განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002499547
საქმე №1/ბ-159-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: გ-------–---–--------
ადვოკატების: ნ------------------------–------------
მსჯავრდებულების: გ-------------–---–-------------–---------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-------------–---–--- ასევე მისი და მსჯავრდებულ გ--------–--------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---–------------ სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------–---------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–---- პ/ნ 3----------- რეგისტრირებული: ო----------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------–------–-------------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
გ---------------------–--------- მიმართ - დაბადებული 2----–-–-------------- პ/ნ 1----------- რეგისტრირებული: ქ----------------------–-----–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------–------- კორპუსის მიმდებარედ; დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, გ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, გ-------------–---–-- დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ-------------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
გ--------–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 02 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 04 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 04 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ--------–---------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ--------–--------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 მაისიდან.
გ-------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (შვიდი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სადგომში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
გ--------–--------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ექვსი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სადგომში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 25 მარტს, გ-------------–---–--- გ--------–--------მ და მათმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს თ---–--–------------------------------–-----------ში მდებარე, გ--–-----–------ ოფისში, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ „-------“-ის ფირმის ტელევიზორს პულტით და ყუთით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ--–-----–------ მიადგა 1 729 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 30 მარტს, გ-------------–---–--- გ--------–--------მ და მათმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს ნ------------- ბინაში, თ---–--–----------------------------------------------------ში, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სამკაულებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნინო კიკვაძეს მიადგა 6 000 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 30 მარტს, გ-------------–---–--- გ--------–--------მ და მათმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს გ-------–---–------–-- ბინაში, თ---–----------------------------------------------------------------------ში, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ „------“-ის ფირმის ორ ტელევიზორს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ-------–---–------–- მიადგა 1 198 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 31 მარტს, გ-------------–---–-- და გ--------–--------მ უკანონოდ შეაღწიეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „--------------------ის ოფისში, მდებარე მისამართზე - თ---–-----------------–------–--------------------- საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ „---------ის ფირმის ტელევიზორს, სხვადასხვა დასახელების ხელსაწყოებს და ამავე ამხანაგობის თანამშრომლის - მ--–-------------- პირად ნივთებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ამხანაგობა „--------------------ს მიადგა 4 040 ლარის, ხოლო მ--–-------------- - 170 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 2 აპრილს, გ-------------–---–--- გ--------–--------მ და მათმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს კ-------------------- ბინაში, თ---–----------------------------------------------------------------------ში, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ „---“-ის ფირმის ტელევიზორს, „-------“-ის ფირმის პლანშეტსა და „----ს ფირმის ლეპტოპს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად კ------------------- მიადგა 2 500 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 3 აპრილს, გ-------------–---–-, გ--------–-------- და მათი თანამზრახველი შეეცადნენ უკანონოდ შეეღწიათ ნ-----–----–---------–----- ბინაში, თბილისი, დ-------------------------------–----------------------ში და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ნივთებს, თუმცა, ვინაიდან მათი ქმედება შემჩნეული იქნა ნ-----–----–---------–----- მიერ, დანაშულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
- 2018 წლის 4 აპრილს, გ-------------–---–--- გ--------–--------მ და მათმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს გ--------------–---–-- ბინაში, თ---–--–--------------------------------------------------------ში, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ „---------ს ფირმის ლეპტოპს, ოქროს საყურეს და ორ ცალ ბეჭედს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ--------------–---–- მიადგა 3 300 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 4 აპრილს, გ-------------–---–--- გ--------–--------მ და მათმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს ს----------------–---–-- ბინაში, თ---–--–-------------------------------------------------ში, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ორ ცალ ნათლობის ჯვარს და მამაკაცის „ფრანკო ფერარას“ ფირმის საათს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს----------------–---–- მიადგა 700 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 7 აპრილს, გ-------------–---–--- გ--------–--------მ და მათმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს მ--------------- ბინაში, თ---–--–-------------------------------------ში, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ „------ის ფირმის ტელევიზორს, „--------ს ფირმის ნეთბუქს, საათს, საწერ კალამს და სამკაულებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ--------------–---–- მიადგა 3 080 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 9 აპრილს გ-------------–---–-- და მისმა თანამზრახველმა უკანონოდ შეაღწიეს ნ------------- ბინაში, თ---–------------------------------------------------------ში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ „-------ისა და „-------ის ფირმის ფოტოაპარატებს, „-------“-ს ფირმის ლეპტოპს და ტელევიზორს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ------------- მიადგა 2 120 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
- 2018 წლის 18 მაისს, საღამოს საათებში, გ--------–--------მ უკანონოდ შეაღწია თბილისში, დ------------–-------------------------------------------------------ში მდებარე შპს „-------------- ოფისში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამავე საზოგადოების კუთვნილ ლეპტოპს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1 000 ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-------------–---–--- ასევე მისი და მსჯავრდებულ გ--------–--------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---–------------- რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტების მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, არსებითად არის დარღვეული მსჯავრდებულებისა და დაცვის უფლებები, რითაც ხელი შეეშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ გ-------------–---–- და გ--------–--------- დანაშაული არ ჩაუდენიათ. მოსამართლის მიერ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულ პირთა ირიბი ჩვენებები, რეალურად გამოკვლეული მტკიცებულებები კი დამახინჯებული და არასწორი ფორმით არის წარმოდგენილი განაჩენში. გ-------------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების უმრავლესობაში არ არსებობს არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ მისი მამხილებელი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი. ხოლო ის მტკიცებულებები, რასაც დაეყრდნო პირველი ისნტანციის სასამართლო გ-------------–---–-სა და გ--------–--------- ქმედებების შეფასებისას, მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით. საპროცესო ნორმებს არ შეესაბამება ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან არასწორადაა აღებული ხელის კვლის ნიმუშები; ასევე, ნივთების ამოცნობის ოქმები არის არასრულყოფილი და არ იძლევა იმის დადგენის საშუალებას, რომ დაზარალებულებმა მათ კუთვნილ ნივთებში ამოიცნოს სწორედ მოცემული სისხლის სამართლის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლომბარდებიდან ან ბრალდებულისაგან ამოღებული ნივთები. მსჯავრდებულებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ გ--------–--------- მიერ ლომბარდში ჩაბარებული და ასევე გ-------------–---–-სგან ამოღებული ნივთები მეგობარმა ნ--------------------- გადასცათ მათ და არ იცოდნენ, რომ ისინი დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--------------------- კი სასამართლოს უჩვენა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მან და მასთან ერთად არ იმყოფებოდნენ გ-------------–---–- და გ--------–--------. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი ემყარება ან არარსებულ მტკიცებულებებს, ან ერთ არასარწმუნო და საეჭვო სახის მტკიცებულებას.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა გ--–-----–------ განაცხადა, რომ ქ. თ---–--–------------------------------–-----------ში აქვს საადვოკატო ოფისი. 2018 წლის 25 ან 26 მარტს (ზუსტი თარიღი არ ახსოვს), დილის საათებში ზემოაღნიშნულ მისამართზე მისვლისას შენიშნა, რომ ოფისის ორივე ფანჯარა იყო ღია. მიხვდა, რომ ქურდობას ჰქონდა ადგილი და დარეკა „112“-ში. პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოფისიდან წაღებული იყო 1 729 ლარად ღირებული „----------- ფირმის ტელევიზორი, მისი ყუთი და პულტი. დამნაშავეების მიერ ოფისის კარი შიგნიდან ურდულით იყო ჩაკეტილი.
2018 წლის 15 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------–---–-- მიერ, ქ-------–--–-----------------ში მდებარე შპს „-------------ის უფლებამოსილი პირის - ე-–----–--------- ამოღებული იქნა N---- სალომბარდო ხელშეკრულება.
შპს „-------------ის N---- სალომბარდო ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 25 მარტს გ--------–--------- მიერ 700 ლარად დაგირავებული იქნა „-------“-ის ფირმის ტელევიზორი.
დაზარალებული ნ------------- გამოკითხვის ოქმების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ------–--–------------------------------------------------------ში. 2018 წლის 30 მარტს ბინა დატოვა დაახლოებით 12:30 საათზე და შინ დაბრუნდა 15:30 საათზე. სახლში შესვლისას აივნის კარი დახვდა ღია, თუმცა ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია. შემდგომ საძინებელ ოთახში შესულს დახვდა არეულობა, რა დროსაც მაშინ მიხვდა, რომ ბინაში უცხო ადამიანი იყო ნამყოფი. შეამოწმა საძინებელ ოთახში არსებულ კარადაში შენახული ოქროს ნივთები და ისინი ადგილზე აღარ დახვდა. მოწმის განმარტებით მოპარული აღმოჩნდა: 2(ორი) ცალი 995 სინჯის 8 გრამიანი ოქროს ბეჭედი, ოქროს 3-გრამიანი მედალიონი, 2 გრამიანი ოქროს ბეჭედი; 4 გრამიანი სქელი ჯაჭვით ნაქსოვი ოქროს ცეპი და ასევე 4 გრამიანი რუსული ოქროს წვრილი ჯაჭვისებური ნაქსოვი ცეპი, თავისი ჯვრებით, 3 ცალი ოქროს ჯვარი, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი, ოქროს ერთი წყვილი საყურე, საერთო ჯამში 5 გრამი წონის, გასაშლელი ჯიბის დანა და მამაკაცის ტყავის საფულე მასში მოთავსებული 1 ცალი ათ ლარიანი, 5 ცალი ერთ დოლარიანი და 1 ცალი ხუთ დოლარიანი კუპიურებით. დაზარალებულის განმარტებით, მას მიადგა დაახლოებით 6 000(ექვსი ათასი)ლარის მატერიალური ზიანი.
2018 წლის 30 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ შ-------------–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა ნ------------- საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თბ--–------------------------------------------------------ რა დროსაც შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: შესასვლელი კარის შიდა და გარე ზედაპირებიდან, შესასვლელიდან მარცხნივ განთავსებული კარადის კარზე არსებული სარკის ზედაპირიდან, აპაზანაში შესასვლელი კარის ზედაპირიდან, აივანზე გასასვლელი კარის შიდა და გარე ზედაპირიდან, აივნის მოაჯირის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვლები დაქტილოფირებზე.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ნ------------- საცხოვრებელი ბინის აივანზე არსებული მოაჯირის შიდა ზედაპირზე, აღმოჩენილი ხელის კვალი ეკუთვნის ნ----------------------
2018 წლის 15 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ---------------–---–-- მიერ, ქ-------–--–---------–----------------–----------------------–---–-- კუთვნილი მაღაზიიდან, უფლებამოსილი პირის - ხ------------------- ამოღებული იქნა „შესყიდვის აქტი“.
2018 წლის 30 მარტის შესყიდვის აქტის თანახმად, გ--------–--------- მიერ 1 500 ლარად გაყიდული იქნა: კალიცო, ჯვარი, 2 ცალი ცეპი, საჯართე საყურე და პატარა ბეჭედი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა გ-------–---–------–-- განაცხადა, რომ მის ოჯახს საკუთრებაში აქვს ქ.თ---–--–-----------------–----------------------------ში პ------–----------–---------------------- 2018 წლის 30 მარტს, დილის დაახლოებით 10 საათზე, ბინაში მისულს მოპარული დახვდა ორი ტელევიზორი. აივნის კარს დაზიანებული ჰქონდა ერთი საკეტი და მიხვდა, რომ ქურდები იქიდან იყვნენ ბინაში შესულები. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და განმარტა, რომ ამოიცნო მისი ბინიდან დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელევიზორები.
2018 წლის 4 აპრილის ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ თ---------------–---–-- მიერ დათვალიერდა გ-------–---–------–-- კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ფოტოსურათები, რომელთაგან ორ ფოტოსურათზე აღბეჭდილია მონაცემები: S---------------------–-----------------------------------------------------------–----------------------------
2018 წლის 14 აპრილის, ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------–---–-- მიერ, ქ.თ---–--–-----------------–- მდებარე ლომბარდი შპს „-------------ის უფლებამოსილი პირის - თ---–--------------- ამოღებული იქნა სამი ტელევიზორი და სალომბარდო ხელშეკრულებები, მათ შორის - „სატურნის“ ფირმის ტელევიზორი და N---- ხელშეკრულება.
შპს „-------------ის N---- სალომბარდო ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2018 წლის 29 მარტს გ--------–--------- მიერ დაგირავებული იქნა „სატურნის“ ფირმის ტელევიზორი.
2018 წლის 29 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა „------“-ის ფირმის ტელევიზორი. მასში მონაწილე გ-------–---–------–-- განმარტა, რომ აღნიშნული ტელევიზორი არის სწორედ ის, რომელიც მოპარული იყო მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან.
2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------- მიერ, ქ------–--–--------------------------–-----------------–--–--------–----- ლომბარდის უფლებამოსილი პირის - რ---–-----–------–------- ამოღებული იქნა „სატურნის“ ფირმის ტელევიზორი, ასევე - N---- სალომბარდო ხელშეკრულება.
ი/მ „შ--–--------–----- N---- სალომბარდო ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2018 წლის 29 მარტს გ--------–--------- მიერ დაგირავებული იქნა „სატურნის“ ფირმის ტელევიზორი.
2018 წლის 29 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა 2018 წლის 14 აპრილს, ქ. თ---–--–--------------------------–----------------–--–--------–---- ლომბარდში, რ---–-----–------–------- ამოღებული „------“-ის ფირმის ტელევიზორი და პულტი. მასში მონაწილე პირმა, გ-------–---–------–-- განმარტა, რომ აღნიშნული ტელევიზორი არის სწორედ ის, რომელიც მოპარული იქნა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა ა--------------- განაცხადა, რომ არის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „--------------------ის თავმჯდომარე. ამხანაგობის ოფისი მდებარეობს ქ.თ---–--–---------------–------–-----------–---------------------- სართულზე. 2018 წლის 01 აპრილს დილის საათებში ტელეფონით დაუკავშირდა თანამშრომელი - მ--–------------- და შეატყობინა, რომ ოფისის კარი იყო ღია, ოფისი კი არეული დახვდა. მოწმემ მ----------- უთხრა, რომ საპატრულო პოლიციისთვის ეცნობებინა აღნიშნულის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ოფისიდან წაღებული იყო დაახლოებით 1 000 დოლარის ღირებულების „--------“ ფირმის დიდი პლაზმური ტელევიზორი, რომელსაც მარცხენა ქვედა მხარეს ჰქონდა დაზიანება, ასევე - ელექტროხერხი, ვენახის შესაწამლი აპარატი, პერფორატორები, დამცავი ჩაფხუტი, ნაჭრის ჩანთა, ლეპტოპის ჩასადები ჩანთა და სხვა ნივთები. დაზარალებულის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო მოპარული ტელევიზორი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ--–-------------მ განაცხადა, რომ მუშაობს ამხანაგობა „--------------------ში. 2018 წლის 01 აპრილს, დილით ადრე, ოფისში მისულს კარი დახვდა ღია, ხოლო შიგნით შეინიშნებოდა არეულობა. როგორც აღმოჩნდა მოპარული იყო როგორც ოფისის, ასევე, მისი კუთვნილი ნივთები (დამცავი ჩაფხუტი, ნაჭრის ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩასადები ჩანთა, ქუდი და ხელთათმანები). დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას მიადგა დაახლოებით 300 ლარამდე ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ----------–------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------–--–-----------------ში მდებარე ლომბარდში - შპს „------------------ში. მასთან მისული იყო გ--------–--------, რომელმაც ჩააბარა „--------“ ფირმის ტელევიზორი. როგორც ამ უკანასკნელმა განუმარტა ტელევიზორი ბებიას ეკუთვნოდა. მოგვიანებით აღნიშნული ნივთი გამომძიებელმა ამოიღო მისგან. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულები - გ--------–-------- და გ-------------–---–- იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ტელევიზორი დააგირავეს.
2018 წლის 15 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------–---–-- მიერ, ქ-------–--–-----------------ში მდებარე ლომბარდის შპს „------------------ის უფლებამოსილი პირის - ნ----------–------–---–----- ამოღებული იქნა „--------“ ფირმის ტელევიზორი და N-------- სალომბარდო ხელშეკრულება.
შპს „კრედიტორი 7”-ის N-------- სალომბარდო ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2018 წლის 01 აპრილს გ--------–--------- მიერ 250 ლარად დაგირავებული იქნა „--------“ ფირმის ტელევიზორი.
2018 წლის 15 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა---------------, მისთვის წარდგენილ „---------ის ფირმის ტელევიზორებს შორის ამოიცნო ამხანაგობა „--------------------ის კუთვნილი ტელევიზორი, რომელიც, მისი განმარტებით, მოპარული იქნა ამხანაგობის ოფისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა კ-------------------- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ------–--–--------------------------ის მ----------------–----------------------ში, ოჯახთან ერთად. 2018 წლის 02 აპრილს, საღამოს, სახლში დაბრუნებულმა კარი ჩვეულებრივ, გასაღებით გახსნა, თუმცა ბინაში შესულს დახვდა არეულობა, აივნის კარები კი ღია იყო. ბინიდან წაღებული წაღებული აღმოჩნდა „----ის ფირმის ლეპტოპი, „---“-ის ფირმის ტელევიზორი და „-------“-ის ფირმის პლანშეტი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას მიადგა 2 500 ლარის ზიანი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მოგვიანებით საკუთარი ტელევიზორი ამოიცნო საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში.
2018 წლის 2 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----–------------–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა კ-------------------- საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თ---–------------------------------------------------------- რა დროსაც შემთხვევის ადგილზე დახვდათ არეულობა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ბინის შესასვლელის მარცხენა მხარეს არსებული კარადის კარის ზედაპირიდან, აბაზანის კარის გარე ზედაპირიდან, აბაზანაში შუქის ჩამრთველის ზედაპირიდან, შოკოლადის ჩასადები მეტალის ყუთის ზედაპირიდან, საძინებლში საწოლზე არსებული ღვინის ბოთლების ზედაპირიდან, სამზარეულოში პოლიეთილენის შესაფუთის ზედაპირიდან და მეორე საძინებლის კარის შუა ზედაპირიდან აღებული იქნა ხელის კვლები დაქტილოფირებზე.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ხელის კვლები იდენტურია გ---------–---------------–---–-- ხელის კვლებისა.
