განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
010100119003048520
ინსტანცია
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003048520

საქმე №1/ბ-662-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- ვ-–--------ის ძე ჯ----ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქობულეთი, რ---------–-ს ქ. N118;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ----- ჯ----მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16 აპრილს, აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ თ----- ჯ----ს მიმართ 30 დღის ვადით გაცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც მას როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, ა--------- გ-------ას, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მიუხედავად ამისა, 2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით თ----- ჯ---- არაერთხელ მივიდა ქალაქ ქობულეთში, რ---------–-ს ქ.N121, ბინა N95-ში მდებარე ა--------- გ-------ას საცხოვრებელ სახლში, ასევე არაერთხელ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან ა--------- გ-------ას მობილურ ტელეფონზე განახორციელა სატელეფონო ზარები და აგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით თ----- ჯ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 საათის ვადით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

1.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენში და მსჯავრდებულ თ----- ჯ----ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, საშოშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებული თ----- ჯ---- პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს მის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 03 ივლისს გამოტანილი განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ----- ჯ----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ თ----- ჯ----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, 2019 წლის 16 აპრილის შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულ ა--------- გ-------ას ჩვენებით, მოწმეების: ზ------ მ–----აძის, რ----- ხ-----ს, ო-–-- გ--------ის ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ თ----- ჯ----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ თ----- ჯ----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ თ----- ჯ----ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და განუსაზღვრა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

 

პალატას მიაჩნია, რომ თ----- ჯ----ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი თ----- ჯ----ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

თ----- ჯ---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 (ორას თხუთმეტი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ----- ჯ----ს, 2019 წლის 15 მაისიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და განესაზღვროს საზოგადობისათვის სასარგებლო შრომა 185 (ასოთხმოცდახუთი) საათის ვადით.

 

თ----- ჯ----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ლ---- ს-----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქობულეთი, დაბა ო--------ი, კ--------ს ქუჩის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი 2-----------) – 10 000 (ათი ათასი) ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში.

 

თ----- ჯ----ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე