განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100118002450192
ინსტანცია
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002450192

საქმე №1ბ/183-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, გიორგი სვანიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა-----------–---–ის

ადვოკატ - ნა----------------–----ის

მსჯავრდებულ - ირ---–----------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ირ---–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ირ---–----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონეს, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის გულრიფშის რაიონის ს------–--------–---–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ნ--------–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

 

ირ---–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

ირ---–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

ირ---–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ირ---–----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ირ---–----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი სამი პირის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ირ---–----------ი და ლა-–-----------ია იმყოფებიან ქორწინებაში და ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი - ნი------------ი, ბა--------------ი, მა--------------ი და შა---–----------ი. 2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით, ქ. თბილისში, ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ირ---–----------ი მეუღლის ლა-–-----------იას მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც ლა-–-----------იას ფიზიკურ ტანჯვას იწვევდა. ასევე 2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ირ---–----------ი არასრულწლოვანი შვილების ნი------------ის და ბა--------------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც ნი------------ის და ბა--------------ის ფიზიკურ ტანჯვას იწვევდა. ანალოგიური ქმედებები ირ---–----------მა განახორციელა ასევე 2017 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა მეუღლეს ლა-–-----------იას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულზე ლა-–-----------იამ მეუღლეს მოუწოდა სიმშვიდისკენ, რაზეც ირ---–----------ი გახდა აგრესიული და ლა-–-----------იას ყელის არეში მოუჭირა ხელები, რა დროსაც ლა-–-----------ია ითხოვდა შველას. აღნიშნულზე გაეღვიძათ სახლში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებს და ზემოხსენებული ფაქტის დანახვის დროს მა----------–----–---------ებმა დაიწყეს ტირილი, ხოლო ბა----- და ნი------------ები შეეცადნენ მშობლების გაშველებას. რის შემდგომაც, ირ---–----------მა მეუღლეს ლა-–-----------იას გაუშვა ხელები ყელის არედან და ბავშვების მიმართ დაიწყო ძალადობა, კერძოდ, ბა--------------ს ურტყამდა ფეხებს ფეხის არეში და ხელებს თავის არეში, ხოლო ნი------------ი მოქაჩა თმებიდან. აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ, ნი------------მა და ბა--------------მა განიცადეს ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: ბა--------------ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა ხელებს და ფეხებს, რის გამოც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, ლა-–-----------ია შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ირ---–----------მა ლა-–-----------იას თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 28 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლურ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს მოსთხოვა გაეღვიძა და მოეტანა მისთვის მაღაზიიდან არაყი, თუმცა ბა--------------ი ვერ იღვიძებდა, რის გამოც ირ---–----------მა მას დაუწყო ფეხების დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, ლა-–-----------ია შეეცადა მეუღლის შეჩერებას, რის გამოც ირ---–----------მა ლა-–-----------იას სახის არეში გაარტყა ხელი, აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 28 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ირ---–----------ი არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს ურტყამდა ხელებსა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, ლა-–-----------ია შეეცადა მათ გაშველებას, რის გამოც ირ---–----------მა ლა-–-----------იას თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 23 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა ლა-–-----------იას თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო შემდგომ ხელებზე უჭერდა ხელებს, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 20 დეკემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ლა-–-----------იამ ირ---–----------ს უთხრა, რომ აპირებდა სასწრაფო დახმარების გამოძახებას მათი შვილების შა---–----------ის ავადმყოფობის გამო, აღნიშნულზე ირ---–----------ი გახდა აგრესიული და სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით ლა-–-----------იას მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, გადაუგრიხა ხელები, ხოლო შემდგომ ყელის არეში მოუჭირა ხელი. რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის დეკემბრის თვეში, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს ლა-–-----------იას თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 22 თებერვალს ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ირ---–----------ი არასრულწლოვან შვილებს ნი------------სა და ბა--------------ს აძალებდა საჭმლის ჭამას, რასთან დაკავშირებითაც ლა-–-----------ია შეეკამათა, აღნიშნულის გამო ირ---–----------მა ლა-–-----------იას პრტყელტუჩა ორჯერ ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის შემდგომ ირ---–----------მა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ სხეულის სხვადასხვა მიდამოში ურტყამდა ფეხებს, ხოლო შემდგომ თავი მიარტყმევინა კარზე, რის შედეგადაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 04 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა მეუღლის ლა-–-----------იას მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა მუშტი ყბის არეში, ხოლო შემდგომ ყელის არეში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 25 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ირ---–----------მა არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს უთხრა, რომ მისთვის მოეტანა სკამი, რაც ვერ გაიგო ბა--------------მა, აღნიშნულის გამო ირ---–----------მა ბა--------------ს თავის არეში ჩაარტყა ტელეფონი, რის გამოც ბა--------------ი ცდილობდა მამისგან თავის დაღწევას და გაიქცა ეზოში, თუმცა მას დაეწია ირ---–----------ი და დაუწყო ფეხებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში ცემა, რა დროსაც ბა--------------მა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა წაიქცა და თავი დაარტყა ეზოში განთავსებულ რკინის ჯამს. აღნიშნულის შედეგად ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 01 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ირ---–----------მა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ ფეხის არეში რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 04 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ირ---–----------მა მეუღლე ლა-–-----------ია მოქაჩა თმებიდან, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 08 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში ნ--------–------------ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლურ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლე ლა-–-----------ია მოქაჩა თმებიდან და დაარტყა მუშტი თავის არეში, ხოლო შემდგომ ურტყამდა ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილები ნინო და ბა--------------ები შეეცადნენ მათ გაშველებას, რის გამოც ირ---–----------მა ნი------------ს ყელის არეში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც ნი------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით, ირ---–----------ი მეუღლეს ლა-–-----------იას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა და ლანძღავდა. ასევე არასრულწლოვან შვილებს ნი------------ს და ბა--------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ანალოგიური ქმედებები ირ---–----------მა მათ შორის განახორციელა - 2017 წლის 18 მარტს, 2017 წლის 28 აპრილს, 2017 წლის 28 აგვისტოს, 2017 წლის 23 ნოემბერს, 2017 წლის 20 დეკემბერს, 2018 წლის 22 თებერვალს, 2018 წლის 4 მარტს და 25 მარტს, 2018 წლის 1 აპრილს, 4 აპრილს და 8 აპრილს. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლა-–-----------იამ, ნი------------მა და ბა--------------მა განიცადეს ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ირ---–----------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო პროცესზე დაკითხული დაზარალებულების - ლა-–-----------იას და ბა--------------ის ჩვენებებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ირ---–----------ი სისტემატურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე. სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, ლა-–-----------იამ, ნინო და ბა--------------ებმა ვერც კი გაიხსენეს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში აღწერილი ფაქტები და ბრალდების მხარე იძულებული გახდა გამოექვეყნებინა ისინი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და რაც გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

აპელანტმა აღნიშნა, რომ მას მეუღლესთან - ლა-–-----------იასთან კონფლიქტი ჰქონდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს სურდა ღამის ბარში მუშაობის დაწყება. ირ---–----------ს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, აწუხებს ხერხემალი და ლა-–-----------იას ღამის ბარში მუშაობის დაწყებით მათი ოთხი მცირეწლოვანი შვილი უპატრონოდ დარჩებოდა. რაც შეეხება შვილთან - ბა--------------თან კონფლიქტის მიზეზს, აპელანტმა მიუთითა, რომ მას მიდრეკილება ჰქონდა ცუდი ქცევებისკენ, კერძოდ, იყო ორი შემთხვევა, როდესაც ბა--------------ი ფულზე თამაშობდა, ასევე, მეზობლის ეზოში მდგარი მაცივრიდან წაიღო ძარა და აღნიშნული ძარის ფულს მეზობელი სთხოვდა ირ---–----------ს. მსჯავრდებულის მითითებით, მან მხოლოდ დატუქსა შვილი ცუდი საქციელების გამო და უკანა ტანზე ხელი მოარტყა, სხვა ძალადობრივ ქმედებებს კი მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ირ---–----------მა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა მოწმე ფა-------–-------ას ჩვენებაზე, რომელმაც აქცენტი გააკეთა თავად ლა-–-----------იას პიროვნებაზე. აპელანტმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმართული იყო მის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ვალდებული იყო ყოველმხრივ და ობიექტურად ჩაეტარებინა და დაედგინა სიმართლე. მას მიაჩნია, რომ მოწმე ფა-------–-------ას ჩვენება არასწორად განმარტა სასამართლომ. მოწმემ ჩვენების მიცემისას რამდენჯერმე დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია მათ ოჯახში ვითომდა მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით. თავდაპირველად განმარტა, რომ არ დაუნახავს ირ---–----------ის მხრიდან მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ხოლო შემდეგ აღნიშნა, რომ თურმე შეესწრო ჩხუბის ფაქტს, სადაც მსჯავრდებული და ლა-–-----------ია ერთმანეთს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. აპელანტის აზრით, მოწმის მიერ დაფიქსირებული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ვინაიდან არ იყო სარწმუნო და არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა მოწმე კა--------------ას მიერ გამოძიების ეტაპზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მიცემული არასარწმუნო ჩვენება. აპელანტს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან ვითომდა ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებს ადასტურებენ მხოლოდ დაზარალებულები, რომელთა შორის არის შურისმაძიებელი მეუღლე - ლა-–-----------ია და უპატრონოდ დარჩენილი მისი შვილები, რომლებიც, აპელანტის მითითებით, არიან დედისგან დარიგებულები. ირ---–----------მა ასევე მიუთითა ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც, მისი აზრით, შესაბამისობაში არ მოდის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ, მასში აღწერილია, რომ 2018 წლის 08 აპრილს ბა--------------მა თავის არეში მიიღო დაზიანება, მაგრამ გამოკითხვის ოქმებში სრულიად სხვა თარიღია მითითებული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ირ---–----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ირ---–----------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ირ---–----------მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ, ასევე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი სამი პირის მიმართ, კერძოდ:

აპელანტი მიუთითებს, რომ მისი მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ შურისმაძიებელი დაზარალებულისა და დედის მიერ დარიგებული მისი შვილების ჩვენებები, თუმცა რაიმე ობიექტურ მიზეზებზე, რაც გახდებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი, დაცვის მხარეს არ მიუთითებია. აღნიშნული მოწმეები თანმიმდევრულად და ნათლად გადმოსცემენ საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

დაზარალებულ ლა-–-----------იას მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე არის ირ---–----------ი, მათ ჰყავთ ოთხი შვილი, ნი------------ი, ბა--------------ი, მა--------------ი და შა---–----------ი. მას 2017 წლიდან ირ---–----------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ირ---–----------ი აგრესიული ხდებოდა, როდესაც იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც უწმაწურ სიტყვებით მიმართავდა მას და მის შვილებსაც. ირ---–----------ის ქმედებებით, იგი განიცდიდა ტანჯვას და ტკივილს, ასევე ბავშები იყვნენ ცუდ მდგომარეობაში, რომლებიც იტანჯებოდნენ და განიცდიდნენ მომხდარ ფაქტს. ლა-–-----------იამ დაადასტურა 2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით პერიოდში მისი და მისი შვილების მიმართ ირ---–----------ის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები და დეტალურად აღწერა 2017 წლის 18 მარტს, 2017 წლის 28 აპრილს, 2017 წლის 28 აგვისტოს, 2017 წლის 23 ნოემბერს, 2017 წლის 20 დეკემბერს, 2018 წლის 22 თებერვალს, 2018 წლის 4 მარტს და 25 მარტს, 2018 წლის 1 აპრილს, 4 აპრილს და 8 აპრილს განვითარებული მოვლენები.

 

არასრულწლოვანი დაზარალებულის ბა--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ, რომ სახლში ცხოვრობდნენ, დედა - ლა-–-----------ია, მამა - ირ---–----------ი, ძმა - შა---–----------ი და დები - ნინო და მა--------------ები. მისი მამა იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ეჩხუბებოდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი მას, ნი------------ს და ლა-–-----------იას ხშირად სცემდა და უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდა. ხშირად აიძულებდა ღამის საათებში ქუჩაში გასულიყო და შეეძინა სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი. მას ძალიან ეშინოდა მამამისის, ვინაიდან იგი სისტემატურად სცემდა უმიზეზოდ. მის პატარა ძმას ირ---–----------ი ცუდად ეპყრობოდა, კბენდა და აცხადებდა, რომ არაფერი არ დაუშავდებოდა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, კერძოდ, 2018 წლის 08 აპრილს, სახლში იმყოფებოდა ყველა ოჯახის წევრი, ირ---–----------ი იყო წინა დღის ნასვამი, მან მოსთხოვა სიგარეტის შეძენა მაღაზიაში. სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, მაღაზია დახვდა დაკეტილი და მამამისს ვერ მიუტანა სიგარეტი. აღნიშნულზე ირ---–----------ი გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა უწმაწურ სიტყვებს. რამდენიმე ხანში მათ ესტუმრა ირ---–----------ის მეგობარი კ---- ლა-–-----------იამ გაშალა სუფრა, რომელსაც მიუსხდნენ ირ---–----------ი და მისი მეგობარი კახა. მან გაიგო სახლიდან მისი ძმის შა---–---------ის ტირილის ხმა, ის და ნი------------ი შევიდნენ სახლში და დაინახეს, რომ ირ---–----------ს თმებით ეჭირა ლა-–-----------ია და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ლა-–-----------ია კიოდა და თხოვდა ირ---–----------ს თავი დაენებებინა. მან და ნი------------მა მოუწოდეს ირ---–----------ს რომ თავი დაენებებინა დედისთვის. შემდეგ ლა-–-----------ია შევარდა მეორე ოთახში, სადაც გაჰყვა ირ---–----------ი, მან ლა-–-----------იას დაუწყო ცემა, გასაშველებლად მისულ ნი------------ს ირ---–----------ი მიუტრიალდა წააქცია საწოლზე და ყელში მაგრად მოუჭირა ხელები, ასევე უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდა. მას ირ---–----------ი უშლიდა ,,ჩიპიკაოს“ თამაშს და უცხადებდა, რომ არ ეთამაშა ეს თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და ციხეში ჩასვამდნენ. აღნიშნულის გამო ირ---–----------მა იგი სცემა და ეზოში დააგდო ატირებული, შემდეგ სახლში მოუხმო და იატაკის ჯოხი თავში ჩაარტყა, მან განიცადა ტკივილი. მან ასევე დაადასტურა, რომ ირ---–----------მა სკამის მასთან მიტანის გამო თავში მობილური ტელეფონი ჩაარტყა. მან განიცადა ტკივილი იგი გარეთ გაიქცა, მას ეზოში დაეწია მამამისი ირ---–----------ი, რომელმაც სახის არეში ხელი გაარტყა, იგი წაიქცა და ჯამს თავი დაარტყა, რის შედეგადაც თავი გაუტყდა და თავიდან სისხლი წამოუვიდა. მან ასევე დაადასტურა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–----------მა ძალით აჭამა ცომი და უმი გატარებული ხორცი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურდა მისი ჭამა, იმდენად იყო შეშინებული, რომ ძალით ჭამა. ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ირ---–----------მა გარკვეული დროით ჩაკეტა ძაღლის ქოხში. ანალოგიურად მოექცა პატარა შა---–---------ს, რომელიც ძაღლის ქოხში გამოამწყვდია. დედამისს ლა-–-----------იას ეშინოდა ირ---–----------ის, რის გამოც მას არ მიუმართავს ნათესავებისთვის. ასევე ისიც იყო შეშინებული და მას არ მიუმართავს არც ექიმისთვის და არც სხვა პირისთვის განუცხადებია მომხდარი ფაქტების თაობაზე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნი------------მა, რომელმაც დაადასტურა, რომ მამამისი ირ---–----------ი ხშირად სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას, დედამისს ლა-–-----------იას და მის ძმას ბა--------------ს, ისინი განიცდიდნენ ფიზიკურ ტანჯვას და ტკივილს და მათ ეშინოდათ ირ---–----------ის. სააღდგომო დღესასწაულის დღეებში, ირ---–----------მა ლა-–-----------იას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელში მოუჭირა ხელები, შემდეგ კი როდესაც ის გასაშველებლად მივიდა მას მოუჭირა ხელები ყელში. ასევე მის ძმას ირ---–----------მა ძალით აჭამა უმი ცომი და უმი ხორცი. იყო შემთხვევა, როდესაც ჯოხით სცემდა მას და ბა--------------ს. ცემის შედეგად, როგორც ბა--------------ს, ასევე ლა-–-----------იას აღენიშნებოდათ დაზიანებები. ვინაიდან ოჯახის წევრებს ეშინოდათ ირ---–----------ის, ისინი არ მიმართავდნენ არც ექიმს და არც სხვა პირს დასახმარებლად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას დაზარალებულის მიკერძოებულობასა და შედეგით დაინტერესებულობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ასევე, არაა დადასტურებული დედის - ლა-–-----------იას გავლენის ფაქტი თავის არასრულწლოვან შვილებზე, მათ მონათხრობში არ არის არსებითი აცდენაც კი, ისინი მაქსიმალური თანმიმდევრულობით გადმოსცემენ მოვლენებს, რომლებიც გამყარებულია საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებითაც. მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მის მეუღლესთან და შვილთან არსებული კონფლიქტის მიზეზებზე და მიაჩნია, რომ ლა-–-----------იას ღამის კლუბში მუშაობის სურვილი, ან არასრულწლოვანი შვილის ფულზე თამაშით გატაცება არ შეიძლება გახდეს ოჯახის წევრებზე სისტემატური ძალადობის განხორციელების გასამართლებელი არგუმენტი.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მოწმე ფა-------–-------ას ჩვენებაზე და მიაჩნია, რომ მისი წინააღმდეგობრიობის გამო ის სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, რასაც პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მოწმე ფა-------–-------ას ჩვენებით დადასტურებულია ირ---–----------ის მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობის ფაქტის სისტემატურობა, კერძოდ, ირ---–----------ის და ლა-–-----------იას სახლიდან ხშირად გამოდიოდა ყვირილის, შეურაცხყოფის და ჩხუბის ხმა. მან აღნიშნა, რომ ნასვამი ირ---–----------ი თმებში სწვდა ლა-–-----------იას და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ირ---–----------მა ლა-–-----------იას სახის არეში ჩაარტყა მუშტი, ხოლო აღნიშნული ფაქტის შემხედვარე ბავშვები იყვნენ შეშინებულები და კანკალებდნენ. მან ასევე დაადასტურა, რომ ხშირად ირ---–----------ი შვილებს ღამის საათებში აგზავნიდა სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელის შესაძენად. მან განაცხადა, რომ ლა-–-----------იას და ირ---–----------ს აქვთ გამუდმებული, სისტემატიური კონფლიქტი, მათი სახლიდან გამუდმებით ისმის ყვირილის, გინების, ლანძღვის, ბავშვების ისტერიული ტირილის ხმები. იგი შესწრებია ფაქტს, როდესაც ირ---–----------მა ლა-–-----------იას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, 2018 წლის 4 მარტს როდესაც ის სტუმრად იმყოფებოდა ლა-–-----------იასთან, ირ---–----------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელმაც ჯერ ლა-–-----------იას დაუწყო გინება, შემდეგ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ირ---–----------ი ლა-–-----------იას წვდა თმებში და ყბაში დაარტყა მუშტი, შემდეგ კი ყელში მოუჭირა ხელები. ირ---–----------ი დაემუქრა ლა-–-----------იას თუ იგი შეატყობინებდა მომხდარს პოლიციას, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. ირ---–----------სა და ლა-–-----------იას შორის კონფლიქტის ფაქტი ასევე დაადასტურა ერთ-ერთი ეპიზოდის თვითმხილველმა მოწმემ კა--------------ამ, რომელმაც განმარტა, რომ ჩხუბის დროს შუაში ჩაუდგა ირ---–----------ს.

 

დაცვის მხარე აქცენტს აკეთებს ასევე ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც ჩატარებულ იქნა არასრუწლოვან ბა--------------ის მიმართ და აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებულ თარიღსა და ექსპერტიზის დასკვნაში ასახულ დაზიანების მიღების თარიღს შორის არსებობს განსხვავება. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 10.04.2018 წ. მოქ. ბა--------------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები თხემ-კეფის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობის და მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით თხემ-კეფის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სისხლნაჟღენთი ბარძაყის მიდამოში ხანდაზმულობით დაახლოებით 6-9 დღისაა. პალატა განმარტავს, რომ ირ---–----------ის მხრიდან არასრუწლოვან ბა--------------ზე განხორციელებული ძალადობის სისტემატურობიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული, ბა--------------ზე არსებული დაზიანებების მიყენების დროის შუალედი, სრულად თანხვედრაშია საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

ირ---–----------ის მიერ მასზე მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - გი----------------ისა და გი----------------იძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნებით, რომელთა სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ირ---–----------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ირ---–----------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით; მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი სამი პირის მიმართ., ე. ი. დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ირ---–----------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემატურობას, ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ირ---–----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ირ---–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ირ---–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

ირ---–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

ირ---–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ირ---–----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ირ---–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ირ---–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 აპრილის 14:10 საათიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე