განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002814771
საქმე №1ბ/1506-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ირ---–----------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №6----------, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის ქ. სოხუმი, ნ----------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენით ირ---–----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სსკ-ის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ირ---–----------ას, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ირ---–----------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე, ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე, ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 08 იანვარს, ქ. თბილისში, ზ----------–-----–-----------------------------------------------------------–-- ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ირ---–----------ა, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნი--------------იას, მის არასრულწლოვან, 2004 წლის 12 ნოემბერს დაბადებულ შვილს - თა--------------ას და მეუღლის მშობელს - თი---–------ას, რითაც თა--------------ას, ნი--------------იას და თი---–------ას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 08 იანვარს, ქ. თბილისში, ზ----------–-----–-----------------------------------------------------------–-- ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ირ---–----------ა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ჯერ ყოფილ მეუღლეს - ნი--------------იას, არასრულწლოვან, 2004 წლის 12 ნოემბერს დაბადებულ შვილს - თა--------------ას თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ნი--------------იამ თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა, ხოლო, შემდეგ არასრულწლოვან 2004 წლის 12 ნოემბერს დაბადებულ თა--------------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა უცენზურო სიტყვებით, რითაც თა--------------ამ თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ცო-----–---–---ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ირ---–----------ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით:
აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ირ---–----------ას მიერ განხორციელებულ ქმედებას, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის არათანაზომიერად მსუბუქი სასჯელი. აპელანტის მითითებით, ირ---–----------ას პიროვნების შეფასების ასპექტში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიმართ კონფლიქტი მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. დღეის მდგომარეობით ოჯახური ძალადობა წარმოადგენს გავრცელებულ დანაშაულს და ამასთანავე ხშირია ლეტალური შედეგის არსებობა. შესაბამისად, ირ---–----------ას მიმართ სასჯელის სახით შეფარდებული 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულების უსაფრთხოებას და სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნი--------------იას, მოწმეების - თა--------------ას, მა------------–---–ის, მი----–----------–---–ის, და--------–---ის, და--------------ის ჩვენებებით, დაზარალებულ თი---–------ას გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0--------, №--------- და №0-------- დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ირ---–----------ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები - დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ირ---–----------ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება დანიშნული სასჯელის არაშემაკავებელ ხასიათზე დაზარალებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ირ---–----------ას ქმედებების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გაითვალისწინა რა ირ---–----------ას შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, მხედველობაში მიიღო, რომ ირ---–----------ა წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს დაზარალებულთათვის, მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი ირ---–----------ას მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ირ---–----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ირ---–----------ას, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ირ---–----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე