განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
330100119002812510
ინსტანცია
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100119002812510

საქმე N1ბ/1215-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15.10.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: ვ------- ც--–------–-–---–ი, ზ---- ქ------ე

 

დაცვის მხარე: ა------ ბ---------–ი

 

მსჯავრდებული: ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს, დაბადებულის - 1--- წლის 03 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მცხეთის რაიონი, სოფელი ც---------, მ--------------–-----ი, სახლი №6-ში.

 

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).

 

სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით:

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული ბრალდება.

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 დეკემბრიდან.

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჰ---–--- მ--------- ო---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა------ ბ---------–მა და ითხოვეს პირველი ისნტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა სასჯელის შემსუბუქებით.

 

აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულ ჰ---–--- მ--------- ო---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე უნდა იქნას გათვა-–-სწინებული პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ჰ---–--- მ--------- ო---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვა-–-სწინებული რომელიმე დანაშაული (ოთხი ეპიზოდი).

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევმა ჰ---–---ი მ--------- ო---–-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0.03464 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

 

2018 წლის 20 ნოემბერს, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,0151 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 200 (ორასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–- გ-------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 23 ნოემბერს, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,0128 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 400 (ოთხასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–- გ-------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 24 ნოემბერს, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,00094 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 200 (ორასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–- გ-------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

 

2018 წლის 25 ნოემბერს, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ჰ---–--- მ--------- ო---–-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,0058 გარმი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, 200 (ორასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ა-–- გ-------ზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჰ---–--- მ--------- ო---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა------ ბ---------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანა-–-ზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

პალატა, აანა-–-ზებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებს (ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის და ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენი და ქიმიური ექსპერტიზის №3298/სქ-3768/ქრ, №3300/სქ-3771/ქრ, №3305/სქ-3776/ქრ დასკვნები) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვა-–-ფიკაციით ჰ---–--- მ--------- ო---–-ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ჰ---–--- მ--------- ო---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე:

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.

 

საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის "რ " ქ/პუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეა-–-ზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; ხოლო "წ" ქ/პუნქტით გასაღებაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №181 რეგისტრაციით. ამავე კანონის დანართის შენიშვნის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში”, 189-ე ნომრად რეგისტრირებულია -“ჰეროინი“ და 0.2 გრამამდე ითვლება მცირე ოდენობად.

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. უკანონო გასაღება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემას ნებისმიერი ხერხით როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. ქმედების ამ დანაშაულად დაკვა-–-ფიცირების ერთ- ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. სუბიექტური მხრივ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვა-–-ფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.

 

დადგენილია, რომ ჰ---–--- მ--------- ო---–ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის ნებართვა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შეძენა , შენახვის და გასაღების არ გააჩნია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანა-–-ზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყა-–-ბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჰ---–--- მ--------- ო---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვა-–-ფიკაცია სწორად არის დადგენილი და დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ჰ---–---ი მ--------- ო---–- 2019 წლის 14 იანვრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჰ---–---ი მ--------- ო---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული ბრალდება, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა ქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. ჰ---–---ი მ--------- ო---–-მ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (სსკ-ის 273-ე მუხლი) მოიხადა 2017 წლის 11 სექტემბერს და შესაბამისად, ნასამართლობა გაუქარწყლდა 2018 წლის 11 სექტემბერს, ხოლო დანაშაული ჩადენილია 2018 წლის ნოემბრის თვეში. ამდენად, მაკვა-–-ფიცირებელი გარემოება - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, არ არსებობს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანა-–-ზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე - 2020 წლის 12 იანვრამდე.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყა-–-ბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვა-–-სწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანა-–-ზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპის გათვა-–-სწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვა-–-სწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე. სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამოდ მძიმე და არ არის გათვა-–-სწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბიქებელი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სწორედაც რომ გაითვა-–-სწინა ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსულ ცხოვრება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ჰ---–---ი მ--------- ო---–მა აღიარა და მოინანია დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც ბუნებრივია ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია და გათვა-–-სწინებულია სასჯელის დანიშვნისას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნის (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) გათვა-–-სწინებით, მსჯავრდებულ ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვა-–-სწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოცია-–-ზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი მასალა და ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკები, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, მობილური და სხვა ნივთები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა------ ბ---------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული ბრალდება.

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 დეკემბრიდან.

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება:

 

ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი მასალა და ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკები, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ჰ---–---ი მ--------- ო---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, მობილური და სხვა ნივთები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

ვეფხია ლომიძე