განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
030100119002795791
ინსტანცია
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030100119002795791

საქმე №1/ბ-657-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ზ-------ს ძე ს---------ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.-----------------–---–ის ქ. N25/1;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ს---------მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ.ფოთში, ნ----------–---–ის ქ. N25/1-ში მდებარე მ------ ს---------ს საცხოვრებელ სახლში, ეს უკანასკნელი პოლიციის მუშაკს - კ-----------–-----ს მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით სწვდა ყელში და შემოახია სამსახურებრივი უნიფორმა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით მ------ ს--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- კ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენში და მსჯავრდებულ მ------ ს---------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, საშოშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------ ს---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ მ------ ს---------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: დ--–- ა-–----ს, კ-----------–-----ს, ნ--- რ-------ს, ლ---- კ--–------ს, ვ------- ბ-----ს, ნ---- ს-------ს, გ------- ლ-------ს, ი-----–- მ-------ს, ზ---- მ----–---–ის, ნ----–- გ--------ს, მ--- ქ--------ს ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, სასამართლ-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ------ ს---------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ მ------ ს---------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ------ ს---------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და განუსაზღვრა სასჯელი,საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში, ჯარიმის სახით.

 

პალატას მიაჩნია, რომ მ------ ს---------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი მ------ ს---------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

მ------ ს--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, მ------ ს---------ს, 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ------ ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს უზრუნველსაყოფად დ--–- ა-–----ს (პ.ნ 4----------) კუთვნილ წილზე - დ--–- ა-–----ს და მ------ ს---------ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.-----------------–---–ის ქ.N25, ს.კ. 0-----------------, 8000 (რვა ათასი) ლარის წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცება: კ-----------–-----საგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმა (1ცალი პერანგი), რომელიც ინახება შსს ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოში, შენახულ იქნას საქმის შენახვის (მომდევნო განკარგვამდე) ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე