–-----------------------ს ტერიტორიაზე ყოფნისას. ნარკოტიკული საშუალება პ---- ა------ გ---–-------ისგან ამოღებული იქნა 2018 წლის 04 დეკემბერს, 15:05 საათიდან 15:30 საათამდე დროის პერიოდში ქალაქ რ-------–---–-----------------------ში მდებარე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში.
პ---- ა------ გ---–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 0.1922 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 51,3823 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ რომელიც სწორ ნაწლავში დამალვის გზით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში 2018 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 07:58 საათზე შ-----------------–ის სახელობის თ---–-------------–-----------------------დან შემოსვლისას.
ს------- ა------- გ---–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 51,2325 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა სწორ ნაწლავში 2018 წლის 04 დეკემბერს შ-----------------–ის სახელობის თ---–-------------–-----------------------ს ტერიტორიაზე ყოფნისას. ნარკოტიკული საშუალება ს------- ა------- გ---–-------ისგან ამოღებული იქნა 2018 წლის 04 დეკემბერს, 16:25 საათიდან 16:45 საათამდე დროის პერიოდში ქალაქ რ-------–---–------------------------ში მდებარე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში.
ს------- ა------- გ---–-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 51,2325 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც სწორ ნაწლავში დამალვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში 2018 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 07:58 საათზე შ-----------------–ის სახელობის თ---–-------------–-----------------------დან შემოსვლისას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით:
პ---- ა------ გ---–-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი ) წლის ვადით;
პ---- ა------ გ---–-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 16 (თექვსმეტი) წლის ვადით შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და საბოლოოდ პ---- ა------ გ---–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
პ---- ა------ გ---–-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 დეკემბრიდან;
პ---- ა------ გ---–-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
პ---- ა------ გ---–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ს------- ა------- გ---–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
ს------- ა------- გ---–-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 16 (თექვსმეტი) წლის ვადით შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და საბოლოოდ ს------- ა------- გ---–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
ს------- ა------- გ---–-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 დეკემბრიდან;
ს------- ა------ გ---–-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ს------- ა------ გ---–-------ი მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ---- ა------- გჰალეკ-----ს და ს------- ა------ გ---–-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----– ც--------მ.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში ჩამოაყალიბა მოთხოვნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ. საქმის სააპელაციო სხდომაზე განხილვის დროს დაცვის მხარემ დააზუსტა (შეცვალა) სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სახეზე არ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან, უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ბრალდების მხარემ ითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებით: ქიმიური ექსპერტიზის N3----------- და N3----------- დასკვნებით, მოწმეების რ----- ი-----ას, ი----- გ--–-–---–ის, ბ-------ი ბ--------ის და ა------ გ---–-- კ----- ნ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს და გარემოებებს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მსჯავრდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
პალატა მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული სასჯელის (საქმეში არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით) პროპორციულობის და ადექვატურობის შეფასებამდე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს უნიშნავს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის სანქცია განისაზღვრა 15 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
მითითებული გარემოების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოთხოვნაზე, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს სანქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმ ზღვრამდე (15 წლამდე), მაშინ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე მსჯავრდებულის მიმართ აღნიშნული მუხლით დანიშნული აქვს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სასჯელის მინიმალურ ზღვარს მხოლოდ ერთი წლით აღემატება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი (ანგარება), მსჯავრდებულთა ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც თავისი ძლიერმოქმედი თვისებებით ხასიათდება და შემოტანილი ნივთიერების ოდენობა - თითოეულ შემთხვევაში 51 გრამზე მეტი - მიუთითებს მისი მოხმარების შემთხვევაში ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის დიდ მასშტაბებზე), ქმედებათა განხორციელების სახე, ხერხი (ნარკოტიკული საშუალების შემოტანისას მისი მაქსიმალურად შენიღბვისთვის მსჯავრდებულებმა იგი მოითავსეს სწორ ნაწლავში) და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (საფრთხე შეექმნა ადამიანთა ჯანმრთელობას), მსჯავრდებულთა მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები (არ დადგინდა მსჯავრდებულთა ნასამართლობა, აღიარეს და მოინანიეს დანაშაულები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რითიც ხელი შეუწყვეს მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას) და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
დაცვის მხარე სასჯელის შემცირების საფუძვლად მიუთითებს მსჯავრდებულების გულწრფელ აღიარებასა და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ჩადენილი ქმედებების მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების ფონზე სწორედ დასახელებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ განსაზღვრა პროპორციული სასჯელი. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია სასჯელის შემცირების თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც პალატა მას ვერ გაიზიარებს.
ამდენად, პალატის აზრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულულების პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს და სიმძიმეს. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ს და ს------- ა------- გ---–-------ისთვის დანიშნული სასჯელები მათ მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ს და ს------- ა------- გ---–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– ც--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების პ---- ა------ გ---–-------ის და ს------- ა------- გ---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
პ---- ა------ გ---–-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
პ---- ა------ გ---–-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 16 (თექვსმეტი) წლის ვადით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და საბოლოოდ, პ---- ა------ გ---–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
პ---- ა------ გ---–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 04 დეკემბრიდან;
პ---- ა------ გ---–-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე -აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ პ---- ა------ გ---–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ს------- ა------- გ---–-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
ს------- ა------- გ---–-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 16 (თექვსმეტი) წლის ვადით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით და საბოლოოდ ს------- ა------- გ---–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;
ს------- ა------- გ---–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 04 დეკემბრიდან.
ს------- ა------- გ---–-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ნივთმტკიცება:
ნარკოტიკული ნივთიერებები, დალუქული FCD 765437 და FCD 765433 პაკეტებში, რომლებიც ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით
დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბ--------ე
მ. თეთრაული