2018 წლის 15 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–----------–---–-- მიერ, ქ. თ---–--–--------------------------ში მდებარე ი/მ „შ--–--------–----- ლომბარდის უფლებამოსილი პირის - ე-–------------–---–----- ამოღებული იქნა „---“ ფირმის ტელევიზორი, ასევე - N---- სალომბარდო ხელშეკრულება.
ი/მ „შ--–--------–----- N---- სალომბარდო ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 02 აპრილს გ--------–--------- მიერ 200 ლარად დაგირავებული იქნა „---“ ფირმის ტელევიზორი.
2018 წლის 13 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახამდ, კ--------------------, მისთვის წარდგენილ „---“ ფირმის ტელევიზორებს შორის ამოიცნო მისი კუთვნილი ტელევიზორი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–----–---------–----- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ------–--–-----------------–-----------------------------------ში. 2018 წლის 2 აპრილს, გვიან, გაიღვიძა, რა დროსაც საძინებლიდან გასვლისას მოესმა ხმაური. იგი გაემართა აივნის კარის დასაკეტად, სადაც ჯერ ადამიანის ერთი ლანდი შენიშნა, შემდეგ კი აივანზე, ფარდის მიღმა, რამდენიმე პირი დაინახა. მოწმემ კარს ხელი მიარტყა და უცნობები აივნიდან გადახტნენ. ბინიდან არაფერი მოუპარავთ, ვინაიდან შესვლა ვერ მოასწრეს.
დაზარალებულ გ--------------–---–-- გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი ცხოვრობს თ---–--–-----------------–----------------------------------------------ში. 2018 წლის 5 აპრილს სახლში დაბრუნდა დაახლოებით 03:45 საათზე. ბინის კარის გაღება ვერ შეძლო და მიხვდა, რომ იგი შიგნიდან ურდულით იყო დაკეტილი. თუმცა ვინაიდან ურდული დაზიანებულია, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახერხა ბინაში შესვლა. ადგილზე დახვდა არეულობა, იატაკზე ეყარა ნივთები და ტანსაცმელი. მიხვდა, რომ გაქურდეს და დარეკა საპატრულო პოლიციაში. ბინის დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო „----–----- ფირმის ლეპტოპი, ბრილიანტებით გაფორმებული ოქროს ორი ბეჭედი, ერთი ცალი საყურე და მოოქროვილი სამაჯური. დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ქურდობის შედეგად მიადგა დაახლოებით 3 300 ლარის მატერიალური ზიანი.
2018 წლის 05 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ლ-–-----–--–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა გ--------------–---–-- საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თ---–--–---------------------------------------------------------------, რა დროსაც ბინაში იყო არეულობა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ბინაში სხვადასხვა ადგილებიდან, მათ შორის საძინებელი ოთახის მეტალოპლასტმასის ფანჯრის მინის გარე ზედაპირიდან, ამავე ფანჯრის უძრავი ფრთის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან და მისაღებ ოთახში მდგარი ტელევიზორის მონიტორიდან აღებული იქნა ხელის ხელის კვლები დაქტილოფირებზე.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე, საძინებელი ოთახის მეტალოპლასტმასის ფანჯრის მინის გარე ზედაპირზე აღმოჩენილი ხელის თითის კვალი ეკუთვნის გ---------–---------------–---–-- ხოლო ამავე ფანჯრის უძრავი ფრთის ჩარჩოს შიდა ზედაპირზე არსებული ანაბეჭდი და მისაღებ ოთახში მდგარი ტელევიზორის მონიტორზე აღმოჩენილი თითის კვლები - ნ------------------------------------
2018 წლის 17 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------- მიერ, ქ. თ---–--–--------------------------ში მდებარე შპს „------ დირექტორ მ------------–-------- ამოღებული იქნა გ--------–---------თან 2018 წლის 4 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ შორის - N------- ხელშეკრულება.
N------- ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 4 აპრილს გ--------–--------- მიერ 80 ლარად დაგირავებული იქნა 1 ც. ოქროს საყურე.
2018 წლის 16 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------- მიერ, ქ. თ---–--–-------------------------, შპს „------ ოფისში, უფლებამოსილი პირის - მ------------–--------- ამოღებული იქნა გ--------–--------- მიერ 2018 წლის 04 აპრილს ჩაბარებული ერთი ცალი საყურე.
2018 წლის 16 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ერთი ცალი საყურე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა - გ--------------–---–-- განაცხადა, რომ აღნიშნული საყურე ეკუთვნის მის მეუღლეს, მისი წყვილი საყურე კი აქვთ სახლში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ------------–----- განაცხადა, რომ არის შპს „------ დირექტორი. მას ბრალდებულები - გ--------–-------- და გ-------------–---–- ახსოვს კარგად, ვინაიდან მათ ლომბარდში ორი ჯვარი, მათ შორის ერთი მოტეხილი ყუნწით, და ერთი ცალი საყურე ჩააბარეს. მოწმემ რამდენიმე დღეში გამომძიებლისაგან შეიტყო, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩაბარებული ნივთები იყო მოპარული. ვინაიდან ნივთები ბანკში ინახებოდა, თავდაპირველად გამომძებლის მიერ ამოღებული იქნა მხოლოდ ხელშეკრულებები, შემდეგ კი - სამკაულებიც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ს----------------–---–-- განაცხადა, რომ ცხოვრობს თ---–--–---------------------------------------------–----------–----------------------ში. 2018 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე სახლში დაბრუნებულმა კარის გაღება ვერ შეძლო. მან გარედან ბინის აივნიანი მხარე შეამოწმა და დაინახა, რომ აივნის კარის მინა ჩატეხილი იყო. ბინაში შესვლისას არეულობა დახვდა. თავდაპირველად ეგონა, რომ მხოლოდ ბიჟუტერია იყო მოპარული საძინებელი ოთახიდან, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ დაახლოებით 700 ლარის ღირებულების ოქროს ორი ჯვარი და მაჯის საათი მოპარეს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მოგვიანებით მან საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო მისი კუთვნილი ოქროს ჯვრები.
2018 წლის 5 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ თ---------------–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა ს----------------–---–-- საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თ---–--–----------------------------------- რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სხვადასხვა ადგილებიდან აღებული იქნა ხელის კვლები 13 დაქტილოფირზე.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები გ---------–---------------–---–--, ნ------------------------------------ და გ---------------------–--------- ხელის თითის კვლების იდენტურია.
2018 წლის 17 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------- მიერ, ქ.თ---–--–--------------------------ში მდებარე შპს „------ დირექტორ მ------------–-------- ამოღებული იქნა გ--------–---------თან 2018 წლის 4 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ შორის ----------- ხელშეკრულება.
N------- ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 4 აპრილს გ--------–--------მ 90 ლარად დააგირავა 2 ც. ოქროს ჯვარი (ერთი - ყუნწის გარეშე);
2018 წლის 16 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------- მიერ, ქ. თ---–--–-------------------------, შპს „------ ოფისში, უფლებამოსილი პირის - მ------------–--------- ამოღებული იქნა გ--------–--------- მიერ 2018 წლის 4 აპრილს ჩაბარებული ორი ცალი ჯვარი.
2018 წლის 16 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ორი ცალი ჯვარი (ერთი ყუნწის გარეშე). საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა - ს----------------–---–-- განაცხადა, რომ აღნიშნული ჯვრები მისი ოჯახის საკუთრებაა და მოპარულია მისი ბინიდან.
დაზარალებულ მ--------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი ცხოვრობს ქ------–--–-----------------–----------------------------–--------------------ში. 2018 წლის 6 აპრილიდან 9 აპრილამდე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ჭ---------- რაიონში. 9 აპრილს, დაახლოებით 13:10 საათზე დაბრუნდნენ თბილისში, სადაც სახლი დახვდათ არეული. როგორც აღმოაჩინეს მათი ბინიდან მოპარული იყო: ერთი ცალი „-------- ფირმის, 530 ლარის ღირებულების ტელევიზორი, შავი ფერის მეტალის სამაგრით; „ლენოვოს“ ფირმის 800 ლარის ღირებულების ნეთბუქი თავისი დამტენით; „-----–-------–--- ფირმის საათი, ღირებული 550 ლარად; „მონტბლანის“ ფირმის საწერი კალამი, ღირებულებით 300 ლარი; ვერცხლის სამაჯური; სამი წყვილი საყურე; ვერცხლის ეგვიპტური სამაჯური სქელი ჯაჭვით; ვერცხლის ფოთოლის ფორმის ბეჭედი და 900 ლარად ღირებული მარგალიტის ოქროს საყურე. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ საერთო ჯამში მას მიადგა 3 080 ლარის ოდენობით ზიანი.
2018 წლის 09 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–----------–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა მ--------------- საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თ---–------------------------------------------------------ რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სადარბაზოს ფანჯრის სახელურიდან, აივანზე გასასვლელი კარის გარე ზედაპირიდან და საძინებელში კარადის სახელურის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვლები დაქტილოფირებზე.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, მ--------------- კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, საძინებელში არსებული კარადის უჯრის გარე ზედაპირიდან, ამოღებული თითის კვალი იდენტურია გ--------–--------- თითის ანაბეჭდის.
2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------–---–-- მიერ, ქ-------–--–-----------------ში მდებარე ლომბარდი შპს „-------------–--- უფლებამოსილი პირის - თ---–--------------- ამოღებული იქნა სამი ტელევიზორი და სალომბარდო ხელშეკრულებები, მათ შორის - „-------- ფირმის ტელევიზორი და N---- ხელშეკრულება.
შპს „-------------ის N---- სალომბარდო ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 07 აპრილს გ--------–--------- მიერ დაგირავებული იქნა „-------- ფირმის ტელევიზორი.
2018 წლის 29 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------- მისთვის წარდგენილ „------ის ფირმის ტელევიზორებს შორის, ამოიცნო მისი კუთვნილი ტელევიზორი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ------------- განაცხადა, რომ ცხოვრობს თ---–--–-----------------–-------------------------------------–--------–-–------------–- ძმასთან - გ-------–--------ნ ერთად დაბრუნდა ბო------------ სახლში, რა დროსაც კარის გასაღებით გახსნა ვერ მოახერხეს. როგორც კორპუსის თავმჯდომარემ განუმარტათ, წინა დღეს შეამჩნია, რომ მათი ბინის აივნის კარი იყო ღია. მოწმის ძმამ სწორედ აივნიდან შეაღწია ბინაში და გააღო შესასვლელი კარიც. სახლში დახვდათ არეულობა. ადგილზე არ იყო ტელევიზორი, ორი ფოტოაპარატი, ერთი აიპედი ტყავის ჩასადებით, საყურეები და კაცის ქურთუკი. დაზარალებულის განმარტებით, ტელევიზორი 1 120 თუ 1 140 ლარის ღირებულების იყო, პლანშეტი - 400 ლარის, ქურთუკი - 100 ლარამდე, საყურეები - 100 ლარამდე, „--------- ფირმის აპარატის ღირებულება კი არ ახსოვს. მან დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ფაქტი.
2018 წლის 10 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ლ-–-----–--–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა ნ------------- საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თ---–--------------------------------------------------------- რომელიც აღმოჩნდა არეულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე სამზარეულოდან აივანზე გასასვლელი კარის შიდა და გარე ზედაპირიდან, საძინებელი ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარის გარე ზედაპირიდან, ბინაში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან, საძინებელში საწოლზე არსებული პოლიეთილენის პარკის ზედაპირიდან და მუყაოს ყუთის ზედაპირიდან, მეორე საძინებელში ტუმბოს უჯრის ზედაპირიდან და სამზარეულოში კარადის კარებების გარე ზედაპირიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები დაქტილოფირებზე.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 1------ დასკვნის თანახმად, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი გ---------–---------------–---–-- და ნ----------------------------------- ანაბეჭდები იდენტურია ნ------------- ბინის ქურდობის ფაქტზე წარმოებულ საქმეზე წარმოდგენილი ხელის კვლების.
2018 წლის 13 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ-----------–--- მიერ ქ------–--–---------------------------–------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა გ-------------–---–-- რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ჩანთა, მასში მოთავსებული, ქამარზე დასამაგრებელი ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მოვერცხლისფრო, „--------- ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, „--------- ფირმის მოვარდისფრო ციფრული ფოტოაპარატი, მოშავო ფერის, „-------“-ს ფირმის პლანშეტი.
2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ დ------------–---–-- მიერ, ქ-------–--–-----------------ში მდებარე ლომბარდი შპს „-------------ის უფლებამოსილი პირის - თ---–--------------- ამოღებული იქნა სამი ტელევიზორი, მათ შორის - „---” ფირმის, ასევე - სალომბარდო ხელშეკრულებები, მათ შორის - N----.
შპს „-------------ის N---- სალომბარდო ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2018 წლის 09 აპრილის ვ-–-------------–-–---–-- მიერ დაგირავებული იქნა „---“ ფირმის ტელევიზორი, რომლის გატანაზე უფლებამოსილ პირად ხელშეკრულებაში მითითებულია გ-------------–---–-.
მოწმე ვ-–-------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი მუშაობს ქ. თ---–--–------------------–----------- უსაფრთხოების სამსახურში და თავისუფალ დროს, კუთვნილი ავტომანქანით ემსახურება მგზავრებს. 2018 წლის 09 აპრილს, საღამოს საათებში, ქ------–--–--------------------------- ავტომანქანაში ჩაუჯდა სამი, 16-18 წლის ბიჭი, რომელთაც თან ჰქონდათ ერთი ტელევიზორი და პულტი. ბიჭებმა სთხოვეს წაეყვანა პ------ გამზირზე. გზად მათ დარეკეს რამდენიმე პირთან, რა დროსაც საუბრობდნენ პირადობის მოწმობის თაობაზე. როგორც გაირკვა, მათ არ ჰქონდათ პირადობის მოწმობები და ამიტომ სთხოვეს დახმარება. ვინაიდან ბიჭებმა დაარწმუნეს, რომ ტელევიზორი ერთ-ერთი მათგანის საკუთრება იყო, დასთანხმდა მათ და ბიჭებს პ------ გამზირზე, კაზინო „ა------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლომბარდში შეყვა, სადაც საკუთარი პირადობის მოწმობით ჩააბარებინა ტელევიზორი. თუ რა თანხა აიღეს ახალგაზრდებმა ლომბარდიდან ტელევიზორის სანაცვლოდ, არ იცის.
2018 წლის 16 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, ნ-------------, მისთვის წარდგენილ „---“-ის ფირმის ტელევიზორებს შორის ამოიცნო მისი კუთვნილი ტელევიზორი; „-------“-ს ფირმის პლანშეტებს შორის ამოიცნო მისი კუთვნილი პლანშეტი; „-------ის ფირმის ფოტოაპარატებს შორის ამოიცნო მისი კუთვნილი ფოტოაპარატი, „--------ს ფირმის ფოტოაპარატებს შორის ამოიცნო მისი კუთვნილი ფოტოაპარატი. დაზარალებულის განმარტებით აღნიშნული ნივთები მოპარული იქნა მისი საცხოვრებელი ბინიდან.
2018 წლის 18 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ თ---------------–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა ქ.თ---–---------------------------------------------------------------ის პ------–----------–---------------------- შპს „-------------- ოფისი, რომლის აივანზე გასასვლელი მეტალოპლასტმასის კარზე ნანახი იქნა მექანიკური დაზიანებები და ამავე კარის ზედაპირიდან ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვალი.
2018 წლის 19 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომძიებელ თ---------------–---–-- მიერ, ქ. თ---–--–---------–---------------------------------–-----------ში მდებარე მაღაზია „----––-----------–------------ უფლებამოსილი პირის - ზ-------------------- ამოღებული იქნა „სანსუნგის“ ფირმის ლეპტოპი და გ--------–--------- პირადობის მოწმობის ასლი.
პირველი ისნტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ------------------ განაცხადა, რომ 2018 წლის მაისის თვეში მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „----––-- განთავსებულ ი/მ ე---–------------ კუთვნილ მაღაზიაში, ტექნიკოსად. მის მოვალეობაში შედიოდა ტექნიკის შეფასება და შესყიდვა. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის მაისის თვეში მოგრძო, ტალღოვანთმიანი ბიჭისგან შეიძინა „----------- ფირმის ლეპტოპი, რომელიც მოგვიანებით მისგან გამომძიებელმა ამოიღო.
2018 წლის 19 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ამავე დღეს, ქ. თ---–--–----------------------–-----------ში, ი/მ ე---–------------ მაღაზიაში უფლებამოსილი პირისაგან ამოღებული „----------- ფირმის ლეპტოპი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა - ლ-----------–---- განაცხადა, რომ აღნიშნული ლეპტოპი ეკუთვნის მას და იგი მოპარულია შპს „-------------- ოფისში მდებარე მისი პირადი კაბინეტიდან.
2018 წლის 17 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ თ------------- მიერ, ექსპერტის და მოწმე ნ--------------------- კანონიერი წარმომადგენლის - ი-----------–---–-- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ნ--------------------- მიერ მითითებული იქნა, მისი განმარტებით, მეგობრებთან ერთად გაქურდული ბინები და ოფისი, კერძოდ: ქ.თ---–--–-------------------------ში მდებარე ნ------------- საცხოვრებელი ბინა; ქ.თ---–---------------------------ში მდებარე გ-------–---–------–-- საცხოვრებელი ბინა; ქ. თ---–--–--------------------------ში მდებარე კ-------------------- ბინა; ქ.თ---–--–--------------------------ში მდებარე ნ-----–----–---------–----- საცხოვრებელი ბინა; ქ. თ---–---------------------------ში მდებარე გ--------------–---–-- ბინა; ქ.თ---–--–-------------------------ში განთავსებული ს----------------–---–-- ბინა; ქ.თ---–--–-------------------------ში მდებარე მ--------------- ბინა; ქ. თ---–---------------------------- კორპუსში მდებარე ნ------------- საცხოვრებელი ბინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ--------------------- განაცხადა, რომ მას ბრალი აქვს წარდგენილი მეგობრებთან - გ--------–---------ა და გ-------------–---–---- ერთად ქურდობის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა გ--------–--------- და გ-------------–---–- მასთან ერთად დანაშაულები არ ჩაუდენიათ. ისინი საქმის კურსში არც იყვნენ, რომ თავად ბინებიდან ნივთებს იპარავდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან არასრულწლოვანი იყო, ლომბარდში ნივთების ჩასაბარებლად გ--------–--------- პირადობის მოწმობას იყენებდა, რომელიც ნათხოვარი ჰქონდა მისგან. ლომბარდში 8-9-ჯერ აქვს გ--------–--------- პირადობის მოწმობით ჩაბარებული ნივთები, რა დროსაც ეს უკანასკნელი ხან ახლდა, ხან - არა. მანვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ბინიდან მოპარული ფოტოაპარატები გ-------------–---–- გაატანა მეორე დილამდე შესანახად, რადგან თავად ოჯახის წევრებთან ნაჩხუბარი იყო და სახლში ნივთების მიტანა არ შეეძლო. გ-------------–---–-- მისთვის ნივთების დაბრუნება ვერ შეძლო, რადგან დააკავეს. ასევე, ნ--------------------- დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა და ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა თ-----------------------------–---–------------------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე და კანონიერება. მოწმეთა განმარტებით სწორედ ნ---------------------, გ--------–--------- და გ-------------–---–-ს მონაწილეობით, მათი აღიარებითი ჩვენებების შემოწმების მიზნით, ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტები, რა დროსაც ზემოაღნიშნული პირების მიერ მითითებული იქნა მათ მიერ გაქურდული ბინები და ოფისები, ასევე - ის ლომბარდები და მაღაზიები, სადაც, მათივე განმარტებით, ჩაბარებული ჰქონდათ ნაქურდალი ნივთების ნაწილი.
სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ფაქტიური, ფიზიკური და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთების საბაზრო ღირებულებაა: „---“-ის ფირმის ტელევიზორის, M-------------------- (ოთხასორმოცდაათი) ლარი; „------ის ფირმის ტელევიზორის, M------------------ - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი; „------“-ის ფირმის ტელევიზორის, Model: T---------------------- (სამასორმოცდაათი) ლარი; „------“-ის ფირმის ტელევიზორის, Model: T---------------------- (სამასორმოცდაათი) ლარი; „---------ის ფირმის ტელევიზორის, M--------------- - 600 (ექვსასი) ლარი; „---“-ის ფირმის ტელევიზორის, M------------- - 700 (შვიდასი) ლარი; „-------“-ის ფირმის ლეპტოპის, Model: N------------- - 500 (ხუთასი) ლარი; „------- 7--------ს ფირმის პლანშეტის, შალითა-კლავიატურით - 60 (სამოცი) ლარი; „-------ს ფირმის ფოტოაპარატის, MODEL: C------------ - 70 (სამოცდაათი) ლარი; „-------ს ფირმის ფოტოაპარატის, MODEL: P----- - 70 (სამოცდაათი) ლარი; ჯამში ნივთების ღირებულება არის 3 400 (სამიათასოთხასი) ლარი.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ სრულად გაართვა თავი მტკიცების ტვირთის ვალდებულებას და წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-------------–---–-სა და გ--------–--------- მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ყველა ეპიზოდის ჩადენას. სააპელაციო პალატა ეთანხმება სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ დაცვის მხარის მსჯელობა დამაჯერებლობას მოკლებულია.
დაზარალებულებმა: გ--–-----–------, ნ--------------------------–------–--- ა---------------, კ--------------------, ნ-----–----–---------–-----, გ--------------–---–--, ს----------------–---–--, მ--------------- და ნ------------- დეტალურად ახსნეს, თუ რა ვითარებაში, დროის რა მონაკვეთში, რა სახეობის და ღირებულების მქონე ნივთები დაიკარგა მათგან დანაშაულებრივი ქმედების შეგდეგად. ყველა მათგანმა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, რა დროსაც ამოიცნეს მათი საცხოვრებელი ბინებიდან და ოფისებიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაუფლებული ნივთები. მათი ჩვენებები სრულ შესაბმისობაშია ნივთიერი მტკიცებულებების გასხნისა და დათვალირების და ნივთის ამოცნობის ოქმებთან.
ასევე, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ გ--–-----–------ და ამხანაგობა „--------------------ის ოფისებდან დაუფლებული ტელეფიზორები, ნ------------- კუთვნილი ოქროს ნივთები, გ----------–------–-- კუთვნილი ორი და კ-------------------- კუთვნილი ერთი ტელევიზორი, გ--------------–---–-- მეუღლის კუთვნილი ერთი ცალი საყურე, ს----------------–---–-- კუთვნილი 2 ცალი ჯვარი, მათ შორის ერთი ყუნწის გარეშე, მ-------------- კუთვნილი ტელევიზორი და შპს „-------------- კუთვნილი ლეპტოპი შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძელზე სხვადასხვა სალომბარდო დაწესებულებებში დააგირავა მსჯავრდებულმა გ--------–--------მ. რაც შეეხება დაზარალებულ ნ------------- ბინიდან დაულფებულ ნივთებს, ორი ფოტოაპარატი და პლანშეტი ამოღებული იქნა გ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას, ხოლო ტელევიზორი შპს „-------------––-- დაგირავებული იყო ტაქსის მძღოლის ვ-–-------------–-–---–-- მიერ მგზავრების თხოვნის საფუძველზე და ხელშეკრულებაში ნივთის გამტან პირად მითითებული იყო მსჯავრდებული გ-------------–---–-.
ამასთან, შპს „------------------ის თანამშრომელმა ნ----------–------–---–-- და შპს „------ დირექტორმა მ------------–--- ამოიცნეს ორივე მსჯავრდებული, რომლებმაც მათ სამუშაო ადგილას ჩააბარეს სხვადასხვა ნივთები და განმარტეს, რომ ეს პირები კარგად ახსოვთ. კერძოდ, მსჯავრდებულებმა შპს „------------------ში დააგირევეს ამხანაგობა „--------------------ის კუთვნილი „--------“ ფირმის ტელევიზორი, ხოლო შპს „----–---------------------–---–-- ბინიდან დაუფლებული ერთი ცალი საყურე და ს----------------–---–-- კუთვნილი ორი ჯვარი, მათ შორის ერთი ყუნწის გარეშე.
დაზარალებულმა გ----------–------–-- ამოიცნო გ--------–--------- მიერ დაგირავებული მისი კუთვნილი „სატურნის“ მოდელის ორივე ტელევიზორი; ამხანაგობა „--------------------ის თვამჯდომარე ა---------------, დაზარალებულებმა კ-------------------- და მ--------------- ამოიცნეს მათი კუთვნილი ასევე გ--------–--------- მიერ დაგირავებული „--------“, „---“-ის და „-------- ფირმის ტელევიზორები; გ--------------–---–-- და ს----------------–---–-- ამოიცნეს მათი კუთვნილი ოქროს ნივთები, რომლებიც გ--------–--------- მიერ დაგირავებული იქნა თანმხლებ პირთან - მოწმეთა ჩვენებებით გ-------------–---–---- ერთად; ხოლო ნ------------- ამოიცნო გ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა ნივთები და დაგირავებული ტელევიზორი.
საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი ფაქტია ისიც, რომ ნ------------- ბინიდან ამოღებული იქნა ნ--------------------- ხელის კვლები; კ-------------------- ბინიდან - გ-------------–---–-ს ხელის კვლები; გ----------------- და ნ------------- საცხოვრებელ ბინაში აღმოჩნდა როგორც გ-------------–---–--- ასევე ნ--------------------- ხელის კვლები; ს----------------–---–-- ბინიდან ამოღებული იქნა ორივე მსჯავრდებულის - გ--------–--------- და ნ--------------------- ხელის კვლები; ხოლო მსჯავრდებულ გ--------–--------- ხელის კვლის ნიმუშები იქნა აღმოჩენილი მ--------------- კუთვნილ ბინაში.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წამოდგენილ ნ--------------------- მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზეც, რომლის თანახმადაც ნ--------------------- სამართალდამცავებს მიუთითა ნ-------------, გ-------–---–------–--, კ--------------------, ნ-----–----–---------–-----, გ--------------–---–--, ს----------------–---–--, მ--------------- და ნ------------- საცხოვრებელ ბინებზე და განმარტა რომ იქ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, თითოეულ ჯერზე მოწმე აღნიშნავდა, რომ არა მარტო მყოფმა, არამედ მათ ერთად მოიპარეს ნივთები. საქმის არსებითი განხილვისას ნ--------------------- უარყო დანაშაულებრივი ქმედების გ-------------–---–---- და გ--------–---------თან, ან სხვა პირთან ერთად ჩადენა და განაცხადა, რომ იგი ყველა ეპიზოდში მოქმედებდა მარტო, თუმცა მიუხედავად ამისა, მან დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და განაცხადა, რომ ეთანხმება მასში ასახულ ყველა გარემოებას.
პალატა შეაფასებს მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - თ-------------, დ------------–---–-- და თ---------------–---–-- ჩვენებებსაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ სწორედ ნ---------------------, გ--------–--------- და გ-------------–---–-ს თანამშრომლობით, მათი აღიარებით და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილოების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფძველზე მოხდა საქმეზე მთელი რიგი მტკიცებულებების მოპოვება და დანაშაულებრივი ქმედების დროს დაუფლებული ნივთების ამოღება.
პალატის შეფასებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერება თითოეულ ჯერზე განხორციელდა საპროცესო ნორმების შესაბამისად და ოქმებში სრულყოფილადაა მითითებული ექსპერტ-კრიმინლისტებისა თუ გამომძიებლების მიერ განხორციელებული მოქმედებები, ამოღებული სუნის და ხელის კვლის ნიმუშები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში. პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ყველა საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა დათვალიერების და ნივთების და ამოცნობის ოქმების სისწორე დაადასტურეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთა ჩვენებებშიც ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ გაკეთებული განმარტებები გ-------------–---–-ს და გ--------–--------- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მსჯავრდებულების ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მსჯავრდებულთა განმარტებები, რომ მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენებები განპირობებული იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირებით, ხოლო მათგან ამოღებული და მათი დაგირავებული ნივთები ეკუთვნოდა ნ---------------------- აშკარად უსაფუძვლოა და წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს არ მიუმართავთ შესაბამისი ორგანოებისათვის და არ გაუკეთებიათ განმარტება, თუ რამ განაპირობა მათი, როგორც „უდანაშალო პირების“ მხრიდან აღიარებითი ჩვენების მიცემა. აღნიშნული მსჯავრდებულებმა განაცხადეს სასამართლოს სხდომაზე და ამ შემთხვევაშიც, დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად არ მომხდარა არგუმენტირებული მსჯელობის წარმოდგენა.
სააპელაციო პალატა აფასებს რა ბრალდების მხარის მიერ მოპოვრებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გ-------------–---–-სა და გ--------–---------ათვის ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში ქმნიან უტყუარობის ერთიან ჯაჭვს და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმდებების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ სავალდებულო არ არის მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი საფეხურია. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას. იგი ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ გ-------------–---–-ს და გ--------–--------- ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------–---–-სა და გ--------–--------- მიერ ჩადენილ ქმედებებს და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების გ--------–--------- და გ-------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. გ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, გ-------------–---–-- დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.მსჯავრდებულ გ-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
5. გ--------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 30 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 02 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 04 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 04 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, გ--------–---------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მსჯავრდებულ გ--------–--------- სასჯელის მოხიდს ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მაისიდან.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ხელის კვლები, ნერწყვის ნიმუშები, ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, მინის ბოთლი, პლასტმასის ბოთლი პარკით და მოწითალო ფერის - განადგურდეს;
-ჩანთა, ქენონის და ნიკონის ფირმის ფოტოაპარატები, პადოპიას ფირმის პლანშეტი, ლენოვოს ფირმის ლეპტოპი, TCL, სატურნის, ჰიტაჩის და ბერგის ფირმის ტელევიზორები, პულტი, ორი ცალი სუნამო, სამაჯურის ნაწილი, კალმის ჩასადები ყუთი, სამსუნგის ფირმის ლეპტოპი, ორი ცალი ჯვარი და ერთი ცალი საყურე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი