განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002818088
საქმე №1ბ/1064-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
მერი ლაბარტყავას, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–---–ის
მსჯავრდებულ: ტ--------------–---ის
ადვოკატ: გ------------------–---–ის, მ-------------–--ის
თარჯიმან: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ტ--------------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-------------–--ის და გ------------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ ტ--------------–---ის, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: მ--------–---------------------–--–-–------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ--------------–---მა ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით;
მანვე ჩაიდინა, ცრუ ჩვენება, ესე იგი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით გამოძიების დროს და სასამართლოში, ჩადენილი პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში;
მანვე ჩაიდინა ცრუ ჩვენება, ესე იგი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით გამოძიების დროს და სასამართლოში, ჩადენილი პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში;
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 2---- საათზე, მ--------–--------------------–--–-–------ში, ზ-----------------ს და ნ--------------ს შეკამათება მოუვიდათ ნ---------------თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ--------------მა მის ხელთ არსებული დანით მოკვლის მიზნით ნ-----------------ს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარვის შედეგად. მომხდარ ფაქტზე, 2018 წლის 13 დეკემბერს, მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N------------ საქმეზე. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:35 საათზე, მარნეულის რაიონულ სამმართველოს მიმართა ტ---------------–---მა, რომელმაც განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნ----------------ის დაჭრასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, საქმის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხულმა ტ--------------–---მა, პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, ცრუდ დაასმინა ნ--------------ი და ზ-----------------ი, თითქოს მათ დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს ნ---------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ნ---------------ს დანა დაარტყა არა მარტო ნ--------------მა, არამედ ზ-----------------მაც. აღნიშნული გარემოება ტ--------------–---მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც.
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 2---- საათზე, მ--------–--------------------–--–-–------ში, ზ-----------------ს და ნ--------------ს შეკამათება მოუვიდათ ნ---------------თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნასიბ ოსმანოვმა მის ხელთ არსებული დანით მოკვლის მიზნით ნ---------------ს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სოცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარევის შედეგად. მომხდარ ფაქტზე, 2018 წლის 13 დეკემბერს, მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N------------ საქმეზე. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:35 საათზე, მარნეულის რაიონულ სამმართველოს მიმართა ტ--------------–---მა, რომელმაც განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნ---------------ის დაჭრასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, საქმის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხულმა ტ--------------–---მა, პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, გამოძიებისას მისცა ცრუ ჩვენება და განმარტა, რომ პირადად შეესწრო დაჭრის ფაქტს. მან აჩვენა, რომ ნ---------------ს დანა დაარტყა არა მარტო ნ--------------მა, არამედ ზ-----------------მაც. აღნიშნული გარემოება ტ--------------–---მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმეტის დროსაც.
2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 2---- საათზე, მ--------–--------------------–--–-–------ში, ზ-----------------ს და ნ--------------ს შეკამათება მოუვიდათ ნ---------------თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ--------------მა მის ხელთ არსებული დანით მოკვლის მიზნით ნ---------------ს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარევის შედეგად. მომხდარ ფაქტზე, 2018 წლის 13 დეკემბერს, მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N------------ საქმეზე. გამოძიების პროცესში ტ--------------–---მა განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნ---------------ის დაჭრასთან დაკავშირებით. მოწმის სახით დაკითხულმა ტ--------------–---მა გამოძიებისას მისცა ცრუ ჩვენება და განმარტა, რომ პირადად შეესწრო დაჭრის ფაქტს. მან აჩვენა, რომ ნ---------------ს დანა დაარტყა არა მარტო ნ--------------მა, არამედ ზ-----------------მაც. ნ--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 19,108-ე მუხლით, განხილულ იქნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც 2018 წლის 21 აგვისტოს, ქ------–---ში, მოწმის სახით დაკითხვისას პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, ტ--------------–---მა სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, გაიმეორა გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ნ---------------ს დანა დაარტყეს, როგორც ზ-----------------მა, ასევე ნ--------------მა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით:
ტ--------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ტ--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ტ--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 იანვრის 17:47 საათიდან;
ტ--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ--------------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ-------------–--ემ და გ------------------–---–მა. ადვოკატმა გ------------------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ტ--------------–---ის მიმართ არსებული გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ადვოკატმა მ-------------–--ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ტ--------------–---ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი მინიმუმამდე და შემდგომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სააპელაციო პალატის სხდომაზე, დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა ადვოკატ მ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარე აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ტ--------------–---ს დაუნიშნა არასამართლიანი და ზედმეტად მკაცრი სასჯელი. ტ--------------–---მა აღიარა და მოინანაია ჩადენილი დანაშაულები, მიუხედავად იმისა, რომ დასაკითხი იყო უამრავი მოწმე, მან სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, იგი ნასამართლობის არმქონეა და აქვს ჯანმრთლობის პრობლემები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენი ტ--------------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ა---–-–----–-----------------------------------------------------------------------------------–--–------–-----–--------------------------ს, ზ-----------------ის და დიტო გიგანის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ტ--------------–---ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმით, სასამართლოს სხდომის ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ტ--------------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის შემცირების და შემდგომ დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება სასამართლოს დისკრეციაა და არა ვალდებულება. კონკრეტულ შემთხევაში, ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლის, მათი ხასიათის და სიმძიმის მხედველობაში მიღებით პალატას მიზანშეუწლონლად მიაჩნია ტ--------------–---ის მიმართ ხსენებული ნორმით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულ(ებ)თან.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ტ--------------–---ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულ(ებ)ის ხასიათსა და სიმძიმეს. იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენი ტ--------------–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ტ--------------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ--------------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-------------–--ის და გ------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენი ტ--------------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ტ--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ტ--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ტ--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 იანვრის 17:47 საათიდან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ტ--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი