განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100118002416302
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1ბ/78-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

მარიამ ცისკარიშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - გი-------–--------ას

ადვოკატების - გე-–--------–--–---–ის, გი-----------------–--ის

მსჯავრდებულ - ავ--------–-----–--ის

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გი-------–--------ას, მსჯავრდებულ ავ--------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გი-----------------–--ისა და გე-–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ავ--------–-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), მცხოვრების ქ. თბილისი, რ------------–--------------------------------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენით:

ავ--------–-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ავ--------–-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ავ--------–-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

ავ--------–-----–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2018 წლის 26 მარტს, ღამის საათებში, ავ--------–-----–--ემ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თბილისში, რ------------–-----------------------------–- მეუღლეს ხა----------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ბრალდების შესახებ დადგენილებით ავ--------–-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 26 მარტს, ღამის საათებში, ავ--------–-----–--ე, მეუღლესა და არასრულწლოვან შვილთან ერთად, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, რ------------–-----------------------------–-, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, უეცრად გახდა აგრესიული და რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ხა----------------–---–ის მიმართ, თერთმეტი წლის არასრულწლოვანი შვილის - ნი----–---------–--ის თანდასწრებით განახორციელა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუწყო ყვირილი და ლანძღვა-გინება, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ავ--------–-----–--ემ ასევე კარადიდან გამოიღო საკუთრებაში არსებული მაკაროვის კონსტრუქციის ПМ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მეუღლეს - ხა----------------–---–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში.

ამასთან, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ავ--------–-----–--ე, ურთიერთშელაპარაკებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის ნი----–---------–--ის თანდასწრებით, მეუღლეს ხა----------------–---–ს სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, უყვიროდა, აგინებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებული ხა----------------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

აღნიშნული ქმედებებისათვის ავ--------–-----–--ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გი-------–--------ამ და მსჯავრდებულ ავ--------–-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გი-----------------–--ემ და გე-–--------–--–---–მა.

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ავ--------–-----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ მართალია დაზარალებულმა ხა----------------–---–მა, ასევე შვილმა - ნი----–---------–--ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მაგრამ გარემოება, რომ მან შეატყობინა გამოძიებას მისი მეუღლის - ავ--------–-----–--ის მხრიდან ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, მიუთითებს ავ--------–-----–--ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ ავ--------–-----–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა დასტურდება საქმეზე დაკითხული პატრულ-ინსპექტორების - ალ------------–--------ისა და გა----------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გუ-–--------------–---–ის ჩვენებით. ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ავ--------–-----–--ის ბრალეულობა.

მსჯავრდებულ ავ--------–-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თავიანთი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ავ--------–-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტებმა მიუთითეს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილის მალევე დატოვება განპირობებული იყო იმით, რომ იქ არ მომხდარა ის ფაქტი, რაშიც ბრალი დაედო ავ--------–-----–--ეს. პატრულ-ინსპექტორ გა----------ის ჩვენებით, დაზარალებულმა მათი დანახვისთანავე დაკარგა გონება, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ გონების დაკარგვისას ხა----------------–---–ი დაცემულიყო ან კიბის მოაჯირს ან კედელს მიჯახებოდა და სწორედ ეს გამხდარიყო მის სხეულზე არსებული დაზიანების მიზეზი, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო პერსონალს ხა----------------–---–ისათვის ხელი ჰქონდათ მოკიდებული და ისე ჩაჰყავდათ, რაც ბადებს ეჭვს მის მაჯაზე არსებული დაზიანების განვითარების შესახებ, ამას გარდა, სამედიცინო პერსონალის მიერ ხა----------------–---–ისათვის წვეთოვანის დადგმა შესაძლებელია გამხდარიყო სისხლნაჟღენთის წარმოშობის მიზეზი. აქედან გამომდინარე, აპელანტმა დაასკვნა, რომ სახეზე იყო მხოლოდ დაზიანების მიყენების ვარაუდი და ეჭვი.

დაცვის მხარის მითითებით, გასაჩივრებული განაჩენი ძირითადად აპელირებს არა სამართლებრივი კატეგორიებით, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებულ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციაზე. სასამართლო შეეცადა ირიბი მოწმეების - პატრულ-ინსპექტორების გა----------ისა და ალ------------–--------იძის აშკარად ირიბ ჩვენებებზე განეცხადებინა, რომ ისინი შინაარსობრივად ერთმნიშვნელოვნად ირიბი არ არის, რაც ადასტურებს სასამართლოს მხრიდან მცდელობას, რომ ირიბი ჩვენებები პირდაპირ ჩვენებებად წარმოაჩინოს და თვალი დახუჭოს ისეთ შეუსაბამობებზე, როგორიც არის დაზარალებულის სხეულზე ვიზუალური დათვალიერების დროს პოლიციელთა მხრიდან რაიმე დაზიანების შეუმჩნევლობა, რასაც თავად დაზარალებულიც ადასტურებდა და მეორეს მხრივ, ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის განცდის რეალობის შემოწმების შეუძლებლობის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, ანუ კანონის მოთხოვნის დარღვევა და ეჭვის არა ბრალდებულის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ გამოყენება. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებს ამყარებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულს დაზიანებები შესაძლოა მიეღო საქმის გარემოებებში მითითებულ დროს. დაცვის მხარის განმარტებით, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ დაზარალებულს აღნიშნული დაზიანებები მიეღო სხვა დროსა და სხვა გარემოებებში, რაც ექსპერტმა სასამართლოში დაკითხვის დროსაც დაადასტურა.

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მსჯავრდებულ ავ--------–-----–--ის პიროვნება, ის ფაქტი, რომ იგი არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისგანაც. საბრძოლო მოქმედების ფარგლებში მიღებული აქვს 14 შემავალი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ის იყო ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო დაცვის მხარემ ავ--------–-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ავ--------–-----–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ავ--------–-----–--ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ავ--------–-----–--ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცვლი ადვოკატების მსჯელობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ირიბი ჩვენებების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს №548 გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ და განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერების ნაწილში და მიიჩნევს, რომ მოძალადის მიმართ შიში და ერთობლივად აღებული სასესხო ვალდებულების დამოუკიდებლად შესრულების შეუძლებლობა, შესაძლოა წარმოადგენდეს იმ ობიექტურ მიზეზს, რის გამოც ვერ მოხერხდა ხა----------------–---–ის დაკითხვა და ირიბი ჩვენების გადამოწმება.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ირიბი მოწმეების - გა----------ისა და ალ------------–--------იძის ჩვენებების შინაარსს, არამედ ამ ჩვენებების ირიბ ხასიათზე აკეთებს აქცენტს, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძვლად მიაჩნია. სასამართლომ უკვე განმარტა, თუ რატომ არის დასაშვები აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გაზიარება მათი ირიბი ხასიათის მიუხედავად, თუმცა დამატებით მიუთითებს, რომ მართალია, აღნიშნული პირები არ ყოფილან ავ--------–-----–--ის მხრიდან უშუალოდ ძალადობის განხორციელების მოწმეები, მაგრამ ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ მყისიერად და ძალადობის განხორციელების შემდგომი სურათი დეტალურად აღწერეს, რაც თანხვედრაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:

 

სამედიცინო ექსპერტიზის №002502018 დასკვნით დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ იქნა ძალადობის კვალი. დასკვნის მიხედვით, ხა----------------–---–ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელმა პირმა ექსპერტს განუცხადა, რომ 2018 წლის 26 მარტს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ორივე ხელი მოუჭირა კისრის არეში და ახრჩობდა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–-------------–---–მა.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია ხა----------------–---–ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი და რომ ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ის გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს, რომ ხა----------------–---–ი გონების დაკარგვისას შესაძლოა დაცემულიყო ან კიბის მოაჯირს ან კედელს მიჯახებოდა და სწორედ ეს გამხდარიყო მის სხეულზე არსებული დაზიანების მიზეზი, ასევე, სამედიცინო პერსონალს ხა----------------–---–ისათვის ხელის მოკიდების შედეგად მიეყენებინათ მაჯაზე არსებული დაზიანება, ხოლო, წვეთოვანის დადგმა შესაძლებელია გამხდარიყო სისხლნაჟღენთის წარმოშობის მიზეზი. ასეთი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას წარმოუდგენია დაცვის მხარეს, რის გამოც მისი გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოსაზრებას, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ავ--------–-----–--ის მხრიდან ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან ხა----------------–---–ის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის სურათს. აქ მოიაზრება როგორც პატრულ-გამომძიებლების - ალ------------–--------იძისა და გა----------ის ჩვენებები, რომლებიც შეტყობინების მიღებიდან მცირე დროში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და აღწერეს არსებული ვითარება, ასევე ექსპერტიზის დასკვა, რომლითაც დადასტურებულია დაზიანებების არსებობა დაზარალებულის სხეულზე, რომელიც დროში არ არის ამცდარი შემთხვევის თარიღთან, ასევე დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ოჯახური ძალადობა, რასაც ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს თავად მსხვერპლი ხა----------------–---–ი. ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ მსხვერპლს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და №0210 ბრიგადამ იგი გადაიყვანა სტაციონარში.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ავ--------–-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, ვინაიდან, თვლის, რომ მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით, რომელთა შორის არ შეინიშნება რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას ავ--------–-----–--ის მიერ დაზარალებულის მიმართ ოჯახური ძალადობის არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ ავ--------–-----–--ის ქმედებების თავდაპირველი კვალიფიკაციის დამადასტურებელ არგუმენტად აპელანტს მოჰყავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთაც პალატის მიერ ნაწილობრივ შეფასება უკვე მიეცათ.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ავ--------–-----–--ის ბრალდება იმ ნაწილში, სადაც მას ბრალად წარედგინა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არ არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი, თუნდაც ირიბი მტკიცებულებით, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ხა----------------–---–მა და არასრულწლოვანმა მოწმემ ნი----–---------–--ემ, რომლებიც არიან მსჯავრდებულ ავ--------–-----–--ის მეუღლე და შვილი, უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ამასთან, ავ--------–-----–--ის ბრალდების ამ ნაწილში დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული არც ერთი სხვა მტკიცებულებით. საქმის ირგვლივ დაკითხული სხვა მოწმეები კატეგორიულად არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტის განხორციელების დროს არასრულწლოვნის შემთხვევის ადგილზე ყოფნას. დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი ნი----–---------–--ე გამომძიებლებს დახვდათ შემთხვევის ადგილზე, თუმცა ცალსახად არაა დადგენილი, ის ესწრებოდა თუ არა ძალადობის ფაქტს.

სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებასთან დაკავშირებით კი პალატა განმარტავს, რომ არც ამ ნაწილშია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი ავ--------–-----–--ისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავ--------–-----–--ის ბინის ჩხრეკის დროს ბრალდებულის საძინებელში აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, არ შეიძლება გახდეს მისი ამ ბრალდებით დამნაშავედ ცნობის საფუძველი. მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ მას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომლის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმებით. მოცემულ შემთხვევაში კი, უშუალო მსხვერპლის მიერ მუქარის ფაქტის განხორციელების არც ფორმაზე და არც აღქმაზე ინფორმაცია მოწოდებული არ არის. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ავ--------–-----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მუქარის ფაქტის დასადასტურებლად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ავ--------–-----–--ის დამნაშავეობაში ბრალდების ამ ნაწილში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ავ--------–-----–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ავ--------–-----–--ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გი-------–--------ას, მსჯავრდებულ ავ--------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გი-----------------–--ისა და გე-–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ავ--------–-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ავ--------–-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ავ--------–-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ავ--------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 6 დეკემბრიდან. ავ--------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 26 მარტიდან - 2018 წლის 2 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის დანიშნული სასჯელი მას უკვე მოხდილი აქვს.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ავ--------–-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და 31 ობიექტი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში) დროებით შესანახად გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს ავ--------–-----–--ისთვის განკარგვის უფლების შენარჩუნებით, ფლობისა და სარგებლობის უფლების გარეშე, მსჯავრდებულის ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე.

 

-ტყავის ქამარი ბუდით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე